ბატონო დავით, სალამი,
გილოცავთ ძველით ახალ წელს! მრავალს დაესწარით!
გიგზავნით ინფორმაციას ფსიქიატრიის საინფორმაციო ბანკთან დაკავშირებით:
1. მოვიძიეთ ბაზის ადგილსამყოფელი - თავის დროზე ის გაკეთდა USAID -ის
პროგრამის ფარგლებში, შემდეგ გადავიდა სოც. სააგენტოში. ამიტომ შეხვდნენ ალეკო
ტურძილაძეს და შემდეგ სოც. სააგენტოს IT დეპარტამენტის წარმომადგენლებს;
ამჟამად არ არსებობს საინფორმაციო ბანკის ცალკე პროგრამა. USAID -ის
პროგრამა წარმოადგენს სოც. მომსახურების სააგენტოს ამბულატორიული
მოდულის ნაწილს. მასში განთავსებული ინფორმაცია მიბმულია
ამბულატორიული პაციენტების დაფინანსების ნაწილზე, შესაბამისად, იგი არ
მოიცავს ფსიქიატრიული პაციენტების შესახებ ბევრ ინფორმაციას და არ პასუხობს
ფსიქიატრიული კანონით განსაზღვრულ „ერთიანი საინფორმაციო ბაზის“ შინაარს და
დატვირთვას (მაგალითად, არ შედის ისეთი მონცემები, რაც ბრძანებითაა საჭირო:
პაციენტის განათლება, ოჯახური მდგომარეობა, პროფესია, დასაქმებულია თუ არა,
ქმედობაუნარიაობის შესახებ ინფორმაცია, მკრნალობის სახე (ნებაყოფლობითი/
არანებაყოფლობითი), გარდაცვალების მიზეზი).
სააგენტოს პროგრამისტების განმარტებით, სირთულეს არ წარმოადეგნს
პროგრამაში ველების დამატება, რასაც ჩვენ საჭიროდ ჩავთვლით, თუმცა თუ
არ გვექნება აღსრულების და კონტროლის ქმედითი ბერკეტი, მასში შესაძლოა
მაინც არ მოხვდეს რომელიმე კლინიკაში/ამბულატორიაში არაპროგრამულად
შესული პაციენტები (მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, მომავალში ასეთი
უფრო ბევრი იქნება), ამიტომ, მოსაფიქრებელი გვექნება ინფორმაციის წარმოდგენის
ვალდებულება. სტაციონარში ეს ადვილია - სანებართვო პირობებს დავამატებ, ხოლო
ამბულატორია - მოგვიწევს მაღალ რისკის საქმიანობაში გავიყვანო. ვთქვათ,
ნარკოლოგიურ საქმიანობასთან ერთად, თუ ნებას დამრთავთ.
2. საინფორმაციო ბაზის მფლობელობას რაც შეეხება, როგორც უკვე ბრძანეთ, ამ
ეტაპზე იყოს სოც. საგენტოში. თუ სამუშაო პროცესის მსვლელობაში რაიმე სხვა
აუცილებლობა გამოიკვეთა ამასთან დაკავშირებით, შეგატყობინებთ.
3. სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების თანამშრომლებმა ითხოვეს დრო
სამშაბათამდე, რათა საკითხი საფუძვლიანად შეისწავლონ. ამის შემდგომ
შედგება ჩვენი განმეორებითი შეხვედრა. შეხვედრა შეეხება მხოლოდ პროგრამულ
ნაწილს (ტექნიკურ) ხოლო სხვა საკითხებზე ჩვენ პარალელურ რეჟჳმში ვაგრძელებთ
მუშაობას.
ფსიქიურად დაავადებულ პირთა ერთიანი საინფორმაციო ბანკის საკითხებთან
დაკავშირებით დავალება მივეცი რეგულირების სამმართველოს - მარინა ლაცაბიძეს
(ძირითადი შემსრულებელი), ასევე დაეხმარება ფსიქიატრიის პროგრამის
კოორდინტორი(მადონა ასათიანი).
4. ფსიქიატრიული ფორმა 100/ა -ს პირველადი პროექტიც გავაკეთეთ. იმ მოთხოვნების
მიხედვით, რაც არსებული კანონმდებლობით იარაღის ტარებისათვის პირობები
მოითხოვება, მოქალაქეს დეკლარირებულად დასჭირდება 2 ფორმა 100/ა - ერთი
განცალკევებით ,,ფსიქო“, რომელსაც ვაკეთებთ, მეორე (არსებული, ჩვეულებრივი) -
სხვა სპეციალისტების დაასკვნებისათვის. ვფიქრობ, ამით არაფერი არ იცვლება.ახლაც
ასე კეთდება პრაქტიკულად.
პატივისცემით,
მარინა დარახველიძე