From : Mariam darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>
To : David <Sergeenko>
Subject : antenataluri
Received On : 05.02.2018 07:52

ბატონო დავით,

 

როგორც მოგახსენეთ, ანტენატალური პროგრამის სერვისის მიმწოდებლისათვის განსაზღვრულ პირობაში განვახორციელეთ დამატება (სამშობიაროებისათვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დაწესებული პირობის ანალოგიით):

 

,,1. ...2018 წლის 1 თებერვლიდან, ამ პროგრამის მიზნებისთვის, თვითმმართველ ქალაქებში - ქ. თბილისში, ქ. ქუთაისსა და ქ. ბათუმში, მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია:

           

            ბ) პირი/დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს ანტენატალური სერვისის მიწოდებას, შესაბამისი სამედიცინო საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, უშუალოდ, მესამე პირ(ებ)ის გარეშე, კონკრეტული ფაქტობრივი მისამართის მიხედვით და რომლის მიერ საანგარიშგებო წლის წინა წლის განმავლობაში გატარებული ორსულთა საერთო რაოდენობა ≥300-ზე. აღნიშნული პირობა არ ვრცელდება იმ სუბიექტზე, რომლმაც კანონმდებლობის შესაბამისად ანტენატალური სერვისის მიწოდება დაიწყ საანგარიშგებო წლის წინა წელს ისე, რომ ანტენატალური სერვისის მიწოდების დაწყებიდან არ შესრულებულა საანგარიშგებო წლის წინა სრული კალენდარული  წელი.“;

შესაბამისად, კლინიკა ,,მედიჰელსზე“, რომელმაც 2017 წლის 8 ნოემბერს დაიწყო აღნიშნული საქმიანობა და ამავე თვეში ჩაერთო ანტენატალურ პროგრამაში, 2018 წელს ანტენატალურ პროგრამაში ჩართვაზე შეზღუდვა არ გავრცელდება.

მთავრობის დადგენილებაში ცვლილების პროექტი უკვე იურიდიულ სამსახურშია და უახლოეს პერიოდში გაიგზავნება მთავრობის კანცელარიაში.

აღნიშნული პროექტის თაობაზე, ასევე, ინფორმაცია აქვს სოციალური მომსახურების სააგენტოს და ელოდებიან მის დამტკიცებას.

 

პატივისცემით,

მარინა დარახველიძე