გეთანხმები :-))) ძალიან სხარტი და მხიარული არისტოტელე იქნება. რაც მთავარია პრაქტიკული და გასაგები კონცეფციაა.
მერე პივა დავლიოთ :-)
> On Feb 27, 2017, at 7:33 PM, David Sergeenko wrote:
>
> პითაგორას ნუ მომწერთ ოღონდ- ვერ ვიტან ტრიგონომეტრიას ! :)
>
> Sent from my iPhone
>
>> On Feb 27, 2017, at 19:30, Irakli Metreveli wrote:
>>
>> ძალიან კარგი !
>>
>> ერთ კვირაში მზად მექნება შენი დავალება - მათ შორის არისტოტელე ა’ლა სერგეენკო :-))
>> როგორც კი გავამზადებ შეგატყობინებ.
>>
>> გმადლობთ,
>>
>> ირაკლი
>>
>>
>>> On Feb 27, 2017, at 7:22 PM, David Sergeenko wrote:
>>>
>>> სალამი ირაკლი
>>>
>>> ასეთ გეგმას გთავაზობ-
>>>
>>> ჩვენი მიმოწერის შემდეგ მე აქტიურად ჩავერთე განფასებების თემაში და იმედი
>>> მაქვს, სწორ გადაწყვეტილებას მივაღწევთ.
>>> ახლა მიმდინარეობს ორი პარალელური აქტიობა-
>>>
>>> 1. კლინიკების (მათ შორის კარდიოქირურგიული) გარე აუდიტი;
>>> 2. ჩვენი შიდა აუდიტი, რომლითაც ერთი და იმავე სერვისებზე (კარდიოქირურგიაში)
>>> განსხვავებული განფასებების თემას მინიმუმამდე ჩამოვიყვანთ ან საერთოდ
>>> მოვსპობთ.
>>>
>>> მჭირდება შენგან მოკლე, ნათელი და გამოწურული ე.წ. Concept Note- ბი
>>> თქვენეული "არისტოტელეს" თუ სოკრატეს :) განფასების სისტემაზე. სწორედ ასეთი
>>> (Concept Note) ფორმატით, რადგან ამ ორიოდ წლის წინ ქონდათ მცდელობა მთლიანი
>>> Dashboard/Breakdown იანი ზღვა მასალის ჩემთვის პრეზენტაციია, რაც მარცხით
>>> დამთავრდა.
>>>
>>> ასევე დამჭირდება თქვენი სახარჯი მასალის ყველაზე მაღალფასიანი და
>>> "კრიტიკული" Item List, რომ ვეცადოთ კონსოლიდირებული შესყიდვების ფორმატში
>>> გავიტანოთ, რაც მნიშვნელოვან დანაზოგს მოგვცემს (არა ახლო, მაგრამ საშუალო და
>>> გრძელვადიან პერსპექტივაში).
>>>
>>> მე ვფიქრობ, ამას ერთი კვირა უნდა ეყოს. ამასობაში ზემოთ აღწერილი
>>> პროცესებიც დასრულდება და მომავალ კვირას უკვე შეგვეძლება შეხვედრა,
>>> გადაწყვეტილებების მიღება და შესაბამისად- შესრულება.
>>>
>>> მნიშვნელოვანია, რომ თქვენი ხედვა განფასებებზე არა Exel ფაილებით და
>>> დაშბორდებით, არამედ სწორედ იმ ფორმით იყოს მოწოდებული, რაც მე გთხოვე.
>>>
>>> დათო
>>>
>>>
>>>
>>>> On 2/27/17 6:41 PM, "Irakli Metreveli" wrote:
>>>>
>>>> სალამი,
>>>>
>>>> მოახერხებ ამ კვირას რომ შევხვდეთ ? ნუღარ გადავდებთ, ძალიან გთხოვ.
>>>>
>>>> ირაკლი
>>>>
>>>>
>>>>
>>>>
>>>>> On Feb 9, 2017, at 7:26 PM, David Sergeenko
>>>>> wrote:
>>>>>
>>>>> ძალიან კარგი :)
>>>>>
>>>>>> On 2/9/17 6:17 PM, "Irakli Metreveli" wrote:
>>>>>>
>>>>>> სალამი,
>>>>>>
>>>>>> გულახდილად გეტყვი გამეხარდა ამ წერილის წაკითხვა და აბსოლიტურად
>>>>>> გეთანხმები
>>>>>> უმრავლეს საკითხში. კარგად იცი მზად ვარ ჩემი კომპეტენციის ფარგლებში
>>>>>> გვერდში დაგიდგე.
>>>>>>
>>>>>> ჩემი გადაწყვეტილებას რომ ვამბობდი, ვგულისხმობდი ჩემს მიერ (როგორც
>>>>>> დაწესებულება) აღებულ გარკვეული ვალდებულებების ვერ შესრულებას.
>>>>>> მაგალითად,
>>>>>> ვეღარ გაკეთებას ბავშვისათვის ნაკლებად ინვაზიური ჩარევის - გულის
>>>>>> სხვადასხვა დეფექტის ენდოვასკულარულ დახურვებს, შეწყმული პათოლოგიების
>>>>>> მქონე
>>>>>> ბავშვების მკურნალობას და ა.შ. რადგანაც აღმოჩნდა, რომ ჩვენ თუ ამ გზით
>>>>>> გავაგრძელეთ კარგი არაფერი არ მოხდება. სხვასაც ვეღარ დავეხმარებით. ამათ
>>>>>> კი
>>>>>> უცხოეთიდან ჩამოსული პროფესიონალები ოპერაციის გზით წარმატებით
>>>>>> უმკურნალებენ
>>>>>> და მოგებაც დარჩებათ. ალტერნარივა არის ჩვენს მიერ გარკვეული სერვისების
>>>>>> შეწყვეტა, ვინაიდან რეგრესის გზას ვერ დავადგები. აი ამას ვგულისხმობდი.
>>>>>> ეს
>>>>>> რომ არ მინდა მოხდეს ამიტომაც გაგიზიარე ჩემი გულისტკივილი.
>>>>>>
>>>>>> შენმა წერილმა იმედი მომცა, რომ ერთობლივი მუშაობით არსებულ მდგომარეობას
>>>>>> შევამსუბუქებთ. ყველაფერი მშვენივრად გამოვა. ესეც გასწორდება და მალე
>>>>>> (დაახლოებით 18 თვე) სრულყობილი ბავშვთა ონკოლოგიაც იქნება.
>>>>>>
>>>>>> ასე რომ:
>>>>>>
>>>>>> 1/ მზად ვარ შესაბამის ჯგუფთან მუშაობაზე. მაქსიმუმ ერთი კვირის ვადაში
>>>>>> შეიძლება ამ დოკუმენტის დადება.
>>>>>> 2/ ნაციონალური რეგისტრის გაკეთება ადვილად შეგვიძლია. მთავარია შენ ამის
>>>>>> განკარგულება გასცე და დანარჩენს გარწმუნებ ადვილად მოევლება
>>>>>> 3/ და 4/ მე ერთ საკითხად წარმომიდგენია. და თანაც ყველაზე ადვილად
>>>>>> გასაკეთებლად :-) მეტსაც გეტყვი, შეგვიძლია დავყოთ ორ ეტაპად. პირველ
>>>>>> ეტაპზე
>>>>>> არავითარი დამატებითი თანხის პროგრამისათვის დამატება არ იქნება საჭირო.
>>>>>> მეორე ეტაპამდე ვიცოცხლოთ და ვიმედოვნოთ, რომ შესაძლებელი იქნება ფასების
>>>>>> კორექტირება. რაც მთავარია პირველ ეტაპზე თუ არისტოტელის ქულათა სისტემის
>>>>>> მიხედვით გადავაჯგუფეთ არსებული სისტემა, ყველაფერი დალაგდება. მე-4
>>>>>> პუნქტი
>>>>>> ზუსტად არისტოტელეს სისტემის დანერგვას ითვალისწინებს. ჩვენ ამ საკითხზე
>>>>>> 2013 წელს ვისაუბრეთ. აბსოლიტურად მარტივი საკითხია. მე ხომ იცი არ
>>>>>> მიყვარს
>>>>>> გართულება და შეხვედრის დროს დარწმუნდები, რომ ამ სისტემის დანერგვა
>>>>>> პრაქტიკულად ყველა პრობლემას მოხსნის დამატებითი ფინანსური დანახარჯის
>>>>>> გარეშე. ეს ან RACHS არის ორად-ორი რაც გულის თანდაყოლილ მანკების
>>>>>> ქირურგიაში იხმარება. შეხვედრაზე აგიხსნი რატომ არისტოტელი და არა RACH.
>>>>>>
>>>>>> თავი რომ არ შეგაწყინო, დაველოდები შენგან შეტყობინებას. მე არ ვიქნები
>>>>>> თბილისში 21-24 თებერვლის ჩათვლით. მივდივარ ბუდაპეშტში ვცადო ბედი და
>>>>>> ბავშვთა ონკოლოგიის რემონტი-რეკონსტრუქციისათვის ავიღო იქაური ბანკიდან
>>>>>> დაბალ პროცენტიანი სესხი.
>>>>>>
>>>>>> ირაკლი
>>>>>>
>>>>>>
>>>>>>
>>>>>>
>>>>>>> On Feb 9, 2017, at 5:30 PM, David Sergeenko
>>>>>>> wrote:
>>>>>>>
>>>>>>> სალამი ირაკლი
>>>>>>>
>>>>>>> პირველ რიგში გიდასტურებ ჩემს პატივისცემას და მეგობრობას.
>>>>>>>
>>>>>>> კარგია, რომ იმის მოლოდინი გაქვს, რომ მხოლოდ მე შემიძლია შენს მიერ
>>>>>>> ჩამოთვლილი საკითხების გადაჭრა და სხვა არავის, მაგრამ (და ჩემთვისაც
>>>>>>> ძალიან
>>>>>>> სამწუხაროდ და არა "მინისტრობის ამბიციის გამო")
>>>>>>> მე ფიზიკურად არ მაქვს იმის შესაძლებლობა, რომ სათავეში ჩავუდგე და მე
>>>>>>> თითონ
>>>>>>> ვიყო (თუნაც ასეთი მნიშვნელოვანი) პროექტების მენეჯერი.
>>>>>>>
>>>>>>> შემდეგ- მე არ ვიცი, რას გულისხმობ შენს ნათქვამში- "მერე გადავწყვიტავ,
>>>>>>> როგორ მოვიქცე"- მოიქეცი ისე, როგორც ჩათვლი საჭიროდ. ამას პირდაპირ
>>>>>>> გეუბნები.
>>>>>>>
>>>>>>> ახლა რიგის მიხედვით
>>>>>>>
>>>>>>> 1. "დარგის განვითარების გეგმა"- ასლები არ მინდა, მჯერა, რომ გექნება.
>>>>>>> მე
>>>>>>> გავაკეთებ იმის უზრუნველყოფას, რომ დადგენილი წესით (და დადგენილ წესზე
>>>>>>> ბევრად უფრო ინტენსიურად და ქმედითად) იმუშაოს შესაბამისმა ჯგუფმა და
>>>>>>> შედეგი
>>>>>>> დადოს.
>>>>>>> 2. "ნაციონალური რეგისტრი" - ასეთი რეგისტრი მართლაც არ გვაქვს. ზოგადად
>>>>>>> ნაციონალურ რეგისტრებს რაც შეეხება, სულ ორი არსებობს და ორივე ბოლო ორ
>>>>>>> წელიწადში შეიქმნა- კიბოს რეგისტრი (2015 წლის შემოდგომაზე) და ბავშვთა
>>>>>>> სიკვდილობის რეგისტრი (2016 წლის დასაწყისში). ორივე რეგისტრის შექმნას
>>>>>>> წინ
>>>>>>> დაახლოებით ერთწლიანი მუშაობა უძღოდა წინ ორი მიმართულებით - ექსპერტული
>>>>>>> მხარდაჭერა (სამინისტროს + ასოციაციებს არ აქვთ ცალკე ამის რესურსი) და
>>>>>>> ფინანსური მხარდაჭერა- ორივე რეგისტრის შექმნა იმპლემენტაციაში
>>>>>>> სხვათაშორის
>>>>>>> ძალიან მარტივად) მოიძებნა დონორი. ზუსტი ციფრები არ მახსოვს, მაგრამ
>>>>>>> თითოეულის რეგისტრის დანერგვას რამდენიმე ასეული ათასი დონორული
>>>>>>> დაფინანსება
>>>>>>> დაჭირდა. ახლა Upcoming არის ტრავმა რეგისტრი, რომელსაც იმედია მომავალ
>>>>>>> წელს
>>>>>>> ავამოქმედებთ.
>>>>>>> რაც შეეხება გულის თანდაყოლილი მანკების რეგისტრს, ერთადერთი, რაც
>>>>>>> გაკეთდა
>>>>>>> ბოლო სამი წლის განმავლობაში, იყო "როსტროპოვიჩის ფონდის" მიერ
>>>>>>> გაკეთებული
>>>>>>> რეგიონული პილოტური შესწავლა, რომლის მეორე ეტაპიც ახლახანს განახლდა.
>>>>>>> ასე რომ აქაც მზად ვარ მნიშვნელოვაბი მხარდაჭერა გავუკეთო ამ (რიგით
>>>>>>> მეოთხე)
>>>>>>> რეგისტრის თაობაზე აქტიურ მოქმედებებს.
>>>>>>>
>>>>>>> 3. "სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსების არასწორი სტრუქტურა"- გეთანხმები,
>>>>>>> რომ
>>>>>>> ეს მართლაც ასეა (ძალიან სამწუხაროდ ყველასთვის და მათ შორის ჩემთვისაც)
>>>>>>> და
>>>>>>> ასეა ყველა მიმართულებით, არა მარტო ბავშვთა თანდაყოლილ მანკებში. ჩვენ
>>>>>>> გვაქვს ის ბიუჯეტი, რაც გვაქვს და იცი (უნდა იცოდე ყოველ შემთხვევაში)
>>>>>>> რომ
>>>>>>> ბავშვთა თანდაყოლილი მანკების დაფინანსების პროგრამა ექსკლუზიურია- არ
>>>>>>> არის
>>>>>>> "მიბმული" არც სახელმწიფო მროგრამებზე და არც საყოველთაო ჯანდაცვაზე.
>>>>>>> მესმის,
>>>>>>> რომ ბიუჯეტი საკმარისი არასოდეს არ არის და ისიც, რომ კურსის ცვლილებამ
>>>>>>> ძალიან გაგირთულათ მდომარეობა. მე მქონდა რამდენიმე შეხვედრა შარშან
>>>>>>> ავთოსთან და ჯანოსთან ამ თემაზე. რეალურად ვეძებ გამოსავალს
>>>>>>> კონსოლიდირებული
>>>>>>> შესყიდვების თუ რაიმე სხვა პროგრამის ბიუჯეტიდან თანხის ჩამოჭრის და
>>>>>>> მაქეთ
>>>>>>> გადმომისამართების გზით, მაგრამ ეს მარტივი არაა. მქონდა ინტენსიური
>>>>>>> საუბრები
>>>>>>> ფინანსთა სამინისტროსთანაც. არ ვკარგავ იმედს, რომ რაღაც გამოსავალს
>>>>>>> მოვძებნით.
>>>>>>>
>>>>>>> 4. Outcome based, Satisfaction based … ა.შ. მოდელების არქონა. აი აქ კი
>>>>>>> იზვინი ირაკლი, მაგრამ გაიხსენე სად ვართ და როგორი ჯანდაცვის სისტემა
>>>>>>> გვაქვს- ერთ მაგალითსაც თუ დამისახელებ, რომ სადმე სხვა მიმართულებით
>>>>>>> ვიყენებდეთ ასეთ სისტემას, ძალიან გამიხარდებოდა, მაგრამ ამის მისაღწევად
>>>>>>> ჯერ
>>>>>>> მზად არ ვართ.
>>>>>>>
>>>>>>> ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შენ სწორად გქონდეს გაცნობიერებული, რომ
>>>>>>> დარგის
>>>>>>> (და კლინიკის) წინაშე მდგარი პრობლემები არ არის იმით გამოწვეული, რომ ან
>>>>>>> მე
>>>>>>> ან ვინმე სხვას სამინისტროში ჯიუტად და "ტუპად" არ უნდა გაერკვეს
>>>>>>> სიტუაციაში,
>>>>>>> ეზარება ან საჭიროდ არ თვლის და ამიტომ ხდება, თურემ ერთი ხელის მოსმით
>>>>>>> დალაგდებოდა ეს ყველაფერი. ასე ნამდვილად არაა!
>>>>>>>
>>>>>>> შეჯამება- 1 და 2 თემებში ძალიან აქტიურად ჩავერევი, რომ
>>>>>>> შეძლებისდაგვარად
>>>>>>> სწრაფად მოგვარდეს. მე 4 ე ზე მზად არ ვართ. მთავარი- (მიმდინარე
>>>>>>> ფინანსური
>>>>>>> პრობლემები) მართლაც მაქსიმალურად ვცდილობ რაიმე გამოსავალის მონახვას.
>>>>>>>
>>>>>>> რაც შეეხება შეხვედრას- ჯობია რათქმაუნდა შევხვდეთ, მაგრამ მართლა რთული
>>>>>>> გრაფიკი მაქვს ახლა და წინასწარ ვერ ვგეგმავ, ამიტომ ეს დღეები
>>>>>>> მაქსიმალურად
>>>>>>> გამოვიყენოთ მეილით მოსაზრებების და გეგმების გასაცვლელად.
>>>>>>> ამ მეილს ნაწილ ნაწილ ფაქტიურად 12 საათის მერე ვწერ.
>>>>>>>
>>>>>>> დათო
>>>>>>>
>>>>>>>
>>>>>>> On 2/9/17 12:18 PM, "Irakli Metreveli"
>>>>>>> wrote:
>>>>>>>
>>>>>>>> გელოდები.
>>>>>>>>
>>>>>>>> ირაკლი
>>>>>>>>> On Feb 9, 2017, at 12:16 PM, David Sergeenko
>>>>>>>>> wrote:
>>>>>>>>>
>>>>>>>>> გავიგე.
>>>>>>>>> მოგვიანებით მოგწერ.
>>>>>>>>>
>>>>>>>>> Sent from my iPhone
>>>>>>>>>
>>>>>>>>>> On Feb 9, 2017, at 12:02, Irakli Metreveli
>>>>>>>>>>
>>>>>>>>>> wrote:
>>>>>>>>>>
>>>>>>>>>> მე ვეძახი კატასტროფას:
>>>>>>>>>>
>>>>>>>>>> 1/ ქვეყანას არ აქვს და ვერ ქმნის უკვე 20 წელზე მეტია ( მიუხედავად
>>>>>>>>>> პირადათ ჩემი მხრიდან, და თავის დროზე შენც იბრძოდი ) დარგის
>>>>>>>>>> განვითარებაზე ერთიან თანმიმდევრულ და დეკლარირებულ გეგმას -
>>>>>>>>>> წინადადება
>>>>>>>>>> წარდგენილია ჩემი მხრიდან ლამის ყოველწლიურად. ასლები მაქვს
>>>>>>>>>> 2/ არ არსებობს ნაციონალური რეგისტრი, რომ სისტემამ იცოდეს რა არის
>>>>>>>>>> პრობლემა. და თუ არის პრობლემა სად არის - დაწერილი და წარდგენული
>>>>>>>>>> მაქვს
>>>>>>>>>> სამინისტროში და დაავადებათა კონტროლის ცენტრში არაერთხელ
>>>>>>>>>> 3/ სახელმწიფოს მხრიდან არის პროგრამის მენეჯირების და დაფინანსების
>>>>>>>>>> არასწორე სტრუქტურა, იმ ცოდნაზე არ დაყრდნობილი რასაც ჰქვია
>>>>>>>>>> Outcome-Performance, Mortality-Safety, Morbidity-Efficiency,
>>>>>>>>>> Technical
>>>>>>>>>> difficulty-Proficiency, Long Term results-Quality,Patient
>>>>>>>>>> Satisfaction-Reputation, Cost-Economical Performance - ასევე
>>>>>>>>>> წარდგენილი
>>>>>>>>>> მაქვს
>>>>>>>>>> 4/ პროგრამა არანაირად არ პასუხობს და არ იცავს ბავშვთა და
>>>>>>>>>> განსაკუთრებით
>>>>>>>>>> ახალშობილთა და ადრეული ასაკის ბავშვების ინტერესებს
>>>>>>>>>>
>>>>>>>>>> და ა.შ და ა.შ.
>>>>>>>>>>
>>>>>>>>>> თუ შემხვდები, და არა მგონია სხვა საკითხებზე ნაკლებად მნიშვნელოვანი
>>>>>>>>>> იყოს ამ დარგის საკითხი, წარმოგიდგენ იმ წინადადებებს, რომელიც ჩემი
>>>>>>>>>> მოგონილი არ არის და აბსოლიტური სარწმუნოობით სიკეთის მომტანია
>>>>>>>>>> ყველასათვის გარშემო. შენ თუ არ მიიღე გადაწყვეტილება სხვა ჯანდაცვის
>>>>>>>>>> მინისტრს მე არ ვიცნობ ვისაც პროფესიონალურად შეუძლია მიუდგეს
>>>>>>>>>> საკითხს.
>>>>>>>>>>
>>>>>>>>>> თავს ვალდებულად ვთვლი, რომ შეგხვდე და ამის შემდგომ მივიღო
>>>>>>>>>> გადაწყვეტილება მე როგორ მოვიქცე.
>>>>>>>>>>
>>>>>>>>>> ირაკლი
>>>>>>>>>>
>>>>>>>>>>> On Feb 9, 2017, at 11:14 AM, David Sergeenko
>>>>>>>>>>>
>>>>>>>>>>> wrote:
>>>>>>>>>>>
>>>>>>>>>>> დამიზუსტე რა გთხოვ.
>>>>>>>>>>> რაში გამოიხატება "კატასტროფა"?
>>>>>>>>>>>
>>>>>>>>>>>
>>>>>>>>>>> Sent from my iPhone
>>>>>>>>>>>
>>>>>>>>>>>> On Feb 9, 2017, at 11:11, Irakli Metreveli
>>>>>>>>>>>>
>>>>>>>>>>>> wrote:
>>>>>>>>>>>>
>>>>>>>>>>>> სალამი,
>>>>>>>>>>>>
>>>>>>>>>>>> მე ერთადერთ თემაზე მინდა დაგელაპარაკო. ეს არის ბავშვთა გულის
>>>>>>>>>>>> ქირურგია.
>>>>>>>>>>>> არის კატასტროფული ვითარება. არ მინდა შენ გარეშე გადავდგა
>>>>>>>>>>>> ნაბიჯები.
>>>>>>>>>>>> მიმაჩნია, რომ ჩვენს შორის ურთიერთობა და ნდობა არის იმგვარი, რომ.
>>>>>>>>>>>> გადაუდებლად მივიღებთ ქვეყნისათვის სწორ გადაწყვეტილებას.
>>>>>>>>>>>>
>>>>>>>>>>>> ირაკლი
>>>>>>>>>>>>> On Feb 9, 2017, at 11:02 AM, David Sergeenko
>>>>>>>>>>>>> wrote:
>>>>>>>>>>>>>
>>>>>>>>>>>>> სალამი ირაკლი
>>>>>>>>>>>>> ამ დღეებში ძაან არა-გეგმიური გრაფიკი მაქვს და ხომ არ შგიძლია
>>>>>>>>>>>>> მომწერო შეხვედრის თემა და დეტალები?
>>>>>>>>>>>>> მადლობა
>>>>>>>>>>>>>
>>>>>>>>>>>>> Sent from my iPhone
>>>>>>>>>>>>>
>>>>>>>>>>>>>> On Feb 9, 2017, at 10:09, Irakli Metreveli
>>>>>>>>>>>>>> wrote:
>>>>>>>>>>>>>>
>>>>>>>>>>>>>> დათო მოგესალმები,
>>>>>>>>>>>>>>
>>>>>>>>>>>>>> გადაუდებელი საჭიროება მოითხოვს ჩვენს შეხვედრას.
>>>>>>>>>>>>>> გთხოვ შემატყობინო დღე და რიცხვი.
>>>>>>>>>>>>>> თუ არ შეგიძლია გთხოვ შემატყობინო.
>>>>>>>>>>>>>>
>>>>>>>>>>>>>> ირაკლი
>>>>>>>>>>>>
>>>>>>>>>>
>>>>>>>>
>>>>>>>
>>>>>>
>>>>>
>>>>
>>>
>>