ძალიან კარგი !
ერთ კვირაში მზად მექნება შენი დავალება - მათ შორის არისტოტელე ა’ლა სერგეენკო :-))
როგორც კი გავამზადებ შეგატყობინებ.
გმადლობთ,
ირაკლი
> On Feb 27, 2017, at 7:22 PM, David Sergeenko wrote:
>
> სალამი ირაკლი
>
> ასეთ გეგმას გთავაზობ-
>
> ჩვენი მიმოწერის შემდეგ მე აქტიურად ჩავერთე განფასებების თემაში და იმედი
> მაქვს, სწორ გადაწყვეტილებას მივაღწევთ.
> ახლა მიმდინარეობს ორი პარალელური აქტიობა-
>
> 1. კლინიკების (მათ შორის კარდიოქირურგიული) გარე აუდიტი;
> 2. ჩვენი შიდა აუდიტი, რომლითაც ერთი და იმავე სერვისებზე (კარდიოქირურგიაში)
> განსხვავებული განფასებების თემას მინიმუმამდე ჩამოვიყვანთ ან საერთოდ
> მოვსპობთ.
>
> მჭირდება შენგან მოკლე, ნათელი და გამოწურული ე.წ. Concept Note- ბი
> თქვენეული "არისტოტელეს" თუ სოკრატეს :) განფასების სისტემაზე. სწორედ ასეთი
> (Concept Note) ფორმატით, რადგან ამ ორიოდ წლის წინ ქონდათ მცდელობა მთლიანი
> Dashboard/Breakdown იანი ზღვა მასალის ჩემთვის პრეზენტაციია, რაც მარცხით
> დამთავრდა.
>
> ასევე დამჭირდება თქვენი სახარჯი მასალის ყველაზე მაღალფასიანი და
> "კრიტიკული" Item List, რომ ვეცადოთ კონსოლიდირებული შესყიდვების ფორმატში
> გავიტანოთ, რაც მნიშვნელოვან დანაზოგს მოგვცემს (არა ახლო, მაგრამ საშუალო და
> გრძელვადიან პერსპექტივაში).
>
> მე ვფიქრობ, ამას ერთი კვირა უნდა ეყოს. ამასობაში ზემოთ აღწერილი
> პროცესებიც დასრულდება და მომავალ კვირას უკვე შეგვეძლება შეხვედრა,
> გადაწყვეტილებების მიღება და შესაბამისად- შესრულება.
>
> მნიშვნელოვანია, რომ თქვენი ხედვა განფასებებზე არა Exel ფაილებით და
> დაშბორდებით, არამედ სწორედ იმ ფორმით იყოს მოწოდებული, რაც მე გთხოვე.
>
> დათო
>
>
>
> On 2/27/17 6:41 PM, "Irakli Metreveli" wrote:
>
>> სალამი,
>>
>> მოახერხებ ამ კვირას რომ შევხვდეთ ? ნუღარ გადავდებთ, ძალიან გთხოვ.
>>
>> ირაკლი
>>
>>
>>
>>
>>> On Feb 9, 2017, at 7:26 PM, David Sergeenko
>>> wrote:
>>>
>>> ძალიან კარგი :)
>>>
>>> On 2/9/17 6:17 PM, "Irakli Metreveli" wrote:
>>>
>>>> სალამი,
>>>>
>>>> გულახდილად გეტყვი გამეხარდა ამ წერილის წაკითხვა და აბსოლიტურად
>>>> გეთანხმები
>>>> უმრავლეს საკითხში. კარგად იცი მზად ვარ ჩემი კომპეტენციის ფარგლებში
>>>> გვერდში დაგიდგე.
>>>>
>>>> ჩემი გადაწყვეტილებას რომ ვამბობდი, ვგულისხმობდი ჩემს მიერ (როგორც
>>>> დაწესებულება) აღებულ გარკვეული ვალდებულებების ვერ შესრულებას.
>>>> მაგალითად,
>>>> ვეღარ გაკეთებას ბავშვისათვის ნაკლებად ინვაზიური ჩარევის - გულის
>>>> სხვადასხვა დეფექტის ენდოვასკულარულ დახურვებს, შეწყმული პათოლოგიების
>>>> მქონე
>>>> ბავშვების მკურნალობას და ა.შ. რადგანაც აღმოჩნდა, რომ ჩვენ თუ ამ გზით
>>>> გავაგრძელეთ კარგი არაფერი არ მოხდება. სხვასაც ვეღარ დავეხმარებით. ამათ
>>>> კი
>>>> უცხოეთიდან ჩამოსული პროფესიონალები ოპერაციის გზით წარმატებით
>>>> უმკურნალებენ
>>>> და მოგებაც დარჩებათ. ალტერნარივა არის ჩვენს მიერ გარკვეული სერვისების
>>>> შეწყვეტა, ვინაიდან რეგრესის გზას ვერ დავადგები. აი ამას ვგულისხმობდი.
>>>> ეს
>>>> რომ არ მინდა მოხდეს ამიტომაც გაგიზიარე ჩემი გულისტკივილი.
>>>>
>>>> შენმა წერილმა იმედი მომცა, რომ ერთობლივი მუშაობით არსებულ მდგომარეობას
>>>> შევამსუბუქებთ. ყველაფერი მშვენივრად გამოვა. ესეც გასწორდება და მალე
>>>> (დაახლოებით 18 თვე) სრულყობილი ბავშვთა ონკოლოგიაც იქნება.
>>>>
>>>> ასე რომ:
>>>>
>>>> 1/ მზად ვარ შესაბამის ჯგუფთან მუშაობაზე. მაქსიმუმ ერთი კვირის ვადაში
>>>> შეიძლება ამ დოკუმენტის დადება.
>>>> 2/ ნაციონალური რეგისტრის გაკეთება ადვილად შეგვიძლია. მთავარია შენ ამის
>>>> განკარგულება გასცე და დანარჩენს გარწმუნებ ადვილად მოევლება
>>>> 3/ და 4/ მე ერთ საკითხად წარმომიდგენია. და თანაც ყველაზე ადვილად
>>>> გასაკეთებლად :-) მეტსაც გეტყვი, შეგვიძლია დავყოთ ორ ეტაპად. პირველ
>>>> ეტაპზე
>>>> არავითარი დამატებითი თანხის პროგრამისათვის დამატება არ იქნება საჭირო.
>>>> მეორე ეტაპამდე ვიცოცხლოთ და ვიმედოვნოთ, რომ შესაძლებელი იქნება ფასების
>>>> კორექტირება. რაც მთავარია პირველ ეტაპზე თუ არისტოტელის ქულათა სისტემის
>>>> მიხედვით გადავაჯგუფეთ არსებული სისტემა, ყველაფერი დალაგდება. მე-4
>>>> პუნქტი
>>>> ზუსტად არისტოტელეს სისტემის დანერგვას ითვალისწინებს. ჩვენ ამ საკითხზე
>>>> 2013 წელს ვისაუბრეთ. აბსოლიტურად მარტივი საკითხია. მე ხომ იცი არ
>>>> მიყვარს
>>>> გართულება და შეხვედრის დროს დარწმუნდები, რომ ამ სისტემის დანერგვა
>>>> პრაქტიკულად ყველა პრობლემას მოხსნის დამატებითი ფინანსური დანახარჯის
>>>> გარეშე. ეს ან RACHS არის ორად-ორი რაც გულის თანდაყოლილ მანკების
>>>> ქირურგიაში იხმარება. შეხვედრაზე აგიხსნი რატომ არისტოტელი და არა RACH.
>>>>
>>>> თავი რომ არ შეგაწყინო, დაველოდები შენგან შეტყობინებას. მე არ ვიქნები
>>>> თბილისში 21-24 თებერვლის ჩათვლით. მივდივარ ბუდაპეშტში ვცადო ბედი და
>>>> ბავშვთა ონკოლოგიის რემონტი-რეკონსტრუქციისათვის ავიღო იქაური ბანკიდან
>>>> დაბალ პროცენტიანი სესხი.
>>>>
>>>> ირაკლი
>>>>
>>>>
>>>>
>>>>
>>>>> On Feb 9, 2017, at 5:30 PM, David Sergeenko
>>>>> wrote:
>>>>>
>>>>> სალამი ირაკლი
>>>>>
>>>>> პირველ რიგში გიდასტურებ ჩემს პატივისცემას და მეგობრობას.
>>>>>
>>>>> კარგია, რომ იმის მოლოდინი გაქვს, რომ მხოლოდ მე შემიძლია შენს მიერ
>>>>> ჩამოთვლილი საკითხების გადაჭრა და სხვა არავის, მაგრამ (და ჩემთვისაც
>>>>> ძალიან
>>>>> სამწუხაროდ და არა "მინისტრობის ამბიციის გამო")
>>>>> მე ფიზიკურად არ მაქვს იმის შესაძლებლობა, რომ სათავეში ჩავუდგე და მე
>>>>> თითონ
>>>>> ვიყო (თუნაც ასეთი მნიშვნელოვანი) პროექტების მენეჯერი.
>>>>>
>>>>> შემდეგ- მე არ ვიცი, რას გულისხმობ შენს ნათქვამში- "მერე გადავწყვიტავ,
>>>>> როგორ მოვიქცე"- მოიქეცი ისე, როგორც ჩათვლი საჭიროდ. ამას პირდაპირ
>>>>> გეუბნები.
>>>>>
>>>>> ახლა რიგის მიხედვით
>>>>>
>>>>> 1. "დარგის განვითარების გეგმა"- ასლები არ მინდა, მჯერა, რომ გექნება.
>>>>> მე
>>>>> გავაკეთებ იმის უზრუნველყოფას, რომ დადგენილი წესით (და დადგენილ წესზე
>>>>> ბევრად უფრო ინტენსიურად და ქმედითად) იმუშაოს შესაბამისმა ჯგუფმა და
>>>>> შედეგი
>>>>> დადოს.
>>>>> 2. "ნაციონალური რეგისტრი" - ასეთი რეგისტრი მართლაც არ გვაქვს. ზოგადად
>>>>> ნაციონალურ რეგისტრებს რაც შეეხება, სულ ორი არსებობს და ორივე ბოლო ორ
>>>>> წელიწადში შეიქმნა- კიბოს რეგისტრი (2015 წლის შემოდგომაზე) და ბავშვთა
>>>>> სიკვდილობის რეგისტრი (2016 წლის დასაწყისში). ორივე რეგისტრის შექმნას
>>>>> წინ
>>>>> დაახლოებით ერთწლიანი მუშაობა უძღოდა წინ ორი მიმართულებით - ექსპერტული
>>>>> მხარდაჭერა (სამინისტროს + ასოციაციებს არ აქვთ ცალკე ამის რესურსი) და
>>>>> ფინანსური მხარდაჭერა- ორივე რეგისტრის შექმნა იმპლემენტაციაში
>>>>> სხვათაშორის
>>>>> ძალიან მარტივად) მოიძებნა დონორი. ზუსტი ციფრები არ მახსოვს, მაგრამ
>>>>> თითოეულის რეგისტრის დანერგვას რამდენიმე ასეული ათასი დონორული
>>>>> დაფინანსება
>>>>> დაჭირდა. ახლა Upcoming არის ტრავმა რეგისტრი, რომელსაც იმედია მომავალ
>>>>> წელს
>>>>> ავამოქმედებთ.
>>>>> რაც შეეხება გულის თანდაყოლილი მანკების რეგისტრს, ერთადერთი, რაც
>>>>> გაკეთდა
>>>>> ბოლო სამი წლის განმავლობაში, იყო "როსტროპოვიჩის ფონდის" მიერ
>>>>> გაკეთებული
>>>>> რეგიონული პილოტური შესწავლა, რომლის მეორე ეტაპიც ახლახანს განახლდა.
>>>>> ასე რომ აქაც მზად ვარ მნიშვნელოვაბი მხარდაჭერა გავუკეთო ამ (რიგით
>>>>> მეოთხე)
>>>>> რეგისტრის თაობაზე აქტიურ მოქმედებებს.
>>>>>
>>>>> 3. "სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსების არასწორი სტრუქტურა"- გეთანხმები,
>>>>> რომ
>>>>> ეს მართლაც ასეა (ძალიან სამწუხაროდ ყველასთვის და მათ შორის ჩემთვისაც)
>>>>> და
>>>>> ასეა ყველა მიმართულებით, არა მარტო ბავშვთა თანდაყოლილ მანკებში. ჩვენ
>>>>> გვაქვს ის ბიუჯეტი, რაც გვაქვს და იცი (უნდა იცოდე ყოველ შემთხვევაში)
>>>>> რომ
>>>>> ბავშვთა თანდაყოლილი მანკების დაფინანსების პროგრამა ექსკლუზიურია- არ
>>>>> არის
>>>>> "მიბმული" არც სახელმწიფო მროგრამებზე და არც საყოველთაო ჯანდაცვაზე.
>>>>> მესმის,
>>>>> რომ ბიუჯეტი საკმარისი არასოდეს არ არის და ისიც, რომ კურსის ცვლილებამ
>>>>> ძალიან გაგირთულათ მდომარეობა. მე მქონდა რამდენიმე შეხვედრა შარშან
>>>>> ავთოსთან და ჯანოსთან ამ თემაზე. რეალურად ვეძებ გამოსავალს
>>>>> კონსოლიდირებული
>>>>> შესყიდვების თუ რაიმე სხვა პროგრამის ბიუჯეტიდან თანხის ჩამოჭრის და
>>>>> მაქეთ
>>>>> გადმომისამართების გზით, მაგრამ ეს მარტივი არაა. მქონდა ინტენსიური
>>>>> საუბრები
>>>>> ფინანსთა სამინისტროსთანაც. არ ვკარგავ იმედს, რომ რაღაც გამოსავალს
>>>>> მოვძებნით.
>>>>>
>>>>> 4. Outcome based, Satisfaction based … ა.შ. მოდელების არქონა. აი აქ კი
>>>>> იზვინი ირაკლი, მაგრამ გაიხსენე სად ვართ და როგორი ჯანდაცვის სისტემა
>>>>> გვაქვს- ერთ მაგალითსაც თუ დამისახელებ, რომ სადმე სხვა მიმართულებით
>>>>> ვიყენებდეთ ასეთ სისტემას, ძალიან გამიხარდებოდა, მაგრამ ამის მისაღწევად
>>>>> ჯერ
>>>>> მზად არ ვართ.
>>>>>
>>>>> ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შენ სწორად გქონდეს გაცნობიერებული, რომ
>>>>> დარგის
>>>>> (და კლინიკის) წინაშე მდგარი პრობლემები არ არის იმით გამოწვეული, რომ ან
>>>>> მე
>>>>> ან ვინმე სხვას სამინისტროში ჯიუტად და "ტუპად" არ უნდა გაერკვეს
>>>>> სიტუაციაში,
>>>>> ეზარება ან საჭიროდ არ თვლის და ამიტომ ხდება, თურემ ერთი ხელის მოსმით
>>>>> დალაგდებოდა ეს ყველაფერი. ასე ნამდვილად არაა!
>>>>>
>>>>> შეჯამება- 1 და 2 თემებში ძალიან აქტიურად ჩავერევი, რომ
>>>>> შეძლებისდაგვარად
>>>>> სწრაფად მოგვარდეს. მე 4 ე ზე მზად არ ვართ. მთავარი- (მიმდინარე
>>>>> ფინანსური
>>>>> პრობლემები) მართლაც მაქსიმალურად ვცდილობ რაიმე გამოსავალის მონახვას.
>>>>>
>>>>> რაც შეეხება შეხვედრას- ჯობია რათქმაუნდა შევხვდეთ, მაგრამ მართლა რთული
>>>>> გრაფიკი მაქვს ახლა და წინასწარ ვერ ვგეგმავ, ამიტომ ეს დღეები
>>>>> მაქსიმალურად
>>>>> გამოვიყენოთ მეილით მოსაზრებების და გეგმების გასაცვლელად.
>>>>> ამ მეილს ნაწილ ნაწილ ფაქტიურად 12 საათის მერე ვწერ.
>>>>>
>>>>> დათო
>>>>>
>>>>>
>>>>> On 2/9/17 12:18 PM, "Irakli Metreveli"
>>>>> wrote:
>>>>>
>>>>>> გელოდები.
>>>>>>
>>>>>> ირაკლი
>>>>>>> On Feb 9, 2017, at 12:16 PM, David Sergeenko
>>>>>>> wrote:
>>>>>>>
>>>>>>> გავიგე.
>>>>>>> მოგვიანებით მოგწერ.
>>>>>>>
>>>>>>> Sent from my iPhone
>>>>>>>
>>>>>>>> On Feb 9, 2017, at 12:02, Irakli Metreveli
>>>>>>>>
>>>>>>>> wrote:
>>>>>>>>
>>>>>>>> მე ვეძახი კატასტროფას:
>>>>>>>>
>>>>>>>> 1/ ქვეყანას არ აქვს და ვერ ქმნის უკვე 20 წელზე მეტია ( მიუხედავად
>>>>>>>> პირადათ ჩემი მხრიდან, და თავის დროზე შენც იბრძოდი ) დარგის
>>>>>>>> განვითარებაზე ერთიან თანმიმდევრულ და დეკლარირებულ გეგმას -
>>>>>>>> წინადადება
>>>>>>>> წარდგენილია ჩემი მხრიდან ლამის ყოველწლიურად. ასლები მაქვს
>>>>>>>> 2/ არ არსებობს ნაციონალური რეგისტრი, რომ სისტემამ იცოდეს რა არის
>>>>>>>> პრობლემა. და თუ არის პრობლემა სად არის - დაწერილი და წარდგენული
>>>>>>>> მაქვს
>>>>>>>> სამინისტროში და დაავადებათა კონტროლის ცენტრში არაერთხელ
>>>>>>>> 3/ სახელმწიფოს მხრიდან არის პროგრამის მენეჯირების და დაფინანსების
>>>>>>>> არასწორე სტრუქტურა, იმ ცოდნაზე არ დაყრდნობილი რასაც ჰქვია
>>>>>>>> Outcome-Performance, Mortality-Safety, Morbidity-Efficiency,
>>>>>>>> Technical
>>>>>>>> difficulty-Proficiency, Long Term results-Quality,Patient
>>>>>>>> Satisfaction-Reputation, Cost-Economical Performance - ასევე
>>>>>>>> წარდგენილი
>>>>>>>> მაქვს
>>>>>>>> 4/ პროგრამა არანაირად არ პასუხობს და არ იცავს ბავშვთა და
>>>>>>>> განსაკუთრებით
>>>>>>>> ახალშობილთა და ადრეული ასაკის ბავშვების ინტერესებს
>>>>>>>>
>>>>>>>> და ა.შ და ა.შ.
>>>>>>>>
>>>>>>>> თუ შემხვდები, და არა მგონია სხვა საკითხებზე ნაკლებად მნიშვნელოვანი
>>>>>>>> იყოს ამ დარგის საკითხი, წარმოგიდგენ იმ წინადადებებს, რომელიც ჩემი
>>>>>>>> მოგონილი არ არის და აბსოლიტური სარწმუნოობით სიკეთის მომტანია
>>>>>>>> ყველასათვის გარშემო. შენ თუ არ მიიღე გადაწყვეტილება სხვა ჯანდაცვის
>>>>>>>> მინისტრს მე არ ვიცნობ ვისაც პროფესიონალურად შეუძლია მიუდგეს
>>>>>>>> საკითხს.
>>>>>>>>
>>>>>>>> თავს ვალდებულად ვთვლი, რომ შეგხვდე და ამის შემდგომ მივიღო
>>>>>>>> გადაწყვეტილება მე როგორ მოვიქცე.
>>>>>>>>
>>>>>>>> ირაკლი
>>>>>>>>
>>>>>>>>> On Feb 9, 2017, at 11:14 AM, David Sergeenko
>>>>>>>>>
>>>>>>>>> wrote:
>>>>>>>>>
>>>>>>>>> დამიზუსტე რა გთხოვ.
>>>>>>>>> რაში გამოიხატება "კატასტროფა"?
>>>>>>>>>
>>>>>>>>>
>>>>>>>>> Sent from my iPhone
>>>>>>>>>
>>>>>>>>>> On Feb 9, 2017, at 11:11, Irakli Metreveli
>>>>>>>>>>
>>>>>>>>>> wrote:
>>>>>>>>>>
>>>>>>>>>> სალამი,
>>>>>>>>>>
>>>>>>>>>> მე ერთადერთ თემაზე მინდა დაგელაპარაკო. ეს არის ბავშვთა გულის
>>>>>>>>>> ქირურგია.
>>>>>>>>>> არის კატასტროფული ვითარება. არ მინდა შენ გარეშე გადავდგა
>>>>>>>>>> ნაბიჯები.
>>>>>>>>>> მიმაჩნია, რომ ჩვენს შორის ურთიერთობა და ნდობა არის იმგვარი, რომ.
>>>>>>>>>> გადაუდებლად მივიღებთ ქვეყნისათვის სწორ გადაწყვეტილებას.
>>>>>>>>>>
>>>>>>>>>> ირაკლი
>>>>>>>>>>> On Feb 9, 2017, at 11:02 AM, David Sergeenko
>>>>>>>>>>> wrote:
>>>>>>>>>>>
>>>>>>>>>>> სალამი ირაკლი
>>>>>>>>>>> ამ დღეებში ძაან არა-გეგმიური გრაფიკი მაქვს და ხომ არ შგიძლია
>>>>>>>>>>> მომწერო შეხვედრის თემა და დეტალები?
>>>>>>>>>>> მადლობა
>>>>>>>>>>>
>>>>>>>>>>> Sent from my iPhone
>>>>>>>>>>>
>>>>>>>>>>>> On Feb 9, 2017, at 10:09, Irakli Metreveli
>>>>>>>>>>>> wrote:
>>>>>>>>>>>>
>>>>>>>>>>>> დათო მოგესალმები,
>>>>>>>>>>>>
>>>>>>>>>>>> გადაუდებელი საჭიროება მოითხოვს ჩვენს შეხვედრას.
>>>>>>>>>>>> გთხოვ შემატყობინო დღე და რიცხვი.
>>>>>>>>>>>> თუ არ შეგიძლია გთხოვ შემატყობინო.
>>>>>>>>>>>>
>>>>>>>>>>>> ირაკლი
>>>>>>>>>>
>>>>>>>>
>>>>>>
>>>>>
>>>>
>>>
>>
>