| From : | Nico Chkhetiani <nicoloz@gmail.com> |
| To : | David <Sergeenko> |
| Subject : | Re: |
| Received On : | 26.04.2017 07:23 |
მოგესალმებით ნიკო
თქვენთვის მოხერხებულ დროს იქნებ შევხვდეთ და განვიხილოთ ეს საკითხები.თუ თქვენს ტელეფონს მომწერდით, წინასწარ დავგეგმავდით შეხვედრის დროს.
პატივისცემითდათო სერგეენკო
From: Nico Chkhetiani <nicoloz@gmail.com>
Date: Thu, 20 Apr 2017 19:55:41 +0400
To: Davit Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
Subject: Re:
დიდი მადლობა ბატონო დავით განმარტებისთვის.სიამოვნებით გავეცნობი დამატებით მასალებს ამ თემაზე. მინდა სრულ სურათს ვფლობდე შეფმა რომ მკითხოს.
არის პოტენციური შესაძლებლობა, რომ მოხდეს საჩხერის ტარიფების გადახედვა და გარკვეული გაზრდა?
პატივისცემით,
ნიკო
2017-04-20 19:42 GMT+04:00 David Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>:
სალამი ნიკო
ლანჩხუთზე გასაგებია.
საჩხერის ფასებს რაც შეეხება, გარწმუნებთ, რომ ასე ნამდვილად არ არის, რომ მათ "ყველაზე დაბალი ტარიფები" აქვთ. მათი ფასები საშუალო არეალშია. უახლოეს დღეებში (ახლა საზღვარგარეთ ვარ მივლინებით) უფრო დეტალურ ციფრებს მოგწერთ.
ასევე- ამ 4 წლის განმავლობაში არსად ყოფილა პრეცედენტი, რომ ვინმესთვის ტარიფი გაგვეზარდა, ხოლო საჩხერე "დაგვეჩაგრა".
Sent from my iPhone
> On Apr 20, 2017, at 11:24, Nico Chkhetiani <nicoloz@gmail.com> wrote:
>
> მოგესალმებით ბატონო დავით,
>
> დაგვიანებით გილოცავთ ყველა გასულ დღესასწაულს.
>
> ლანჩხუთის კლინიკასთან დაკავშირებით, ბატონ ბიძინასთან კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ აღნიშნული თემა მოიხსნას დღის წესრიგიდან.
>
> აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება იმ გარემოებას, რომ იქვე ლანჩხუთში დაგეგმილია არსებული კერძო კლინიკის გაფართოება, ხოლო ადგილობრივ მოსახლეობას გარდა საკუთრივ ლანჩხუთში არსებული სამკურნალო დაწესებულებებისა აქვს ალტერნატივები ჩოხატაურში, ოზურგეთში, სამტრედიასა და ქუთაისში.
>
> ყელა ამ ფაქტორის გათვალისწინებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ამ პროექტზე უარის თქმის შესახებ.
>
>
> 2.
>
> ფონდის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისას დადგა საჩხერის კლინიკის (დოსტაქარის) დაფინანსების საკითხი. ეს გრანტი ყოველ წელს მცირდება, ვინაიდან კლინიკა თანმიმდევრობით ზრდის თავის შემოსავლებს. თუმცა პროცესი მაინც ძალიან ნელია. ამის ერთ-ერთი მიზეზი არის სახელმწიფო პროგრამიდან საჩხერის კლინიკის ანაზღაურება უფრო დაბალი ტარიფებით ვიდრე სხვა კლინიკებისა.
>
> მიზეზი: როგორც ამიხსნეს არის ის, რომ თავის დროზე (პროგრამა, რომ დგებოდა) საჩხერის კლინიკას უფრო დაბალი ტარიფები ჰქონდა ვიდრე სხვა კლინიკებს. როგორც მოგეხსენებათ, ეს გაკეთებული იყო იმის გამო, რომ მაშინდელი დაფინანსება ქართუს დაზღვევით ხდებოდა.
>
> ბატონმა ბიძინამ მთხოვა გარკვეულიყავი იმაში, თუ რატომ არ ხდება 4 წლის გასვლის შემდეგ ამ ტარიფების გადახედვა და სხვა კლინიკებთან არსებულ ტარიფებთან გათანაბრება. აღნიშნული თემა სერიოზულად ასუსტებს საჩხერის კლინიკის კონკურენტუნარიანობას და აფერხებს მის ფინანსურ დამოუკიდებლობას. რაც საბოლოო ჯამში ფონდი ქართუს ხარჯზე ხდება.
>
> რა პერსპექტივებია ამ მხრივ? რამდენად შესაძლებელია ამ საკითხის მოგვარება?
>
> პატივისცემით,
>
> ნიკო ჩხეტიანი
>
>
>
> --
> Nico Chkhetiani
>
> +995 (32) 252 10 77
> +995 (577) 200 778
> +995 (595) 260 717
>
--