| From : | Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge> |
| To : | David Sergeenko |
| Subject : | Re: მედალფა |
| Received On : | 18.06.2018 08:58 |
კი ბატონო. თქვენ, ვფიქრობ, თქვენ დროის დეფიციტი გექნებათ უახლოეს პერიოდში და როცა იტყვით, ყველას შევკრიბავთ. ბატონ მიხეილთან გავივლით საკითხს.
ნამდვილად ესეა და ძალიან მძიმე თემა შეიძლება გახდეს ეს, როგორც ვატყობ. არც ისე ადვილია ამ კუთხით გადაწყვეტილებების მიღება და ღიად დავტოვეთ ჩვენც. კომისიური წესით არის განმეორებით განსახილველი, რადგანაც არც იმ პერიოდის დადგენილების ჩანაწერები და არც ჩვენი მხრიდან მყარი არგუმენტების დეფიციტი არ იძლევა ხისტი გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას. რეპუტაციული რისკების წინაშე დავდგებით თუ სასამართლო პროცესს წავაგებთ და ბიზნესომბუდსმენი "მოიგებს". ამიტომ, ეს არ მიმაჩნია, ბატონო დავით, პატარა თემად და ფართო წრეში განსახილველად წარმომიდგენია.
From: David Sergeenko
Sent: Monday, June 18, 2018 12:27 PM
To: Kakhaber Dzimistarishvili
Subject: Re: მედალფაეგ საკითხი საფუძვლიანადაა გასავლელი (სხვა კლინიკებთანაცაა ანალოგიური პრობლემა), რომ ერთის მხრივ დარღვევები არ "გავატაროთ", ხოლო მეორეს მხრივ ჩვენი გადაწყვეტილება უსამართლო არ იყოს- ეს სისტემის დისკრედიტაციას გამოიწვევს.
Sent from my iPhoneმოგესალმებით, ბატონო დავით!
წარმატებულ დღეებს გისურვებთ.
ბატონმა მიხეილმა მიგვიწვია თავისთან გარკვეულ საკითხზე მოსაზრებების გამოსათქმელად ჩვენ, ჯანდაცვის დეპარტამენტი და იურიდიული დეპარტამენტი, საკითხი ეხებოდა ბიზნესომბუდსმენის წერილს და "მედალფას" გაკოტრების საფრთხეებს, სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის მიერ დარიცხული საჯარიმო სანქციების შედეგად.
ჩვენ შევისწავლეთ ეს საკითხი და გამოვავლინეთ ახალი გარემოებები, გარდა ბიზნესომბუდსმენის წერილში მოყვანილი გარემოებებისა. შევკრიბეთ იურისტები, სააგენტოს კონტროლის წარმომადგენელი, ჯანდაცვის დეპარტამენტის წევრები, ბატონი ლაშა ნიკოლაძე და ა.შ. ვერავინ ვერ გაგვცა სერიოზული არგუმენტაციით პასუხი ჩვენს მოსაზრებებზე.
მინდა გაგაცნოთ ბატონი მიხეილისთვის განკუთვნილი წერილი. წერილი ცოტა მძიმედ იკითხება, ალბათ, მაგრამ ბოლოსკენ კონკრეტულად ჩამოვაყალიბეთ კითხვები/საკითხები და კომისიის განსახილველად ვაბრუნებთ მასალებს, რასაც მოითხოვდა ბატონი მიხეილიც. ჩვენი მისია იყო საკითხში გარკვევა.
პატივისცემით, კახა
<მედალფას წერილზე.docx>