From : Zaza Sopromadze <zsopromadze@moh.gov.ge>
To : David <Sergeenko>
Subject : RE:
Cc : Nino <Shubladze>
Received On : 30.08.2016 17:05

ბატონო დავით,
წმინდა სოციალურ ნაწილში 2-3 კორექტურული ცვლილება მეც შევიტანე.
თქვენს მოსაზრებებს პროგრამის დიზაინთან,გამოწვევებთან და ზოგიერთ თეზისთან დაკავშირებით გადავცემ და თვითონ გადაწყვიტონ.
პატივისცემით,ზაზა

From: David Sergeenko
Sent: Tuesday, August 30, 2016 7:53 PM
To: Zaza Sopromadze
Cc: Nino Shubladze
Subject: Re:
 
საღამო მშვიდობისა ზაზა

გიგზავნი დოკუმენტს ჩემს მიერ შეტანილი კორექტივებით.

აქვე მინდა დავუმატო ორი საკითხი-

  1. მე კორექტივები შევიტანე მხოლოდ მონაცემების ნაწილში, ხოლო პროგრამის დიზაინი მთლიანად პარტიის გადასაწყვეტია. ჩემი მოსაზრებით, ცალკე გამოვყოფდი "გამოწვევების" ნაწილს და იქვე მივუწერდი ამ გამოწვევების გადაჭრის გეგმებს.
  2. პროგრამაში მოყვანილია თეზისები, რომელსაც სამინისტრო (თავისი კომპეტენციის ფარგლებში) ვერ დაეთანხმება. ეს ძირითადად ეხება მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის გზებს და საშუალებებს. ეს თეზისები კომენტარებში გამოყოფილია N.B. (Nota Bene) ჩანართებით. დარჩება თუ არა ეს თეზისები წინასაარჩევნო დოკუმენტში, ასევე პარტიის გადასაწყვეტია.
პატივისცემით
დ. სერგეენკო

From: Zaza Sopromadze <zsopromadze@moh.gov.ge>
Date: Tue, 30 Aug 2016 11:00:57 +0400
To: Davit Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>

ბატონო დავით,ეს არის ბოლო ვერსია