| From : | Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge> |
| To : | David Sergeenko; Tamar Barkalaia; Maia Lagvilava; Kakhaber Dzimistarishvili; maiatabagari@gmail.com; press@moh.gov.ge; Mariam Darakhvelidze; Sopo Belkania; Nino Odisharia; Noe Kinkladze; Mikheil Dundua; Zaza Bokhua; Ivane Bibilashvili |
| Subject : | Re: მთავრობის სხდომა და მასალები |
| Received On : | 08.05.2018 13:05 |
ბატონო დავით, კოლეგებო,
გაცნობებთ, რომ ყველა ჩვენი საკითხი მიღებული იქნება ელექტონული ფორმით.
შესაბამისად, დღის წესრიგში საკითხები არ გვექნება.
პატივისცემით,
ნათია ხმალაძე
მოგესალმებით ბატონო დავით, კოლეგებო,
გაცნობებთ, რომ მთავრობის სხდომა გაიმართება ხუთშაბათს, 10 მაისს - 16:00 საათზე.
გიგზავნით ინფორმაციას ჩვენს მიერ ინიცირებული საკითხების თაობაზე:
1. ბავშვთა განვითარებისკენ მიმართული ადრეული ჩარევის სახელმწიფო კონცეფციის 2018-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა;
2. „სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის 2018 წლის პრ. ცვლილება (იზრდება პროგრამის ბიუჯეტი 20,000.00 ლარით. შესაბამისად, პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი განისაზღვრა 120, 000.00 ლარით.)
3. NCDC-ის მიერ გრანტის მიღებაზე თანხმობა (ცენტრსა და მსოფლიო ბანკს შორის გასაფორმებელი საგრანტო დოკუმენტის პროექტი თემაზე - ,,სელექციური აბორტების კვლევა საქართველოში“);
4. „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვ.
დამატებით შეგახსენებთ, რომ ისევ შეჩერებულია საკითხი დმანისის კლინიკის გამოსყიდვასთან დაკავშირებით.
საკითხების განხილვის რეჟიმებთან დაკავშირებით ინფორმაციას მოგაწვდით მოგვიანებით.
პატივისცემით,
ნათია ხმალაძე