From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : David Sergeenko
Subject : Re: მომართვის პროექტი
Cc : Zaza Sopromadze; Mariam Darakhvelidze; Noe Kinkladze
Received On : 12.04.2018 15:24

კარგით, გასაგებია ბატონო დავით.


პატივისცემით,

ნათია ხმალაძე


From: David Sergeenko
Sent: Thursday, April 12, 2018 6:02 PM
To: Natia Khmaladze
Cc: Zaza Sopromadze; Mariam Darakhvelidze; Noe Kinkladze
Subject: Re: მომართვის პროექტი
 
კარგია.
ერთადერთი, იქნებ ეს წინადადება შეცვალოთ -"...
      კარგად გვესმის, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია უსაზღვრო ფინანსური და სხვა აუცილებელი რესურსები ქვეყნის მთლიანი მოსახლეობისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი  მედიკამენტების ღირებულების მნიშვნელოვ..." 
 რამე ასეთით " კარგად გვესმის, რომ ამ ეტაპზე ჯანდაცვის ბიუჯეტი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდოს მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამისათვის..." .
 დანარჩენი ოკ
Sent from my iPhone

On Apr 12, 2018, at 13:46, Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge> wrote:

მოგესალმებით ბატონო დავით,


გაცნობებთ, რომ ააიპ-ის დაფუძნებასთან დაკავშირებით იმ დღესვე ვეკონტაქტე შესაბამის პირებს. ამ წუთის მონაცემებით მიმდინარეობს ასოციაციასთან ერთად ჯი-ემ-პის მხრიდან წესდების პროექტში დეტალების დაზუსტება. ხვალისთვის გვაქვს ჩანიშნული შეხვედრა, წესდების ერთობლივი გავლისა და საბოლოო სახის მისაცემად.


გიგზავნით მოსაწერილი წერილის პროექტს, რომელიც დაკორექტიდა ჩვენის მხრიდან. თუ არ გექნებათ დამატებითი შენიშვნა, მაშინ გადავუგზავნით მხარეს. მას თან დაერთვება წესდების პროექტი, რომელსაც მოგვიანებით გადმოგიგზავნით (შეჯერებისთანავე).


გთხოვთ თქვენს მოსაზრებებს.


პატივისცემით,

ნათია ხმალაძე


<წერილი ჯანდაცვას _ჩასწორებული.docx>