From : Nino Berdzuli <nberdzuli@moh.gov.ge>
To : David <Sergeenko>
Subject : Re: გრიპი
Cc : Amiran Gamkrelidze; vkvaratskhelia@moh.gov.ge; Zaza Sopromadze; mdarakhvelidze@moh.gov.ge; nana@moh.gov.ge; Sopo Belkania; Nino Shubladze
Received On : 04.01.2017 07:18

ბატონო დავით,

კოლეგებო მოგესალმებით და კიდევ ერთხელ მოგილოცავთ 2017 წელს!

გრიპთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, გრძელდება 24/7 ოთხი
დაწესებულების მუშაობა. ვფიქრობ, რომ კარგი იქნება თუ გავაგრძელებთ მინიმუმ იანვრის ბოლომდე. შარშან, პიკური მდგომარეობა გვქონდა იანვრის მეორე ნახევრის/თებერვლის თვეში (2- 6 კვირის ჩათვლით). სავარაუდოდ, ავადობის მატება იქნბება იანვარ/თებერვალში და შესაბამისად სასწრაფოს პიკური დატვირთვაც. შეჩერება 1 კვირით ( ან ორით) არსებული რეჟიმის და თავიდან ამუშავება თავის PR კამპანიით რამდენად გვინდა?  

ხომ არ დავაკვირდეთ ეპიდ სიტუაციას და 112/გადამისამართებული ზარების რაოდენობას და გადავაფასოთ არსებული რეჟიმი იანვრის ბოლო კვირაში. ვფიქრობ, რომ ეს დაკვირვება (ასევე შარშანდელი მონაცემებიც) მოგვცემს შესაძლებლობას რომ დავხვეწოთ გრიპის პროტოკოლიც. 


გმადლობთ,

ნინო


Sent from my iPhone

On Jan 4, 2017, at 10:10 AM, David Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge> wrote:

მადლობა ბატონო ამირან, კოლეგებო

 მეც გილოცავთ დღესასწაულებს!

რაც შეეხება ავადობის ზოგად სურათს, 51 ე კვირაში თითქოს კლების ტენდენციაა.
 ამ დღეებში გადაწყვეტილება გვექნება მისაღები, ვაგრძელებთ თუ არა 24/7 საოჯახო ცენტრების ფუნქციონირებას.
 რათქმაუნდა სასურველი იქნება, თუ ამ პროტოკოლს მხოლოდ ავადობის პიკების დროს გამოვიყენებთ.
 გთხოვთ, მომწეროთ თქვენი მოსაზრებები ამის თაობაზე.

 პატივისცემით
 დ. სერგეენკო



Sent from my iPhone

On Jan 4, 2017, at 10:01, Amiran Gamkrelidze <a.gamkrelidze@ncdc.ge> wrote:

 

ბატონო დავით,

კოლეგებო,

 

მოგესალმებით და კიდევ ერთხელ მოგილოცავთ 2017 წლის დადგომას.

წარმოგიდგენთ გასული წლის ბოლო კვირის გრიპის მონაცემებს საყრდენი ბაზების მიხედვით.

 

პატივისცემით

 

ამირანი

 

 

<გრიპი.doc>