გელოდები.
ირაკლი
> On Feb 9, 2017, at 12:16 PM, David Sergeenko wrote:
>
> გავიგე.
> მოგვიანებით მოგწერ.
>
> Sent from my iPhone
>
>> On Feb 9, 2017, at 12:02, Irakli Metreveli wrote:
>>
>> მე ვეძახი კატასტროფას:
>>
>> 1/ ქვეყანას არ აქვს და ვერ ქმნის უკვე 20 წელზე მეტია ( მიუხედავად პირადათ ჩემი მხრიდან, და თავის დროზე შენც იბრძოდი ) დარგის განვითარებაზე ერთიან თანმიმდევრულ და დეკლარირებულ გეგმას - წინადადება წარდგენილია ჩემი მხრიდან ლამის ყოველწლიურად. ასლები მაქვს
>> 2/ არ არსებობს ნაციონალური რეგისტრი, რომ სისტემამ იცოდეს რა არის პრობლემა. და თუ არის პრობლემა სად არის - დაწერილი და წარდგენული მაქვს სამინისტროში და დაავადებათა კონტროლის ცენტრში არაერთხელ
>> 3/ სახელმწიფოს მხრიდან არის პროგრამის მენეჯირების და დაფინანსების არასწორე სტრუქტურა, იმ ცოდნაზე არ დაყრდნობილი რასაც ჰქვია Outcome-Performance, Mortality-Safety, Morbidity-Efficiency, Technical difficulty-Proficiency, Long Term results-Quality,Patient Satisfaction-Reputation, Cost-Economical Performance - ასევე წარდგენილი მაქვს
>> 4/ პროგრამა არანაირად არ პასუხობს და არ იცავს ბავშვთა და განსაკუთრებით ახალშობილთა და ადრეული ასაკის ბავშვების ინტერესებს
>>
>> და ა.შ და ა.შ.
>>
>> თუ შემხვდები, და არა მგონია სხვა საკითხებზე ნაკლებად მნიშვნელოვანი იყოს ამ დარგის საკითხი, წარმოგიდგენ იმ წინადადებებს, რომელიც ჩემი მოგონილი არ არის და აბსოლიტური სარწმუნოობით სიკეთის მომტანია ყველასათვის გარშემო. შენ თუ არ მიიღე გადაწყვეტილება სხვა ჯანდაცვის მინისტრს მე არ ვიცნობ ვისაც პროფესიონალურად შეუძლია მიუდგეს საკითხს.
>>
>> თავს ვალდებულად ვთვლი, რომ შეგხვდე და ამის შემდგომ მივიღო გადაწყვეტილება მე როგორ მოვიქცე.
>>
>> ირაკლი
>>
>>> On Feb 9, 2017, at 11:14 AM, David Sergeenko wrote:
>>>
>>> დამიზუსტე რა გთხოვ.
>>> რაში გამოიხატება "კატასტროფა"?
>>>
>>>
>>> Sent from my iPhone
>>>
>>>> On Feb 9, 2017, at 11:11, Irakli Metreveli wrote:
>>>>
>>>> სალამი,
>>>>
>>>> მე ერთადერთ თემაზე მინდა დაგელაპარაკო. ეს არის ბავშვთა გულის ქირურგია.
>>>> არის კატასტროფული ვითარება. არ მინდა შენ გარეშე გადავდგა ნაბიჯები. მიმაჩნია, რომ ჩვენს შორის ურთიერთობა და ნდობა არის იმგვარი, რომ.
>>>> გადაუდებლად მივიღებთ ქვეყნისათვის სწორ გადაწყვეტილებას.
>>>>
>>>> ირაკლი
>>>>> On Feb 9, 2017, at 11:02 AM, David Sergeenko wrote:
>>>>>
>>>>> სალამი ირაკლი
>>>>> ამ დღეებში ძაან არა-გეგმიური გრაფიკი მაქვს და ხომ არ შგიძლია მომწერო შეხვედრის თემა და დეტალები?
>>>>> მადლობა
>>>>>
>>>>> Sent from my iPhone
>>>>>
>>>>>> On Feb 9, 2017, at 10:09, Irakli Metreveli wrote:
>>>>>>
>>>>>> დათო მოგესალმები,
>>>>>>
>>>>>> გადაუდებელი საჭიროება მოითხოვს ჩვენს შეხვედრას.
>>>>>> გთხოვ შემატყობინო დღე და რიცხვი.
>>>>>> თუ არ შეგიძლია გთხოვ შემატყობინო.
>>>>>>
>>>>>> ირაკლი
>>>>
>>