| From : | David Bakradze <baqradze@gmail.com> |
| To : | Tea <Tsulukiani> |
| Subject : | Re: აშშდან |
| Cc : | Giorgi Kvirikashvili; mayatskitishvili@gmail.com; i.menagari@yahoo.com; zurab_abashidze@hotmail.com; kakha4@gmail.com; tedojaparidze@hotmail.com; mindiajanelidze@yahoo.com; dkumsishvili@economy.ge; mjanelidze@mfa.gov.ge; Gigla Agulashvili; mikheil.giorgadze@culture.gov.ge; Sozar Subari; danelia@moa.gov.ge; David Sergeenko; gdumbadze@diaspora.gov.ge; n.khaduri@mof.ge |
| Received On : | 03.08.2016 12:57 |
| Attachments : |
დემოკრატების ყრილობას კარგი გამოხმაურება მოჰყვა. გამომდინარე მაღალი დონის გამომსვლელებიდან (ბარაკ ობამა, ბერნი სანდერსი, ჯო ბაიდენი, ბილ კლინტონი, მიშელ ობამა, მსახიობები, მომღერლები), მედიაში ძალიან კარგად გაშუქდა კონვენციის 4ვე საღამო. აღნიშნული, სავარაუდოდ უზრუნველყოფს რეიტინგის ზრდას ჰილარი კლინტონისთვის. (უკვე უზრუნველყო 43%-39%). ამის ფონზე გაგიზიარებთ გარკვეულ მოსაზრებებს, რაც კადრს მიღმა დარჩა ან სათანადოდ არ გაშუქდა.
კანდიდატების არაპოპულარობის გამო ჰილარის კამპანიისთვის მნიშვნელობა აქვს 3 ფაქტორს: ბილ კლინტონი, ბარაკ ობამა, ბერნი სანდერსი.
ძალიან საჭირო იყო ბერნი სანდერსის მიმართვა და მისი მხარდაჭერა (endorsement) ყრილობის მეორე დღეს. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად მისი მოწოდებისა, მხარი დაუჭირონ კლინტონს, ძალიან დიდია უკმაყოფილება მასსა და მის მომხრეებში კლინტონის მიმართ. ეს იგრძნობოდა მისი გამოსვლის შემდგომ ინტერვიუებშიც. ჰილარი კლინტონის acceptance speechის დროს სტადიონზე სხვადასხვა მხრიდან ისმოდა შეძახილები “მატყუარა” და მისთ. რომლის გადაფარვასაც ჰილარის მომხრეები მხარდამჭერი შეძახილებით ახერხებდნენ.
ყრილობა დაიწყო სკანდალით, რომელიც დემოკრატების კომიტეტის თავმჯდომარის (დები ვასერმან) მხრიდან [ბერნის წინააღმდეგ] ჰილარის მხარდაჭერას ეხებოდა. სანდერსის მომხრეებში არის განცდა, რომ ასეთი კონკურენტული და მცირე უპირეტესობით მოგებული პრაიმერის პირობებში დები ვასერმანმა გადამწყვეტი როლი ითამაშა.
გარდა აღნიშნულისა, უკვე დიდი ხანია სანდერსის მოძრაობის წევრები სუპერდელეგატების პრაქტიკის გაუქმებას ითხოვენ, ჰილარიმ სწორედ სუპერდელეგატების მხარდაჭერით აჯობა სანდერსს. სანდერსის მხარდამჭერების მომხრობის მიზნით ჰილარის გუნდი სუპერდელეგატების პრაქტიკის გაუქმებასაც პირდება მათ გამარჯვების შემთხვევაში.
მიუხედავად ყოველივე ზემოთქმულისა, სანდერსის მომხრეების მნიშვნელოვანი ნაწილი მაინც გამოვა და მისცემს ხმას ტრამპის წინააღმდეგ, თუმცა ბევრი შეიძლება დარჩეს სახლში. ან სულაც ტრამპს მისცენ ხმა, ასეთებიც საკმაოდ არიან, გამომდინარე იქიდან, რომ ბერნი სანდერსმა საერთოდ აპოლიტიკური ელექტორატი გამოაცოცხლა, ე.წ. მილენიალები (80-, 90-იანებში დაბადებულები), რომელთაც რაიმე ტრადიციული პარტიული კუთვნილება არ გააჩნიათ.
დიდია ალბათობა, რომ სანდერსის წამოწყებული კამპანია მოძრაობად გადაიქცეს და რევოლუციური, სოციალური კამპანიით შეეცადოს მომავალში თავის დამკვიდრებას (ბევრი აცხადებს, რომ ბერნი მხოლოდ სიმბოლოა და მათ ყველას იდეები აერთიანებთ).
ბილ კლინტონის პრეზიდენტობის პერიოდი გამორჩეული იყო ამერიკის წარმატებით როგორც საერთაშორისო არენაზე, ასევე ქვეყნის შიგნით, ეკონომიკურად. ამდენად, მის პოლიტიკასთან ასოცირება მნიშვნელოვანია ჰილარისთვის.
აქედან გამომდინარე, ბილ კლინტონის გამოსვლისას ბევრი ელოდა მკაფიო გზავნილებს ჰილარის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, თუმცა ეს უფრო მეტად იყო გზავნილები საპრეზიდენტო კანდიდატის ადამიანურ, პიროვნულ დადებით თვისებებთნ დაკავშირებით (ასეთივე ხასიათის იყო შვილის, ჩელსის გამოსვლაც).
როგორც ჩანს კამპანიის მესვეურებმა გადაწყვიტეს ბილ კლინტონის ფაქტორის გამოყენება სწორედ იმ მიმართულებით, რასაც მოისაკლისებს ჰილარი კლინტონი საზოგადოებისგან - სანდოობა, სიმპათია, ბუნებრივობა.
მაღალი პროფესიონალიზმი და საქმის კარგად ცოდნა ბარაკ ობამას გამოსვლის მთავარი ხაზი იყო. ამასთანავე, სწორი აქცენტი იყო პოზიტივით დაპირისპირება ტრამპის ცინიზმისადმი.
ტრამპის - “let’s make America great again”, ობამამ და დემოკრატებმა დაუპირისპირეს - “Amirica is already great”. ტრამპის შიშსა და იმედგაცრუებაზე აპელირებას ობამამ ამერიკელების იმედისა და მომავლის რწმენით უპასუხა.
პრეზიდენტისგან მიმართვის მასტერკლასი ვიხილეთ, რის შემდეგაც არავინ ელოდა, რომ ჰილარი ამ გამოსვლას რაიმე ფორმით გაეჯიბრებოდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ყველას შეფასებით, ჰილარის acceptance speech იყო საუკეთესო მისი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში.
ჰილარის აქცენტები:
- მიმართვა ბერნის მხარდამჭერებს, რომ მათი პოზიციები გათვალისწინებული იქნება - your cause is our cause;
- დიდი დრო დაეთმო ტრამპის კრიტიკას; მისი “მე” ჰილარიმ შეცვალა “ჩვენ”-ით;
- საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტები ბევრად კომპეტენტურად გააჟღერა (თუმცა, მიუხედავად უპირატესობისა საგარე-პოლიტიკაში, ეს ვერ გახდება წინასაარჩევნოდ მნიშვნელოვანი სადებატე საკითხი. როგორც ერთერთმა ორგანიზატორმა მითხრა - you don’t win elections with Foreign Policy, ამერიკელებისთვის შიდა პოლიტიკა უმნიშვნელოვანესია);
- საიმიგრაციო რეფორმა (2013 წ. ინიცირებული), რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკის გაჯანსაღებას, მილიონობით ახალ სამუშაო ადგილს, თუმცა საშუალო ხელფასის მცირედ შემცირებას;
- განათლების რეფორმა - college is crucial, but a four-year degree should not be the only path to a good job.
აღნიშნულის გათვალისწინებით, ჰილარის რეიტინგი საგრძნობლად გაიზარდა და აღსანიშნავია, რომ ვერც ტრამპმა მისცა ტრადიციულად ცინიკური შეფასება დემოკრატების ყრილობას.
დასკვნის ნაცვლად:
დღესდღეობით დემოკრატიულ სამყაროში საგრძნობია სერიოზული დისტანცირება საზოგადოებასა და ინსტიტუციებს შორის (distrust towards institutions). ამის საფუძველზე ძალას იკრებს ულტრა-მემარჯვენე (ალტერნატივა გერმანიაში, მარი ლეპენი საფრანგეთში, ჭეშმარიტი ფინელები, და სხვა მრავალი), ზოგჯერაც ულტრა-მემარცხენეც (მაგ. სირიზა საბერძნეთში, პოდემოს ესპანეთში და სხვ.), პოპულისტური, ნაციონალისტური ძალები.
ანტი-იმიგრაციული ტალღა არ არის ერთადერთი მიზეზი, და ეს უნდობლობის პროცესი მანამდეც დაიწყო და საბაბი ამისთვის სხვადასხვა არსებობდა (მაგ. ფინანსური კრიზისი). აღნიშნულთან დაპირისპირება ევროპულმა დემოკრატიებმა ტრადიციული პარტიების (სოც.დემების და კონსერვატორების) გაერთიანების გზით დაიწყეს, თუმცა ზოგჯერ ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი და იზოლაციონისტური განწყობის პარტიები კოალიციურ მთავრობაში მოხვდნენ.
აღნიშნულის მიუხედავად, ტენდენცია გრძელდება და პრობლემა ევროპულ პოლიტიკაში არ აღმოფხვრილა. გლობალისტებისა და იზოლაციონისტების დაპირისპირება შეცვლის მემარჯვენე-მემარცხენეთა ტრადიციულ კამათს.
მით უფრო რთულად მიდის პროცესი აშშ-ში, სადაც ორი ძირითადი პარტიის პირობებში ეს პროცესები სწორედ ამ პარტიების შიგნით მიმდინარეობს. ფაქტია, რომ ეს აუცილებლად გამოიწვევს პარტიების რეორგანიზაციას, თუმცა შესაძლოა არც ეს იყოს საკმარისი და რეალურად დადგეს ალტერნატიული პოლიტიკური ძალების ჩამოყალიბების აუცილებლობა.
ორ-პარტიული სისტემის პირობებში ტრამპმა და სანდერსმა არსებული ტრადიციული პარტიების პლატფორმები გამოიყენეს საკუთარი პოლიტიკური კაპიტალის მოსახვეჭად (ამას დამოუკიდებლად ვერ მოახერხებდნენ). სანდერსის 40-წლიანი პოლიტიკური კარიერა ულტრა-მემარცხენე მოძრაობებს უკავშირდება, და მხოლოდ ბოლოს აირჩია დემოკრატები თავის საპრეზიდენტო მოძრაობის მხარდასაჭერად. ტრამპმა საერთოდ პოლიტიკური წარსულის არქონის პირობებში აირჩია რესპუბლიკური პარტია თავისი პოლიტიკური ამბიციების დასაკმაყოფილებელ სივრცედ და ძალიან წარმატებულადაც.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ე.წ. ამრევებმა (disrupters) და საზოგადოების უნდობლობაზე აგებული პოპულისტური კამპანიის ავტორებმა აშკარად მნიშვნელოვან შედეგს მიაღწიეს და ეს ელექტორატი, ჰილარის გამარჯვების შემთხვევაშიც კი, ვერსად ვერ გაქრება და აუცილებლად იპოვნის მხარდაჭერის ობიექტს საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში.
ახალი კომუნიკაციები, სოციალური მედია, გამოჟონილი ინფორმაციები და whistle-blowerები, შედეგად პოლიტიკის დახურულ კარს მიღმა წარმოების აღქმა, არაგულწრფელობა და გაჩენილი უნდობლობა - ამის შედეგად წარმოქმნილ დისტანციას ხალხსა და პოლიტიკოსებს შორის - განსხვავებული პოლიტიკური ისტებლიშმენტი დაჭირდება.
მეგობრებო,
გუშინ შევხვდით ლორა როზენბერგერს (ჰილარის საგარეო პოლიტიკის მრჩეველს). შეხვედრაზე ვიყავით ქართული დელეგაცია (დათო უსუფაშვილი, ირაკლი ალასანია, სერგი კაპანაძე, თამარ ჩუგოშვილი და მე). ლორასთან ერთად იყო NDI-ს შეფი კენ ვოლაკი.
საუბარი შეეხო ჰილარის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს. ვთხოვე საქართველოზე პოზიტიური გამოხმაურება კამპანიის დროს (ტერიტორიული მთლიანობის კონტექსტში). ვუთხარი მადლობა სამხედრო მხარდაჭერაზე, გავუმახვილე ყურადღება საქართველოს მნიშვნელობაზე ენერგო-რესურსების დივერსიფიცირების კონტექსტში და რეგიონული კვანძის კონტექსტში. თამარმა არჩევნების მნიშვნელობაზე და დემოკრატიულ წინასაარჩევნო გარემოზე, ასევე ჩვენი პარტიის განახლების პროცესზე და წითელ ხაზებზე ესაუბრა.
უსუფაშვილმა უთხრა, რომ ნატოში თქვენი მხარდაჭერა გვჭირდებაო და ირანზეც გაუმახვილა ყურადღება. ალასანიამ სამხედრო მხარდაჭერის კონტექსტში ჯაველინები ახსენა და სთხოვა დახმარება. კაპანაძემ წინასაარჩევნო გარემოში ყურადღება სთხოვა (ახსენა მედია თავისუფლება) და თქვა, რომ იქნებ ადრე გაჟღერებული თავისუფალი ვაჭრობის მიზნით დიალოგი დაიწყოსო.
ბოლოს, თავად ლორა როზენბერგერმა თქვა, რომ რამდენიმე საკითხი მიაქვს ქართველებთან შეხვედრიდან:
1. ტერიტორიული მთლიანობის ხსენების მნიშვნელობა კამპანიის დროს;
2. ნატოში საქართველოს ინტეგრაციის მნიშვნელობა (ამაზე ჰილარის მხარდაჭერა გაქვთო);
3. საქართველოს დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონში, განსაკუთრებით ენერგოუსაფრთხოების კონტექსტში, რომელიც ჰილარის ყურადღების ერთერთი უმთავრესი საკითხიაო;
4. აშშ-სთან ეკონომიკური ვაჭრობის გაძლიერებაო.
NDI-ს შეფმა კენ ვოლაკმა ისარგებლა შემთხვევით და თქვა, რომ არჩევნებისთვის ემზადება საქართველო და ერთადერთი საკითხი რაც ძალიან გვაფიქრებს არის გადაუწყვეტელი ხმების რაოდენობაო და 60% ახსენა, რაზეც თამარმა უთხრა, რომ ეს ზოგადი ტენდენციაა და აშშ-ში სწორედ ეს გვესმის ყველა პანელის დროს.
მთლიანობაში ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა მათთან საქართველოს დელეგაციის ერთად და, პრინციპში, ერთ ხმაში საუბარმა. გზავნილი აიღეს და უნდა აღინიშნოს, რომ NDIმ ძალიან კარგი რამე გაგვიკეთა ამ შეხვედრით. ასეთივე შეხვედრა ჰქონდა უკრაინის დელეგაციასაც.
საუკეთესო სურვილებით,დათოთუ ვინმე გამომრჩა ისევ სიიდან, მაპატიეთ!2016-07-25 14:10 GMT-04:00 d.bakradze <baqradze@gmail.com>:ეგეთი იმდენი ხდება, თვლა არ აქვს. ალბათ ფიქრობენ არ უნდა დაგვეპატიჟებინა - მოგვეჭრა თავიო :) ან არ ფიქრობენ. ეხლა საფიქრელი ბევრად მეტი და ბევრად მძიმე აქვთ.ხვალ NDI აკეთებს მრგვალ მაგიდას ქართული დელეგაციისთვის (ჩუგო, მე, ალასანია, უსუფაშვილი, სერგიკაპანაძე) ჰილარის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე და იქ შევშფოთდებიSent from my Samsung device
-------- Original message --------
From: Tea Tsulukiani <ttsulukiani@justice.gov.ge>
Date: 25/07/2016 13:48 (GMT-05:00)
To: David Bakradze <d.bakradze@eu-nato.gov.ge>
Cc: Giorgi Kvirikashvili <gkvirikashvili@gov.ge>, mayatskitishvili@gmail.com, i.menagari@yahoo.com, zurab_abashidze@hotmail.com, kakha4@gmail.com, tedojaparidze@hotmail.com, mindiajanelidze@yahoo.com, dkumsishvili@economy.ge, mjanelidze@mfa.gov.ge, Gigla Agulashvili <agulashvili@gmail.com>, mikheil.giorgadze@culture.gov.ge, Sozar Subari <sozarsubari@gmail.com>, danelia@moa.gov.ge, dsergeenko@moh.gov.ge, gdumbadze@diaspora.gov.ge
Subject: Re: აშშდან
Madloba, Dato, zalian sainteresoa.
Archevnebs igebs is, vinc xalxis chrilobaze adebs xels da idealur shemtxvevashi mistvis misareb gamosavalsac stavazobs. Raki ak emateba isic, rom amis shemzle kandidati agresiulicaa, albat hilaris bevri samushao akvs mainc, rasac ar unda amtkicebdes matematika.
Chven ki isra dagvrchenia fortunatosavit vilocot.
Ise, rame ar xdeba iseti rom sheshfoteba gamovtkvat saarchebo garemostan dakavshirebit ? magalitad movucodot tramps sheckvitos agresiuli ritorika... Tu chventvis ar sheizleba.
Envoyé de mon iPhoneსანამ ფილადელფიაში დემოკრატების კონვენცია დაიწყება, რამდენიმე მოსაზრებას გაგიზიარებთ კლივლენდიდან, რესპუბლიკელების კონვენციიდან:
- ეს არჩევნები გამორჩეულია კანდიდატების (კლინტონი, ტრამპი) მიმართ არსებული დაბალი ინტერესით და შესაძლო აქტივობით (წინა წლებში შესაბამისი პარტიების მხარდამჭერთა 90-90% მოდიოდა არჩევნებზე შესაბამისი კანდიდატის მხარდასაჭერად); წელს არჩევნებზე ასეთი მოლოდინი არ არის;
- გაიმარჯვებს ის, ვინც მეტ მოტივაციას გაუჩენს ამომრჩეველს, რომ მოვიდეს არჩევნებზე; ზოგადად ეს არჩევნები პოლარიზაციის მაღალი ხარისხით მიმდინარეობს;
- აღნიშნულიდან გამომდინარე დიდი მნიშვნელობა ექნება საპროტესტო ხმას - ანუ, რამდენად შეძლებენ საზოგადოების მოტივირებას კანდიდატები, რომ მათი კონკურენტის მიმართ მიუღებლობის გამო გამოვიდეს არჩევნებზე და მას მისცეს ხმა (აქ რამდენიმე ფაქტორი იჩენს თავს):
o ერთი ფაქტორია თავად კანდიდატების რიტორიკა. ტრამპი არ ერიდება სიძულვილის ენას კლინტონის მიმართ და იყენებს ყველა დაშვებულ თუ არაეთიკურ საშუალებებს (დაღუპული მეომრების მშობლები, შავკანიანების მიერ მოკლული პოლიციელების ოჯახის წევრები, კლინტონის ტყუილები, იმეილების სკანდალი, იმიგრაციის მაღალი ტალღა); კლინტონის ჯერი ფილადელფიაში დადგება და, როგორც ამბობენ, მისი ფსონი ამ კონტექსტში უფრო საგარეო პოლიტიკა იქნება (საერთაშორისო იმიჯის შერყევა, პარტნიორებში ნდობის დაკარგვა, სავაჭრო ხელშეკრულებები), თუმცა არც შიდა სენტიმენტების გამოყენებას მოერიდება (პოლიციელების მიერ მოკლული შავკანიანები, black life matters, etc). ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რომ ტრამპმა თავის acceptance speech-ში განაცხადა, რომ ხალხს მობეზრდა პოლიტკორექტულობა მათთვის სენსიტიურ თემებზე, ამიტომ კიდევ უფრო მეტ რადიკალიზაციას უნდა ველოდეთ მის რიტორიკაში;
o მეორე ფაქტორი იქნება მოწინააღმდეგის მიუღებლობის გამო ამომრჩევლის მოტივირება. დემოკრატების ბანაკში კლინტონის მოწინააღმდეგეები სანდერსის მხარდამჭერები არიან (სანდერსიც და ტრამპიც, მიუხედავად განსხვავებული ღირებულებებისა, გარკვეულად გვანან კიდეც ერთმანეთს: ორივე ამრევია აშშ პოლიტიკურ ისტებლიშმენტში (disrupters - არსებული ისტებლიშმენტის წინააღმდეგ გალაშქრება); მათი მოტივირება ტრამპის წინააღმდეგ უფრო ძნელი იქნება ჰილარისთვის; რესპუბლიკელების ბანაკში ტრამპის მიმართ ღიად გამოხატული მიუღებლობის მიუხედავად, ბევრი რესპუბლიკელი მას ნაკლებ ბოროტებად მიიჩნევს, ვიდრე კლინტონს;
(ტრამპს მხარი არ დაუჭირა ოჰაიოს (გადაუწყვეტელი შტატი) გუბერნატორმა და პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა კასიჩმა, რომელსაც მკაფიო საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტები აქვს აშშ ლიდერობასთან დაკავშირებით; არ დაუჭირა მხარი არც მეორე ადგილზე გასულმა კრუზმა; თუმცა, ტრამპი ახერხებს და ამ ფაქტორებსაც მის სასარგებლოდ იყენებს.)o მესამე ფაქტორი ფინანსებია: აქამდე კლინტონმა თითქმის 3ჯერ მეტი დახარჯა ვიდრე ტრამპმა. ტრამპი ფაქტიურად ეხლა იწყებს ხარჯვას. საინტერესოა, რომ კლინტონის სარეკლამო კამპანიები, რომელიც ძირითადად მიმართული იყო ტრამპის გასაქილიკებლად, ფაქტიურად ტრამპს აძლევდა ხელს და ტრამპს უჩენდა კიდევ უფრო მეტ მხარდამჭერს.
o კიდევ ერთი ფაქტორი, რაც ფილადელფიაში ჩამოსულებს დაგვხვდა, არის ახალ-ახალი ინფორმაცია, რომელიც wikileaks-მა გამოაქვეყნა ჰილარის და მისი კამპანიის შესახებ. აღმოჩნდა, რომ დემოკრატების კომიტეტის ხელმძღვანელი დები ვასერმანი კლიმნტონის მიმართ იყო კეთილგანწყობილი და სანდერსის დამარცხებაში არ აქვს მცირე როლი შესრულებული. ეს კიდევ უფრო ცუდ როლს ითამაშებს ჰილარის მიერ სანდერსის მომხრეების მოტივირების საქმეში.
- მაღალია მოლოდინი, რომ მსგავსი საიბერ-შეტევის შედეგები არჩევნების მოახლოვებასთან ერთად სულ უფრო მოიმატებს (რაშიც ბევრი სწორედ რუსეთის ხელს ხედავს), რამდენადაც აშკარაა მათი ინტერესი ტრამპის ფიგურის მიმართ.
- მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის ფაქტორმა ყველა ლოგიკური დასკვნის ან ანალიზის სივრცე მოსპო, მკვლევარები მაინც მიიჩნევენ, რომ მათემატიკურად ძალიან ძნელი იქნება ტრამპისთვის მოგება; დღევანდელი მდგომარეობით მას გადაუწყვეტელი 5-6 შტატიდან 1-ს გარდა ყველა მოსაგები აქვს (შტატების მიხედვით დასაგროვებელი 270 ხმიდან კლინტონს ფაქტიურად განაღდებული აქვს 242 და მხოლოდ ფლორიდას მოგებაც კი ეყოფა);
- თუმცა, ყველა თანხმდება, რომ ტრამპის ნომინაცია და პრაიმერიში გამარჯვება უფრო დიდი მოულოდნელობა იყო, ვიდრე მისი ძირითად არჩევნებში მოგება იქნება;
პრიორიტეტები:
ჩვენი შეხვედრების ძირითადი ნაწილი უფრო მეტად დაეთმო საუბარს ტრამპის წინასაარჩევნო ტექნოლოგიებზე, ვიდრე მის პრიორიტეტებზე.
ტრამპის კამპანიის მენეჯერიც კი არიდებდა თავს კონკრეტულ კითხვებზე პასუხს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების, ნატოს ფაქტორის შესახებ. თუმცა, მისი თქმით, ტრამპი არ არის ჩაკეტილი პოლიტიკოსი და ის ისმენს პროფესიონალთა აზრს და გაითვალისწინებს მათ მომავალში.
20 ივლისს ჩაწერილ ინტერვიუშიც იკითხება ერთი მთავარი ხაზი, რომელსაც ტრამპი იყენებს ნებისმიერ კითხვაზე პასუხის დროს (განსაკუთრებით, როცა ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს) – America first; ამ კონტექსის გათვალისწინებით პასუხიბს ის კითხვებს - იქნება საუბარი ნატოზე, საგარეო სავაჭრო შეთანხმებებზე თუ სხვა.
ამ კონტექსტში მოიაზრება მისი პოზიციები, რაც გაჟღერდა acceptance speech-ის დროს:
- Law and Order - ტრამპის პოზიციები გამომდინარეობს დაუცველობის შეგრძნებიდან, რომელსაც შტატების მოსახლეობა შეიძლება იზიარებდეს. მოკლული პოლიციელებით, სამხედროებით და მათი ოჯახის წევრებით მანიპულირება უმთავრესი ხაზი იქნება ტრამპისთვის - Blue life matters (უნიფორმიანების დაცვა და პასუხი კლინტონის Black life matters-ზე); ექსპერტების შეფასებით, ამის შემდეგ კლინტონს მოუწევს - ან პოლიციელებსა და შავკანიანებს შორის გააკეთოს არჩევანი, ან იპოვნოს გამოსავალი, რომ არ დააზიანოს საკუთარი რეპუტაცია და ლიბერალური ღირებულებები, CNNმა უკვე შეაფასა ეს ნაბიჯი, როგორც ხაფანგი ჰილარისთვის);
- ამ კონტექსტში პირდაპირი დადანაშაულება ღია იმიგრაციული პოლიტიკისა და კიდევ ერთხელ გაჟღერებული კედლის მშენებლობის იდეა მექსიკის საზღვარზე;
- ძალიან მკაცრი შეფასება მრავალმხრივი სავაჭრო შეთანხმებებისა (NAFTA, PTT), სადაც ის დაჰპირდა ხალხს, რომ ამერიკის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე გადახედავს ამ შეთანხმებებს და პროექტებს;
- საგარეო პოლიტიკაში მან გააკრიტიკა ობამას პოზიცია ისლამურ სახელმწიფოსთან გამკლავების უუნარობის კუთხით, სირიასთან წითელი ხაზების დარღვევის კუთხით, ლიბიასა და ეგვიპტეში წარუმატებელი საგარეო პოლიტიკის კუთხით (ბენგაზიში აშშ-ს საელჩოზე თავდასხმა იმ დროისთვის სახელმწიფო მდივანს კლინტონის უყურადღებობას დააბრალა);
- მთლიანობაში, გამოსვლა იყო ძალიან აგრესიული და საზოგადოების მოთხოვნილებებზე ორიენტირებული.
ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატები:
აქაც ბევრი აღნიშნავს, რომ ტრამპის running mate უფრო მომგებიანია, ვიდრე კლინტონის. პენსი ტოვებს მშვიდი და გაწონასწორებული პოლიტიკოსის შთაბეჭდილებას, ავსებს ტრამპის ექსტრავაგანტობას და გათვლილია თავად რესპუბლიკელების გადაუწყვეტელი ნაწილის მოტივაციაზე.
რაც შეეხება კლინტონის არჩევანს, ტიმ კეინი კარგი პოლიტიკოსია, თუმცა იგი რესპუბლიკელი ამომრჩევლისთვის შესაძლოა მეტად მისაღები იყოს, ვიდრე დემოკრატებისთვის (არის pro-life პოლიტიკოსი); და ეს იმ დროს, როდესაც პრობლემები კლინტონს სწორედ საკუთარი პარტიის მხარდამჭერთა მობილიზებაში აქვს.
და ბოლოს, რესპუბლიკელების ყრილობამდე კლინტონი 47%-44%-ზე უსწრებდა ტრამპს. ყრილობის შემდეგ ტრამპი 48%-45% უსწრებს კლინტონს. საინტერესო იქნება, რა განწყობები დაგვხვდება დემოკრატების კონვენციაზე.
ვიზიტები:
ჩვენს ახალ კონსერვატორ წევრთან, ნინო გოგუაძესთან ერთად თამარ ჩუგოშვილმა და მე შეხვედრები გავმართეთ სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლებთან სხვადასხვა ქვეყნიდან და აგვისტოს ბოლოსთვის ევროპელი კონსერვატორების მხარდამჭერ ვიზიტს უნდა ველოდეთ საქართველოში.
საუკეთესო სურვილებით,
დათო
პარტიასაც მივაწოდე პოლიტსაბჭოსთვის გასაზიარებლად
David Bakradze
State Minister of GeorgiaEuropean & Euro-Atlantic IntegrationTwitter: @BakradzeDavid
This email was scanned by Bitdefender