From : Natia Khmaladze <natia@moh.gov.ge>
To : David <Sergeenko>
Subject : Re: პიქტოგრამებზე განახლებული ინფორმაცია
Received On : 22.12.2017 11:56

კი დღეს უნდა ავტვირთო თქვენთან უნდა იყოს უკვე მოხსენებითი. გამოშვებულია. ვეტყვი სოფოს რომ დამაწეროს.
 
 პატივისცემით, 
 
  Natia Khmaladze
  Ministry of Labour, Health and Social Affairs of Georgia
  Head of the Legal Department
  144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119
  Mob: 77 288800, E-mail: natia@moh.gov.ge

-----Original Message-----
From: David Sergeenko
To: Natia Khmaladze
Date: Fri, 22 Dec 2017 11:51:30 +0000
Subject: Re: პიქტოგრამებზე განახლებული ინფორმაცია

კი ბატონო.
ერთადერთი, ჩვენ იქნებ მოვაწროთ დეკემბერშივე პიქტოგრამის დამტკიცება, რომ ინდუსტრიას სალაპარაკო არ მივცეთ და ვადები მერე თითონ გაარკვიონ.

Sent from my iPhone

On Dec 22, 2017, at 15:46, Natia Khmaladze <natia@moh.gov.ge> wrote:

ბატონო დავით, გაცნობებთ, რომ  დღეს დასრულდა პროექტის მომზადება და გამოშვებულია მოხსენებითი ბარათი დადგენილების პროექტის ინიცირებისთვის.

        მაინც, რომ იცოდეთ პარლამენტს აქვს დაშვებული ხარვეზი ამოქმედების ვადებთან დაკავშირებით. კერძოდ, ზოგან წერია რომ სავალდებულოა 2018 წლის 1 მაისიდან ზოგან წერია რომ შემოდის 2018 წლის  1 სექტემბრიდან.

მაგ:

კანონი ახლებურად განმარტავს სამედიცინო გაფრთხილების ტერმინს და იძახის რომ გაფრთხილება უნდა მოიცავდეს პიქტოგრამას (მუხლი 3, ქვეპუნქტი „ვ“ სამედიცინო გაფრთხილებათამბაქოს მოწევის მავნებლობის შესახებ გამაფრთხილებელი წარწერა , რომელიც უნდა მოიცავდეს შესაბამის პიქტოგრამას;  ( ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან)])   მაშინ როდესაც დღეს წერია, რომ გაფრთხილება შეიძლება მოიცავდეს პიქტოგრამას. ეს "შეიძლებას" ნაწილი 1 მაისიდან იცვლება "უნდას" ნაწილით.  

 

საყურადღებოა კანონის მე-6 მუხლის ახალი რედაქციაც, რომელიც იძახის, რომ:

თამბაქოს ნაწარმის თითოეულ კოლოფსა / ბლოკსა და შეფუთვაზე განთავსებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დამტკიცებული სამედიცინო გაფრთხილება, რომელიც უნდა მოიცავდეს ძირითად გაფრთხილებას, დამატებით გაფრთხილებას ( საქართველოს კანონმდებლობით დამტკიცებული შესაბამისი პიქტოგრამით, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის .ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაშიშესაბამისი ტექსტობრივი წარწერით) და საკონტაქტო ტელეფონის ნომერს .  ( ამოქმედდეს 2018 წლის 1 სექტემბრიდან )]

ჩნდება კითხვა როდიდან აქვს ინდუსტრიას ვალდებულება პიქტოგრამების დატანის 2018 წლის 1 მაისიდან თუ 2018 წლის 1 სექტემბრიდან?
თუ ჩვენ ჩავწერთ რომ უნდა ამოქმედდეს 1 მაისიდან - ინდუსტრია გააპროტესტებს , თუ ჩავწერთ 1 სექტემბრიდან - არასამთავრობო გააპროტესტებს.

ამიტომ ჩვენ ასე ჩამოვყალიბდით, რომ დავწერთ შემდეგი შინაარსის პუნტს, რომელიც იტყვის, რომ: საქართველოში მიმოქცევაში არსებული პროდუქცია შესაბამისობაში უნდა იქნეს მოყვანილი ამ დადგენილებასთან "თამბაქოს კონტროლის შესახებ" საქართველოს  კანონით გათვალისწინებულ ვადებში . თუ კითხვა გაჩნდება ბოლოს და ბოლოს როდიდან - უნდა მიმართონ პარლამენტს მის მიერ მიღებული კანონის განმარტებისთვის.

 
 პატივისცემით,
  ნათია ხმალაძე

 
 

 პატივისცემით, 
 
  Natia Khmaladze
  Ministry of Labour, Health and Social Affairs of Georgia
  Head of the Legal Department
  144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119
  Mob: 77 288800, E-mail: natia@moh.gov.ge

-----Original Message-----
From: David Sergeenko < dsergeenko@moh.gov.ge>
To: Natia Khmaladze < natia@moh.gov.ge>
Date: Fri, 15 Dec 2017 12:28:51 +0000
Subject: Re: პიქტოგრამები

მადლობა ნათია
იქნებ ეს სტატუსი (და პიქტოგრამების ე-ვერსიები) ეკონომიკის და ფინანსთას იურიდიულის უფროსებს გადაუგზავნო და ისინიც პერიოდულად ჩააყენო საქმის კურსში სტატუსზე, რადგან მინისტრებმა მთხოვეს, რომ აუცილებლად დეკემბრის ბოლომდე დაგვესრულებინა ეს თემა.


From: Natia Khmaladze <natia@moh.gov.ge>
Date: Friday, December 15, 2017 4:22 PM
To: Davit Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
Subject: Re: FW: პიქტოგრამები
Resent-From: Davit Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>

          ბატონო დავით,

         გაწვდით ინფორმაციას აღნიშნულ საკითხის სტატუსის თაობაზე:
 
  •           კანონის ვალდებულება:

კანონის მოთხოვნის თანახმად, 2018 წლის პირველი მაისამდე უნდა დამტკიცდეს:

-          საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების (ნიკოტინი, კუპრი, მხუთავი გაზი) ზღვრულად დასაშვები ნორმები, გაზომვისა და რეგულირების წესები, თამბაქოს კონტროლის სფეროში მოქმედი საერთაშორისო მოთხოვნების გათვალისწინებით;

-          თამბაქოს ნაწარმზე (კოლოფზე/ბლოკზე, შეფუთვაზე) სამედიცინო გაფრთხილებების (მათ შორის, პიქტოგრამისა და ტექსტობრივი წარწერის) დატანის წესი;

  • არსებული მდგომარეობა:

         ჯანდაცვის დეპარტამენტს მზად აქვს დოკუმენტი, რომელიც ფარავს ზემოხსენებულ ორივე ვალდებულებას, ორი ნაწილის გარდა: 

              1. განსასაზღვრია სამედიცინო გაფრთხილების ,, გამოსახულების ხარისხის შესაბამისი პარამეტრები“ (პიქსელის ზომები და ა.შ.); პიქტოგრამის დატანის პარამეტრები და პიქტოგრამის 1 სამოდელო ნიმუში;

             2. ახალი გაფრთხილებები, მათ შორის, პიქტოგრამების ტექსტები სათარგმნია აფხაზურ ენაზე.

 

  •             პირველ ნაწილზე მუშაობს ჯანდაცვა NCDC-თან ერთად და იმ კვირაში იქნებაო.
  •         მეორე ნაწილზე უკვე ვესაუბრე რეინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის აპარატს და ისინი დაგვეხმარებიან.
 
                    როგორც კი მზად იქნება ორივე ნაწილი მივცემთ მსვლელობას.
 
           პატივისცემით, 
           ნათია
 

 


 
-----Original Message-----
From: David Sergeenko < dsergeenko@moh.gov.ge>
To: Natia Khmaladze < natia@moh.gov.ge>
Date: Wed, 13 Dec 2017 08:50:12 +0000
Subject: FW: პიქტოგრამები

ნათია
იქნებ შეძლებისდაგვარად დაჩქარებულად გავაგზავნოთ ეს საკითხი მთავრობაზე.
მადლობა

From: Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>
Date: Wednesday, December 13, 2017 12:12 PM
To: Davit Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
Cc: Nino Berdzuli <nberdzuli@moh.gov.ge>, Zaza Sopromadze < zsopromadze@moh.gov.ge>, " mdarakhvelidze@moh.gov.ge" <mdarakhvelidze@moh.gov.ge >, Sopo Belkania < sbelkania@moh.gov.ge>
Subject: პიქტოგრამები

ბატონოდავით,

 

როგორცმოგეხსენებათ, 2017 წლისმაისშისაქართველოსპარლამენტისმიერდამტკიცებულითამბაქოსკონტროლისშესახებკანონშიცვლილებისთანახმად, 2018 წლისპირველისექტემბრიდანსავალდებულოგახდებათამბაქოსნაწარმისშეფუთვებზეგრაფიკულისამედიცინოგაფრთხილებების (.. პიქტოგრამების) დატანა. შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტის მომზადების ვალდებულება კანონის თამბაქოს კონტროლის შესახებ მიხედვით აკისრია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა დასოციალური დაცვის სამინისტროს, ხოლო შემდეგ სამედიცინო გაფრთხილების ნიმუშებს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა . კერძოდ, საქართველოს მთავრობა ამტკიცებს ძირითადი სამედიცინო გაფრთხილების 3 ნიმუშს, დამატებითი სამედიცინო გაფრთხილების 9 ნიმუშსდა შესაბამისი პიქტოგრამის 9 ნიმუშს, ტექსტობრივი წარწერის 1 ნიმუშს, შესაბამისი საინფორმაციო ფურცლის ფორმებს, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს, აგრეთვე სამედიცინო გაფრთხილების კომპიუტერულ შრიფტსადა ზომას, გამოსახულების ხარისხის შესაბამის პარამეტრებს.

 

იმისათვის, რომამგვარისამედიცინოგაფრთხილებებითმიღებულისაზოგადოებრივიჯანმრთელობისეფექტიმაქსიმუმამდეგაიზარდოს, საქართველოში, მსგავსადბევრისხვაქვეყნისა, სასურველიადაინერგოსყველაზეწამყვანისახელმწიფოებისმიერშემუშავებულიდადანერგილიუახლესიგრაფიკულიგამოსახულებები. ამიტომ, ჯანმრთელობისმსოფლიოორგანიზაციის (ჯანმო) ევროპისრეგიონულოფისსადათამბაქოსჩარჩოკონვენციისსამდივნოსთანშესაბამისიკონსულტაციისგავლის და სამინისტროსთან შეთანხმების შემდეგ გრაფიკულისამედიცინოგაფრთხილებებისგამოყენებისუფლება მივიღეთ ავსტრალიისადაკანადისმთავრობებისაგან. სანებართვო დოკუმენტები იგზავნება დანართების სახით.

 

პიქტოგრამების შესარჩევად დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა ჩაატარა დისკუსია ფოკუს ჯგუფებში. სულ ჩატარდა 6 ფოკუს ჯგუფი: (1)18-24 წლის მწეველი მამაკაცები; (2) 18-24 წლის მწეველი ქალები; (3)18-24 წლის არამწეველი მამაკაცები; (4)18-24 წლის არამწეველი ქალები; (5)≥25 წლის მწეველი მამაკაცები; (6)≥25 წლის მწეველი ქალები.

 

დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო 38 ადამიანმა, 21 მამაკაცი და 17 ქალი. დისკუსიაზე განხილული იყო 22 პიქტოგრამა, საკვლევი საკითხები შეეხებოდა: რომელი პიქტოგრამა დაგაფიქრებს ყველაზე მეტად, რომელი პიქტოგრამა იქნება ყველაზე ეფექტური ადამიანებს გავაგებინოთ თამბაქოს მავნებლობის შესახებ, რომელი პიქტოგრამა იქნება ყველაზე ეფექტური მწეველებმა თავი დაანებონ თამბაქოს მოხმარებას, რომელი პიქტოგრამა იქნება ყველაზე ეფექტური მოზარდებისთვის რომ არ დაიწყონ მოწევა, რამდენად ეფექტურია ესა თუ ის პიქტოგრამა და სხვა.

 

დისკუსიის საფუძველზე შეირჩა 9 პიქტოგრამა, რომელიც მიჩნეულ იქნა ყველაზე ეფექტურად. შერჩეული პიქტოგრამები იგზავნება დანართის სახით.

 

რადგანკანონმდებლობისამმუხლისაღსრულებისვადაარცისედიდია თქვენი თანხმობის შემთხვევაში,გთხოვთ დაევალოს იურიდიულ სამსახურს დაჩქარებული წესით შესაბამისი პროცედურების წარმოება მთავრობის სხდომაზე წარსადგენად.

 

აღნიშნული დოკუმენტაცია დღეს ასევე ოფიციალური სახით (დესით) გამოიგზავნება სამინისტროში.

პატივისცემით,

 

ამირანი