| From : | Tedo Japaridze <tedo.japaridze@gmail.com> |
| To : | INFORM |
| Subject : | Re: პოზიტიური მესიჯები UNICEF-ის კვლევიდან |
| Cc : | Giorgi Kvirikashvili; Dimitry Kumsishvili; m.bakhtadze@mof.ge; Tea Tsulukiani; ggakharia@mia.gov.ge; mchkhenkeli@mes.gov.ge; Sozar Subari; Mikheil Janelidze; m.tskitishvili@mrdi.gov.ge; mikheil.giorgadze@culture.gov.ge; David Sergeenko; ლევან დავითაშვილი; Levan Davitashvili; Kakhaber Kakhishvili; Ketevan Tsikhelashvili; lizoria; kakha kala; newsnews299@gmail.com; Nino Giorgobiani; Zurab Abashidze; Nikoloz Lachkepiani; Beqa Davituliani; Mako M; Khatuna Ivanishvili; Davit Qwerty; Irakli Kobakhidze; Eka Beselia; Zviad Kvatchantiradze; George Volski; Sophie Sopo; ikseso2005@yahoo.com; Gedevan Phophkhadze; mamuka mdinaradze; Irina Pruidze; Akaki Zoidze; a.kantaria@mail.ru; Roman Kakulia; Irakli Tripolski; ბიძინა გეგიძე; Zaza Khutsishvili; nino goguadze; Levan Gogichaishvili; ბექა ოდიშარია; ირაკლი აბუსერიძე; davit tchitchinade; Beka.natsvlishvili@yahoo.com; Giorgi Mosidze; Mariam Jashi; khabareli@mail.ru; Ilia Tsulaia; მიხეილ ყაველაშვილი; Zaza Gabunia; Koba Kobaladze; ლევან კობიაშვილი; Levan Koberidze; რომან მუჩიაშვილი; Guram Macharashvili; დავით სონღულაშვილი; ირაკლი შიოლაშვილი; Gela Samkharauli; Ираклий Хахубия; Otari Danelia; irakliberaia_dsc@yahoo.com; Irakli Beraia; Merab Kvaraia; ედიშერ თოლორაია; Goga Gulordava; Irakli Mezurnishvili; გიორგი თოთლაძე; იოსებ მაკრახიძე; პაატა მხეიძე; Giorgi Begadze; Savalan Mirzoevi; გოდერძი ჩანქსელიანი; Gogi Meshveliani; Kakha Okriashvili; Lamia Gumbatova; Tamaz Naveriani; gocha enukidze; Nino Tsilosani; Archil Talakvadze; Genadi Margvelashvili; otto otto; Elguja Gotsiridze; Koba Lursmanashvili; Kiknavelidze Shalva; Paata Kvizhinadze; grigol.mikeladze@mail.ru; გრიგოლ ლილუაშვილი; სულხან მახათაძე; კობა ნარჩემაშვილი; Tsotne Zurabiani; Fati Khalvashi; Nukri Bejanidze; ილია ნაკაშიძე; gia kopadze; enzelmkoyan@gmail.com; Tamar Chugoshvili; Tamuna Khulordava; Sofo Katsarava; Kakha Kuchava; zviad dzidziguri; Gia Jorjoliani; Irakli Kovzanadze; Archil Khabadze; xabelovileri@yahoo.com; vjafaridze@mail.ru; Isko Daseni; Dimitri Samkharadze; miriantsiklauri@yahoo.com; Giorgi Kakhiani; Dimitri Tskitishvili; bukiagiga@yahoo.com; გიგა ბუკია; Rati Ionatamishvili; Sos Sos; Endzela Matchavariani; gio ben; Karlo Kopaliani; Gugili Magradze; ruslan pogosyan; mahir darziev; sam.s.manukyan@gmail.com; Shota Shalelashvili; Temur Kokhreidze; Davit Matikashvili; george khatidze; Anri Okhanashvili; Greta Tsitsava; ana gochashvili; koka kandiashvili; Lasha Natsvlishvili |
| Received On : | 13.06.2018 02:40 |
პოზიტიური მესიჯები UNICEF-ის კვლევიდან
შემოსავლები
2017 წელს, 2015 წელთან შედარებით, საქართველოს შინამეურნეობების შემოსავლები მნიშვნელოვნად გაიზარდა და 771.9 ლარი შეადგინა. შემოსავლების მატება, ძირითადად, სახელფასო და თვითდასაქმებულების შემოსავლების ზრდამ გამოიწვია. დაფიქსირდა ტენდენცია, რომ ადგილობრივი შინამეურნეობები ნაკლებად დამოკიდებული ხდებიან უცხოეთიდან გადმორიცხულ ტრანსფერებზე და მეტ შემოსავალს სწორედ საკუთარი შრომიდან იღებენ, რაც ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მიანიშნებს. შრომის ანაზღაურების მატება ნიშნავს მეტ განკარგვად შემოსავალს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე გაიზარდა სოციალური დახმარების მოცულობაც.
საანგარიშო პერიოდში ნომინალურ გამოხატულებაში 31 პროცენტით გაიზარდა სახელფასო შემოსავლები. ის 95 ლარით გაიზარდა და 403 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ საერთო შემოსავლების მატებაში უშუალოდ ხელფასის ზრდამ ნომინალურ ზრდაში 15.6 პროცენტი შეადგინა.
მნიშვნელოვნად გაიზარდა თვითდასაქმებიდან მიღებული შემოსავლები. მატებამ 51 ლარი შეადგინა და 147 ლარი შეადგინა. მისი წვლილი შემოსავლების ნომინალურ ზრდაში 8.4 პროცენტულ პუნქტს, ხოლო რეალურ ზრდაში 6.9 პროცენტულ პუნქტს შეადგენდა.
30 ლარით გაიზარდა სოციალური გასაცემლები და 173 ლარი შეადგინა. აღნიშნული გარემოება მიანიშნებს მთლიან საბიუჯეტო ხარჯებში სოციალური მიმართულების ზრდას ქვეყნის შემოსავლების გადანაწილების კუთხით. ქვეყნის ბიუჯეტი გახდა უფრო მეტად სოციალური და სიღარიბის დაძლევაზე ორიენტირებული. მაღალი სოციალური გასაცემლების წვლილი იმაზე მიუთითებს რომ უღარიბესი მოსახლეობისათვის სახელმწიფოს მიერ გაწეული დახმარება გაიზარდა.
სიღარიბის მაჩვენებლები
მიუხედავად იმისა, რომ 2015 წელთან შედარებით სიღარიბის დონე გაზრდილია, კვლევა არ მოიცავს იმ გარემოებას, რომ 2016 წელთან შედარებით, 2017 წელს სიღარიბის დონე საქართველოში შემცირებულია. 2016 წელს სიღარიბის დონის ზრდა ეროვნული ვალუტის გაუფასურების შედეგად სესხის მომსახურების ზრდას უკავშირდებოდა. ამასთან, შემოსავლების ზრდის და დოლარიზაციის შემცირების პოზიტიური ტენდენციები სრულად აღნიშნულ კვლევაში ასახული არაა.
საქართველოში შემცირდა იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც თავს ღარიბად მიიჩნევს. 2015 წელთან შედარებით მონეტარული სიღარიბის ზრდის მიუხედავად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სუბიექტური სიღარიბის მაჩვენებლები, კერძოდ 2015 წელს 38.4 პროცენტიდან სუბიექტური სიღარიბე 33.7 პროცენტამდე შემცირდა, რაც იმას გულისხმობს, რომ მოსახლეობის მიერ სიღარიბის დონის აღქმა შემცირებულია. ეს უკავშირდება რეალური შემოსავლების ზრდას, სამომავლოდ პოზიტიურ მოლოდინებს, რაც აუცილებლად აისახება ხარჯებზე და სიღარიბის მაჩვენებელზე. ამას მოწმობს ოფიციალური სიღარიბის სტატისტიკაც.
აღსანიშნავია, რომ 2015 წელთან შედარებით შემცირებულია მოსახლეობის იმ ნაწილის ხვედრითი წილი, რომელიც მიიჩნევს, რომ მისი ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა, ხოლო გაზრდილია მათი ხვედრითი წილი, ვინც თვლის რომ მისი ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა.
2017 წელს ხარჯების სტრუქტურაში მნიშვნელოვანი ტენდენცია ფიქსირდება - 14.8 პროცენტით (რეალურ გამოხატულებაში კი 20.1 პროცენტით) შემცირდა შინამეურნეობების მიერ გაწეული გრძელვადიანი ხარჯები, რაც ნიშნავს სესხის მომსახურების ხარჯებს.
აღსანიშნავია, რომ 2017 წელს საბანკო ხარჯები საზოგადოების ყველა ფენისთვის შემცირდა. მათ შორის, ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისთვისაც შემცირდა სესხის მომსახურების ხარჯი. აღნიშნული საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული რეფორმების შედეგია, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად შემცირდა დოლარიზაციის და მოწყვლადობის დონე.
ჯანდაცვა
შინამეურნეობებისთვის გაუმჯობესდა საბაზისო სერვისებზე, მათ შორის ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა იყო იმის საფუძველი, რომ სახელმწიფოს მნიშვნელოვანი თანადაფინანსების გზით ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისთვის ჯანდაცვასთან დაკავშირებული სერვისები ხელმისაწვდომი გახდა.
ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა, რამაც ასახვა ჰპოვა სერვისების გამოყენების დონის ზრდასა და მასზე გაწეული ხარჯების ზრდაში. ჯანდაცვის პროგრამების შედეგად მოსახლეობის დიდ ნაწილს მიეცა შესაძლებლობა ისარგებლოს აღნიშნული სერვისებით, რაც თავის მხრივ ზრდის ჯანდაცვაზე გაწეულ ხარჯებს.
აღსანიშნავია, რომ 2017 წელს, 2013 წელთან შედარებით, 2.7%-დან 18.2%-მდე გაიზარდა იმ შინამეურნეობების ხვედრითი წილი, ვინც რეგულარულ სამედიცინო შემოწმების სერვისით სარგებლობდა. გაზრდილია სხვა სამედიცინო სერვისების გამოყენების მაჩვენებლებიც, მათ შორის ჰოსპიტალური მომსახურება 4.4 პროცენტიდან 7.7 პროცენტამდე; ქირურგიული ოპერაციები - 3,6 პროცენტიდან 7.7 პროცენტამდე, ორსულობის მონიტორინგი - 1.8 პროცენტიდან 2.3 პროცენტამდე.
ჯანდაცვის სერვისების წილი მთლიან მოხმარებაში საკმაოდ მაღალია და 10.1%-ს შეადგენს, თუმცა აღნიშნული მაჩვენებელი არ აჭარბებს 2011 წლის მაჩვენებელს, მიუხედავად იმისა, რომ 2011 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა ჯანდაცვის სერვისების გამოყენება. აღნიშნული ნათლად მიანიშნებს, რომ სახელმწიფო პროგრამების საშუალებით სამედიცინო სერვისები ხელმისაწვდომია მოსახლეობის ყველა ფენისთვის.
ორჯერ და მეტჯერ არის შემცირებული იმ შინამეურნეობათა წვლილი, რომლებიც აწყდება ფინანსურ ბარიერებს ჯანდაცვის სერვისების მიღებისას, კერძოდ შინამეურნეობების მხოლოდ 22.3 პროცენტს გააჩნია ფინანსური ბარიერი, მაშინ როცა აღნიშნული მაჩვენებელი 2011 წელს ორჯერ მეტი 49.9 პროცენტს, ხოლო 2015 წელს 43.1 პროცენტს შეადგენდა. სახეზეა, ფინანსური ბარიერების შემცირების საგრძნობი კლება, რაც ყველაზე შესამჩნევია მოსახლეობის ქვედა 40%-ში. აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისთვის საბაზისო სერვისებზე ხელმისაწვდომობის მნიშვნელოვანი ზრდის ტენდენციას.
სოციალური პროგრამები
სიღარიბის დონის შემცირებაში, განსაკუთრებით კი ყველაზე მოწყვლად ჯგუფებში მნიშვნელოვან როლს თამაშობს პენსია და მიზნობრივი სოციალური გასაცემლები. კვლევის თანახმად, სოციალური დახმარებები გახდა მეტად მიზნობრივი. მიზნობრივი სოციალური დახმარებების ზრდა ფიქსირდება მოსახლეობის ქვედა 40 პროცენტში (ყველაზე ღარიბი 40 პროცენტში).
მიზნობრივი სოციალური დახმარებები მეტად ორიენტირებულია ღარიბებსა და ბავშვიან ოჯახებზე. მიზნობრივი სოციალური დახმარებები ამცირებს ბავშვთა სიღარიბეს 6 პროცენტული პუნქტით და მოსახლეობის სიღარიბის დონეს 4 პროცენტული პუნქტით.
განათლება
საბაზისო სერვისებზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით ასევე აღსანიშნავია სკოლამდელ განათლებაში 3-5 წლის ბავშვების ჩართულობის ზრდა. აღნიშნული მაჩვენელი 2015 წლის 62.3%-დან 2017 წელს 63.7%-მდე გაიზარდა. 2011 წელთან შედარებით კი ზრდა 22.7 პროცენტულ პუნქტს შეადგენს. თუმცა შთამბეჭდავი გაუმჯობესების მიუხედავად, ღარიბი მოსახლეობის ჩართულობა სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო დაწესებულებაში კვლავ მნიშნელოვან გამოწვევად რჩება.
***
აღსანიშნავია, რომ UNICEF-ის კვლევა 2017 წლის შუა პერიოდში ჩატარდა. შესაბამისად, მასში სრულად ვერ აისახა პოზიტიური ტენდენციები, რომლებიც ქვეყანაში 2017 წლიდან მიმდინარეობს. მათ შორის საყურადღებოა ეკონომიკური, მარეგულირებელი და მაკროპრუდენციული რეფორმები, რომლებმაც, ერთი მხრივ, მოსახლეობის შემოსავლებზე მოახდინა პოზიტიური გავლენა და მეორე მხრივ, პასუხისმგებლიან დაკრედიტებას შეუწყო ხელი.
გამოწვევები და პოლიტიკის პასუხი
2014-2015 წლის ლარის კურსის გაუფასურებამ მოსახლეობის სესხების მაღალი დოლარიზაციის გამო მნიშვნელოვნად ნეგატიურად იმოქმედა მათ მდგომარეობაზე და ეს აისახა მოსახლეობის განკარგვად შემოსავლებზე. საქართველო იყო იმ გამონაკლის ქვეყანათა შორის ფართო რეგიონში, სადაც დაშვებული იყო უცხოური ვალუტით სხვადასხვა ტიპის სესხების გაცემა შინამეურნეობებზე და ეს უკანასკნელი არ იყო დაცული სავალუტო რისკისგან. ეს მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა ამ პერიოდში სესხებზე სწრაფი წვდომის გამოჩენამ, ე.წ. სწრაფმა სესხებმა (ონლაინ სესხები) არასაბანკო სექტორში. ამ მიმართულებით მოსახლეობის დავალიანება ძალიან სწრაფად იზრდებოდა და პრაქტიკულად ერთი წელი დასჭირდა პრობლემის იდენტიფიცირებასა და აღმოფხვრას. ამ მიზეზებიდან გამომდინარე, მთავრობის და ეროვნული ბანკის მიერ მთავარ საპასუხო ღონისძიებად განისაზღვრა დედოლარიზაცია და მასთან დაკავშირებული საკითხები. ასევე სწრაფი და უპასუხისმგებლო დაკრედიტების (Non-responsible lending) პრაქტიკის შეზღუდვა. უპასუხისმგებლო დაკრედიტებაზე რეაგირება დაიწყო ფისკალურ რეფორმასთან ერთად და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ გამკაცრება უნდა ყოფილიყო თანდათანობითი.
დოლარიზაცია ქვეყნის ისტორიული სტრუქტურული გამოწვევაა, შესაბამისად აღნიშნული გამოწვევის საპასუხო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს პირობებში შედარებით მართებული იქნებოდა. იმ პრუდენციული და რეგულატორული ღონისძიებების გატარება, რომელიც რეფორმის ფარგლებში განხორციელდა 2016 წლის ბოლოდან მოყოლებული და დაგეგმილია განხორციელდეს უახლოეს მომავალში, იმ დროს, როდესაც ეკონომიკური პარამეტრები გაცილებით უკეთესი იყო, საშუალებას მოგცემდა საგარეო შოკს კიდევ უფრო ნაკლები სოციალური დანაკარგით გავმკლავებოდით და გაცილებით უკეთესი შედეგი გვქონოდა.
იმ პრუდენციული და რეგულატორული ღონისძიებების შედეგად, რომელიც მთავრობა გაატარა უკვე გვაქვს ხელშესახები დადებითი შედეგები შინამეურნეობების დავალიანების მომსახურების მიმართულებით. ყოველწლიური სესხზე მომსახურეობის თანხების შეფარდება შემოსავლებთან, რომელიც 2016 წელს 18.3 პროცენტამდე იყო გაზრდილი, 2017 წელს 17.2 პროცენტამდე, ხოლო 2018 წლის პირველი კვარტალის მდგომარეობით 15 პროცენტამდე შემცირდა.
Ambassador
TEDO JAPARIDZE
Foreign Policy Adviser to the Prime Minister of Georgia
Administration of the Government of Georgia
7 Ingorokva St
Tbilisi 0114, Georgia
Tel: (+995 32) 299 09 00 (2515)