From : Amiran Gamkrelidze <a.gamkrelidze@ncdc.ge>
To : David Sergeenko; Natia Khmaladze; Gia Tvalavadze; Marina Darakhvelidze
Subject : RE:
Cc : vkvaratskhelia; Zaza Sopromadze; Nino Berdzuli
Received On : 17.12.2016 11:28

ბატონო დავით, ასეთი ინფორმაცია მომცეს ჩვენებმა: თქვენს კითხვასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და საოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16/08 ბრძანების მე - IV მუხლის მე -14 პუნქტის შესაბამისად: '' ტერმინების „დიეტური”, „სამკურნალო”, ან მათი ეკვივალენტების გამოყენება კვების პროდუქტების სახელწოდებაში, ან პროდუქტების სამომხმარებლო შეფუთვის ნიშანდებაში და სარეკლამო ფურცლებ-ჩანართებში აკრძალულია საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სპეციალური ნებართვის გარეშე.'' ეს ბრძანება ჯერ კიდევ მოქმედია. ამ ნებართვას გასცემს სამინისტროს შესაბამისი სამსახური, მეწარმის მიმართვის შემდეგ, ექსპერტული კვლევის საფუძველზე. ეტაპები ასეთია: მწარმოებელი მიმართავს ჯანდაცვის სამინისტროს ეტიკეტზე ნიშანდების განთავსების სესახებ, შემდეგ ჯანდაცვის დეპარტამენტი წარმოდგენილ დოკუმენტაციას განსახილველას გადაუგზავნის ექსპერთტა პანელს. რომელიც დამტკიცებულია ჯანდაცვის მინიტრის ბრზაბევით და ექსპერტებია ამ ეტაპზე (ქ-ი ქეთი დადიანი და გულიკო დვალი). მათი შესწავლის შემდეგ იწერება დასკვნა, რომლის საფუძველზეც ჯანდაცვის დეპარტამენტი გასცემს ე.წ. ნებართვას/დასკვნას, რომ არ არის წინააღმდეგი ეტიკეტზე განთავსდეს ნიშანდება. ამით ხელმძღვანელობს სურსათის ეროვნული სამსახური და მთავრობის დადგენილების (საქართველოს მთავრობის დადგენილება No441 2013 წლის 31 დეკემბერი ტექნიკური რეგლამენტის „სურსათის ეტიკეტირებისადმი დამატებითი მოთხოვნების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე) შესააბამისად აჯარიმებს პურის მწარმოებლებს, რომლებსაც შეთანხმების გარეშე აქვთ ნიშანდება. ბატონი რობიზონის დასკვნა შესაძლებელია იყოს ერთ- ერთი ექსპერტული დასკვნის ვერსია, სხვა შემთხვევაში მას და არც სხვას არ აქვს უფლება თავად გასცეს თანხმობა. თუ აღნიშნულ პროდუქტზე ამგვარი ნებართვა გაცემულია სამინისტროს მიერ, ის ჩაითვლება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაცემულ ნებართვად, ხოლო, ასეთის არარსებობის შემთხვევაში, მას არ აქვს სამინისტროს სახელი გამოყენების უფლება და არც ასოციაციებს, ან სხვა ვინმეს ამის უფლება არ გააჩნიათ. ამჟამად როგორც მაქვს ინფორმაცია სურსათის ეროვნული სააგენტო ამზადებს ახალ რეგლამენტს. უფრო დეტალებზე საქმის კურსშია ჯანდაცვის დეპარტამენტი. პატივისცემით ამირანი -----Original Message----- From: David Sergeenko [mailto:dsergeenko@moh.gov.ge] Sent: Saturday, December 17, 2016 2:38 PM To: Natia Khmaladze; a.gamkrelidze (a.gamkrelidze@ncdc.ge); Gia Tvalavadze; Marina Darakhvelidze Cc: vkvaratskhelia; Zaza Sopromadze; Nino Berdzuli Subject: FW: სინამდვილეში ეს "ნებართვა" ნუტრიციოლოგთა ასოციაციას აქვს გაცემული, ხოლო მწარმოებელი სამინისტროს სახელს იყენებს მერკეტინგის და რეკლამისთვის. ვფიქრობ ეს საკითხი სესასწავლია და რეაგირება იქნება საჭირო.