From : Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>
To : David Sergeenko
Subject : Re:
Received On : 04.06.2018 07:41

გადავხედავ კიდევ ერთხელ და მოგახსენებთ. ვეცდები მივიღო სწორი გადაწყვეტილება. ძალიან მოკლე დროში მოგახსენებთ


From: David Sergeenko
Sent: Monday, June 04, 2018 11:38 AM
To: Kakhaber Dzimistarishvili
Subject: Re:
 
მადლობა კახა

იქნებ ეს ანგარიში "სპეციფიური აუდიტორული ენიდან" გადმომითარგმნო "არა-სპეციალისტის ენაზე" და მოკლე ანალიტიკა გამიკეთო.
თუ გირჩევნია, შეიძლება შეხვედრის ფორმატში განვიხილოთ ჯერ ვერბალურად და მერე გადავიყვანოთ ანალიტიკურ (წერილობით) რეპორტში.

From: Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>
Date: Monday, June 4, 2018 10:34 AM
To: Davit Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
Subject:

მოგესალმებით, ბატონო დავით!


წარმოგიდგენთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მოწოდებული ფინანსური აუდიტის ანგარიშს. აუდიტი ჩატარდა ჩვენთან უშუალო კონტაქტით და ყველა მოთხოვნილი დოკუმენტი ჩვენთვის იყო ცნობილი.


რიგი საკითხები ჩვენთან იყო გავლილი, ზოგიერთი კი არა. ბევრჯერ დავეხმარეთ ჩვენ ინფორმაციის მიღებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდებოდა მასშტაბის შეზღუდვის დაფიქსირება, რაც ბევრად უფრო მტკივნეული გახდებოდა ჩვენთვის. ამ შემთხვევებისათვის კი ჩვენ შევძელით ისეთი ინფორმაციების მოძიება, რომლებსაც არ ვაწვდიდით სხვადასხვა მიზეზის გამო. მათ შორის, არის ისეთი ინფორმაციები, რომლებსაც ქმნიდნენ უკვე წასული ადამიანები და დეს-ში დაურეგისტრირებლობის გამო ვერ პოულობდნენ ამ ინფორმაციებს, ან არ ენდობოდნენ.


ხვალ, სავარაუდოდ შედგება შეხვდრა ამ პროექტის განსახილველად აუდიტის სამსახურში.


გარდა ამისა, დღეს წარმოგიდგენთ ბრძანებაში განსახორციელებელი ცვლილებების ჩამონათვალს, რომელშიც ეკონომიკურმა დეპარტამენტმა უნდა განახორციელოს დაზუსტებები და წარმოგიდგინოთ ბრძანების პროექტი. პარასკევის საუბრის შედეგებზე ვსაუბრობ.


პატივისცემით, კახა