| From : | Ruslan Khoroshvili <ruslan.khoroshvili@ge.ey.com> |
| To : | David Sergeenko; Zaza Sopromadze |
| Subject : | Reform - unified purchasing system |
| Cc : | Nino Esakia; Zviad Memarnishvili |
| Received On : | 09.12.2016 06:59 |
ბატონო დავით, ბატონო ზაზა,
გვსურს შეგეხმიანოთ ჯანდაცვის სამინისტროში ჩატარებულ შეხვედრასთან დაკავშირებით. გადავწყვიტეთ პირდაპირ თქვენი შეწუხება, რადგან გვესმის რომ დროს თქვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს,
ხოლო ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებში გადაადგილებების გამო ვერ ვახერხებთ მათთან ოპერატიულ კომუნიკაციას.
ჩვენი შეხვედრის შემდეგ
EY-ს გლობალურ ქსელში მოვახდინეთ სათანადო ექსპერტიზის მოგროვება. ამ ეტაპზე გვყავს იდენტიფიცირებული პროფესიონალების გუნდი,
EY-ს და გარე ექსპერტების კონსორციუმის სახით, რომელთაც აქვთ დიდი გამოცდილება სწორედ ჯანდაცვის სფეროში კონსოლიდირებული შესყიდვების რეფორმის გატარების.
საუბარია თურქეთის მაგალითზე, რომელიც ამ რეფორმას 10-ზე მეტი წელია ატარებს და აქვს მნიშვნელოვანი მიღწევები ამ მიმართულებით. ჩვენ მზად ვართ, მცირე მოსამზადებელი პერიოდის შემდეგ, წარმოგიდგინოთ პრეზენტაცია სადაც განხილული იქნება თურქეთის და სხვა გლობალური მაგალითები,
მათი შედეგები და მიმოხილვა თუ როგორ შეიძლება ამან იმუშაოს საქართველოში. ჩვენი ექსპერტები მზად იქნებიან ჩამოვიდნენ საქართველოში, გააკეთონ ამ პრეზენტაციის წარდგინება და ჩაატარონ სამუშაო შეხვედრა.
გთხოვთ შეგვეხმიანოთ, რათა ეს პროცესი გადავიყვანოთ მუშა რეჟიმში და მოვახერხოთ წლის ბოლომდე სამინისტროებისთვის რეფორმის დასაწყებად საჭირო ინფორმაციული მხარდაჭერის უზრუნველყოფა. აქვე
გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეს ღონისძიებები ჩვენი მხრიდან განხილულია, როგორც ჩვენი შესაძლებლობების დემონსტრირების ეტაპი, და სამინისტროს მხრიდან დანახარჯებთან არ იქნება დაკავშირებული. ამავე დროს, ვთვლით რომ ერთი ქვეყნის მაგალითის და მისი შედეგების განხილვა, ასევე
სამუშაო შეხვედრა ამ რეფორმის უშუალო შემსრულებლებთან საკმარისი იქნება სამინისტროსთვის რეფორმის ჩატარებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად და რეფორმის შემდეგ ეტაპებზე გადასასვლელად.
წინასწარ გიხდით მადლობას და ველით თქვენს შეხმიანებას.
პატივისცემით / Regards,
--
Ruslan Khoroshvili | Country Managing Partner
EY Georgia LLC
Office: +995 (32) 215 88 11 |
Ruslan.Khoroshvili@ge.ey.com
Thank you for considering the environmental impact of printing this email.