საღამო მშვიდობისა მეგობრებო
მინდოდა მეთხოვა ერთგვარი საორგანიზაციო შეთანხმება.
- თუ შეიძლება ყოველი კვირის დასაწყისში მომაწოდეთ ხოლმე თქვენი შეხვედრების (გასვლითი და აქ, სამინისტროში, გარდა შიდა სამუშაო შეხვედრებისა) გრაფიკები. ეს საჭიროა იმისათვის, რომ დრო-ეფექტურად დაიგეგმოს მნიშვნელოვანი აქტიობები.
- სასურველია, თუ თქვენი (ამა თუ იმ აქტიობებზე) დასწრებები მაქსიმალურად იყოს "მიზნობრივი" ანუ არ ხდებოდეს ორი მოადგილის დასწრება ერთი და იგივე საკითხზე იქ, სადაც ერთი მოადგილის (ან სამინსიტროს სხვა თანამშრომლის) დასწრებაც სავსებით საკმარისია;
- სამინისტროში ყოველდღიურად რამდენიმე (არცთუ ისე ცოტა) მოსაწვევი მოდის სხვადასხვა გარე ღონისძიებებზე დასასწრებად და რათქმაუნდა არ არის შესაძლებლობა, რომ ყველა მათგანს დაესწროთ. პრიორიტეტები თქვენ თითონ განსაზღვრეთ.
ჩემი კვირის გრაფიკი შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გამოართვათ ჩემს თანაშემწეს.
მადლობა
დათო