From : Koka Labartkava <newvector444@yahoo.com>
To : Ekaterine Adamia; Tengiz Tsertsvadze
Subject : Re: დაწესებულებების შერჩევის კრიტერიუმები (HEPC)
Cc : Amiran Gamkrelidze; Maia Tsereteli; tjikia@moh.gov.ge; sharvadzel@yahoo.com; vakhoker@yahoo.com; maiabutsashvili@gmail.com; Mari Chokheli; Ia Kamarauli; David Sergeenko
Received On : 22.09.2017 13:21

მოგესალმებით პატივცემულო კომისიის წევრებო,

წარმოგიდგენთ ჩვენს მოსაზრებას თქვენს 6 სექტემბრის იმეილთან დაკავშირებით:

პირველ რიგში მსურს გამოვხატო მადლიერება C ჰეპატიტის ელიმინაციის მკურნალობის პროგრამის ინტეგრაციასთან დაკავშირებულ დისკუსიასა და განხილვების პროცესში ჩართულობის უზრუნველყოფისთვის, ასევე მადლობას გიხდით სათემო ორგანიზაციისა და ზიანის შემცირების სერვის ცენტრების ბაზაზე მკურნალობის პროცესის შესაძლო განხორცილების მხარდაჭერასთან დაკავშირებით.

როგორც მოგეხსენებათ ნარკოტიკების მომხმარებელთა სათემო ორგანიზაცია „ახალ ვექტორს“ დაუგროვდა საკმარისი გამოცდილება  „მსოფლიოს ექიმები საფრანგეთის“ (MDM) მხარდაჭერითა და პარტნიორობით და კლინიკა „ნეოლაბთან“ თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული კვლევითი პროექტის ფარგლებში C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამაში ნიმ - ების ჩართვასთან, მხარადჭერასა და მკურნალობის პროცესის ეფექტიანად წარმართვასთან დაკავშირებით. კვლევითი პროექტის მიმდინარეობისას აქცენტი გაკეთდა სოციალური მუშაკების ჩართულობასა და სოციალური თანხლების კომპონენტზე, პაციენტების პრობლემების იდენტიფიცირებაზე, მათ მოგვარებაზე, მკურნალობაში ჩართვასა და  დაყოვნებაზე, ისევე როგორც C ჰეპატიტის დიაგნოსტირებასა და მკურნალობის პროცესის ეფექტიანად წარმართვაზე. პროექტის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა  ინფორმაციულ ინტერვენციებზე ნიმ-ებს (PWID) შორის ქცევის შეცვლის და რეინფექციის პრევენციის მიზნით.

უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენთან არსებული მონაცემების მიხედვით საერთო ჯამში, პროგრამაში პროგრამაში სკრინინგი გაიარა 554 ადამიანმა, კრიტერიუმების გათვალისწინებით მკურნალობაში ჩაერთო 244 ადამიანი. მკურნალობა დაასრულა 239 პაციენტმა, 236 ჩაიტარა SVR12 და ამათგან 209 განიკურნა.  პროგრამის ფარგლებში ჩართულობა 95%. შენარჩუნების თვალსაზრისით, 90% არ გამოუტოვებია რაიმე დოზა და 83% კი ექიმთან ვიზიტი. მათი სარისკო ქცევის შეფასება აჩვენა, რომ საზიარო შპრიცების გამოყენება მნიშვნელოვნად შემცირდა. მაგრამ, პრობლემები კვლავ რჩება შესაბამისი პარაფერნალიების გაზიარების თვალსაზრისით ჯგუფური ინექციის დროს.

თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ერთი ფანჯრის პრინციპით მუშაობის ფარგლებში, კვლევის შედეგებზე დაყრდნობით თანასწორების მიერ წარმოებული ინტერვენცია საკმაოდ შედეგიანი აღმოჩნდა, რაც ეხმარება C ჰეპატიტით ინფიცირებულ ნიმ-ებს ჩაერთონ მკურნალობაში, დაასრულონ მკურნალობა ბოლომდე, ხოლო ნიმ-ების განათლება და კონსულტირება აუმჯობესებს მათ ცოდნას უსაფრთხო ინექციისათვის.

დიაგნოსტიკურ და სამკურნალო სერვისებზე ეფექტიან წვდომას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს C ჰეპატიტით ინფიცირებულ ნიმ-თა დროული დიაგნოსტიკისა და მეთვალყურეობისთვის. იმისათვის რომ მოხდეს ინექციურ ნარკომომხმარებლებზე წვდომის გაფართოვება და მათი უმრავლესობის ეფექტიანად ჩართვა მკურნალობაში, მნიშვნელოვანია C ჰეპატიტის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის სერვისების მიწოდება ზიანის შემცირების დაწესებულებებში. შედეგად, შესაძლებელი იქნება ნიმ-ი პაციენტებისთვის სისტემაში ნავიგაციის გამარტივება, რაც ერთი მხრივ ახალი პაციენტების მომართვიანობას გაზრდის, მეორე მხრივ კი „ნემსების და შპრიცების“ პროგრამებში ახალი ბენეფიციარების მოზიდვას შეუწყობს ხელს. გარკვეული კლინიკური საჭიროების შემთხვევებში იმუშავებს რეფერირების მექანიზმი. თანასწორთა საშუალებით, ერთი მხრივ, მეტი ინექციური მომხმარებლის მოზიდვა მოხდება, ხოლო მეორე მხრივ მათ მიერ წარმართული პაციენტთა საგანმანათლებლო ღონისძიებებისა და კონსულტირების გზით, რეინფექციის შემთხვევების თავიდან აცილებას შეუწყობს ხელს. ზიანის შემცირების სერვისცენტრში პროგრამის განხორციელება მოგვცემს საშუალებას ერთი ფანჯრის პრინციპით გაუწიოთ მომსახურება ბენეფიციარებს, რაც განაპირობებს მათ ჩართულობის ზრდას ზიანის შემცირების პროგრამაში, ისევე როგორც უზრუნველყოფს ნარკოტიკების მომხმარებლების მოზიდვას, ჩართვას და დაყოვნებას C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამაში.

ამასთან, გამომდინარე იქიდან, რომ პროგრამა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ტიპის ინიციატივაა, რის ფარგლებშიც შემუშავებული და დანერგილია ერთიანი სამკურნალო პროტოკოლები და კლინიკური მონიტორინგის გამარტივებული ალგორითმები, სრულიად რეალისტური შეიძლება იყოს მათი გაფართოვება და დანერგვა  ზიანის შემცირების ორგანიზაციების სერვისცენტრების ბაზაზეც, რომელსაც უკვე აქვს გარკევული გამოცდილება C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში მონაწილეობის კუთხით.

საყურადღებოა, რომ საქართველოში ნარკოტიკების ინექციური გზით მომხმარებლები C ჰეპატიტით ინფიცირების ყველაზე მაღალ რისკ-ჯგუფს წარმოადგენენ. 2014-2015 წლებში ჩატარებული ქცევითი ზედამხედველობის კვლევის (Behavioral Surveillance Survey - BSS) მონაცემებით, ნარკოტიკების ინექციური გზით მომხმარებელთა 66.2% C ჰეპატიტითაა ინფიცირებული.

C ჰეპატიტის  ელიმინაციის მიზანი ვერ მიიღწევა თუ არ მოხდა ნიმ-ების 90%-ის დიაგნოსტირება, მათი 95%-ის მკურნალობაში ჩართვა და 95% მათგანის განკურნება. ამ ნიშნულის მისაღწევად მნიშვნელოვანია მკურნალობის მიწოდება მათთვის მეგობრულ, კეთილგანწყობილ გარემოში, როგორიცაა ზიანის შემცირების ორგანიზაციები. მათ გააჩნიათ ამ პოპულაციასთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება და მომხმარებელთა თემში მათ მიერ მიწოდებული სერვისები ნდობით სარგებლობენ.

მკურნალობის კომპონენტის ინტეგრირება ზიანის შემცირების სერვისცენტრის ბაზაზე შესაძლებლობას იძლევა მოხდეს:

  1. C  ჰეპატიტით ინფიცირებული ნიმ-ების ეფექტიანი გამოვლენა და მათ საჭიროებებზე მორგებული მკურნალობის მიწოდება. 
  1. პაციენტთა ნავიგაციის გამარტივება დიაგნოსტირებისა და მკურნალობის კუთხით ერთ-ერთი ყველაზე ძნელად მისაწვდომი პოპულაციისათვის, რათა მოხდეს ნიმ-ების  მკურნალობით მოცვის ელიმინაციისათვის საჭირო ნიშნულის მიღწევა. 
  1. თანასწორგანმანათლებელთა ინტერვენციებით ნიმ-ებში მკურნალობის დამყოლობის ხელშეწყობა და რეინფიცირების რისკის მინიმუმამდე დაყვანა. 

როგორც კოლეგებმა უკვე აღნიშნეს TAG ის რეკომენდაციები, სწორედ ზიანის შემცირების სერვისცენტრების ბაზაზე მკურნალობის ინტეგრაციას გულისხობს, რაც ნოემბრის შეხვედრაზე კვლავ გახდება მსჯელობის საგანი.

გამომდინარე არსებული სიტუაციიდან და ჩვენი შეფასებით დღეს არსებული ნორმატიული აქტების პირობებში არარეალური ხდება ზიანის შემცირების სერვისების მიმწოდებლების ჩართულობა, ამიტომ აქვე აბსოლუტურად მართებულად მიგვაჩნია ზიანის შემცირების სერვისების მიმწოდებელი ლოკაციებისთვის გამონაკლისების დაშვება და ასეთი საგამონაკლისო ჩანაწერების ნორმატიულ აქტებში ასახვა. ჩვენი მხრივ სრულ მზად ყოფნას გამოვთქვათ თანამშრომლობაზე, მონაწილეობა მივიღოთ და აქტიურად ჩავერთოთ ცვლილებების პროცესში.  

ბოდიშს ვიხდი დაგვიანებული კომენტარისთვის და ცოტა ვრცელი ტექსტისთვის.

პატივისცემით,
კოკა


Konstantine (Koka) Labartkava 

CBO "New Vector" 
Georgian Network of People Who Use Drugs (GeNPUD) 
Georgian Community Advisory Board (GeCAB)

9, Mtskheta str. 0179 Tbilisi, Georgia
Tel.: +99532 223 23 93 / Mob.: +995 555 101 994
E-mail: newvector444@yahoo.com / Skype: koka_lab
http://www.genpud.ge/



On Wednesday, September 20, 2017, 1:15:46 PM GMT+4, Tengiz Tsertsvadze wrote:


ქალბატონო ეკა, 

პატივცემულო კომისიის წევრებო, 

წარმოგიდგენთ ჩვენს კიდევ ერთ მოსაზრებას C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის მიმწოდებელი დაწესებულებების შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით.

დღევანდელი მდგომარეობით, რამდენადაც ვიცით ზოგიერთი მიმწოდებელი კლინიკა სისხლში HCV რნმ-ის რაოდენობრივი განსაზღვრისთვის იყენებს იაფ ტესტ-სისტემებს, რომელთაც არა აქვს FDA-ის რეკომენდაცია და/ან CE მარკირება და დიდი ალბათობით დაბალი ხარისხისაა.

რამდენადაც HCV რნმ-ის რაოდენობრივ განსაზღვრას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პაციენტის განკურნების ან არგანკურნების შესაფასებლად, ამ კვლევის დროს შეცდომის ალბათობა (რისკი) მინიმუმამდე უნდა იქნას დაყვანილი, რისთვისაც აუცილებელია მხოლოდ მაღალი ხარისხის (მაღალი მგრძნობელობის და სპეციფიურობის) ტესტ-სისტემების გამოყენება.

FDA-ის რეკომენდაციის და/ან CE მარკირების მქონე ყველა ტესტ-სისტემაც კი არ არის ერთნაირი ხარისხის, მაგრამ ხარისხის გარკვეული დონის გარანტიას მაინც იძლევა. რის გამოც მიზანშეწონილია მიმწოდებელ კლინიკებს (მათ შორის იმათაც, ვინც სისხლის ნიმუშებს გამოსაკვლევად უცხოეთში აგზავნის) მოვთხოვოთ, რომ კვლევა შესრულებული იყოს FDA-ის რეკომენდაციის და/ან CE მარკირების მქონე ტესტ-სისტემებით.

მართალია, საქართველოს კანონმდებლობა ტესტ-სისტემის დარეგისტრირებისას მანდატორულად არ ითხოვს FDA რეკომენდაციას და/ან CE მარკირებას (რაც ვფიქრობთ, ცუდია და უნდა გამოსწორდეს), მაგრამ HCV ელიმინაციის პროგრამის მნიშვნელობისა და პასუხისმგებლობისგან გამომდინარე, ვფიქრობთ, პროგრამის ფარგლებში შესრულებეული გამოკვლევებისათვის ასეთი მოთხოვნა აუცილებელია.

შენიშვნა:

მთელს მსოფლიოში აღნიშნული მეთოდის „ოქროს სტანდარტად“ მიჩნეულია Roche-ს ან Abbott-ის ტესტ-სისტემები, მაგრამ იურიდიულად მხოლოდ ამ სისტემების გამოყენებას ყველა მიმწოდებელ კლინიკას ვერ მოვთხოვთ.

პატივისცემით,

თენგიზ ცერცვაძე

 

 

 

 

On 2017-09-06 17:58, Ekaterine Adamia wrote:

 

პატივცემულო კომისიის წევრებო,

 

C ჰეპატიტის სახელმწიფო კომისიის 4 სექტემბრის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, გთხოვთ, მოგვაწოდოთ (reply all რეჟიმში) თქვენი მოსაზრებები და წინადადებები C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის მიმწოდებელი დაწესებულებების შერჩევის კრიტერიუმების შესახებ.

დანართის სახით გიგზავნით დაახლოებით ჩარჩოს, რა მიმართულებებზეც გაკეთდა აქცენტები კომისიის სხდომაზე.

ასევე, გიგზავნით დამატებით მასალებს (დადგენილებების/ბრძნების ასლებს, პრეზენტაციას).

 

პატივისცემით,

 

ეკა

 

 

 

From: Ekaterine Adamia
Sent: 2017
წლის 03 09, კვირა 14:35
To: Amiran Gamkrelidze; Maia Tsereteli; tjikia@moh.gov.ge; tengizt@gol.ge; sharvadzel@yahoo.com; vakhoker@yahoo.com; maiabutsashvili@gmail.com; Koka Labartkava; Mari Chokheli; giorgi-2013@rambler.ru
Cc: David Sergeenko
Subject: C
ჰეპატიტის სახელმწიფო კომისიის სხდომა

 

მოგესალმებით,

 

გაცნობებთ, რომ ხვალ, 4 სექტემბერს, 17:00სთ-ზე, სამინისტროში (მე-8 სართულზე, ბრიფინგის დარბაზი) მინისტრის ხელმძღვანელობით გაიმართება С ჰეპატიტის სახელმწიფო კომისიის მორიგი სხდომა.

დანართის სახით გიგზავნით დღის წესრიგს.

 

გთხოვთ, დაესწროთ.

 

პატივისცემით,

 

ეკა

 

ეკატერინე ადამია

 

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა 

და პროგრამების სამმართველოს უფროსი

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და

სოციალური დაცვის სამინისტრო