From : lasha kiladze <lashakiladze@yahoo.com>
To : David Sergeenko
Subject : Re: ინფორმაცია
Received On : 09.01.2018 12:00

ბატონო დათო,

სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში ამ მხრივ სხვადასხვა რეალობა დგას.

პორტუგალიში ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაციის მთავარი მიზანი იყო ოვერდოზით გარდაცვალებულთა, ასევე მომხმარებელთა შორის შიდსის გავრცელების კატასტროფული მაჩვენებელი. სრული დეკრიმინალიზაციის ფონზე 2001-2008 წლებში ნარკოტიკების (მათ შორის მარიხუანას) მოხმარების გამოხატული (2-4 პროცენტი) ზრდა იყო. 2008 წლიდან მარიხუანას მოხმარება უმნიშვნელოდ ( 2 პროცენტით ) შემცირდა. თუმცა ოპიოიდების მოხმარების რაოდენობით პორტუგალია კვლავ რჩება ევროპული ქვეყნების ხუთეულში. 2008 დან 2012 წლებში მარიხუანას მოხმარება სტაბილური იყო, თუმცა 2012 წლიდან მოყოლებული სახეზეა მოხმარების ზრდის ტენდენცია. პორტუგალიური სისტემის პოზიტივი ის არის, რომ ნარკოტიკების მომხმარებელთა დიდი უმეტესობა არ გადადის დამოკიდებულთა რიცხვში. ანუ ამ ეტაპზე ხდება სახელმწიფო ინტერევენცია ფსიქოთერაპიის, სოციალური სამსახურების ჩართვის და მსგავსი ინსტუმენტების გამოყენებით.
აღსანიშნავია, რომ 2012 წლიდან მოყოლებული პორტუგალიაში ხდება ოვერდოზირებით გარდაცვალებულთ რიცხვის პერმანენტული ზრდა.

ჩეხეთში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის ფონზე 2006-2009 წლებში მარიხუანას და ოპიოდების  მოხმარება მნიშვნელოვნად არ გაზრდილა, 2009-2011 წლებში მარიხუანას მოხმარება დაეცა, 2011 წლიდან სიტუაცია დასტაბილურდა, დაეცა ასევე ჰეროინის მოხმარება, მაგრამ ამ პერიოდში მკვეთრად გაიზარდა ამფეტამინების მოხმარება. ამავე პერიოდიდან დღემდე ჩეხეთშიც იმატებს ოვერდოზით გარდაცვლილთა რაოდენობა.

პოლონეთსა და გერმანიაში, გადამწყვეტ როლს თამაშობს სამართალდამცველებისათის კანონმდებლობით მინიჭებული დისკრეციის უფლება. (სიტუაციის დამძიმებასთან ერთად სისტემა უფრო მკაცრი ხდება და პირიქით) შესაბამისად, მოხმარების დროებით ზრდისა და დაცემის ფონზე ნარკომოხმარება არ გაზრდილა, მეტიც, პოლონეთში 2008 წლიდან მოყოლებული ხდება შემცირება, თუმცა ოვერდოზების რაოდენობა აქაც მაღალია.

რეზუმეს სახით: ნარკო კანონმდებლობის ლიბერალიზაცია  გამოიწვევს მარიხუანას მოხმარების რამდენიმე წლიან აუცილებელ (რამდენიმე პროცენტიან) ზრდას. შემდგომ დადგება ე.წ. პლატოს პერიოდი, რის შემდეგ დიდი ალბათობით ისევ დაიწყება მოხმარების ზრდა. 
მარიხუანას მოხმარების ზრდა სავარაუდოდ კომბინირებული იქნება სხვა ტიპის ნარკოტიკების (სტიმულატორების და ოპიოდების მზარდ გამოყენებასთან.)
ოვერდოზებით გარდაცვალების რიცხვი უკანასკნელი რამდენიმე წელია მთელ ევროპაში განუხრელად იზრდება და ამაზე პოზიტიურ ზეგავლენას ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია ვერ ახდენს.

პატივისცემით,
ლაშა კილაძე





Lasha Kiladze

General Director

Center for Mental Health
and Prevention of Addiction

21a Kavtaradze str.
0186 Tbilisi, Georgia


On Tuesday, January 9, 2018, 2:17:08 PM GMT+4, David Sergeenko wrote:


ოკ
და სხვა ქვეყნებში, სადაც იგივე გააკეთეს, რამდენით გაიზარდა მარიხუანის (და სხვა ნარკოტიკების) მოხმარება და რამდენი ხნის შემდეგ დაიწყო შემცირება?

From: lasha kiladze <lashakiladze@yahoo.com>
Date: Tuesday, January 9, 2018 1:22 PM
To: Davit Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
Subject: Re: ინფორმაცია

ბატონო დათო,

სპეციალიზირებულ დახმარებაში ვიგულისხმე სტაციონარული მკურნალობა (კანაბინოიდებით გამოწვეული მწვავე ფსიქოზური აშლილობის დროს) და ასევე ამბულატორიული ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის კურსი (კანაბინოიდებით გამოწვეული არაფსიქოზური აშლილობის შემთხვევაში, რაც უფრო ხშირია). შესაბამისად 10 მლნ ლარი (უხეში დათვლით) მოიცავს ორივე ტიპის მკურნალობას. 
 
პატივისცემით,
ლაშა კილაძე

Sent from my iPhone

On Jan 9, 2018, at 1:06 PM, David Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge> wrote:

მადლობა ლაშა

დამატებით-

" აქვე, კანაბინოიდებით გამოწვეული ქცევითი და ფსიქოზური აშლილობების სამკურნალოდ აუცილებელია მკურნალობა სტაციონარულ რეჟიმში, რომლის საშუალო ღირებულება  ჩვენი გათვლებით უტოლდება საშუალოდ 2000 ლარს.

იმის გათვალისწინებით, რომ მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაცია ხელს შეუწყობს სხვა  ნარკოტიკების მოხმარების ზრდას, აუცილებელი იქნება გაიზარდოს სხვა ნარკოტიკების მომხმარბელთა მკურნალობის დაფინანსება, სულ ცოტა 10%-ით.

 მეტად უხეში გათვლებით  საქართველოში  კანაბინოიდებს მოიხმარს საერთო პოპულაციის 16-17 პროცენტი ანუ დაახლოებით 500 000 – 560 000 პირი, ხოლო ევროპული მონაცემების მიხედვით მათგან დაახლოებით 4 - 5 000 საჭიროებს სპეციaლიზირებულ სამედიცინო  დახმარებას, "


 გამოდის, რომ მხოლოდ "სპეციალიზირებული სტაციონარული სამედიცინო დახმარებისთვის" იქნება საჭირო 10 მილიონი ლარი და ამ 0,5 მილიონიდან ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია რამდენს შეიძლება დაჭირდეს და რა შეიძლება ღირდეს თითო კურსი (1012 კვირიანი) ?

From: lasha kiladze <lashakiladze@yahoo.com>
Date: Tuesday, January 9, 2018 12:01 PM
To: Davit Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
Subject: ინფორმაცია

ბატონო დათო,

მიბმული ფაილით გიგზავნით ინფორმაციას.
ბოდიშს გიხდით დაგვიანებისთვის.

პატივისცემით, 

ლაშა კილაძე