ბატონო დავით, საღამო მშვიდობის,
ბოდიშს გიხდით, რომ გვინ გამოგეხმაურეთ- დღეს მთელი დღე ეკლესიაში ვარ (წირვა,
პარაკლისი, საღამოს ლოცვა ძალიან გადაება ერთმანეთს) პრაქტიკულად და ინტერნეტთნ
წვდომა არ მქონდა.
გილოცავთ ბარბარობას, მრავალს დაესწარით.
რაც შეეხება პროდუქტებზე წარწერას დიეტური, დიაბეტური და სხვა - პროცედურა,
ნორმატიული აქტის თანახმად, მოიცავს სამინისტროსგან ნებართვის იმ გზით აღებას,
რაც ბატონ ამირანს აქვს თქვენთვის მოწერილი ( ჩვენს მიერ სამინისტროს ექსპერტთან
მიმართვის საფუძველზე, რომელსაც წარედგინება მეწარმის მიერ წარმოდგენილი
დოკუმენტაცია/საბუთები და ტარდება კვლევები). შედეგები, დადებითი პასუხის
შემთხვევაში, ინფორმაციისათვის იდება სამინისტროს ვებ გვერდზე. მთელ რიგ
შემთხვევებში პასუხი არ იყო დადებითი და გაიგზავნა შესაბამისი პასუხიც.
კონკრეტული შემთხვევის შესახებ ყველა ინფორმაცის მოგაწვდით დამატებით.
პატივისცემით, მარინა დარახველიძე
-----Original Message-----
From: David Sergeenko
To: Natia Khmaladze , "a.gamkrelidze
(a.gamkrelidze@ncdc.ge)" , Gia Tvalavadze
, Marina Darakhvelidze
Cc: vkvaratskhelia , Zaza Sopromadze
, Nino Berdzuli
Date: Sat, 17 Dec 2016 09:58:49 +0000
Subject: FW:
>
> სალამი კოლეგებო
>
> თუ შეიძლება გკითხოთ-
> რამდენად რეალობას
> შეესაბამება და დასაშვებია
> (რეკლამის მხრივ), რომ
> საკვებ პროდუქტზე (პური
> "ამარანტი") აწერია, რომ მისი
> რაიმე თვისებები
> "შეთანხმებულია ჯანდაცვის
> სამინისტროსთან"?
>
> (გთხოვთ იხილეთ ბმული)
>
> მადლობა
>