| From : | Mamuka Chkhaidze Jamc.ge <mchkhaidze@jamc.ge> |
| To : | David Sergeenko |
| Subject : | RE: |
| Received On : | 19.09.2017 10:32 |
| Attachments : |
მადლობელი ვარ,
სხვა გზა არ იყო ეს (დირექტორობა ) ტვირთი უნდა ამეღო!
კი, გთმ -ს ფაქტიურად ბოლოში გავედით, მოზრდილებზე ანალოგიური (ბოსტონის ) ჯერ-ჯერობით ვერ მოიძებნა, კარდიოქირურგიის ასოციაც ჩავრთეთ.
ონკოჰემატოლოგია USAID ის გადაწყვეტილებას ველოდებით ნოემბრის ბოლომდე გვეცოდინება.
არითმოლოგიის თემასაც გადავცემ პაპიაშვილს, იმ დელიკატურ მომენტს გამოვტოვებ, რა თქმა უნდა.
მამუკია - უკუდო ლომი, ჰო?! მაგარი კაცი!
აბა ჯერ-ჯერობით.
From: David Sergeenko [mailto:dsergeenko@moh.gov.ge]
Sent: Tuesday, September 19, 2017 13:04
To: Mamuka Chkhaidze Jamc.ge
Subject: Re:
სალამი მამუკა
გამიხარდა შენი შემოხმიანება.
პუნქტების მიხედვით :)
ამ (ბოლო) საკითხთან დაკავშირებით ასეთი თხოვნა მექნება- არ ვიცი, რამდენად აქვს გეგმაში ამის გაკეთება პაპიაშვილს, მაგრამ ჩვეულებრივ ასე ხდება, რომ (ზ. მათოშვიოლმაც და სხვებმაც ეგრე ქნეს) ჩამოიტანენ ახალი ტექნოლოგიების ცოდნა-რესურსს, რომელიც როგორც წესი ძალიან ძვირია ხოლმე, გააცნობენ ყველას, პაციენტებს დაუსახავენ, როგორც ახალი სიცოცხლის განუმეორებელ შანსს და მერე სამინისტროს თხოვენ ამის დაფინანსებას (რისი საშუალებაც ჩვენ ბიუჯეტს დღეს არ აქვს) და მერე ვეღარ ავუდივართ მათგან 'მოტივირებლი" პაციენტების თხოვნას დაფინანსებაზე.
აბა წარმატებები !
P.S. ამას წინათ ხარაგაულში ვიყავი რაღაც შეხვედრაზე და ჩვენი გვარდიის სასწრაფოს მძღოლი მამუკია გამეჩითა ! :) ძლივს ვიცანი- გაუბედურებულ, დამჭკნარ, გალოთებული იყო ეგ უბედური…
სამსახურზე მთხოვა დახმარება. ვეცდები, მაგრამ დალევას უნდა მოუკლო მეთქი და რას მეუბნება ? - შენ თითონ მასწავლე სპირტის სმა გვარდიაში და ეხლა მეუბნები დაანებეო ?! :)))
ასეთი ამბები….
From: "Mamuka Chkhaidze Jamc.ge" <mchkhaidze@jamc.ge>
Date: Tue, 19 Sep 2017 12:30:11 +0400
To: Davit Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
Cc: 'david sergeenko' <davidsergeenko@yahoo.co.uk>
Subject: FW:
აქვეა ოფიციალური მოწვევაც!
From: Mamuka Chkhaidze Jamc.ge [mailto:mchkhaidze@jamc.ge]
Sent: Tuesday, September 19, 2017 12:28
To: 'dsergeenko@moh.gov.ge'
Subject: FW:
From: Mamuka Chkhaidze Jamc.ge [mailto:mchkhaidze@jamc.ge]
Sent: Monday, September 18, 2017 12:57
To: 'david sergeenko'
Subject:
დავით გამარჯობა,
ხო ხარ მაგრად?!
მოკლედ გეტყვი
1 სექტემბრიდან ჯო ენის გენ. დირექტორი გავხდი. სულ შეიცვალა დირექტორატი, მარტო ჯანო დარჩა ძველი სასტავიდან.
ისე რომ გნახავ ალბათ მალე, გთმ-ს პროგრამასთან დაკავშირებულ საქმეებზე.
ბავშვთა ონკოჰემატოლოგიაზეც მინდა დაგელაპარაკო. და მოზრდილთა კარდიოქირურგიაზე.
ახლა ერთი თხოვნა მაქვს: ჩვენ გყავს არითმოლოგიური სამსახურის უფროსი, ძალიან მაგარი ექიმი გიორგი პაპიაშვილი- ბრუგადას მოსწავლე, აკეთებს საერთაშორისო კონფერენციას, ძალიან მთხოვა, ძალიან გთხოვო 15 წუთით დაესწრო გახსნას... კი არა და, გახსნა ეგ კონფერენცია.
თუ შეგიძლია უარს ნუ ეტყვი, მეც როგორც გენდირექტორი ჩემი თანამშრომლების პიარზე ვზრუნავ და მეც გთხოვ!!!!
აბა შენ იცი.
Prof. MAMUKA CHKHAIDZE,
President and CEO,
Jo Ann Medical Center.
Lubliana 21, Tbilisi, Georgia.
Tel: +995 032 25406 68
Mob: +955 599 554972