From : Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>
To : David Sergeenko
Subject : Re: Cancer analysis
Received On : 08.03.2017 16:06

გამარჯობათ ბატონო დავით,
 
მოვინიშნავ და ხვალვე დავეკონტაქტები.


Sopo Belkania

Sent from my iPhone

On Mar 8, 2017, at 20:03, David Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge> wrote:

სალამი სოფო
მომავალ კვირაში ტექნიკური უნივერსიტეტის სპეციალისტებთნ ერთად გვექნება მოსაწვევი შეხვედრა ამ თემაზე.
 რექტორის- ფრანგიშვილის კონტაქტი მგონი მამუკას აქვს. 

Sent from my iPhone

Begin forwarded message:

From: "Amiran Gamkrelidze" <a.gamkrelidze@ncdc.ge>
To: "David Sergeenko" <dsergeenko@moh.gov.ge>
Cc: "vkvaratskhelia@moh.gov.ge" <vkvaratskhelia@moh.gov.ge>, "Nino Berdzuli" <nberdzuli@moh.gov.ge>, "Zaza Sopromadze" <zsopromadze@moh.gov.ge>, "mdarakhvelidze@moh.gov.ge" <mdarakhvelidze@moh.gov.ge>, "'Sopo Belkania'" <sbelkania@moh.gov.ge>
Subject: Cancer analysis

 

ბატონო დავით,

 

თქვენი დავალების შესაბამისად, დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გაანალიზდა 2015-2016 წლების კიბოს პოპულაციური რეგისტრის მონაცემები საქართველოს სოფლების/თემების დონეზე. მონაცემთა თვალსაჩინოებისთვის გამოყენებულ იქნა GIS სისტემა. ანალიზის დეტალური აღწერილობა და ყველა მასალა მოცემულია დანართებში.

ანალიზის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი სურათი:

 

მაღალი ინციდენტობა რეგისტრირდება დიდ ქალაქებში (ბათუმი, თბილისი), ასევე ახალციხის, თელავის და ოზურგეთის რაიონებში. აღსანიშნავია სოფლები, რომლებშიც დაფიქსირდა ძალიან მაღალი და მაღალი ინციდენტობის მაჩვენებლები: გურიაში - ჯუმათის და ბახვის თემები, ახალციხე - აწყურის და ფერსის თემი, ქარელის რაიონი - ბრეძის თემი, შუახევის რაიონი - დღვანი და შუახევის თემი, ზუგდიდის რაიონი - ორულუს და ოქტომბრის თემები, ქ.წალენჯიხა, ქ.ჯვარი, ქ.ადიგენი, ქ.სიღნაღი და ლენტეხის მუნიციპალიტეტი.

 

აღსანიშნავია რამდენიმე შესაძლო კლასტერი (გურია, სამეგრელო, კახეთი), მაგრამ კიბოს ლოკალიზაციის მიხედვით მონაცემთა დახარისხების შემდეგ, შემთხვევათა მცირე რაოდენობა, რაიმე ჰიპოთეზის გენერირების საშუალებას ამ ეტაპზე არ იძლევა.

 

მასალის შემდგომი დაგროვების შემდეგ, შესაძლებელი გახდება, იგივე მეთოდიკით, კიბოს ლოკალიზაციების მიხედვით, შემთხვევათა და ინციდენტობის გაანალიზება, რამაც შესაძლოა გარკვეული ჰიპოთეზის ჩამოყალიბებამდე მიგვიყვანოს. ამ მიმართულებით ჩვენთან მუშაობა გრძელდება და დამატებით ინფორმაციებს პერიოდულად მოგახსენებთ. თუ მიზანშეწონილად ჩათვლით შესაძლებელია ამ მონაცემების უფრო ფართო განხილვა გავაკეთოთ შესაბამისი ექსპერტების (მათ შორის საერთაშორისო) მონაწილეობით.

 

აქვე მოგახსენებთ, რომ მოცემული მასალა გაანალიზდა ჩვენი ძალებით და საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში. იმ შემთხვევაში, თუკი საჭიროთ ჩათვლით სხვა სახის ანალიზის ჩატარებას, რისთვისაც ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკოსთა ჩართულობა იქნება საჭირო, გთხოვთ, თქვენს დახმარებას, რათა დავუკავშირდეთ შესაბამის პიროვნებებს.

 

პატივისცემით,

 

ამირანი

 

<კიბოს შემთხვევების სტანდარტული ინციდენტობა საქართველოს სოფლებში.rar>