From : Amiran Gamkrelidze <a.gamkrelidze@ncdc.ge>
To : David Sergeenko; vkvaratskhelia@moh.gov.ge
Subject : UBA/WHO-ს პროექტის ქიმიური ნივთიერებების რეესტრის შესახებ
Received On : 16.08.2016 11:21
Attachments :

      ბატონო დავით,

      ბატონო ვალერი,

 

    სსიპ ლ. საყვარელიძის სახ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში 2015 წლიდან მიმდინარეობს  WHO-ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გარემოს და ჯანმრთელობის ბონის (გერმანია) ოფისის მხარდაჭერით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ერთობლივი პროექტი „საკანონმდებლო და სამოქმედო ჩარჩოს შემუშავება საშიშ ქიმიურ ნივთიერებებზე ინფორმაციის შეგროვებისა და გაზიარების მიზნით საქართველოში“ 2017 წლის მაისის ჩათვლით. პროექტის შესახებ მსჯელობა გაიმართა თქვენთან 2015წლის  30 ივნისს გამართული შეხვედრის დროს  გერმანიის გარემოს, ბუნების დაცვისა და ბირთვული უსაფრთხოების ფედერალური სამინისტროს  გარემოს დაცვის ფედერალური სააგენტოს პრეზიდენტის ქალბატონ მარია კრაუზბერგერის ვიზიტის დროს.  გერმანიის გარემოს დაცვის ფედერალური სააგენტო (UBA), საერთაშორისო საკონსულტაციო დახმარების პროგრამის ფარგლებში, მხარს უჭერს პროექტების განხორციელებას აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში.

 

     2009 წელს საქართველოში ქიმიური ნივთიერებების მართვის მრავალდარგობრივი შეფასების საფუძველზე, შემუშავდა  საქართველოს ქიმიური პროფილი“. საქართველოში ქიმიური ნივთიერებების რაციონალური მართვის გახორციელებისათვის ინფორმაციის შეგროვება და გავრცელება აღიარებულ იქნა, როგორც „დიდი ხარვეზი“. ინფორმაციის შეგროვების სისტემის გაუმჯობესება გახდა უფრო კრიტიკული მას შემდეგ, რაც საქართველო2013 წელს მოაწერა ხელი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებ.

 

    პროექტის მიზანია დაინტერესებული მხარეების საჭიროების შეფასება საშიში ქიმიური ნივთიერებების ინფორმაციული ბაზების უზრუნველყოფისა და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვისათვის. შესაბამისი საკანონმდებლო და სამოქმედო ჩარჩოს შემუშავება. საშიში ქიმიური ნივთიერებების თაობაზე ინფორმაციის შეგროვებისა და გაზიარების მიზნით მომზადდება  რეესტრი/ინვენტრიზაციის მოდელი.

 

    პროექტი ხელს შუწყობს  საქართველოში საშიშ ქიმიური ნივთიერებების სათანადო მართვის, „ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების  შემცირების ეროვნული სტრატეგიის 2015-2019 წლების სამოქმედო გეგმის მოთხოვნების შესრულებას, საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკის განსაზღვრას ადამიანის ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და საშიში ქიმიური ნივთიერებების მავნე ზემოქმედების პრევენციას.

 

პროექტის განხორცილება მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

 

1.      სიტუაციური ანალიზი- საშიში ქიმიური ნივთიერებებზე ინფორმაციის შეგროვებისა და გაცვლის, დაინტერესებულ მხარეთა საჭიროებები ქიმიური ნივთიერებების რაციონალური მართვის განსახორციელებლად  საქართველოში.

2.      გამოცდილების გაზიარება მოქმედი საშიში ქიმიური ნივთიერებების რეგისტრის ფუნქციონირების გაცნობა. პროექტის კოორდინატორები ორივე სამინისტროს მხრიდან, კერძოდ: ეროვნული ცენტრის გარემოს ჯანმრთელობის სამმართველოს უფროსი ნანა გაბრიაძე და საქართველოს გარემოს  და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამმართველოს უფროსის მოადგილე ირმა გურგულიანი მიემგზავრებიან 12-16 სექტემბრის განმავლობაში გერმანიის შემდეგ ქალაქებში ბერლინი, დესაუ, დორტმუნდი, ბონი  პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების მიზნით.

3.      საშიში ქიმიური ნივთიერებების შესახებ რეესტრი/ინვენტრიზაციის მოდელის მომზადება ( ქართველ ექსპერტებთან ერთად სლოვენიიდან დაიგეგმა 2 საინფორმაციო ტექნოლოგიების ექსპერტის ვიზიტი მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს, რომელიც დაეხმარება ქართველ ექსპერტებს რეესტრის შემუშავებაში).

4.      საშიში ქიმიური ნივთიერებების ინვენტარიზაციის მოდელისა და ოპერაციული ჩარჩო განხილვის მიზნით, მიმდინარე წლის ოქტომბრის თვის დასასრულს (მიმდინარეობს თარიღის შეთანხმება) ჩატარდება ეროვნული სემინარი, გერმანელი, ჯანმო-ს და ქართველი ექსპერტების და ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით.  შეხვედრის დროს მოხდება  მოდელირება რეგისტრაცია / ინვენტარიზაციის  საპილოტო გამოცდა მისი ფუნქციონირების შესაფასებლად.

5.      შემუშავდება საჭირო საკანონმდებლო ნორმატიული აქტების ცვლილებების პროექტები რეგისტრის დანერგვისათვის.

 

    პროექტის  პირველი ეტაპის განხორციელებისას ეროვნული ექსპერტების მიერ, გერმანელ კოლეგებთან შეთანხმებით, შეფასდა საშიში ქიმიური ნივთიერებებზე ინფორმაციის შეგროვებისა და გაცვლის, დაინტერესებულ მხარეთა საჭიროებები ქიმიური ნივთიერებების რაციონალური მართვის განსახორციელებლად  საქართველოში, რომელიც ჩვენი აზრით შეიცავს რამდენიმე სენსიტიურ საკითხს (ყვითლად არის მონიშნული ანგარიშში).

 

გერმანიის გარემოს ფედერალურ სააგენტოსთან გვაქვს ვალდებულება, სიტუაციური ანალიზი გავუზიაროთ ყველა დაინტერესებულ მხარეს (სამინისტროები, სააგენტოები, საწარმოები, არასამთავრობო ორგანიზაციები). ოქტომბრის თვის ბოლოს დაგეგმილ სემინარზე უნდა გაიმართოს  მსჯელობა იმ ნაკლოვანებების შესახებ, რაც აღმოჩნდა შეფასების დროს.

 

      რადგანაც სიტუაციური ანალიზის ზოგიერთი საკითხი გახლავთ სენსიტიური, ჩვენი აზრით, სასურველია ის საჯარო გახდეს 10 ოქტომბრის შემდეგ ან, ამ ეტაპზე გადაეგზავნოს მხოლოდ ძირითად სამინისტროებს (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, საქართველოს შემოსავლების სამსახური). 

    გთხოვთ თქვენს შემდგომ მითითებას.

 

წერილს თან ერთვის სიტუაციური ანალიზი.

 

პატივისცემით,

 

ამირანი