From : Irakli Metreveli <imetrevelidoc@gmail.com>
To : David Sergeenko
Subject : Re: Irakli Metreveli
Received On : 09.02.2017 14:17

სალამი, გულახდილად გეტყვი გამეხარდა ამ წერილის წაკითხვა და აბსოლიტურად გეთანხმები უმრავლეს საკითხში. კარგად იცი მზად ვარ ჩემი კომპეტენციის ფარგლებში გვერდში დაგიდგე. ჩემი გადაწყვეტილებას რომ ვამბობდი, ვგულისხმობდი ჩემს მიერ (როგორც დაწესებულება) აღებულ გარკვეული ვალდებულებების ვერ შესრულებას. მაგალითად, ვეღარ გაკეთებას ბავშვისათვის ნაკლებად ინვაზიური ჩარევის - გულის სხვადასხვა დეფექტის ენდოვასკულარულ დახურვებს, შეწყმული პათოლოგიების მქონე ბავშვების მკურნალობას და ა.შ. რადგანაც აღმოჩნდა, რომ ჩვენ თუ ამ გზით გავაგრძელეთ კარგი არაფერი არ მოხდება. სხვასაც ვეღარ დავეხმარებით. ამათ კი უცხოეთიდან ჩამოსული პროფესიონალები ოპერაციის გზით წარმატებით უმკურნალებენ და მოგებაც დარჩებათ. ალტერნარივა არის ჩვენს მიერ გარკვეული სერვისების შეწყვეტა, ვინაიდან რეგრესის გზას ვერ დავადგები. აი ამას ვგულისხმობდი. ეს რომ არ მინდა მოხდეს ამიტომაც გაგიზიარე ჩემი გულისტკივილი. შენმა წერილმა იმედი მომცა, რომ ერთობლივი მუშაობით არსებულ მდგომარეობას შევამსუბუქებთ. ყველაფერი მშვენივრად გამოვა. ესეც გასწორდება და მალე (დაახლოებით 18 თვე) სრულყობილი ბავშვთა ონკოლოგიაც იქნება. ასე რომ: 1/ მზად ვარ შესაბამის ჯგუფთან მუშაობაზე. მაქსიმუმ ერთი კვირის ვადაში შეიძლება ამ დოკუმენტის დადება. 2/ ნაციონალური რეგისტრის გაკეთება ადვილად შეგვიძლია. მთავარია შენ ამის განკარგულება გასცე და დანარჩენს გარწმუნებ ადვილად მოევლება 3/ და 4/ მე ერთ საკითხად წარმომიდგენია. და თანაც ყველაზე ადვილად გასაკეთებლად :-) მეტსაც გეტყვი, შეგვიძლია დავყოთ ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე არავითარი დამატებითი თანხის პროგრამისათვის დამატება არ იქნება საჭირო. მეორე ეტაპამდე ვიცოცხლოთ და ვიმედოვნოთ, რომ შესაძლებელი იქნება ფასების კორექტირება. რაც მთავარია პირველ ეტაპზე თუ არისტოტელის ქულათა სისტემის მიხედვით გადავაჯგუფეთ არსებული სისტემა, ყველაფერი დალაგდება. მე-4 პუნქტი ზუსტად არისტოტელეს სისტემის დანერგვას ითვალისწინებს. ჩვენ ამ საკითხზე 2013 წელს ვისაუბრეთ. აბსოლიტურად მარტივი საკითხია. მე ხომ იცი არ მიყვარს გართულება და შეხვედრის დროს დარწმუნდები, რომ ამ სისტემის დანერგვა პრაქტიკულად ყველა პრობლემას მოხსნის დამატებითი ფინანსური დანახარჯის გარეშე. ეს ან RACHS არის ორად-ორი რაც გულის თანდაყოლილ მანკების ქირურგიაში იხმარება. შეხვედრაზე აგიხსნი რატომ არისტოტელი და არა RACH. თავი რომ არ შეგაწყინო, დაველოდები შენგან შეტყობინებას. მე არ ვიქნები თბილისში 21-24 თებერვლის ჩათვლით. მივდივარ ბუდაპეშტში ვცადო ბედი და ბავშვთა ონკოლოგიის რემონტი-რეკონსტრუქციისათვის ავიღო იქაური ბანკიდან დაბალ პროცენტიანი სესხი. ირაკლი > On Feb 9, 2017, at 5:30 PM, David Sergeenko wrote: > > სალამი ირაკლი > > პირველ რიგში გიდასტურებ ჩემს პატივისცემას და მეგობრობას. > > კარგია, რომ იმის მოლოდინი გაქვს, რომ მხოლოდ მე შემიძლია შენს მიერ > ჩამოთვლილი საკითხების გადაჭრა და სხვა არავის, მაგრამ (და ჩემთვისაც ძალიან > სამწუხაროდ და არა "მინისტრობის ამბიციის გამო") > მე ფიზიკურად არ მაქვს იმის შესაძლებლობა, რომ სათავეში ჩავუდგე და მე თითონ > ვიყო (თუნაც ასეთი მნიშვნელოვანი) პროექტების მენეჯერი. > > შემდეგ- მე არ ვიცი, რას გულისხმობ შენს ნათქვამში- "მერე გადავწყვიტავ, > როგორ მოვიქცე"- მოიქეცი ისე, როგორც ჩათვლი საჭიროდ. ამას პირდაპირ გეუბნები. > > ახლა რიგის მიხედვით > > 1. "დარგის განვითარების გეგმა"- ასლები არ მინდა, მჯერა, რომ გექნება. მე > გავაკეთებ იმის უზრუნველყოფას, რომ დადგენილი წესით (და დადგენილ წესზე > ბევრად უფრო ინტენსიურად და ქმედითად) იმუშაოს შესაბამისმა ჯგუფმა და შედეგი > დადოს. > 2. "ნაციონალური რეგისტრი" - ასეთი რეგისტრი მართლაც არ გვაქვს. ზოგადად > ნაციონალურ რეგისტრებს რაც შეეხება, სულ ორი არსებობს და ორივე ბოლო ორ > წელიწადში შეიქმნა- კიბოს რეგისტრი (2015 წლის შემოდგომაზე) და ბავშვთა > სიკვდილობის რეგისტრი (2016 წლის დასაწყისში). ორივე რეგისტრის შექმნას წინ > დაახლოებით ერთწლიანი მუშაობა უძღოდა წინ ორი მიმართულებით - ექსპერტული > მხარდაჭერა (სამინისტროს + ასოციაციებს არ აქვთ ცალკე ამის რესურსი) და > ფინანსური მხარდაჭერა- ორივე რეგისტრის შექმნა იმპლემენტაციაში სხვათაშორის > ძალიან მარტივად) მოიძებნა დონორი. ზუსტი ციფრები არ მახსოვს, მაგრამ > თითოეულის რეგისტრის დანერგვას რამდენიმე ასეული ათასი დონორული დაფინანსება > დაჭირდა. ახლა Upcoming არის ტრავმა რეგისტრი, რომელსაც იმედია მომავალ წელს > ავამოქმედებთ. > რაც შეეხება გულის თანდაყოლილი მანკების რეგისტრს, ერთადერთი, რაც გაკეთდა > ბოლო სამი წლის განმავლობაში, იყო "როსტროპოვიჩის ფონდის" მიერ გაკეთებული > რეგიონული პილოტური შესწავლა, რომლის მეორე ეტაპიც ახლახანს განახლდა. > ასე რომ აქაც მზად ვარ მნიშვნელოვაბი მხარდაჭერა გავუკეთო ამ (რიგით მეოთხე) > რეგისტრის თაობაზე აქტიურ მოქმედებებს. > > 3. "სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსების არასწორი სტრუქტურა"- გეთანხმები, რომ > ეს მართლაც ასეა (ძალიან სამწუხაროდ ყველასთვის და მათ შორის ჩემთვისაც) და > ასეა ყველა მიმართულებით, არა მარტო ბავშვთა თანდაყოლილ მანკებში. ჩვენ > გვაქვს ის ბიუჯეტი, რაც გვაქვს და იცი (უნდა იცოდე ყოველ შემთხვევაში) რომ > ბავშვთა თანდაყოლილი მანკების დაფინანსების პროგრამა ექსკლუზიურია- არ არის > "მიბმული" არც სახელმწიფო მროგრამებზე და არც საყოველთაო ჯანდაცვაზე. მესმის, > რომ ბიუჯეტი საკმარისი არასოდეს არ არის და ისიც, რომ კურსის ცვლილებამ > ძალიან გაგირთულათ მდომარეობა. მე მქონდა რამდენიმე შეხვედრა შარშან > ავთოსთან და ჯანოსთან ამ თემაზე. რეალურად ვეძებ გამოსავალს კონსოლიდირებული > შესყიდვების თუ რაიმე სხვა პროგრამის ბიუჯეტიდან თანხის ჩამოჭრის და მაქეთ > გადმომისამართების გზით, მაგრამ ეს მარტივი არაა. მქონდა ინტენსიური საუბრები > ფინანსთა სამინისტროსთანაც. არ ვკარგავ იმედს, რომ რაღაც გამოსავალს > მოვძებნით. > > 4. Outcome based, Satisfaction based … ა.შ. მოდელების არქონა. აი აქ კი > იზვინი ირაკლი, მაგრამ გაიხსენე სად ვართ და როგორი ჯანდაცვის სისტემა > გვაქვს- ერთ მაგალითსაც თუ დამისახელებ, რომ სადმე სხვა მიმართულებით > ვიყენებდეთ ასეთ სისტემას, ძალიან გამიხარდებოდა, მაგრამ ამის მისაღწევად ჯერ > მზად არ ვართ. > > ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შენ სწორად გქონდეს გაცნობიერებული, რომ დარგის > (და კლინიკის) წინაშე მდგარი პრობლემები არ არის იმით გამოწვეული, რომ ან მე > ან ვინმე სხვას სამინისტროში ჯიუტად და "ტუპად" არ უნდა გაერკვეს სიტუაციაში, > ეზარება ან საჭიროდ არ თვლის და ამიტომ ხდება, თურემ ერთი ხელის მოსმით > დალაგდებოდა ეს ყველაფერი. ასე ნამდვილად არაა! > > შეჯამება- 1 და 2 თემებში ძალიან აქტიურად ჩავერევი, რომ შეძლებისდაგვარად > სწრაფად მოგვარდეს. მე 4 ე ზე მზად არ ვართ. მთავარი- (მიმდინარე ფინანსური > პრობლემები) მართლაც მაქსიმალურად ვცდილობ რაიმე გამოსავალის მონახვას. > > რაც შეეხება შეხვედრას- ჯობია რათქმაუნდა შევხვდეთ, მაგრამ მართლა რთული > გრაფიკი მაქვს ახლა და წინასწარ ვერ ვგეგმავ, ამიტომ ეს დღეები მაქსიმალურად > გამოვიყენოთ მეილით მოსაზრებების და გეგმების გასაცვლელად. > ამ მეილს ნაწილ ნაწილ ფაქტიურად 12 საათის მერე ვწერ. > > დათო > > > On 2/9/17 12:18 PM, "Irakli Metreveli" wrote: > >> გელოდები. >> >> ირაკლი >>> On Feb 9, 2017, at 12:16 PM, David Sergeenko >>> wrote: >>> >>> გავიგე. >>> მოგვიანებით მოგწერ. >>> >>> Sent from my iPhone >>> >>>> On Feb 9, 2017, at 12:02, Irakli Metreveli >>>> wrote: >>>> >>>> მე ვეძახი კატასტროფას: >>>> >>>> 1/ ქვეყანას არ აქვს და ვერ ქმნის უკვე 20 წელზე მეტია ( მიუხედავად >>>> პირადათ ჩემი მხრიდან, და თავის დროზე შენც იბრძოდი ) დარგის >>>> განვითარებაზე ერთიან თანმიმდევრულ და დეკლარირებულ გეგმას - წინადადება >>>> წარდგენილია ჩემი მხრიდან ლამის ყოველწლიურად. ასლები მაქვს >>>> 2/ არ არსებობს ნაციონალური რეგისტრი, რომ სისტემამ იცოდეს რა არის >>>> პრობლემა. და თუ არის პრობლემა სად არის - დაწერილი და წარდგენული მაქვს >>>> სამინისტროში და დაავადებათა კონტროლის ცენტრში არაერთხელ >>>> 3/ სახელმწიფოს მხრიდან არის პროგრამის მენეჯირების და დაფინანსების >>>> არასწორე სტრუქტურა, იმ ცოდნაზე არ დაყრდნობილი რასაც ჰქვია >>>> Outcome-Performance, Mortality-Safety, Morbidity-Efficiency, Technical >>>> difficulty-Proficiency, Long Term results-Quality,Patient >>>> Satisfaction-Reputation, Cost-Economical Performance - ასევე წარდგენილი >>>> მაქვს >>>> 4/ პროგრამა არანაირად არ პასუხობს და არ იცავს ბავშვთა და განსაკუთრებით >>>> ახალშობილთა და ადრეული ასაკის ბავშვების ინტერესებს >>>> >>>> და ა.შ და ა.შ. >>>> >>>> თუ შემხვდები, და არა მგონია სხვა საკითხებზე ნაკლებად მნიშვნელოვანი >>>> იყოს ამ დარგის საკითხი, წარმოგიდგენ იმ წინადადებებს, რომელიც ჩემი >>>> მოგონილი არ არის და აბსოლიტური სარწმუნოობით სიკეთის მომტანია >>>> ყველასათვის გარშემო. შენ თუ არ მიიღე გადაწყვეტილება სხვა ჯანდაცვის >>>> მინისტრს მე არ ვიცნობ ვისაც პროფესიონალურად შეუძლია მიუდგეს საკითხს. >>>> >>>> თავს ვალდებულად ვთვლი, რომ შეგხვდე და ამის შემდგომ მივიღო >>>> გადაწყვეტილება მე როგორ მოვიქცე. >>>> >>>> ირაკლი >>>> >>>>> On Feb 9, 2017, at 11:14 AM, David Sergeenko >>>>> wrote: >>>>> >>>>> დამიზუსტე რა გთხოვ. >>>>> რაში გამოიხატება "კატასტროფა"? >>>>> >>>>> >>>>> Sent from my iPhone >>>>> >>>>>> On Feb 9, 2017, at 11:11, Irakli Metreveli >>>>>> wrote: >>>>>> >>>>>> სალამი, >>>>>> >>>>>> მე ერთადერთ თემაზე მინდა დაგელაპარაკო. ეს არის ბავშვთა გულის >>>>>> ქირურგია. >>>>>> არის კატასტროფული ვითარება. არ მინდა შენ გარეშე გადავდგა ნაბიჯები. >>>>>> მიმაჩნია, რომ ჩვენს შორის ურთიერთობა და ნდობა არის იმგვარი, რომ. >>>>>> გადაუდებლად მივიღებთ ქვეყნისათვის სწორ გადაწყვეტილებას. >>>>>> >>>>>> ირაკლი >>>>>>> On Feb 9, 2017, at 11:02 AM, David Sergeenko >>>>>>> wrote: >>>>>>> >>>>>>> სალამი ირაკლი >>>>>>> ამ დღეებში ძაან არა-გეგმიური გრაფიკი მაქვს და ხომ არ შგიძლია >>>>>>> მომწერო შეხვედრის თემა და დეტალები? >>>>>>> მადლობა >>>>>>> >>>>>>> Sent from my iPhone >>>>>>> >>>>>>>> On Feb 9, 2017, at 10:09, Irakli Metreveli >>>>>>>> wrote: >>>>>>>> >>>>>>>> დათო მოგესალმები, >>>>>>>> >>>>>>>> გადაუდებელი საჭიროება მოითხოვს ჩვენს შეხვედრას. >>>>>>>> გთხოვ შემატყობინო დღე და რიცხვი. >>>>>>>> თუ არ შეგიძლია გთხოვ შემატყობინო. >>>>>>>> >>>>>>>> ირაკლი >>>>>> >>>> >> >