From : Tea Giorgadze <tgiorgadze@partnershipfund.ge>
To : David <Sergeenko>
Subject : Re: რესპუბლიკურის შენობის ექსპერტიზა
Cc : David Saganelidze; Natia Turnava; Vakhtang Jorbenadze; David Kereselidze; David Kakabadze
Received On : 02.03.2018 15:17

მოგესალმებით,

გაცნობებთ, რომ გართულდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში საძირკვლის შემოწმების პროცესი, მიუხედავად იმისა, რომ მთელი კვირის განმავლობაში მუშაობდა გეოლოგიური ჯგუფი, 5 სხვადასხვა ადგილიდან აიღეს ნიმუშები, ეს სინჯები არ აღმოჩნდა საკმარისი შესაფასებლად. როგორც დღეს, ექსპერტიზის ბიუროსთან საუბარში გვითხრეს, ორშაბათს ჩაატარებენ გაფართოებულ შეხვედრას ადგილზე, რომ მიიღონ გადაწყვეტილება შემდეგი ნაბიჯების შესახებ.

ასევე გთხოვთ, თქვენ მოსაზრებას, ექსპერტიზის დავალებას ხომ არ დავუმატოთ ფასადის(მინა-ბლოკების) მდგრადობის შეფასებაც?

პატივისცემით,

თეა

2018-02-23 15:39 GMT+04:00 Tea Giorgadze <tgiorgadze@partnershipfund.ge>:
მოგესალმებით,

გაცნობებთ, რომ ამ კვირაში რესპუბლიკურის ტერიტორიაზე სამხარაულის ექსპერტიზის გეოლოგიურმა ჯგუფმა დაიწყო მუშაობა, მოსულია სპეციალური მბურღავი მანქანა, იღებენ ნიმუშებს. გეოლოგიური სამუშაოები, როგორც მითხრეს იმ კვირაშიც გაგრძელდება, რამდენიმე ადგილას უნდა გაბურღონ. 
ამ ტიპის სამუშაოების დასრულებისთანავე ჩაგაყენებთ საქმის კურსში.

პატივისცემით,

თეა

2018-02-09 18:34 GMT+04:00 David Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>:
მადლობა თეა
გასაგებია

From: Tea Giorgadze <tgiorgadze@partnershipfund.ge>
Date: Friday, February 9, 2018 6:09 PM
To: Davit Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
Cc: David Saganelidze <dsaganelidze@fund.ge>, Natia Turnava <nturnava@partnershipfund.ge>, Vakhtang Jorbenadze <vjorbenadze@partnershipfund.ge>, David Kereselidze <dkereselidze@fund.ge>, David Kakabadze <etikaradze@yahoo.de>
Subject: Re: რესპუბლიკურის შენობის ექსპერტიზა

მოგესალმებით,

გაცნობებთ, რომ სამხარაულმა დაიწყო მუშაობა შენობის ექსპერტიზაზე, იყვნენ კონსტრუქტორები, გადაიღეს ფოტოები, დაიწყეს, ნახაზების მომზადება. შემდეგი ეტაპია ლაბორატორიისა და გეოლოგიური ჯგუფის მოსვლა.
ყოველი კვირის ბოლოს მოვიწერები ინფორმაციას მიმდინარეობის შესახებ.
დასკვნის დადების ვადას ჯერჯერობით კვლავ ვერ გვეუბნებიან.

პატივისცემით,

თეა

2018-02-02 19:13 GMT+04:00 Tea Giorgadze <tgiorgadze@partnershipfund.ge>:
მოგესალმებით,

გაცნობებთ, რომ სამწუხაროდ, დამატებით ვერანაირი სასარგებლო ნახაზი ვერ მოვიპოვეთ ბლოკ-ჯორჯიასგან, რაც შევატყობინეთ სამხარაულს (ვიყავით კვლავ შეხვედრაზე).
სამხარაული მომდევნო კვირიდან იწყებს ინტენსიურ მუშაობას შეფასებაზე.
პერიოდულად მოგაწვდით ინფორმაციას მიმდინარეობის შესახებ.

პატივისცემით,

თეა

2018-01-25 16:00 GMT+04:00 Tea Giorgadze <tgiorgadze@partnershipfund.ge>:
მოგესალმებით,

შეხვედრა ბლოკ-ჯორჯიასთან, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით, გადაიდო ორშაბათისთვის.

პატივისცემით,

თეა

2018-01-24 16:25 GMT+04:00 Tea Giorgadze <tgiorgadze@partnershipfund.ge>:
მოგესალმებით,

ბლოკ-ჯორჯიამ ხვალ დამინიშნა შეხვედრა, რაღაც მასალები მოვიძიეთ, მაგრამ შეხვედრა გვინდა და მერე გადმოგცემთო.
შეხვედრის დასრულებისთანავე მოვიწერები შედეგებს.

პატივისცემით,

თეა

2018-01-20 17:45 GMT+04:00 David Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>:
სალამი თეა

მე გამიჭირდება რამე კონკრეტული მოსაზრება მოგცეთ ამ თემაზე, რადგან არ ვარ ამ საკითხის სპეციალისტი.
 ამოცანაა, რომ შემჭიდროვებულ ვადებში გვქონდეს დაზუსტებული დასკვნა.
 რა გზით და ტექნოლოგიით გააკეთებს ამას ექსპერტული ბიურო, ვერაფერს ვიტყვი.
 პატივისცემით
დ. სერგეენკო

From: Tea Giorgadze <tgiorgadze@partnershipfund.ge>
Date: Wednesday, January 17, 2018 5:57 PM
To: Davit Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
Cc: David Saganelidze <dsaganelidze@fund.ge>, Natia Turnava <nturnava@partnershipfund.ge>, Vakhtang Jorbenadze <vjorbenadze@partnershipfund.ge>, David Kereselidze <dkereselidze@fund.ge>, David Kakabadze <etikaradze@yahoo.de>
Subject: Re: რესპუბლიკურის შენობის ექსპერტიზა

მოგესალმებით,

დღეს შევხვდი ბლოკ-ჯორჯიას, თორნიკე ჯანაშვილს. აუხსენი რასაც ვეძებდით და წერილიც გადავეცი, ვთხოვე დახმარება. შემპირდა თუ გვაქვს რაიმე აუცილებლად მოგაწვდითო, მამა და ბაბუა არ არიან საქართველოში, კვირის ბოლოს იქნებიან და სამშაბათს გეტყვით რაიმე თუ მოვიძიეთ ჩვენ არქივშიო.

ვფიქრობ, დაველოდოთ ბლოკ-ჯორჯიას პასუხს და თუ აქაც არანაირი კონსტრუქციული ნახაზი არ იქნა, მაშინ სამხარაულს უთხრათ რომ ვერ მოვიპოვეთ და ყველაფერი მათ გააკეთონ თავიდან, თქვენ რას მირჩევთ?

პატივისცემით, 

თეა

2018-01-15 13:00 GMT+04:00 Tea Giorgadze <tgiorgadze@partnershipfund.ge>:

მოგესალმებით,


მეც გილოცავთ განვლილ დღესასწაულებს, წარმატებული წელი გვქონოდეს!

 

10 დღეა გვაქვს მოლაპარაკებები სამხარაულთან, წარმოიშვა გარკვეული პრობლემები, დღესდილითგვქონდაშეხვედრაბადრიეფსაიასთან (სამხარაულისსაინჟინრინროექსპერტიზისინსტიტუტისხელმძღვანელი).


სიტუაცია არის შემდეგი:

  • ჩვენ 28 დეკემბერს ჩავაბარეთ განაცხადი ექსპერტიზაზე;
  • 9 იანვარს დაგვიბარეს შეხვედრაზე, გვითხრეს ჩვენ კი შეგპირდით 1 თვეს, მაგრამ არ გამოვაო. მოგვთხოვეს თორმეტსართულიანი შენობის სართულების მიხედვით აზომვითი ნახაზი და პროექტის კონსტრუქციული ნაწილი, ასევე შეგვპირდნენ რომ თვითონაც მოიძიებდნენ თუ რაიმე მასალა ჰქონდათ უკვე ჩატარებულ კვლევაზე;
  • მიუხედავად ბევრი მცდელობისა (ცენტრალური არქივი, თბილისის არქივი, საჯარო რეესტრის ტექბიუროს არქივი, ეკონომიკის სამინისტრო, კლინიკის არქივი) ამ ეტაპზე პროექტის კონსტრუქციული ნაწილი ვერ მოვიპოვეთ, მხოლოდ ტექბიუროს არქივში ვნახეთ აზომვითი ნახაზები სართულების მიხედვით, დავასკანერეთ და ჩავაბარეთ სამხარაულს;
  • დღეს ლეფსაიამ საუბარში მითხრა, რომ მათ არანაირი მასალა ამ მიმართულებით არ აქვთ. სავარაუდოდ, მათგარეშე 2005-2006 წლებში ჩატარებულია შენობის ტექნიკური გამოკვლევა და შესაძლოა ეს დოკუმენტი და კონსტრუქციული ნაწილიც ჰქონდეს ბლოკ-ჯორჯიასო, ასევე გვითხრა კიდევ სხვა საპროექტო შპს-ც. ვესაუბრეთ სოსო ბარნაბიშვილსაც, მე ეს მასალები არ მაქვსო.
რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნის ვადებს:
  • იმ შემთხვევაში თუ ვერ მოვიპოვეთ კონსტრუქციული ნაწილი და ტექნიკური მდგომარეობის დასკვნა, სამხარაული იწყებს ყველაფერს თავიდან, აკეთებს გეოლოგიას, ასევე პარალელურად კონსტრუქციების შესწავლას, რასაც ჯამში მინიმუმ 2 თვე დაჭირდება;
  • იმ შემთხვევაში თუ მოვიპოვეთ კონსტრუქციული ნაწილი ან შენობის ადრე ჩატარებული ტექნიკური კვლევა, დასკვნა გვექნება 3 კვირაში;
ჩვენ ვაგრძელებთ ძებნას, 2-3 დღეში შედეგებზე ჩაგაყენებთ საქმის კურსში.

 

პატივისცემით,


თეა


2018-01-15 11:13 GMT+04:00 David Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>:

მოგესალმებით მეგობრებო

გილოცავთ გასულ დღესასწაულებს!

რაიმე განახლებული ინფორმაცია ხომ არ არის ამ საკითხებთან დაკავშირებით?

მადლობა
პატივისცემით
დ. სერგეენკო




From: Tea Giorgadze <tgiorgadze@partnershipfund.ge>
Date: Thursday, December 28, 2017 8:43 PM
To: David Saganelidze <dsaganelidze@fund.ge>, Davit Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>, Natia Turnava <nturnava@partnershipfund.ge>, Vakhtang Jorbenadze <vjorbenadze@partnershipfund.ge>, David Kereselidze <dkereselidze@fund.ge>, David Kakabadze <etikaradze@yahoo.de>
Subject: რესპუბლიკურის შენობის ექსპერტიზა

მოგესალმებით,

გაცნობებთ, რომ ჩვენი შეხვედრების თანახმად, დღეს გვქონდა შეხვედრა და გავაკეთეთ განაცხადი სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში რესპუბლიკურის შენობის მდგრადობის შეფასების თაობაზე. განაცხადში დავალება ჩამოვაყალიბეთ, ისე როგორც გვირჩია სოსო ბარნაბიშვილმა. სამუშაოს დიდი მოცულობიდან გამომდინარე დასკვნის მოცემის მაქსიმალურ ვადად გვითხრეს 1 თებერვალი, თუმცა, ჩვენ ძალიან ვთხოვეთ, რომ დაგვიჩქარონ.

პატივისცემით,

თეა

--

TEA GIORGADZE

Clinics Development Company | Director | JSC Partnership Fund

6 V. Beridze Street, Tbilisi 0108, Georgia

Cell: (+995) 577 410 638 




--

Clinics Development Company | Director | JSC Partnership Fund

6 V. Beridze Street, Tbilisi 0108, Georgia

Cell: (+995) 577 410 638 




--

Clinics Development Company | Director | JSC Partnership Fund

6 V. Beridze Street, Tbilisi 0108, Georgia

Cell: (+995) 577 410 638 




--

Clinics Development Company | Director | JSC Partnership Fund

6 V. Beridze Street, Tbilisi 0108, Georgia

Cell: (+995) 577 410 638 




--

Clinics Development Company | Director | JSC Partnership Fund

6 V. Beridze Street, Tbilisi 0108, Georgia

Cell: (+995) 577 410 638 




--

Clinics Development Company | Director | JSC Partnership Fund

6 V. Beridze Street, Tbilisi 0108, Georgia

Cell: (+995) 577 410 638 




--

Clinics Development Company | Director | JSC Partnership Fund

6 V. Beridze Street, Tbilisi 0108, Georgia

Cell: (+995) 577 410 638 




--

Clinics Development Company | Director | JSC Partnership Fund

6 V. Beridze Street, Tbilisi 0108, Georgia

Cell: (+995) 577 410 638 




--

Clinics Development Company | Director | JSC Partnership Fund

6 V. Beridze Street, Tbilisi 0108, Georgia

Cell: (+995) 577 410 638