საბჭოს პატივცემულო წევრებო,
მოგეხსენებთ, რომ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან ხელშეკრულება # GF-T/ET/S-538 ფარგლებში University Research Co.-ს ფილიალი საქართველოში (გეგმის მომზადებაზე პასუხიმგებელი პირი: თამარ გაბუნია, მულტირეზისტენტული ტუბერკულოზისა და ჯანდაცვის სისტემების გაძლიერების სპეციალისტი) მუშაობს 2019-2022 წლებისთვის ტუბერკულოზის ეროვნული სტრატეგიის განახლებაზე.
ტუბერკულოზის სტრატეგიის ჩარჩო განიხილა და დადებითად შეაფასა პოლიტიკისა და ადვოკატირების კომიტეტმა 2018 წლის 29 მარტის სხდომაზე. კომიტეტის შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სტრატეგიის ჩარჩო ყოვლისმომცველია და ფარავს ყველა პრიორიტეტულ სფეროს, ასევე შესაბამისობაშია გლობალური სტრატეგიის პრიორიტეტებთან. კომიტეტი დაეთანხმა შემოთავაზებულ სტრუქტურას. ამავდროულად აღინიშნა, რომ მუშაობის პროცესში და სხვადასხვა მხარესთან ჩატარებული კონსულტაციების საფუძველზე შესაძლებელია მოხდეს აქტივობების დონეზე ახალი კომპონენტების გაჩენა, მაგრამ ეს არ შეეხება მაღალი დონის სტრატეგიულ ამოცანებსა და ინტერვენციებს.
დანართის სახით შესათანხმებლად გიგზავნით ტბ სტრატეგიის ჩარჩოს, ასევე სტრატეგიის მომზადების ეტაპებსა და ვადებს. მოგმართავთ თხოვნით განიხილოთ მოწოდებული დოკუმენტი და მოგვაწოდოთ თქვენი კომენტარი, აღნიშნულის არსებობის შემთხვევაში, სასურველია არაუგვიანეს მიმდინარე წლის 3 აპრილის 16:00 საათისა. მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ დოკუმენტი შეთანხმებულად ჩაითვლება საბჭოსთან.
პატივისცემით,
ნათია ხონელიძე