| From : | Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge> |
| To : | David <Sergeenko> |
| Subject : | TB/HIV/HCV integrated screening in PHC _Samegrelo Pilot_ launching date |
| Cc : | Zaza Sopromadze; Nino Berdzuli; mdarakhvelidze@moh.gov.ge; Sopo Belkania; Irma Khonelidze; Paata Imnadze |
| Received On : | 29.10.2017 10:47 |
ბატონო
დავით,
შესაძლოა
გახსოვთ,
გვქონდა
საუბარი
სამეგრელო -
ზემო
სვანეთის
რეგიონში
გლობალური
ფონდის
მხარდაჭერით
პილოტური
პროექტის
განხორციელების
თაობაზე.
პროექტის
მიზანია
ტუბერკულოზის,
აივ/ინფექცია
შიდსის, C
ჰეპატიტის
სკრინინგისა
და
დროული
გამოვლენის
შესაძლებლობების
განვითარება
პირველადი
ჯანდაცვის
რგოლში,
ასევე,
ამ
მიზნით
ადგილობრივ
დონეზე
სახელმწიფო/კერძო
პარტნიორების
მობილიზება
და
დაავადებათა
მართვის
ჰორიზონტალური
ინტეგრაციის
ხელშეწყობა.
აღნიშნული
მიზნის
მისაღწევად
დაგეგმილია
სხვადასხვა
აქტივობები,
კერძოდ:
მოსახლეობის
ინფორმირებულობის
ამაღლება
ტუბერკულოზის,
აივ/ინფექცია
შიდსის, C
ჰეპატიტის
შესახებ,
პირველადი
ჯანდაცვის
დონეზე
ტუბერკულოზის,
აივ/ინფექცია
შიდსის, C
ჰეპატიტის
სკრინინგის
სერვისების
ინტეგრირებული
მოდელის
შემუშავება
დაავადებათა
ადრეული
გამოვლენისა
და
ეფექტური
რეფერალის
უზრუნველყოფის
მიზნით,
ტრენინგების
განხორციელება,
სკრინინგის
სერვისების
კოორდინაციის
მექანიზმების
შექმნა
ადგილობრივ
დონეზე.
„სამეგრელოს
პილოტი“
იქნება
დაავადებათა
ინტეგრირებული
მართვის
მოდელის (ამ
ეტაპზე
ადრეულ
გამოვლენა/სკრინინგზე
ფოკუსით)
შემუშავებისა
და
დანერგვის
პირველი
მცდელობა.
პროექტის
განხორციელებისთვის
ვთანამშრომლობთ
საოჯახო
მედიცინის
სასწავლო
ცენტრთან (ხელმძღვანელი
ქ.ნი
ირინა
ქაროსანიძე,
შეირჩა
ტენდერის
გზით).
აღნიშნული
პროექტის
წარმატებით
განხორციელებისთვის
მნიშვნელოვნად
მიგვაჩნია
თქვენი
პირადი
ჩართულობა
და
ასევე,
მხარდაჭერა
ადგილობრივი
ხელისუფლების
აქტიური
მონაწილეობის
უზრუნველსაყოფად.
პროექტის
წარდგენა/ლონჩინგი
გვინდა
დავგეგმოთ
ნოემბრის
ბოლოს,
ზუგდიდში (ველოდებოდით
არჩევნების
დასრულებას),
ასევე
გვინდა
ეს
ღონისძიება
ჩავატაროთ
TAG სხდომამდე.
აღნიშნულის
და
უკვე
დაგეგმილი
ღონისძიებების
გათვალისწინებით
სასურველია
შეირჩეს 20
ნოებრის
კვირაში
თქვენთვის
მისაღები
დღე.
ღონისძიების
დეტალების
შესათანხმებლად,
ჩვენი
ცენტრიდან
გლობალის
ჯგუფი
იმუშავებს
სამინიტროსთან
პატივისცემით,
ამირანი