From : lasha kiladze <lashakiladze@yahoo.com>
To : David Sergeenko
Subject : Re: ნარკოვითარება პორტუგალიაში
Received On : 30.03.2018 10:00
Attachments :

ბატონო დათო,

 მიმაგრებული ფაილებით გიგზავნით რამდენიმე მონაცემს 8 ნივთიერების თობაზე, ასევე ამ დროისათვის მოძიებულ რესურსებს ევროპული ქვეყნების პრაქტიკებთან დაკავშირებით. 

 ექსელის ფაილში ასევე წარმოდგენილია ჩვენი კლინიკის ბაზაზე ნარკოლოგიური სტაციონარული სერვისის მონაცემები რამდენიმე წლის მიხედვით. ( აღსანიშნავია 2017 წელს ოპიოდების მიღებით გამოწვეული აშლილობების რიცხვის მკვეთრი ზრდა).

 რაც შეეხება საკოორდინაციო საბჭოს მიერ შეთავაზებულ მონაცემებს, ის ძირითადად ეფუძნება  ერთჯერადი მოხმარების დოზებს და შსს კრიმინალისტური სამსახურის მონაცემებს.

პატივისცემით,

ლაშა კილაძე


Center for Mental Health
and Prevention of Addiction

21a Kavtaradze str.
0186 Tbilisi, Georgia


On Thursday, March 29, 2018, 11:05:36 AM GMT+4, David Sergeenko wrote:



სალამი ლაშა

ასეთი სათხოვარი მაქვს- ხვალ, პარასკევს 19 საათზე პრემიერთან იმართება შეხვედრა "დოზირების" თემაზე.

გამომდინარე კომისიაზე მსჯელობების ხასიათიდან, სადაც (უნდა ვაღიაროთ), რომ ვერ იქნა წარმოდგენილი წყაროები და არგუმენტაცია დოზების რაოდენობაზე, 
მინდა გთხოვო, თუ არის შესაძლებელი, ხვალ საღამომდე რომ გააკეთო მიმოხილვა შემდეგ თემებზე იმ რვა სუბსტანციასთან მიმართებაში-

       - რა არის "მცირე/მოხმარების დოზები" ევროპის ქვეყნებში ?
  • რა მეთოდოლოგიით დათვალეს მათ ეს?
  • რა წყაროებზე/ექსპერტულ მოსაზრებებზე არის დაფუძნებული ჩვენი გათვლები (ყბადაღებული "ბაბაიანის წიგნის" გარდა)?
  • როგორია ამ სუბსტანციების აქტიური ნივთიერების "მცირე დოზების" შესაბამისი "დაფასოება" (ტაბლეტი, "ჩეკი", "ბაში", ა.შ)?
  • რამდენი ადამიანის ერთჯერადი (საშუალო) მოხმარების დოზაა ეს "მცირე რაოდენობა"?

 მესმის, რომ ბევრი ინფორმაციაა, მაგრამ საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, იქნებ დღეს და ხვალ პირველ პრიორიტეტში აიყვანო ეს თემა და თუ საჭიროდ ჩათვლი, დღეს საღამოს შევხვდეთ დეტალების გასავლელად.

თუ შეიძლება გთხოვო, დამიდასტურო ამ წერილის მიღება.

მადლობა
დათო

 

From: lasha kiladze <lashakiladze@yahoo.com>
Date: Saturday, January 20, 2018 7:10 PM
To: Davit Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
Subject: Re: ნარკოვითარება პორტუგალიაში

ბატონო დათო,
საღამო მშვიდობისა.

მიბმული ფაილით გიგზავნით მონაცემებს მარიხუანასთან დაკავშირებით.

პატივისცემით, 
ლაშა კილაძე



Center for Mental Health
and Prevention of Addiction

21a Kavtaradze str.
0186 Tbilisi, Georgia


On Saturday, January 20, 2018, 3:41:28 PM GMT+4, David Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge> wrote:


ასევე, თუ შეიძლება მონაცემები მარიხუანაზე დამოკიდებულებაზე- გავრცელებულია ერთგვარი მოსაზრება, რომ მარიხუანა დამოკიდებულებას არ იწვევს და რაიმე წყარო, სადაც მოყვანილი იქნება მონაცემები მის დამოკიდებულებაზე და კარგი იქნება შედარებები- ოპიატებზე, კოკაინზე ბიოზე, მარიხუანაზე დამოკიდებულებების შედარება.

From: lasha kiladze <lashakiladze@yahoo.com>
Date: Thursday, January 18, 2018 6:22 PM
To: Davit Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
Subject: ნარკოვითარება პორტუგალიაში

ბატონო დათო, 
საღამო მშვიდობისა.

მიბმულ ფაილებში წარმოგიდგენთ პორტუგალიის ნარკოვითარების მოკლე მიმოხილვას და შესაბამის მონაცემებს.

პატივისცემით,
ლაშა კილაძე


Center for Mental Health
and Prevention of Addiction

21a Kavtaradze str.
0186 Tbilisi, Georgia