| From : | Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge> |
| To : | David Sergeenko;Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge> |
| Subject : | Re: გათვლები |
| Cc : | Zaza Sopromadze |
| Received On : | 22.01.2018 17:45 |
ბატონო დავით, ბატონო ზაზა,
ჩვენ გათვლებისთვის დაგვჭირდება:
1. საერთო რაოდენობა კონტიგენტის და მათი ასაკობრივი სტრუქტურა.
2. დაავადებები რაც წინანდელს უნდა დაემატოს.
პარალელურად ჩვენ გავაკეთებთ ამბულატორიულ დაწესებულებებში ყველაზე ხშირ დიაგნოზებს (ვთქვათ პირველი 10 ან 20), ხოლო სოფლის ექიმის პროგრამამ სასურველია გააკეთოს ყველაზე უფრო ხშირი მიმართვიანობის (მიზეზების მიხედვით) რანჟირება. ასევე სასურველია ფარმაცევტულმა სამსახურმა გააკეთოს რანჟირება ყველაზე ხშირად მოხმარებადი წამლებისა (ცალკე რეცეპტორული და ცალკე ოტც). ეს ინფორმაციები ალბათ მოგვეხმარება პრიორიტეტულობისა და მედიკამენტების ჩამონათვლის განსაზღვრაში.
პატივისცემით
ამირანი
From: Zaza Sopromadze [mailto:zsopromadze@moh.gov.ge]
Sent: Monday, January 22, 2018 2:43 PM
To: David Sergeenko; Amiran Gamkrelidze
Subject: RE: გათვლები
ბატონო დავით,
გიგზავნით მოთხოვნილ მონაცემებს:
1) სოც. ბაზაში 100 000 ქულის ქვევით რეგისტრირებული გვყავს 600 909 პირი, ასაკით პენსიას იღებს 732 440 პირი, მათი გადაფარვაა 133 091 პირი.
2) სულ აღრიცხვაზე გვყავს 129 023 შშმ პირი, მათგან 100 000 ქულის ქვევით- 40 734
მათი ჩაშლა ჯგუფებში:მკვეთრად გამოხატული შშმ პირი - 27 032 (<100 000 ქულაზე - 9 223)
მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირი - 78 436 (<100 000 ქულაზე - 24 963)
ზომიერად გამოხატული შშმ პირი - 13 436 (<100 000 ქულაზე - 3 230)
შშმ ბავშვი - 10 119 (<100 000 ქულაზე - 3 318)
პატივისცემით,
ზაზა
From: David Sergeenko
Sent: Saturday, January 20, 2018 6:09 AM
To: Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>
Cc: Zaza Sopromadze <zsopromadze@moh.gov.ge>
Subject: Re: გათვლები
კი ბატონო, ეს ნუსხა გვაქვს და მოგაწვდით, თუმცა დაავადებების პრიორიტეტულობა ჯობია ჩვენ განვსაზღვროთ და მერე ამაზე მოვარგებთ პირველი რიგის სამკურნალო მედიკამენტებს.
Sent from my iPhone
On Jan 20, 2018, at 18:07, Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge> wrote:კი ბატონო დავით,
დაველოდებით სოციალური მომსახურების სააგენტოს ციფრებს და გადავთვლით.
სასურველია ვიცოდეთ მედიკამენტების რა ჯგუფებით აპირებთ გაფართოებას. გასაგებია ანტიეპილეპტიური (სხვათა შორის ეს გათვლები თავის დროზე ჰქონდათ ოთარ თოიძეს, სოფო კასრაძეს და გოგიტა გეგელაშვილს), ანტიპარკინსონული, კიდევ რა ჯგუფები (ვთქვათ ანტირევმატოიდული, ანტიალერგიული, წყლულოვანი დაავადება, ანტიბიოტიკები და სხვა).
ჩემის აზრით სასურველია ამ პროგრამისთვის ფარმაცევტულმა სააგენტომ გააკეთოს ასევე ნუსხა საქართველოში ყველაზე ფართოდ მოხმარებადი პირველი ოცი ან ოცდაათი რეცეპტურული პრეპარატის. მესმის რომ მათ რიცხვში ბევრი არაესენციური წამალი იქნება, მაგრამ მაინც სასურველია.
პატივისცემით
ამირანი
From: David Sergeenko [mailto:dsergeenko@moh.gov.ge]
Sent: Saturday, January 20, 2018 5:40 PM
To: Zaza Sopromadze; Amiran Gamkrelidze
Subject: გათვლები
სალამი ბატონო ზაზა, ბატონო ამირან
ასეთი საკითხია- ამ დღეებში ვმუშაობ პროექტზე, რომლის მიხედვითაც არსებული პროგრამა ("ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამანტები") შეიძლება გაფართოვდეს როგორც მოსარგებლეთა ჩამონათვალის, ასევე მედიკამანტების დასახელენის მხრივ.
ამასთან დაკავშირებით მაქვს ასეთი სათხოვარი-
1. იქნებ სოციალური მომსახურების სააგენტომ დათვალოს შემდეგი მონაცემები-
- ვიცით რა, რამდენია < 100 000 ქულაზე ნაკლების მქონე მოქალაქე (770 000) გადავთვალოთ, რამდენია ასაკით პენსიონერები (რაც პრონციპში ცნობილია) და რაც ყველაზე მთავარია, როგორია "გადაფარვა" ამ ორ ჯგუფს შორის- ასაკით პენსიონერებში იქნებიან < 100 000 ქულიანები და პირიქით.
- იგივე გათვლა ("გადაფარვები") რომ გაკეთდეს შშ პირებზე;
ანუ შედეგად უნდა ვიციდეთ, რომ მოსარგებლეთა რაოდენობის (ჯგუფების გაზრდის) შემთხვევაში რა რაოდენობაზე გავალთ- არსებულს ( <100k) პლიუს ასაკით პენსიონერები და ამას პლიუს შშმ პირები.
2. რომ გადაითვალოს, ამ (მიღებული) რაოდენობის ადამიანებიდან საშუალოდ რამდენი საჭიროებს ქრონიკული დაავადებების (უკვე არსებულ ჩამონათვალს დამატებული სხვა დაავადებებიც- პარკინსონი, ეპილეფსია, ა.შ.. რაც აქტუალურია). ეს გათვლა თავის დროზე გაკეთებული აქვს ნსდს- ს და გასაახლებელი იქნება ახალი რაოდენობის და დაავადებათა გაფართოებული ჩამონათვალის კუთხით.
ახლა ისეთი ვითარებაა, რომ ამ გათვლების ოპერატიულობაზე მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული პროექტის დაწყება, ამიტომ თუ შეიძლება გთხოვოთ, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადებში შევძლოთ ამ მონაცემების შეკვრა.
წინასწარ მადლობა
პატივისცემით
დათო