მადლობა
პატივისცემით, კახაბერ ძიმისტარიშვილი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო,
შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი
-----Original Message-----
From: David Sergeenko
To: Kakhaber Dzimistarishvili
Date: Thu, 16 Nov 2017 09:00:00 +0000
Subject: Re:
> კი ბატონო.
> ატვირთე დესში და დავავიზებ.
>
>
>
> > On Nov 16, 2017, at 12:53, Kakhaber Dzimistarishvili
> wrote:
> >
> >
> > მოგესალმებით, ბატონო დავით!
> >
> > გავიარეთ კონსულტაციები
> იურიდიულთან და შევთანხმდით,
> რომ ასე მომემართა მე
> > თქვენთვის - ეს აუცილებელია.
> >
> > რაც შეეხება კომისიას, მე
> მოხსენებითში არ მქონდა
> უფლება მომემართა მისი
> > წევრების შესახებ თქვენთვის,
> მაგრამ მოგახსენებთ, რომ ჩემი
> ინსპექტირების
> > სამმართველოდან 2 ადამიანი
> ჩაერთვება მოკვლევაში, ასევე
> იურიდიულის 1
> > ადამიანი და ასევე სხვა
> დეპარტამენტებიდან.
> დაახლოებით 7 კაცი. ჩვენ
> გავაკეთებთ
> > კითხვარს და ხელს შევუწყობთ
> მაქსიმალურად, მაგრამ ჩემი
> წვდომის გამო არ
> > შეიძლება დეპარტამენტმა
> განიხილოს ეს საკითხი.
> >
> > მოხსენებითი ატვირთულია,
> უბრალოდ შესათანხმებლად
> გიგზავნით.
> >
> > ესეც მოხსენებითი:
> >
> > "ბატონო დავით,
> >
> > საქართველოს შრომის,
> ჯანმრთელობისა და სოციალური
> დაცვის სამინისტროს შიდა
> > აუდიტის დეპარტამენტში
> შემოსულია პერსონალურ
> მონაცემთა დაცვის
> ინსპექტორის
> > მოადგილის, ნიკოლოზ
> ბრეგვაძის 2017 წლის 10 ნოემბრის
> №PDP7 17 00004043
> > წერილი ა(ა)იპ იურიდიული
> დახმარების ცენტრის
> წარმომადგენლის 2017 წლის 30
> > ივლისის №01268 წერილობით
> მომართვასთან დაკავშირებით.
> > როგორც წერილიდან ირკვევა,
> პერსონალურ მონაცემთა დაცვის
> ინსპექტორი,
> > შემოწმების ფარგლებში,
> სწავლობს სამინისტროს
> ელექტრონული
> დოკუმენტბრუნვის
> > სისტემის გამოყენებით
> ზემოხსენებულ წერილში
> მითითებული პერსონალური
> > მონაცემების დამუშავების
> კანონიერებას (აღნიშნულთან
> დაკავშირებით სამინისტროს
> > ჰქონდა ინფორმაცია).
> > იმის გათვალისწინებით, რომ
> სამინისტროში 2017 წლის 30
> ივლისის №01268
> > წერილობით მომართვაზე
> წვდომის უფლების მქონე პირთა
> წრე საკმაოდ ფართოა და
> > შესაძლოა ადგილი ჰქონდეს
> სამინისტროსა და/ან მის
> კონტროლს დაქვემდებარებულ
> > საჯარო სამართლის იურიდიულ
> პირებში დასაქმებულ და
> ზემოაღნიშნულ
> > მომართვაზე წვდომის უფლების
> მქონე პირების მხრიდან
> სამსახურებრივ გადაცდომას,
> > პერსონალურ მონაცემთა
> დაცვის ინსპექტორი ითხოვს
> აღნიშნული ფაქტის შესწავლას
> > და შედეგების შესახენ
> ინფორმაციის მიწოდებას.
> > მოგახსენებთ, რომ
> ელექტრონული
> დოკუმენტბრუნვის სისტემაში
> დაცულ
> > კორესპონდენციაზე სრული
> ხედვის საშუალება მაქვს მეც -
> შიდა აუდიტის
> > დეპარტამენტის უფროსს (რაც
> ასევე დაფიქსირებულია
> პერსონალურ მონაცემთა
> > დაცვის ინსპექტორის
> მოადგილის, ნიკოლოზ
> ბრეგვაძის 2017 წლის 10 ნოემბრის
> > №PDP7 17 00004043 წერილში).
> > აქედან გამომდინარე, უნდა
> აღინიშნოს, რომ ,,საჯარო
> სამსახურში ინტერესთა
> > შეუთავსებლობისა და
> კორუფციის შესახებ“
> საქართველოს კანონის 132
> მუხლის მე-2
> > პუნქტის თანახმად, საჯარო
> მოსამსახურე ვალდებულია
> დაიცვას ის მოთხოვნები,
> > რომლებიც მას და მის
> თანამდებობას შეეხება.
> საჯარო მოსამსახურე თავის
> > სამსახურებრივ მოვალეობას
> მიუკერძოებლად და
> კეთილსინდისიერად უნდა
> > ასრულებდეს.
> > ამავე მუხლის მე-6 პუნქტით,
> საჯარო მოსამსახურემ თავიდან
> უნდა აიცილოს
> > ნებისმიერი მოქმედება,
> რომელიც ზიანს მიაყენებს
> პირადად მის რეპუტაციას,
> > შესაბამისი საჯარო
> დაწესებულების ან სახელმწიფო
> სამსახურის/საჯარო
> სამსახურის
> > რეპუტაციას.
> > ამავე კანონის 134 მუხლის მე-2
> პუნქტის შესაბამისად, საჯარო
> მოსამსახურე
> > ვალდებულია:
> > ა) ყურადღება გაამახვილოს
> ნებისმიერ არსებულ თუ
> შესაძლო ინტერესთა
> > შეუთავსებლობაზე;
> > ბ) მიიღოს ზომები ინტერესთა
> შეუთავსებლობის ნებისმიერი
> შემთხვევის
> > დაუშვებლობისათვის.
> > ,,საჯარო სამსახურის
> შესახებ“ საქართველოს
> კანონით, დისციპლინური
> წარმოების
> > მიზანია დისციპლინური
> გადაცდომის ფაქტის სწრაფად
> და სრულად გამოვლენა და
> > დისციპლინური გადაცდომის
> თანაზომიერი დისციპლინური
> პასუხისმგებლობის
> > ზომის განსაზღვრა. ამავე
> კანონის 87-ე მუხლის მე-3
> პუნქტის თანახმად, მოხელე
> > არ შეიძლება მონაწილეობდეს
> დისციპლინურ წარმოებაში, თუ
> მას აქვს პირადი
> > ინტერესი ან/და თუ არსებობს
> სხვა გარემოება, რომელმაც
> შესაძლოა გავლენა
> > მოახდინოს საქმის
> გადაწყვეტაზე.
> > ყოველივე ზემოაღნიშნულიდან
> გამომდინარე, საკითხის
> შესწავლის პროცესის
> > გამჭვირვალობის
> უზრუნველყოფის მიზნით, რათა
> არ დარჩეს შესწავლილი
> საკითხის
> > მიმართ არაობიექტურობის
> განცდა, მიზანშეწონილად
> მიმაჩნია, აღნიშნული
> > სამსახურებრივი მოკვლევა არ
> განხორციელდეს შიდა აუდიტის
> დეპარტამენტის მიერ
> > და მოგმართავთ
> რეკომენდაციით, ,,საჯარო
> სამსახურის შესახებ“
> საქართველოს
> > კანონის 89-ე მუხლის მე-3
> პუნქტით დადგენილი ნორმით
> გათვალისწინებული
> > დისციპლინური წარმოების
> დამოუკიდებელი კომისიის
> შექმნას. ვინაიდან, კანონის
> > ზემოაღნიშნული მუხლის
> დათქმით, საჯარო
> დაწესებულების ხელმძღვანელი
> ან
> > საამისოდ უფლებამოსილი სხვა
> პირი უფლებამოსილია შექმნას
> დისციპლინური
> > წარმოების დამოუკიდებელი
> კომისია საჯარო
> დაწესებულების
> ხელმძღვანელის ან
> > საამისოდ უფლებამოსილი სხვა
> პირის დასაბუთებული
> გადაწყვეტილებით.
> > გთხოვთ, თქვენს
> გადაწყვეტილებას,
> დისციპლინური წარმოების
> დამოუკიდებელი
> > კომისიის შექმნასთან
> დაკავშირებით.
> > თქვენი თანხმობის
> შემთხვევაში, გთხოვთ,
> დაავალოთ შესაბამის
> დეპარტამენტს
> > ბრძანების პროექტის
> მომზადება."
> >
> > მადლობა
> >
> > პატივისცემით, კახაბერ
> ძიმისტარიშვილი
> >
> > საქართველოს შრომის,
> ჯანმრთელობისა და სოციალური
> დაცვის სამინისტრო,
> > შიდა აუდიტის დეპარტამენტის
> უფროსი
> >
> >