From : avtandiltalakvadze@gmail.com
To : David <Sergeenko>
Subject : Re: რეორგანიზაცია
Received On : 30.05.2017 18:10

ბატონო დავით, 

ბოდიშს გიხდით დაგვიანებით პასუხისთვის, ინფრატსტრუქტურულ საკითხებს გავდივარ მათ შორის ზუგდიდის "ც ჰეპატიტი" პრობლემურ საკითხს და ჩართული მყავს ყველა ის მხარე რომლისგანაც შეიძლება ინფორმაცია ამომეღო (მ.შ. აუდიტი და ბატონო მამუკა სონღულაშვილი) რომ თქვენი ჩამოსვლისას დაგახვედროთ სრულყოფილი ანალიზი, და ვერ მივაქციე მეილს ყურადღება რომ თქვენი წერილი იყო მოსული, მაპატიეთ დაგვიანებით პასუხისთვის.

ჩემთვის დიდი ნდობაა თქვენი ეს სიტყვები. რაღა თქმა უნდა რეორგანიზაციას იმის გამო არ ვაკეთებდი, რომ მე გავმხდარიყავი სსიპ-ის ხელმძღვანელი. მიხარია, რომ მენდობით. 
როგორც ხელმძღვანელს და უფროს მეგობარს, მინდა გაგიზიაროთ ჩემი პრობლემა - ანაზღაურებით, რომელიც ახლა მაქვს ან რომელიც სსიპ-ის უფროსს შეიძლება ჰქონდეს - მე ძალიან მიჭირს რომ ჩემი პირადი პრობლემები მოვაგვარო. 

იქნებ "სსიპ" კონსულტანტის კონტრაქტზე გადამიყვანოთ და სხვა შემოსავალზეც ვიზრუნებ პარალელურად. 

საქმეს ხელს არ მოვაკლებ არცერთ შემთხვევაში და მაქსიმალური პასუხისმგებლობით ვიმუშავებ როგორც დღემდე ვმუშაობდი. 

პატივისცემით,
ავთო

2017-05-30 14:31 GMT+04:00 David Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>:
სალამი ავთო
პროცედურები რათქმაუნდა დასასრულებელია, მაგრამ ერთი ვერ გავიგე- ამ სსიპ ის დირექტორად მე შენ მოგიაზრებ, როგორც რეფორმის ავტორს და მიმართულების ლიდერს და ტორუა (დიდი პატივისცემის მიუხედავად) რატომ უნდა გადავნიშნოთ დირექტორად? 

Sent from my iPhone

On May 30, 2017, at 12:19, Avtandil Talakvadze <atalakvadze@moh.gov.ge> wrote:

მოგესალმებით ბატონო დავით,

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრისა და საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით მთავრობის დადგენილებით მოცემული გვქონდა რომ არაუგვიანეს მიმდინარე წლის 1 ივნისისა უნდა დავამთავროთ რეორგანიზაციის პროცესი, მოსამზადებელი იყო ჯამში 25 ცვლილება (ბრძანებები (მ.შ საიდუმლო), დადგენილებები, დებულება) საიდანაც 23 ცვლილება გაკეთებული იქნა და დარჩა მხოლოდ სამინისტროს ახალი სასთატო დასამტკიცებელი რომელიც 1 ივნისის შემდგომ უნდა გაკეთდეს და  მეორე საკითხი "სსდ ცენტრი"-ს დირექტორის დათო ტორუას გადანიშვნა რადგან "სსიპ"-ს სახელი ეცვლება, აღნიშნული ცვლილება უნდა განხორციელდეს 1 ივნისამდე რომ არსებული რეჟიმით გააგრძელონ მუშაობა და ცვლილება იქნება მხოლოდ გასაკეთებელი, მომზადებულია ბრძანება გადანიშვნაზე და თუ თქვენ წინააღმდეგი არ იქნებით ბატონო ზაზა სოფრომაძეს როგორც თქვენ მოვალეობის შემსრულებელს ხელს მოვაწერინებ.

პატივისცემით,
ავთო

--

ავთანდილ თალაკვაძე
დეპარტამენტის უფროსი

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 
საქართველო, თბილისი 0159, აკ.წერეთლის გამზ. 144



საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უფლება აქვს სამედიცინო მომსახურების ყველა

გამწევისაგან მიიღოს ქვეყანაში აღიარებული და დანერგილი პროფესიული და

სამომსახურეო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება.




--

ავთანდილ თალაკვაძე
დეპარტამენტის უფროსი

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 
საქართველო, თბილისი 0159, აკ.წერეთლის გამზ. 144



საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უფლება აქვს სამედიცინო მომსახურების ყველა

გამწევისაგან მიიღოს ქვეყანაში აღიარებული და დანერგილი პროფესიული და

სამომსახურეო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება.