ბატონო დავით,
მოგეხსენებათ, რომ მსოფლიო ბანკის ჯანდაცვის სექტორის მენეჯერი (ენის ბარის) საქმიანი ვიზიტით ეწვევა საქართველოს 5-8 მარტს.
მისი თანამდებობრივი რანგიდან გამომდინარე მინდა, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ მისი თბილისში ყოფნა. დავამატებ, რომ ენისი წლების წინ მუშაობდა საქართველოზე, ბებია ლაზი ყავდა და უაღრესად კეთილგანწობილია ჩვენი ქვეყნის მიმართ.
მსოფლიო ბანკის გუნდი შემდეგს გთავაზობთ - ჩევატაროთ სემინარი, რომელიც HUES -ს მსგავსი შეხვედრა იქნება, მხოლოდ ნაკლებად მასშტაბური. მთავარი მიზანი ამ სემინარის იქნება საყოველთაო პროგრამის დახვეწის მეორე ფაზა, ვგულისხმობ 6 პუნქტიან გეგმას. ვფიქრობ, აუდოტირია უნდა შედგებოდეს სამინისტროს და სააგენტოს თანამშრომლებისაგან, სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებისაგან, პარლამენტი, არასამთავრობო ორგანიზაციები (?). ასევე, ვფიქრობ პრესის მოწვევა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერის გაჟღერება იქნებოდა ძალიან დროული....
ასევე, მსოფლიო ბანკის მისიას შემოუერთდება გლობალური ფონდის თანამშრომლები. ვცდილობთ, ჯანმოს მოწვევასაც. ამიგვარად, შესაძლებლობა იქნაბა გააჟღეროთ, რომ სამივე ორგანიზაცია მხარს გიჭერთ საყოველთაო პროგრამის დახვეწის პროცესში.
თუ თქვენთვის მისაღები იქნება, სიამოვნებით გავუწევ ორგანიზებას.
გმადლობთ, ნინო