From : Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>
To : David <Sergeenko>
Subject : World Hepatiti Day
Cc : Zaza Sopromadze; Nino Berdzuli; mdarakhvelidze@moh.gov.ge; Sopo Belkania; Maia Tabagari
Received On : 11.07.2017 16:14
Attachments :

ბატონო დავით,

 

როგორც მოგეხსენებათ, ა.წ. 28 ივლისს ჯანმოს ევროპის ოფისის ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით დაგეგმილია ღონისძიება, რომელიც ეძღვნება ჰეპატიტების მსოფლიო დღეს.

 

ღონისძიება გაიმართება  28 ივლისს, 9.30  -15.00 საათზე  სასტუმრო ‘’ ქორთიარდ მარიოტში’’ . შეხვედრაში ჯანმოს გარდა ასევე მონაწილეობს ჰეპატიტების მსოფლიო ალიანსი და აშშ  დაავადებათა კონტროლის ცენტრები.   

საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის წარმატებული განხორციელების გასაზიარებლად 27 ივლისს ჩვენს ცენტრში ჯანმო-ს თხოვნით ეწყობა სასწავლო ტური უკრაინის, სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვას და უზბეკეთის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისათვის. ასევე დაგეგმილია მათი ვიზიტი სხვადასხვა კლინიკებში. შეთანხმებისამებრ, თქვენი განრიგის მიხედვით დაიგეგმება შეხვედრა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან.

 

წერილს თან ერთვის შემდეგი დოკუმენტები:

1.      28 ივლისის ღონისძიების დღის წესრიგი ( სამუშაო ვარიანტი)

2.      27 ივლისის სასწავლო ტური დღის წესრიგი (სამუშაო ვარიანტი)

3.      ჰეპატიტების კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების ჩამონათვალი თბილისსა და რეგიონებში

4.      ზიანის შემცირების ქსელის მიერ დაგეგმილი ღონისძიებები

ყველა ეს დოკუმენტი წინასწარია და მომავალი ორი კვირის განმავლობაში დაიხვეწება შენიშვნების მიხედვით.

 

 

პატივისცემით

 

 

ამირანი