From : Nana Kavtaradze <nana@moh.gov.ge>
To : David Sergeenko; Vlaeri Kvaratskhelia <vkvaratskhelia@moh.gov.ge>; natia <natia@moh.gov.ge>; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; nodisharia@moh.gov.ge
Subject : Re: ბათუმის ფსიქიატრიული
Received On : 11.01.2017 12:01

ბატონო დავით, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინიტრომ ნამდვილად პირველად მოგვმართა 2 აგვისტოს #01-10/3121 წერილით, რომელიც მე შემოგიტანეთ, ვინაიდანი იმ დღეს ფოსტას მე ვაკეთებდი და ვინაიდან წერილს არ ახლდა სავარაუდო ინვესტორის მიერ შემოთავაზებული პირობები/დეტალური ბიზნეს გეგმა და ახლდა მხოლოდ მოკლე ინფორმაცია, რომლითაც შპს ,,ჰელს ქეარ გრუპმა“ აჭარის ეკონომიკის სამნისტროს მიმართა, თქვენი დავალების თანახმად, თქვენი ხელმოწერით 2 აგვისტოსვე გაიგზავნა პასუხი № 01/59297, რომ ვინაიდან წარმოდგენილ დოკუმენტაციას არ ახლავს შესაბამისი საინვესტიციო, დეტალური ბიზნეს გეგმა, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო შესაძლებლად მიიჩნევს და გამოთქვამს მზაობას, აღნიშნულის თაობაზე იმსჯელოს და სათანადო პოზიცია დააფიქსიროს, მხოლოდ საინვესტიციო პროექტის დეტალურად გაცნობისა და შესაბამისი ბიზნეს გეგმის განხილვის შემდგომ. დეს-ი აჩვენებს, რომ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინიტრომ ნამდვილად მოგვმართა 23 აგვისტოს 01-10/3455 წერილით და წარმოადგინა საინვესტიციო პროექტი 39 ფურცელზე, რომელიც ჯანდაცვის დეპარტამენტშია მოხვედრილი. დეს-ში ჩანს, რომ ჯანდაცვის დეპარტამენტმა ამ წერილის შემოსვლის შემდეგ მიმართა რეგულირების სააგენტოს და სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანდაცვისა და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დეპარტამენტს და მოითხოვა მათგან ინფორმაცია შპს „რესპუბლიკური, კლინიკური, ფსიქონევროლოგიური საავადმყოფოს“ მიერ განხორციელებული სამედიცინო საქმიანობების, წარმოებული სამედიცინო სერვისებისა და სახელმწიფო პროგრამის ადმინისტრირების წესით წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს შესახებ ასევე - წარმოადგენს თუ არა სამედიცინო სერვისების მიმწოდებელს საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში და წარმოდგენილი აქვს თუ არა ყოველთვიურად შესრულებული სამუშაოს შესაბამისი საანგარიშგებო დოკუმენტაცია. აღნიშნულმა სამსახურებმა პასუხები წარუდგინეს ჯანდაცვის დეპარტამენტს. ამის შემდგომი რეგირება არ ჩანს დეს-ში. შესაბამისად, გავარკვევთ ქ-ნ მარინა დარახველიძესთნ და მოგახსენებთ. პატივისცემით, ნანა -----Original Message----- From: David Sergeenko To: Vlaeri Kvaratskhelia , natia , Nana Kavtaradze , "Kakhaber Dzimistarishvili" , "nodisharia@moh.gov.ge" Date: Wed, 11 Jan 2017 07:04:28 +0000 Subject: ბათუმის ფსიქიატრიული > მოგესალმებით კოლეგებო > > მოგეხსენებათ, ბოლო > თვეების განმავლობაში ჩვენ > პრობლემურად > განვიხილავდით აჭარის > მთავრობის მიერ ბათუმის > ფსიქიატრიულის > გასხვისების პროცესს > ჯანდაცვის სამინისტროსთან > კომუნიკაციის არქონას. > დღეს ამ საკითხზე > მთავრობის სხდომაზეც იყო > საუბარი. > აჭარის მთავრობამ > გვაცნობა, რომ წერილი ამის > შესახებ ჯერ კიდევ > აგვისტოში > გადმოგვიგზავნეს- > > "ამ საკითხთან > დაკავშირებით აჭარის > ფინანსთა და ეკონომიკის > სამინისტროს 2016 წლის 2 > აგვისტოს N01-10/3121 და 2016 წლის 23 > აგვისტოს N01-10/3455 წერილებით > დეტალური ინფორმაცია > გაგზავნილი ჰქონია > საქართველოს შრომის, > ჯანმრთელობისა და > სოციალური დაცვის > სამინისტროში" > > თუ შეილება გთხოვთ > გაერკვეთ ამ საკითხში > (მოსულია თუ არა, თუ კი, რატომ > არ განვიხილეთ, ა.შ) და > მომწერეთ შედეგი. > > მადლობა > > Sent from my iPhone