| From : | Amiran Gamkrelidze <gamkrelidzea@gmail.com> |
| To : | David Sergeenko |
| Subject : | Re: წერილი მინისტრს ცოფის პრობლემაზე |
| Received On : | 30.05.2017 05:31 |
ბატონო ამირან
კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ჩემს დიდ პატივისცემას და გთხოვთ, ნუ მიიღებთ რაიმე გადაწყვეტილებას ჩემს ჩამოსვლამდე- მე 4 ივნისს ვბრუნდები ჟენევიდან.მესმის თქვენი წუხილი, მაგრამ გარწმუნებთ, რომ აქ ნამდვილად არ არის აქცენტირება "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფთან" პოტენციურ ინტერესთა კონფლიქტზე.შეიქმნა ერთგვარი ფორსმაჟორი და ცხადია ყველა დაძაბულია.თქვენი გამოცდილების, უმწიკვლო რეპუტაციის და აკადამიურობის ყველას გვწამს და თუ მსჯელობისას რაიმე ისე არ წავიდა, მერწმუნეთ, ეს არამც და არამც არ ნიშნავს, რომ ვინმეს რაიმე ეჭვი გაუჩნდა.გთხოვთ, დაიცადოთ 5 მდე, შევხვდეთ, ვიმსჯელოთ და დარწმუნებული ვარ, ამ საკითხს მოვაგვარებთ.პატივისცემითდათო
Sent from my iPhoneბატონო დავით,
დღეს იმუნიზაციის საბჭოს სხდომიდან დაბრუნებულმა ბევრი ვიფიქრე მომეწერა ეს წერილი თუ არა და მაინც გადავწყვიტე, რადგან ჩემთვის უპირველესი იყო და არის ყოველთვის სახელმწიფო პასუხისმგებლობით მიდგომა საკითხების გადაწყვეტისთვის და არა გარკვეული პირადი ინტერესებით, რომლის შეფარული ქვეტექსტები ვიგრძენი როგორც თქვენს ისე რამოდენიმე გამოსვლაში (შეიძლება ვცდები? ღმერთმა მაპატიოს).
მე დღეს საბჭოზე ვიგრძენი ის რის შესახებაც რამოდენიმე დღის წინ მქონდა ინფორმაცია, რომ ცოფის საწინააღმდეგო იმუნოგლობულინის დარეგისტრირება გარკვეულად ფერხდება სუბიექტური მიზეზების და არცთუ სრულად ობიექტურის გამო. მოგეხსენებათ, რომ ეს ალბათ არც არის გასკვირი, რომ მე გარკვეული მიზეზების გამო ვფლობ საკმარის ინფორმაციას მათ შორის სამინისტროდანაც, სადაც გარკვეული ნაწილი ხალხის ან ჩემი უმცროსი მეგობარია, ან თავის დროზე ჩემს მიერ დანიშნული/დაწინაურებული ან გვქონია ბევრი გადაკვეთის წერტილი და როგორც წესი უმრავლესობას კარგი ახსოვს, ზოგჯერ რჩევებს მეკითხებიან და ვფიქრობ არ არის დასაძრახი.
მოგეხსენებათ, რომ ABC ფარმაცევტული კომპანია GPC-თან ერთად შედის სააქციო კომპანია ”საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში”, რომლის გენერალური დირექტორი ჩემი შვილია და მათ (ჯგუფის) მიმართებით სამინისტროს რიგი ხელმძღვანელების არც თუ სასიამოვნო დამოკიდებულება ჩემთვის ცნობილია. ეს საკითხი რათქმა უნდა მე მაწუხებს თუ რატომ ვერ ხორციელდება საქმიანი თანამშრომლობა სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ერთ-ერთ დიდ მოთამაშეს შორის მაგრამ ახლა ამ საკითხზე არ შევჩერდები. თუ დაგაინტერესებთ ჩემს მოსაზრებებსა და ხედვას უფრო გლობალურად და არა ამ ვიწრო საკითზე დეტალურად მოგახსენებთ შემდგომში.
მე მაქსიმალურად ვცდილობ რამდენადაც შესაძლებელია განვერიდო მათთან (საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი) ურთიერთობას (არ ყოფნა სატენდერო კომისიებში, ტენდერებში სადაც ისინი მონაწილეობენ, მათ შორის არ მიმიღია მონაწილეობა ამ ტენდერშიც), მაგრამ დღეს ვიგრძენი, რომ სამინისტროს საერთო განწყობას, მათ შორის შედარებით მაღალი თუ დაბალი დონის მოხელეებისა, აპირობებს სწორედ ეს ქვეცნობიერი (არ მინდა დავიჯერო გააზრებული) ფაქტორი.
როდესაც ჩემი შვილი ბრუნდებოდა ამ სისტემაში საქართველოს ბანკიდან ორი თუ სამი წლის წინ და ალბათ დამეთანხმებით, რომ ამ ჯგუფმა ბევრი კარგი საქმე გააკეთა ჯანდაცვისთვის, ქვეყნისთვის და მათ შორის ფინანსური სტაბილობისთვის, მაშინ მე მოვედი თქვენთან და გითხარით რომ თუ პრობლემა იქნა მე დავტოვებდი შვილის სასარგებლოდ თანამდებობას. იგივე მე თავის დროზე ვუთხარი ბატონ ბიძინა ივანიშვილს და გავაკეთე კიდეც, რამეთუ შვილის ფაქტორი თითოელი ჩვენთაგანისთვის განსაკუთრებულია და მათ ბარიერად არ უნდა ვიქცეთ. თქვენ მითხარით, რომ არავითარი მსგავსი და თუ იქნებოდა ინტერესთა კონფლიქტი მეტყოდით.
დღეს მე გადავწყვიტე, რომ აღნიშნული შემთხვევის გადაწყვეტილების მიღების პროცესს ჩამოვშორდე, ოფიციალურად გავაკეთებ დელეგირებას პაატაზე და სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტმა, რეგულირების დეპარტამენტმა და სხვა სამსახურებმა გადაწყვიტონ პაციენტებისთვის ამ სასიცოცხლოდ აუცილებელი შემოტანის საკითხი (პაატა აქ ალბათ ყველაზე უკეთესი ექსპერტი იქნება მართლაც). ჩვენ მივიღებთ და განვახორციელებთ ყველა იმ გადაწყვეტილებას რაც ერთობლივად იქნება მიღებული (ერთჯერადი შემოტანა, რეგისტრაცია, ძვირი იმუნოგლობული, თუმცა ეჭვი მეპარება, რომ იმ რაოდენობით შემოტანა მოხერხდე რაც ქვეყანას ჭირდება 7-10 ჯერ მეტიც რომ გადავიხადოთ და მეოთხე ვარიანტი-დაელოდოს რეგულირების სამსახური 2-3 კვირა დამატებით დოკუმენტაციას).
კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მე პირადად არ ჩავერთვები გადაწყვეტილების მიღებაში ინტერესთა კონფლიქტის გამო, როგორც ეს ინათლება სამინისტროს ზოგიერთ სამსახურში, რათა მიღებულ იქნეს სახელმწიფოსთვის ყველაზე უფრო ოპტიმალური გადაწყვეტილება.
ვფიქრობ ასე ჯობია ამ ეტაპზე. კარგად გამიგებთ და სამინისტროს მოხელეებიც განთავისუფლდებიან თითქოს ჩემი ზეწოლიდან (პირდაპირი თუ ფარული), რომელიც რათქმა უნდა არ შეესაბემა სინამდვილეს. მე შეიძლება ზეწოლა ვაწარმოო პროფესიულად, დღეს უბრალოდ არ მივეცი ჩემს თავს უფლება მეპასუხა იმ უსუსური არგუმენტებისთვის რაც ექსპერტებმა წარმოადგინეს (თუნდაც რომ ვერ არჩევენ ადამიანზე და ცხენზე დამზადებულ იმუნოგლობულინებს, არ იციან და ვერ ფლობენ საერთოდ წამლების გვერდითი მოქმედებების სტატისტიკას ქვეყანაში, რომელიც კანონით მათი ერთ-ერთი პასუხისმგებლობაა და კიდევ სხვა), არც ერთს არ ჰქონდა სახელმწიფოებრივი მიდგომის ნატამალი. სულ მარტივი, არ ჰქონდათ შესწავლილი ეს კომპანიები, მათი ცხენების ფერმები თუ რა პირობებში ხდება მათი იმუნიზაცია, წარმოების პროცესი და ძირითადი არგუმენტია, რომ Made in India. ეჰ როგორ ვისურვებდი, რომ ამ ტიპის წარმოებები ჩემს ქვეყანაში ყოფილიყო ( შეისწავლეს ჩვენებმა).
გასაგები მიზეზების გამო რათქმა უნდა მე წერილს არავის არ ვუკოპირებ და თქვენ როგორც ჩათვლით ისეთი გადაწყვეტილება მიიღეთ. ზოგადად ალბათ არ იქნება სწორი რომ NCDC ფართოდ იქნეს წარმოდგენილი ამ გადაწყვეტილების მიღებაში როგორც ე.წ. “მხარე”, მაგრამ დამერწმუნეთ ის მხარე არ არის, არამედ მხოლოდ დაინტერესებულია იმაში, რომ ქვეყანა არ დარჩეს ცოფის ვაქცინის თუ იმუნოგლობულინის გარეშე. ამას მივაღწიეთ პირადად თქვენთან ერთობლივად ბოლო 4 წლის განმავლობაში. მე სხვა ინტერესი არ მაქვს, სხვათა შორის არც იმას განვიცდი დიდად თუ შემომტანი დაჯარიმდება. სწორედ ჩემი მითითებით ცივი ჯაჭვის სისტემის დარღვევის გამო მოუწიათ მათ საკმაო ეკონომიკურმა ზარალმა.
იცოდეთ, რომ აქ მე შეუვალი ვარ, ისევე როგორც ჩემი შვილი, და არ ვითცვალისწინებთ არავითარ ნათესაურ შეღავათს, მაგრამ მეორეს მხრივ არც არავის მივცემ უფლებას, რომ ეჭვი შეიტანოს ჩემს პატიოსანი თამაშის წესებში. ეს წესები მე არ დამირღვევია ჩემი საექიმო 43 წლიანი და ჩინოვნიკირი მუშაობის 23 წლის განმავლობაში და არც დავარღვევ.
ამიტომაც გთხოვთ განიხილოთ ჩემი გამოთიშვის საკითხი ამ პრობლემის გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან და ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც სისტემას წაადგება იქნება განხორციელებული როგორც ყოველთვის.
არ მიიღოთ, რომ მე პასუხისმგებლობას გავურბივარ, არც არასოდეს ეს არ მახასიათებს, მაგრამ ამ ნაბიჯით მსურს ძირშივე ამოვძირკვო ყველა დაუსაბუთებელი თუ თითქოს დასაბუთებული ეჭვები რაც მე დღეს ვიგრძენი სამწუხაროდ დარბაზში. ალბათ დამერწმუნებით რომ აღნიშნულის შეგრძნების და ანალიზის უნარი მაქვს, ბოლოს და ბოლოს ექიმი ვარ და არა მართლა ჩინოვნიკი.
პატივისცემითა და საუკეთესო სურვილებით
ამირანი