From : Kakha Okriashvili <kakha.okriashvili@gmail.com>
To : David Sergeenko
Subject : Re: მონახაზი
Received On : 27.02.2018 07:24


On Tue, Feb 27, 2018 at 11:17 David Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge> wrote:

ღონისძიება

 

            (სცენარი)

 

1.  ღონისძიების სახეობა- ერთობლივი ბრიფინგი;

2.  ადგილი- ჯანდაცვის სამინისტროს დიდი ბრიფინგის ოთახი;

3.  დრო- 28.02.18. 11ან 12 საათი;

4.  შემადგენლობა- ადგილობრივი და საერთაშორისო მწარმოებლების წარმომადგენლები, პროფესიული ასოციაციები, მედია.

5.   ბრიფინგის გახსნა - დ. სერგეენკო

 

 

 შესავალი სიტყვა (დ.სერგეენკო):

 

 მისასალმებელია, რომ ადგილობრივმა და საერთაშორისო მწარმოებლებმა მზადყოფნა გამოთქვეს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის ამ ერთერთ მთავარ გამოწვევაზე - მოსახლეობის ქრონიკული დაავადებების მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე ჩართულიყვნენ პროცესში.

 ორი კვრის წინ გავაცანით მათ ეს ინიციატივა და ამ პერიოდის განმავლობაში მართლაც მნიშვნელოვანი და პოტენციურად ქმედითი ხედვები მივიღეთ.

 დღეს საშუალება გვექნება წარვადგინოთ ეს ინიციატივები სისტემური პროექტის სახით.

 პრეზენტაციისთვის მინდა სიტყვა გადავცე საქართველოს პარლამენტის წევრს, ბატონ კახა ოქრიაშვილს.

 

 

 

 პრეზენტაცია (კახა ოქრიაშვილი):

 

 (საკვანძო საკითხები - Bullet Points)

 

-    დაფუძნდება პლატფორმა, რომლის მიზანიც იქნება ადგილობრივი და საერთაშორისო მწარმოებლების ჩართულობით შეიქმნას “კორპორატიულ-სოციალური პასუხისმგებლობის” (Corporate Social Responsibility, CSR) პლატფორმა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი გახდება ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე მიწვდომადობის გაზრდა როგორც სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის, ასაკით პენსიონერებისა და შშმ პირთათვის, ასევე მთლიანად მოსახლეობისათვის; 

 

 

-   შეიქმნება ფონდი (წინასწარი სახელწოდება “ჯანდაცვის მხარდაჭერის ფონდი”), რომელიც “კერძო და სახელმწიფო პარტნიორობის” (Public Private Partnership, PPP)  ამ შედეგის მისაღწევად გამოიყენებს შემდეგ გზებს-

 

1.  PPP/CSR ფორმატი ადგილობრივ და საერთაშორისო მწარმოებლებთან მოლაპარაკებებისას მნიშვნელოვნად მეტ შესაძლებლობებს იძლევა, ვიდრე ცალკე აღებული სახელმწიფო შესყიდვები და ცალკე აღებული კერძო კომერციული კომპანიების აქტიობები, რადგან შესაძლებელი ხდება როგორც ფასდათმობები, ასევე რეგიონულ უმცირეს ფასებზე კონსოლიდირებული შესყიდვები.

2.  საერთაშორისო კომპანიების პროდუქციის ადგილობრივ წარმოებაში ლოკალიზაცია მნიშვნელოვნად დაზოგავს პროდუქციის დანახარჯებს და შეამცირებს ფასებს;

3.  სახელმწიფოს მიერ ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა ერთის მხრივ მოსახლეობისთვის მისაწოდებელი მედიკამენტების ხარისხის გარანტი იქნება, ხოლო მეორეს მხრივ ადგილობრივ მწარმოებლებს საშუალებას მიცემს გაზარდონ ექსპორტზე გასატანი წამლების რაოდენობა, რაც თავისმხრივ შეამცირებს ფასებს ადგილობრივ ბაზარზე.

  

-   ამ ფონდის ფუნქციონირების ძირითადი პრინციპი დაფუძნებული იქნება კომერციულ ოპერაციებზე, თუმცა CSR დან გამომდინარე (და ეს წესდებაშიც იქნება ასახული) ეს იქნება არა-მომგებიანი ინსტიტუტი, რომელიც შემოსავლებს კვლავ პროექტის გაფართოებაში მიმართავს.

 

-   პროექტში მონაწილეობას მიიღებს ყველა ის მწარმოებელი, რომელიც ამის სურვილს და მზაობას გამოთქვამს.

 

 

 პროექტის მოსალოდნელი შედეგები და ეტაპები

 

 

 I ეტაპი - სოციალურად დაუცველი მოსახლეობის გარდა ასაკით პენსიონერებს და შშ პირებს შეეძლებათ ისარგებლონ შეღავათებით (არა იგივე სახის, რაც სოც. დაუცველებმა- მაქს. 1 ლარად, მაგრამ მნიშვნელოვანი ფასდაკლებით).

 ეს შეეხება ფინანსურ და საზოგადოებრივი ჯანდაცვით ყველაზე დიდ გამოწვევას- დიაბეტის II ტიპს და არტერიულ ჰიპერტენზიას (?).

 

 ამ ეტაპის დაწყების სავარაუდო თარიღია 2018 წლის მაისი.

 

II ეტაპი- გაიზრდება იმ მედიკამენტების ნუსხა, რომლითაც ისარგებლებენ როგორც სოციალურად დაუცველი მოსახლეობა (იგივე ფორმატით- არაუმეტეს 1 ლარის თვეში), ასევე ასაკით პენსიონერები და შშმ პირები (მნიშვნელოვანი ფასდაკლებით) და ასევე დანარჩენ მოსახლეობას შეეძლება მთავარი ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამანტებზე არსებულთან შედარებით 15-20% ით ნაკლები ფასით შეძენა.

 

 ამ ეტაპის დაწყების სავარაუდო ვადები- 2018 წლის შემოდგომა.

 

III ეტაპი- შესაძლებელი გახდება “კონსოლიდირებული შესყიდვების” მოდელის გაფართოება არა მარტო ქრონიკული დაავადებების და ხშირად გამოყენებადი მედიკამენტების, არამედ მაღალი ღირებულების სახარჯი მასალების სფეროზეც, რაც მნიშვნელოვნად დაზოგავს “საყოველთაო ჯანდაცვის” დანახარჯებს და შესაძლებლობას მიცემს სახელმწიფოს ამ დანაზოგების ხარჯზე გააფართოვოს არსებული პროგრამების მოცულობები.

 

 

   პრეზენტაციის შემდეგ დაიწყება მედია კომენტარები-

 მივიღე კარგია 

-   დ.სერგეენკო

-   კ.ოქრიაშვილი

-   ადგილობრივი/საერთაშორისო მწარმოებლების წარმომადგენლები

-   ასოციაციის წარმომადგენლები