From : Amiran Gamkrelidze <gamkrelidzea@gmail.com>
To : David Sergeenko; amiran gamkrelidze
Subject : Re: Lead Content in Food
Received On : 03.01.2018 09:35

მოგესალმებით ბატონო დავით და  კიდევ ერთხელ მოგილოცავთ ახალ 2018 წელს.

დიახ დაახლოებით საქმის კურსში ვარ ამ პრობლემის. ვეცდებით დეტალურად გავერკვიოთ, ჩამოვყალიბდეთ და მოგახსენებთ. 
მიუხედავად იმისა როგორც ბრძანებთ 2006 წლიდან  ეს პრობლემა გამოვიდა ჯანდაცვის კომპეტენციიდან და სამწუხაროდ ადამიანური რესურსის სერიოზული დეფიციტია ამ მიმართებით როგორც ჩვენთან, ისე მთლიანად ქვეყანაში მაინც რაღაცა რომ "მწვავდება" ისევ ჯანდაცვას მიმართავენ და სასურველია გავაძლიეროთ ამ მხრივ მუშაობა.

2018-ში ჩვენი კომეტენციის ფარგლებში ტყვიაზე გარკვეულ აქტივობებს ვაპირებთ. მინდა რომ საქმის კურში იყოთ და რაღაცა დროს იქნებ უფრო დეტალურად გავიაროთ:
1. დეკებმერში დავიწყეთ ისევ იაშვილის ბაზაზე იმ ბავშვების სისხლში ტყვიის კონცენტრაციის გადამოწმება, რომლებიც ჩართული იყვნენ 2015-ის კვლევაში და ჰქონდათ მომატებული რაოდენობა (80-მდეა ასეთი და ვნახოთ რამდენი მოვა, აქტიურად იწვევენ კვლევაზე, უკვე 20-მდე იქნა გამოკვლეული). გარდა ადგილზე კვლევისა მათი სისხლი გაიგზავნება ატლანტაში (CDC) უფრო მაღალტექნოლოგიური მეთოდით კვლევისთის. ვისაც ექნება მომატებული რაოდენობა მათი გარემოს სინჯებიც იქნება გამოკვლეული (ჰაერი, კედლების ჩამონაფხეკი და ა.შ.) , რასაც გააკეთებენ გარემოს სააგენტო და სურსათის უვნებლობის სააგენტო;

2. მოლაპარაკებები მიმდინარეობს ამერიკის CDC თან და ალბათ მომავალი კვირის დასაწყისში გვექნება პასუხი დაახლოებით რა რაოდენობის ტესტ-სისტემების მოწოდება შეეძლებათ და რა პირობებით (ჰუმანიტარულად თუ ანაზღაურებით), რომ გარკვეული კატეგორიების ბავშვეში (კრიტერიუმებზე ვმუშაობთ) დავიწყოთ სკრინინგი.

3. ასევე CDC-თან ვმუშაობთ, რომ ტყვია დაემატოს იმ სენტინელურ კვლევებს, რომლითაც ვსწავლობთ ბავშვებისა და ორსულების ნუტრიციოლოგიურ სტატუსს.

4. თითქმის გადაწყვეტილია, რომ ტყვიის კომპონენტი ჩაჯდება 2018-ში UNICEF-ის მიერ დაფინანსებულ ე.წ. მიქს კვლევაში (მულტიინდიკატორული კვლევა ბავშვებში), რომელიც მოგვცემს სრულ სურათს თუ რა მაშტაბის პრობლემასთან გვქვს საქმე ქვეყანაში ტყვიის ქრონიკული ინტოქსიკაციის თვალსაზრისით.

5 ამ ყველაფრის პარალელურად გაგრძელდება საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიები.

წინა კვირაში ყველა ამ  პრობლემასთან დაკავშირებით მქონდა შეხვედრა ამ საკითხთან დაკავშირებულ ექსპერტებთან (ტოქსიკოლოგები, გარემოს ჰიგიენის სპეციალისტები და სხვა) მაგრამ ვფიქრობ  სასურველია დაიგეგმოს თქვენთან შეხვედრის, რათა უფრო მაღალ რეგისტრში წარმოჩინდეს პრობლემა და დაისახოს სამოქმედო გეგმა.

პატივისცემით

ამირანი



2018-01-03 11:32 GMT+04:00 David Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>:

  სალამი ბატონო ამირან

 კიდევ ერთხელ გილოცავთ დღესასწაულებს!

 ასეთი საკითხია- ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა რამდენიმეჯერ მოგვმართა თხოვნით, დავხმარებოდით შემდეგ მიმართულებაზე-

 ხშირად ხდება, რომ 
სურსათის უვნებლობის სამსახური" იღებს გარკვეულ კვების პროდუქტებზე სინჯებს, აგზავნის სამხარაულის ბიუროში, სადაც ადასტურებენ, რომ ამათუიმ 
ნივთიერების (მაგალითად ტყვიის)  შემცველობა ნორმას აღემატება.

 ამის შემდეგ საქმე გადაეცემა საგამოძიებო სამსახურს, რომელიც მთლიან პარტიას იღებს ქსელიდან და იწყებს გამოძიებას.

 გამოძიების პროცესში (სურსათის უვნებლობის სამსახური) იწვევს ექპერტ-ტოქსიკოლოგებს და ამის შემდეგ იწყება დაუსრულებელი პროცესი-
ზოგი ექსპერტი იძახის, რომ ამ შემთხვევაში (მაგალითად სუნელების) ტყვიის დონე 5 ჯერ უნდა აღემატებოდეს დასაშვებ ნორმას, რომ ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას,
ზოგიერთი ამბობს, რომ არა 7 ჯერ, არამედ 5 ჯერ, ზოგი მეტს და ზოგიც ნაკლებს.

 შედეგად სასამართლო პროცესები დროში იწელება, მეწარმეები ჩივიან ჩაგვრაზე და არის ერთი გაუგებრობა.


 ამას წინანდელ გაერთიანებულ შეხვედრაზე მე შევეცადე დამეფიქსირებინა პოზიცია, რომ

   სწორედ იმიტომ არის განსაზღვრული ამათუიმ პროდუქტში მაქსიმალური დასაშვები ზღვრები, რომ მასზე მეტი უკვე საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას და 
არანაირი (გაუთავებელი) მსჯელობები ექსპერტების მხრიდან არ არის საჭირო, შედეგი მაინც არ არის და ისევ გვთხოვენ ჩვენ დახმარებას.

  იმის მკაფიო გააზრებითაც კი, რომ ეს საკითხი (საკვებ პროდუქტში მძიმე მეტალების შემცველობა) მთლიანად "სურსათის უვნებლობის" თემაა, ხოლო ჩვენი კომპეტენციაა 
ამ ნივთიერებების ადამიანის ორგანიზმში შემცველობა, ფაქტია, რომ პროცესები ასე მიდის და საბოლოო ჯამში ეს ისევ ჩვენი პრობლემა ხდება.

 ასევე იმის გათვალისწინებითაც, რომ ევროკავშირში ეს ორი მიმართულება (ჯანდაცვა და სურსათის უვნებლობა) გაერთიანებულია და მას ცალკე ევროკომისარი 
(ლიტვის ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი ანდრიუკაიტისი) ყავს, იქნებ დაავალოთ თქვენს სპეციალისტებს, მოიძიონ ოფივიალური წყარო/რეფერენსი ან (ასეთის ვერ-მოძიების) შემთხვევაში
დაუკავშირდნენ ზემოთ ხსენებულ ევრო-კომისარიატს აღნიშნულ საკითხზე განმარტების თხოვნით.

 თუ საჭიროდ ჩათვლით, რამე დროს დავილაპარაკოთ ამ თემაზე, რადგან გამოსავალი (რომელიც მჯერა, რომ მოძებნადია) ჯერჯერობით არ ჩანს.

 წინასწარ გიხდით მადლობას
პატივისცემით
დათო