| From : | nodisharia@moh.gov.ge |
| To : | David <Sergeenko> |
| Subject : | While i'm gone |
| Received On : | 19.08.2016 13:45 |
ბატონო დავით,
როგორც დაგპირდით, გწერთ. შემდეგ კვირას „მთავრობაზე“ იუსტიციის სამინისტრომ შესაძლოა განსახილველად ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე დადგენილება გამოიტანოს.
ეს დადგენილება ყველა უწყებასთან ერთად გაიარეს, ამიტომ ჩვენგან სულ ბოლოს რამდენიმე უმნიშვნელო ტექნიკური შენისვნა გავუგზავნეთ.
რაც შეეხება თვითონ დადგენილებას: ეს დადგენილბა აფართოებს უწყებების წრეს, რომელებსაც დაევალებათ ბავშვე ძალადობის რეფერირება, ძალადობის პრევენციის და რეაგირების კუთხით.
აქამდე ეს პროცესი 3 მინისტრის ბრძანებით რეგულირდებოდა (თქვენ, განათლება და შსს), ეხლა დაემატება, პროკურატურა, სპორტი/ახალგაზრდობა, ადგილობრივი თვითმმართველობები, ბაღები, კულტურა, სასჯელაღსრულება და პრობაცია.
შესაძლო კითხვა მავანთაგან: რატომ გამოიტანა დადგენილება იუტიციამ და არა ჯანდაცვამ? : ცოტა ხნის წინ მოხდა რამოდენიმე კანონში ცვლილება, რომლებიც შეეხებოდა მიუსაფარ ბავშვებს, რომელიც ტრაფიკინგის საბჭომ (წულუკიანია საბჭოს თავჯდომარე) და იუსტიციის სამინისტრომ წარუდგინა პარლამენტს, ეს რეფერალის დოკუმენტი ამ კანონის აღსრულების ერთ ერთი მექნიზმია და ლოგიკურად კოორინაციას სათავეში ჩაუგდა იუსტიციის სამინისტრო.
რაც შეეხება პროცესს, როგორც უკვე მოგახსენეთ ყველა უწყება იყო ჩართული ამ დოკუმენტის შემუშავებაში, ჩვენ რამდენჯერმე დავაყანეთ საკითხი ამ დოკუმენტის დამტკიცებამდე გაზიარების მნიშვნელობის შესახებ, თუმცა იუსტიციის სამინისტრომ არაფრით არ გაიზიარა ჩვენი მოსაზრება.
ჩვენი შემდეგი ნაბიჯი: როგორც კი დამტკიცდება დადგენილება, სოციალური მომსახურების სააგენტო გაწერს შიდა ინსტრუქციას სოციალური მყუშაკებისთვის და დაინტერესებულ მხარეებს ჩართავს შემუშავების პროცესში.
ბატონო დავით ტელეფონი ჩართული მაქვს და რამე თუ დაგჭირდათ ხაზზე ვიქნები.
საუკეთესო სურვილებით,
ნუცი