From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David <Sergeenko>
Subject : mediamonitoringi 21.03.18
Cc : Zaza Sopromadze; Tamar Barkalaia; Maia Lagvilava; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; Kakhaber Dzimistarishvili; dtorua@moh.gov.ge; maiatabagari@gmail.com; Maia Tabagari; mdarakhvelidze@moh.gov.ge; Natia Khmaladze; Elza Jgerenaia; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia; tgamkrelidze@ssa.gov.ge; Noe Kinkladze; lugulava@moh.gov.ge; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili; Natia Tevdorashvili; Nino Mamaladze; Nino Odisharia; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Tea Bakradze; Nini Talakhadze; mjhvania@moh.gov.ge; sbelkania@moh.gov.ge; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; tako.sarishvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; pr@ssa.gov.ge
Received On : 21.03.2018 08:54
Attachments :

მედიამონიტორინგი 21.03.2018 ტელევიზია 21.03.2018 არხი: იმედი გადაცემა: იმედის დილა დასაქმების მხარდამჭერი ახალი მოდელები დასაქმების მხარდამჭერი ახალი მოდელები. 100 დასაქმებული ადამიანი, 240 ახალი მცირე ბიზნესი და ტრენინგები, რომელიც 3000 ადამიანმა გაიარა. ეს ევროკავშირის მიერ დასაქმების და პროფესიული განათლების სფეროში განხორციელებული 4 საგრანტო პროექტის შედეგია. "ყველა ჩვენგანი დასაქმების უნარიანია". რას გულისხმობს ინოვაციური მიდგომები, რომელიც პროექტის ფარგლებში დაინერგა. თემაზე ევროკავშირის პროგრამის მენეჯერი ნინო ყოჩიშვილი საუბრობს. "ყველა ჩვენგანი დასაქმების უნარიანია, ეს არ არის უბრალოდ სიტყვები, ეს არის ჩვენი პროექტების მიერ განხორცოელებული აქტივობების შედეგები." http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5114088 21.03.2018 არხი: იმედი გადაცემა: იმედის დილა ძიძები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის გარეშე ვეღარ იმუშავებენ http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5113958 21.03.2018 არხი: რუსთავი 2 გადაცემა: კურიერი 09:00 ოკუპირებული ცხინვალის დასკვნა ტატუნაშვილის გარდაცვალებაზე- რა წერია წითელი ჯვრისთვის გადაცემულ დოკუმენტში, ამ დრომდე უცნობია არჩილ ტატუნაშვილი ოკუპირებული ახალგორიდან, მკვლელობიდან 26-ე დღეს გადმოასვენეს. ოკუპირებული ცხინვალის ხელისუფლებამ ცხედარი ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად ქართულ მხარეს წითელი ჯვრის ორგანიზაციის წარმომადგენლების თანდასწრებით გადასცეს. რა წერია ცხინვალის მიერ გადმოცემულ დასკვნაში სიკვდილის მიზეზებთან დაკავშირებით - დეტალები ამ დრომდე უცნობია - დოკუმენტი წითელმა ჯვარმა შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე გადასცა, თუმცა ოკუპირებულ რეგიონში ტატუნაშვილის დაღუპვის მიზეზად გულის უკმარისობას ასახელებენ. მანამდე კი ამტკიცებდნენ, რომ მისი გარდაცვალება კიბეზე დაგორებას უკავშირდებოდა. გადმოსვენების პროცესს მთავრობის წევრების გარდა სახალხო დამცველიც ესწრებოდა. ნინო ლომჯარია: "მნიშვნელოვანია ჩატარდეს კომპლექსური, მაღალი ხარისხის ექსპერტიზა. შემდეგი ნაბიჯი არის დადგინდეს ტატუნაშვილის გარდაცვალების მიზეზები. ჩვენთვის არ არის ცნობილი რა წერია დასკვნაში". http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5113838 20.03.2018 არხი: მაესტრო გადაცემა: დღის მთავარი თემა 21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა 21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. როგორ ხვდება საქართველო ამ საერთაშორისო დღეს და რა ღონისძიებები იგეგმება ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით. რას ვმატებ საზოგადოებას სწორედ ასეთია წლევანდელი წლის საერთაშორისო კამპანიის გზავნილი. http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5113655 20.03.2018 არხი: მაესტრო გადაცემა: დღის მთავარი თემა 2017 წელს, სადაზღვევო სექტორმა პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 441 მლნ ლარზე მეტი პრემია მოიზიდა. 2017 წელს, სადაზღვევო სექტორმა პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 441 მლნ ლარზე მეტი პრემია მოიზიდა, ხოლო მისმა წმინდა მოგებამ 20 მლნ ლარს გადააჭარბა. 2016 წელთან შედარებით შარშან კომპანიებს გაეზარდათ როგორც მოზიდული პრემიის მოცულობა, ისე წმინდა მოგება, აქტივები და კაპიტალიც. http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5113594 20.03.2018 არხი: მაესტრო გადაცემა: ახალი ამბები 18:00 საპენსიო რეფორმა საპენსიო რეფორმის თაობაზე მსჯელობა გრძელდენა. "გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანა განვითარების უმნიშვნელოვანეს ეტაპზეა, ახლა იწყება საპენსიო სისტემის შექმნა და ცამოყალიბება, საქმე არ ეხება მხოლოდ საპენსიო ასაკის ადამიანებს, საქმე ეხება ყველა მოქალაქეს. პროექტი უკვე პარლამენტშია, საინტერესოა რომ წამყვანმა კომიტეტებმა მას მხარი არ დაუჭირეს. სოციალ-დემოკრატებს კი რეფორმის ალტერნატიული ვერსია აქვთ. კონკრეტულ იდეაზე ბექა ნაცვლიშვილი ისაუბრეს. ბექა ნაცვლიშვილი "ეს არანაკლებ მნიშვნელოვანი რეფორმაა, ვიდრე ნებისმიერი საკონსტიტუციო ჩანაწერი, რომელიც აისახა ახალ საკონსტიტუციო რედაქციაში, რადგან პენსია ეხება ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს. ამიტომ ჩვენ მივმართეთ მთავრობას, რათა დროებით მაინც მოხდეს ამ კანონოპროექტის შეჩერება, რათა მოხდეს სხვადასხვა ალტერნატივის განხილვა." "რეფორმა რა თქმა უნდა აუცილებელია, მაგრამ აქვს რიგი ხარვეზები. ჩვენი ხედვა გულისხმობს, ყოველ წელს პენსიის 2%-ით ზრდას. ჩვენ შემოგვაქვს მეორე სვეტი, რომლის საფუძველზეც შვილების თაობა უზრუნველჰყოფს მშოვლების თაობის პენსიას. ჩვენი სისტემის საფუძველზე, ის ადამიანები, რომლებიც 2019 წელს გავლენ პენსიაზე უკვე მიიღებენ გაზრდილ პენსიას." "ნებაყოფლობითი რომ იყოს ყველაფერი, ეს საპენსიო სისტემა ვერც მთავრობის და ვერც ჩვენი შემოთავაზების შემთხვევაში ვერ განხორციელდებოდა. იმიტომ რომ ამის გამცდილება არ გვაქვს." "უზრუნველყოფილი იქნება გამოთანაბრება, ადამიანები, რომელთაც დაბალი შემოსავალი აქვთ, ისინი მიიღებენ უფრო მეტად გაზრდილ დანამატს, ვიდრე ის ადამიანები, რომლებსაც საქსტატის მიერ დადგენილ საშუალო ხელფასზე უფრო მეტი აქვთ ხელფასი." "კერძო სექტორიდან არის პოზიტიური დამოკიდებულება მთავრობის მიერ შემოთავაზებულ რეფორმასთან დაკავშირებით, ჩვენ ვართ ერთ-ერთი ყველაზე დაბალი გადასახადების მქონე ქვეყანა. 2%-ზე თუ ვსაუბრობთ ეს არანაირი დანაკლისი არ არის, იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ ბიზნესისთვის სხვა ფული, ე.წ გრძელი ფული გახდება ხელმისაწვდომი." "ადამიანები, რომლებიც ჩაერთვებიან სისტემაში ჩვენი შემოთავაზების საფუძველზე, მყისიერად, მეორე წელსვე მიიღებენ გაზრდილ პენსიას. ჩვენ ასევე ვთავაზობთ მექანიზმს, თუ როგორ უნდა გაიზარდოს საბაზისო პენსია." http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5113140 20.03.2018 არხი: ტელეკომპანია აჭარა გადაცემა: მთავარი 18:00 ბათუმში ორსართულიანი სახლის სახურავიდან მუშა ჩამოვარდა და დაიღუპა. თვითმხილველები ყვებიან, რომ მამაკაცი სახლზე საწვიმარ მილს ცვლიდა, რა დროსაც ფეხი დაუცურდა და გადმოვარდა. აღნიშნულ ადგილას, სარეაბილიტაციო სამუშაოები მერიის პროგრამის ფარგლებში ხორციელდებოდა. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მივიდა, მედიკოსებმა დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა 32 წლის კაცი ტრანსპორტირებისას გარდაიცვალა. http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5113132 იმედი ქრონიკა - http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5113507 მაესტრო - http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php? id=5113543 --- 20.03.2018 არხი: მაესტრო გადაცემა: ახალი ამბები 12:00 ჯგუფი ფსიქიკური ჯანმრთელობის სტრატეგიასა და სტაციონარულ მომსახურებაში არსებული პრობლემების გადაჭრაზე მუშაობს. ჯანდაცვის სამინისტროში ჯგუფის მეორე შეხვედრა უკვე შედგა, სადაც კრიზისების დაძლევის გეგმა შეიმუშვეს. იმსჯელეს ჯგუფის შემადგენლობასა და ფუნქცია- მოვალეობებზეც. ჯგუფის შემადგენლობაში ჯანდაცვის უწყების, სახალხო დამცველის აპარატის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელი და დარგის ექსპერტები შედიან. http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5112034 კავკასია - http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php? id=5113505 --- 20.03.2018 არხი: მაესტრო გადაცემა: ახალი ამბები 12:00 გუდაურში დაშავებული ოთხი პაციენტი ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში მკურნალობას განაგრძობს. ერთ-ერთი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5112022 --- ინტერნეტი 21.03.2018 მედიასაშუალება: ინტერპრესნიუსი http://www.interpressnews.ge/ge/regioni/484089-rusthavshi-bunebrivi- airith-sami-adamiani-moitsamla.html რუსთავში ბუნებრივი აირით სამი ადამიანი მოიწამლა რუსთავში, ვაჟა ფშაველას ქუჩის #8 საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირით სამი ადამიანი მოიწამლა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიცია. სასწრაფო სამდიცინო დახმარების ბრიგადებმა ინტოქსიკაციის სიმპტომებით სამივე პაციენტი კლინიკა ,,რუსთავში" გადაიყვანეს. როგორც ,,ინტერპრესნიუსს" კლინიკაში განუცხადეს, პაციენტების მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. წინასწარი ინფორმაციით, ინტოქსიკაციის მიზეზი ტექნიკური ნორმების დარღვევით დამონტაჟებული წყლის გამათბობელი გახდა. 20.03.2018 მედიასაშუალება: კვირა ჯი http://kvira.ge/387417 21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს 21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. სახალხო დამცველი ნინო ლომაჯარია, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ მისი აღნიშვნა დაუნის სინდრომის მქონე პირების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. “2018 წელს ამ დღის აღნიშვნის თემა – „რას ვმატებ საზოგადოებას“ – ხაზს უსვამს დაუნის სინდრომის მქონე პირთა თანაბარ წვლილს საზოგადოებრივ, საჯარო, პოლიტიკურ, კულტურულ და ცხოვრების სხვა სფეროებში. დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების შესაძლებლობას – საკუთარი წვლილი შეიტანონ საზოგადოების ცხოვრებაში, მნიშვნელოვნად აბრკოლებს არასაკმარისი ინფორმირებულობა და ნეგატიური დამოკიდებულებები. აუცილებელია ყველა სუბიექტმა, მათ შორის სახელმწიფომ, სამოქალაქო სექტორმა, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა, დამსაქმებლებმა, ფართო საზოგადოებამ დაინახონ ეს სარგებელი და ხელი შეუწყონ დაუნის სინდრომის მქონე პირების შესაძლებლობების განვითარებას. საქართველოში დაუნის სინდრომის მქონე მოქალაქეების მიერ ადამიანის უფლებებით სარგებლობის კუთხით გადადგმული გარკვეული ნაბიჯების მიუხედავად, კვლავ რჩება წინაღობები, რომელთა აღმოფხვრის მიზნით მნიშვნელოვანია გაგრძელდეს ამ პირთა საჭიროებების გამოვლენა და ზრუნვა მათ მოგვარებაზე. უზრუნველყოფილი უნდა იქნას სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მისაწვდომობა, ხარისხიანი განათლების მიღება, დასაქმების თანაბარი შესაძლებლობა და დამოუკიდებლად ცხოვრების ხელშეწყობა. არსებული გამოწვევების დაძლევისთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფომ ქმედითი ნაბიჯები გადადგას, რაც უნდა მოიცავდეს დაუნის სინდრომის მქონე პირებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერას და გაძლიერებას, მათთვის აუცილებელი პროგრამებისა და სერვისების დაგეგმვას და განხორციელებას”,- ნათქვამია სახალო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ნინო ლომჯარია მოუწოდებს სახელმწიფოს მეტი ძალისხმევა მიმართოს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების უფლებების დაცვისკენ, რათა, მისი თქმით, მათი მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში სხვების თანასწორად იქნას უზრუნველყოფილი. პირველი - https://pia.ge/post/192952-21-marts-daunis-sindromis- msoflio-dre-arinisneba ნიუპოსტი - http://www.newposts.ge/?l=G&id=135628- %E1%83%93%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%98,%20%E1%83%A1%E1%83%98%E1 %83%9C%E1%83%93%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83% A1%E1%83%90%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%9D%E1%8 3%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9D%20%E1%83%93%E1%83%A6%E1%83%94 21.03.2018 მედიასაშუალება: ინტერპრესნიუსი სოზარ სუბარი - ძალიან მეეჭვება, რომ ტატუნაშვილის საქმეზე ცხინვალში ჩატარებული ფსევდოგამოძიება რეალობასთან ახლოს იყოს - http://www.interpressnews.ge/ge/konfliqtebi/484066-sozar-subari- dzalian-meetcveba-rom-tatunashvilis-saqmeze-ckhinvalshi-chatarebuli- fsevdogamodzieba-realobasthan-akhlos-iyos.html ქეთევან ციხელაშვილი - ტატუნაშვილის ტრაგიკული გარდაცვალების ფაქტის სათანადო გამოძიება აუცილებლად მოხდება - http://www.interpressnews.ge/ge/konfliqtebi/484065-qethevan- cikhelashvili-tatunashvilis-tragikuli-gardacvalebis-faqtis-sathanado- gamodzieba-aucileblad-mokhdeba.html 20.03.2018 მედიასაშუალება: http://batumelebi.netgazeti.ge/news/123625/ ასათიანის ქუჩაზე სახლის სახურავიდან 40 წლამდე მამაკაცი ჩამოვარდა და დაიღუპა ბათუმში, ლუკა ასათიანის ქუჩაზე მდებარე სახლის მეორე სართულიდან მუშა ჩამოვარდა. 40 წლამდე მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, მათ დაშავებული აგონიურ მდგომარეობაში დახვდათ, იგი რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავდათ და გზაში გარდაიცვალა. თვითმხილველების თქმით, მუშა მოულოდნელად ჩამოვარდა, როცა იგი მეორე სართულზე სახურავის გამოცვლას ცდილობდა. პუშკინის 98-ში (მუშა ასათიანის მხრიდან ჩამოვარდა) მუშები ძველი კორპუსის სახურავს და საწვიმარს ცვლიდნენ. სამეზობლოს თქმით, მათ სახლის შეკეთების მოთხოვნით ბათუმის მერიას მიმართეს, მუშები კი მერიამ დაიქირავა. ბათუმის მერიის ინფორმაციით, სამუშაობის მერიის დაქვემდებარებული ორგანიზაციის ააიპ „ბათუმის კორპუსის“ დაკვეთით ხორციელდებოდა. კომპანია სახლის სახურავზე თოვლდამჭერს ამონტაჟებდა. ბათუმის მერიაში ვერ გვითხრეს, რომელი კომპანია ასრულებდა სამუშაოს და რატომ არ იყო უზრუნველყოფილი უსაფრთხოების ნორმები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის შესაბამისად. აიპრეს.ჯი-http://www.ipress.ge/new/104467-batumshi-msheneblobaze- musha-daighupa ჯიეიჩენ.ჯი- http://ghn.ge/com/news/view/199629 მედიანიუს.ჯი- http://medianews.ge/ge/batumshi-msheneblobaze-mamakatsi- daighupa/41095 --- 20.03.2018 მედიასაშუალება: http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=66718 ჰაერის დაბინძურების გამო სიკვდილიანობის დონით საქართველო მსოფლიოში მე-3 ადგილზეა აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ თბილისის მასშტაბით ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვით გამოწვეული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირების ღონისძიებების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში ბოლო ათწლეულის განმავლობაში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა, რაც მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ნეგატიურად აისახება. ანგარიშში ნათქვამია, რომ 2016 წლის საერთაშორისო კვლევის თანახმად (ვაშინგტონის უნივერსიტეტი, აშშ), ჰაერის დაბინძურების გამო სიკვდილიანობის დონით საქართველო მსოფლიოში მე-3 ადგილზეა. ამასთან, ანგარიშის მიხედვით, ატმოსფერული ჰაერი ძირითადად ბინძურდება ასს-ების გამონაბოლქვით, რისი მთავარი მიზეზია მოძველებული და გაუმართავი ასს-ების რაოდენობის ზრდა. „იელის უნივერსიტეტის (აშშ) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, ზოგადი დაბინძურების დონის მიხედვით, 2016 წელს საქართველო მსოფლიოს 180 ქვეყნიდან 111-ე ადგილს იკავებს, რაც ცხადყოფს ადამიანის ჯანმრთელობისთვის რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნული საკითხის შესწავლა. ასევე, როგორც მზარდი ტურისტული პოტენციალის მქონე ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია ატმოსფერული ჰაერის მაღალი ხარისხის სტანდარტის დაცვა. საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული არასახარბიელო შედეგები უარყოფითად აისახება ქვეყნის ტურისტულ რეპუტაციაზე," - ნათქვამია ანგარიშში. ამასთან, ანგარიშის თანახმად, ატმოსფერული ჰაერის ზოგიერთი ხარისხობრივი მაჩვენებლის ფაქტობრივი დონე თბილისის მასშტაბით, ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციებს აჭარბებს. „თბილისის 3 წერტილში აღებული ჰაერის სინჯების მიხედვით, წერეთლის გამზირზე დაფიქსირდა ყველა მაჩვენებლის გადაჭარბება. 2017 წელს ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციაზე გადაჭარბების პროცენტული მაჩვენებელი ოზონის (O3) შემთხვევაში შეადგენდა 167%-ს, გოგირდის დიოქსიდი (SO2) - 155%-ს და ნახშირჟანგის (CO) - 122%-ს," - ნათქვამია კვლევაში. --- 20.03.2018 მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/483938- sapartnioro-fondsa-da-saerthashoriso-safinanso-korporacias-shoris- urthierthgagebis-memorandumi-gaformda.html „საპარტნიორო ფონდსა“ და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა სს „საპარტნიორო ფონდსა“ და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას (IFC) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. ”საპარტნიორო ფონდის” ინფორმაციით, მემორანდუმი ითვალისწინებს ფონდის საკუთრებაში არსებული კლინიკების განვითარების მიზნით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, „საპარტნიორო ფონდსა“ და IFC-ს შორის თანამშრომლობის ჩარჩო ფორმატის შემუშავებას. მემორანდუმის გაფორმებამდე, „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ IFC-ის რეგიონულ მენეჯერთან სამხრეთ კავკასიაში იან ვან ბილსენთან გამართა შეხვედრა. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს და კონკრეტული ამოცანები დასახეს. „საპარტნიორო ფონდის“ კუთვნილებაშია სამი მსხვილი კლინიკა: ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა, უნივერსალური სამედიცინო ცენტრი და თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო. „საპარტნიორო ფონდი“ ამ საავადმყოფოების განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტების სამედიცინო დაწესებულებებად გადაქცევის მიზნით, მოლაპარაკებებს პოტენციურ ინვესტორებთან და საფინანსო ინსტიტუტებთან მართავს. ურთიერთგაგების მემორანდუმს „საპარტნიორო ფონდის“ მხრიდან, ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგენელიძემ მოაწერა ხელი, IFC-ს მხრიდან კი – საჯარო-კერძო თანამშრომლობის (PPP) პროგრამის რეგიონულმა მენეჯერმა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, გიორგი პეტროვმა. „საპარნტიორო ფონდში“ მემორანდუმის ხელმოწერას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ლაგვილავა და „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილი „კლინიკების განვითარების კომპანიის“ დირექტორი თეა გიორგაძე დაესწრნენ. ნიუპოსტს.ჯი- http://www.newposts.ge/?l=G&id=168017- %E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%9C%E1%83% 98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9D,%20%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9D% E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%98 --- 20.03.2018 მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/483925- gudaurshi-dashavebuli-shvedi-turisti-romelic-orsuladaa-klinikidan- gatseres.html გუდაურში დაშავებული შვედი ტურისტი, რომელიც ორსულადაა, კლინიკიდან გაწერეს გუდაურში დაშავებულმა შვედმა ტურისტმა კლინიკა „მედიქლაბ ჯორჯია“ დატოვა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კლინიკის სამედიცინო დირექტორმა გიორგი გოცაძემ განუცხადა. მისივე თქმით, შვედი ფეხმძიმე ტურისტის მდგომარეობა სტაბილურია. ის კლინიკიდან დღეს დილით გაწერეს და აეროპორტამდე რეანომობილით გადაიყვანეს. შვედი ქალი 16 მარტს გუდაურის საბაგიროზე მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავდა. მას „მედიქლაბ ჯორჯიაში“ ძირითადად წოლითი რეჟიმი ჰქონდა დანიშნული. --- 20.03.2018 მედიასაშუალება: http://tv25.ge/news.php?lang=ge&id=6046 ანრი მიქელაძეს ესაჭიროება დახმარება 8 წლის ანრი მიქელაძეს გულმკერდის აორტის ანევრიზმა აღენიშნება. ბიჭი სასწრაფო მკურნალობას საჭიროებს. თანხის ჩარიცხვა ეკრანზე მითითებულ ანგარიშის ნომერზეა შესაძლებელი. --- 20.03.2018 მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=167993- %E1%83%9E%E1%83%90%E1%83%98%E1%83%AD%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94,%20%E1 %83%93%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91% E1%83%90 ერთი ოჯახის დიდი ტრაგედია - 20 წლის დავითი ცერებრალური დამბლის უმძიმეს ფორმას ებრძვის, ბებია კი აპარატზეა შეერთებული 20 წლის დავით პაიჭაძე ცერებრალური დამბლის უმძიმეს ფორმას ებრძვის. ახალგაზრდა ბიჭი, ღუდუშაურის კლინიკაში წევს, ვერ შემოდის კონტაქტში, დაქვეითებული აქვს მხედველობა, ვერ გადაადგილდება დამოუკიდებლად. დავითის ერთადერთი იმედი დედაა, რომელიც შვილის გადასარჩენად ბოლომდე იბრძვის. ოჯახი ნაქირავებში ცხოვრობს და სოციალური დახმარებაც არ აქვს. ოჯახის დიდ ტრაგედიას, ისიც ამძიმებს, რომ ბებია, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკურ საავადმყოფოში წევს, რომელსაც ფილტვის პლევმონია აქვს და აპარატზეა შეერთებული. ოჯახს არ აქვს მკურნალობის ხარჯების დასაფარად არანაირი საშუალება, ერთად დავეხმაროთ ოჯახს რთული დაავადებების დამარცხებაში! საბანკო რეკვიზიტები: ტერაბანკი - GE49KS0036010138290501 მიმღები: ანა ლაბაძე საკონტაქტო: 593404014 --- 20.03.2018 მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/dazgveuli-moqalaqeebis- raodenoba-neli-tempit-izrdeba/17775/ დაზღვეული მოქალაქეების რაოდენობა ნელი ტემპით იზრდება დაზღვეული მოქალაქეების რაოდენობა ნელი ტემპით იზრდება. დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით 2017 წელს კომპანიებს სამედიცინო დაზღვევის 544 ათას 356 მოქმედი პოლისი ჰქონდათ, რაც 2016 წლის მაჩვენებელს, მხოლოდ 1000 პოლისით აჭარბებს. ჯამში სამედიცინო დაზღვევის პოლისს საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 14,6% ფლობს. აღსანიშნავია, რომ პოლისების აბსოლუტური უმრავლესობა კორპორატიულად და საჯარო სექტორის მიერაა შეძენილი, ინდივიდუალური სადაზღვევო პოლისების წილი კი ძალიან მცირეა. სულ 2017 წელს 28 ათასი ასეთი პოლისი გაიყიდა. რაც შეეხება შემოსავალს დაზღვევის ამ სახეობიდან. 2017 წელს კომპანიებმა 197 მილიონი ლარის პრემია მოიზიდეს, რაც 2016 წლის მაჩვენებელს 12%-ით აჭარბებს. კომპანიების მთლიან შემოსავლებში, ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისების რეალიზაციიდან მიღებულ შემოსავალს, 44% უკავია. --- 20.03.2018 მედიასაშუალება: https://news.ge/safinanso-sabiujeto-komitetma- mravalshviliani/ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მრავალშვილიანი მშობლის სტატუსთან დაკავშირებით კანონპროექტი განიხილა სახელმწიფოს მხრიდან მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის განსაზღვრას და მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერას ისახავს მიზნად „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში” ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი, რომელიც პარლამენტისჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ არის ინიცირებული. კანონპროექტი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე განსახილველად პარლამენტის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ წარადგინა. „ჩვენი ქვეყანა ახორციელებს და გეგმაზომიერად მიყვება დემოგრაფიული პოლიტიკის განხორციელებას. ჩვენ არაერთი ინიციატივა განვახორციელეთ, მაგალითად მშობიარობის დაფინანსების პროგრამა, ყოველი მესამე და შემდგომი ბავშვის დაფინანსების პროგრამა, განხორციელდა რამდენიმე პროგრამა, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა ქვეყანაში აბორტების რიცხვი და დღეს დადგა საკითხი, რომ მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი განისაზღვროს”, – განცხადა დიმიტრი ხუნდაძემ და ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანა რომელიც დემოგრაფიულ პოლიტიკას ახორციელებს, არ შეიძლება არ ჰქონდეს მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი. სწორედ ამიტომ მან კოლეგებს მოუწოდა მხარი დაუჭირონ წარმოდგენილ კანონპროექტს. მომხსენებლის განმარტებით, მოსახლეობის აღწერამდე არ არსებობდა სტატისტიკური ინფორმაცია რამდენი სამშვილიანი, ოთხშვილიანი და სხვა რაოდენობის შვილიანი ოჯახი არსებობს ქვეყანაში. საყოველთაო აღწერის კითხვარში შეტანილი იყო შესაბამისი კითხვა, რამაც აღნიშნული სტატისტიკის მიღება გახადა შესაძლებელი. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, მისასალმებელია ასეთი ინიციატივა, მაგრამ რამდენადაც კანონი გავლენას მოახდენს ქვეყნის ბიუჯეტზე, აუცილებელია საქართველოს მთავრობასთან კონსულტაცია და შესაბამისი დასკვნის მიღება. კომიტეტმა პირველი მოსმენით წარდგენილ კანონპროექტს სწორედ ამ შენიშვნის გათვალისწინებით დაუჭირა მხარი, რომსაქართველოს მთავრობა 2018 წლის 1 ივნისამდე შეიმუშავებს და წარადგენს საკუთარ დასკვნას და შესაბამისკანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს. --- 20.03.2018 მედიასაშუალება: http://www.ambebi.ge/article/221281-erti-clis- manzilze-sakartveloshi-sascrapo-2-074-190-jer-gamoizaxes/ ერთი წლის მანძილზე საქართველოში სასწრაფო 2 074 190-ჯერ გამოიძახეს 1 წლის მანძილზე 112-ში სასწრაფოს გამოძახების 2 074 190 შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნული რაოდენობის ზარები გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრში 2017 წლის პირველი იანვრიდან 2018 წლის 22 თებერვლამდეა შესული, აქედან მხოლოდ თბილისიდან ერთ მილიონზე მეტი გამოძახება დაფიქსირდა. აღნიშნული ინფორმაცია Ambebi.ge-მ შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა. უწყებაში განმარტავენ, რომ სასწრაფო- სამედიცინო ბრიგადის გამოძახების მიზნით განხორციელებული შეტყობინებების უმეტესობა გულმკერდისა და მუცლის არეში ტკივილის, მაღალი წნევის, სუნთქვის გაძნელების, ჰიპოთერმიის, უგონო მდგომარეობისა და საკვებით ან ალკოჰოლით ინტოქსიკაციას უკავშირდება. საინტერესოა, რამდენი სასწრაფო დახმარების რეანომობილი ემსახურება თბილისს, მაშინ, როცა დაახლოებით 14 თვეში დედაქალაქში 1 069 560 გამოძახება დაფიქსირდა? თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, დღეს დედაქალაქს სასწრაფო სამედიცინო დახმარების 97 ავტომობილი ემსახურება. როგორც AMBEBI.Ge-ს ცენტრში განუცხადეს, მიმდინარე წლის მარტის ბოლოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება იგეგმება. "ცენტრს ეყოლება 10 ახალი ავტომობილი, რომელიც ძველ ავტომობილებს ჩაანაცვლებს" - განაცხადეს თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში. 20.03.2018 მედიასაშუალება: ჯიბისი http://gbc.ge/index.php?m=tst კლინიკების განვითარებისთვის საპარტნიორო ფონდი და IFC თანამშრომლობის ჩარჩო ფორმატს შექმნიან თბილისი (GBC) - „საპარტნიორო ფონდსა“ და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას (IFC) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ითვალისწინებს ფონდის საკუთრებაში არსებული კლინიკების განვითარების მიზნით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, „საპარტნიორო ფონდსა“ და IFC-ს შორის თანამშრომლობის ჩარჩო ფორმატის შემუშავებას. მემორანდუმის გაფორმებამდე, „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ IFC-ის რეგიონულ მენეჯერთან სამხრეთ კავკასიაში იან ვან ბილსენთან გამართა შეხვედრა. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს და კონკრეტული ამოცანები დასახეს. „საპარტნიორო ფონდის“ კუთვნილებაშია სამი მსხვილი კლინიკა: ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა, უნივერსალური სამედიცინო ცენტრი და თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო. „საპარტნიორო ფონდი“ ამ საავადმყოფოების განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტების სამედიცინო დაწესებულებებად გადაქცევის მიზნით, მოლაპარაკებებს პოტენციურ ინვესტორებთან და საფინანსო ინსტიტუტებთან მართავს. --- ბეჭდვითი მედია 21.03.2018 მედიასაშუალება: რეზონანსი http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php? id=5113748&name=21.03.2018+- +%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83 %A1%E1%83%98&p=1&lang=Ge ხალხს ეშინია, რომ საყოველთაო დაზღვევიდან ამოაგდებენ ამბულატორიებში საყოველთაო დაზღვევის პროგრამაში მონაწილე პირების აღრიცხვა მიმდინარეობს. არაოფიციალური ინფორმაციით, მოქალაქეების აღრიცვა ხარჯების ოპტიმიზაციისკენ მიმართული გადაწყვეტილებაა. ჯანდაცვის სამინისტროში კი განმარტავენ, ცვლილება სტატისტიკის გაუმჯობესებას ემსახურება. სპეციალისტების აზრით, სახელმწიფო პოლიკლინიკებში მიმდინარე რეფორმას, შესაძლოა, მოჰყვეს ხარჯების გადანაწილება, მაგრამ არა შემცირება. რამდენიმე კვირაა, პოლიკლინიკებში ინტენსიურად ითხოვენ დაზღვეული პირების დოკუმენტაციას (პირადობის მოწმობას) და პირადად მისვლას. მათი თანამშრომლები კარდაკარაც დადიან და ამოწმებენ, რეგისტრირებულია თუ არა პიროვნება კონკრეტულ მისამართზე. მოსახლეობა და ამბულატორიების პერსონალიც ეჭვობს, რომ ამით ჯანდაცვის სისტემას, შესაძლოა, რომელიმე კომპონენტი დააკლდეს. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ მთავრობამ პოლიკლინიკების რეფორმირების მიმართულებით ქმედითი ნაბიჯი გადადგა, რაც სოციალური მომსახურების სააგენტომ დაადასტურა კიდეც. ჯანდაცვის სამინისტროში "რეზონანსს" განუმარტეს, რომ პოლიკლინიკებში დოკუმენტაციის წარდგენის პროცესი ტექნიკური ხასიათისაა და მიზნად ისახავს ამბულატორიებზე "მიმაგრებული" ბენეფიციარების შესახებ დოკუმენტაციის მოწესრიგებას. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2017 წლის 30 ოქტომბერს მთავრობის დადგენილებაში შევიდა ცვლილება: ამბულატორიებში 2014 წლის 1-ელ აპრილამდე მკაცრი აღრიცხვის ფორმის გარეშე დარეგისტრირებულ პირებს 2018 წლის 1-ელ აპრილამდე აუცილებლად უნდა გაევლოთ ხელახალი რეგისტრაცია. "ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამიდან არ მოიხსნება არც ერთი კატეგორიის ბენეფიციარი. ამ ეტაპზე მხოლოდ აღრიცხვა მიმდინარეობს. დაზღვეული პირი ან მისი მეურვე მკაცრი აღრიცხვის ფორმას აწერს ხელს და თან ურთავს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს. აღნიშნული ინიციატივა ტექნიკური ხასიათისაა და მიზნად ისახავს ამბულატორიებზე "მიმაგრებული" ბენეფიციარების შესახებ დოკუმენტაციის მოწესრიგებას. აყველა მკაცრი აღიცხვის ფორმას აქვს თავისი ნუმერაცია, რაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას უფრო მოქნილს ხდის, ბენეფიციარს კი აძლევს საშუალებას, სრულფასოვანი სერვისი მიიღოს და იცოდეს, რა ტიპის მომსახურება ეკუთვნის სახელმწიფოსგან. ზემოხსენებული ინიციატივა არ ითვალისწინებს ბენეფიციართა კატეგორიის შეზღუდვას და ამ ეტაპზე არც ერთი ადამიანის პროგრამიდან მოხსნა ან რამე ძირეული ცვლილება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამაში არ იგეგმება", - განუცხადეს "რეზონანსს" სოციალური მომსახურების სააგენტოში. სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ ამბულატორიებში აქამდე არსებული ქაოსი მოწესრიგდება და საბოლოოდ გაირკვევა როგორც ამა თუ იმ ამბულატორიაზე "მიმაგრებული" ბენეფიციარების რაოდენობა, ასევე მომსახურების სერვისთან დაკავშირებული ვალდებულებები, რის შესახებ ინფორმაცია ხშირად ექიმებსაც არ აქვთ. სამოქალაქო პლატფორმა "ახალი საქართველოს" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ სამინისტრომ გაითვალისწინა "აუდიტის სამსახურის" დასკვნა, რეკომენდაციები და ქმედითი ნაბიჯის გადადგმას შეუდგა. "ამბულატორიები მოითხოვს სერიოზულ რეფორმირებას, მათ შორის აღრიცხვის მიმართულებით. რაოდენობისა და გეოგრაფიული არეალის თვალსაზრისით ყველაფერი თავიდან გასაკეთებელია. სხვა თემაა, რამდენად ეფექტურად განახორციელებენ ამ პროცესს და რა ნაბიჯი მოჰყვება ცვლილებას. პირველი ნაბიჯი გადაიდგა, რაც უდავოდ პოზიტიური ფაქტია. არ გამოვრიცხავ, ხარჯების გადანაწილება მოხდეს, მაგრამ არა შემცირება. მაქვს ინფორმაცია, რომ ცვლილება აღრიცხვისა და სტატისტიკის გაუმჯობესებას ემსახურება. ეს აუცილებელია, რადგან ძალიან მოუწესრიგებელია ამბულატორიებში დოკუმენტაცია. უცნობია, რომელი მოქალაქე სად და ვისთან არის "მიმაგრებული", რა მომსახურება ეკუთვნის და სხვა. ამ მხრივ არსებული პრობლემა წინა წლების აუდიტის დასკვნამაც აჩვენა, მაგრამ აქამდე არაფერი შეცვლილა. ბენეფიციარმა და ზოგჯერ ექიმმაც არ იცის, რა სერვისი ეკუთვნის ამა თუ იმ მოქალაქეს უფასოდ, რა მომსახურებაა ფასიანი და ა.შ. გარდა ამისა, არის შემთხვევები, როცა ზოგ პოლიკლინიკაზე მიმაგრებულია, ვთქვათ, 2000 ადამიანი, ზოგან - 10 000-იც კი. ყველა მათგანი ამბულატორიის მომსახურებით არ სარგებლობს, ზოგმა ისიც არ იცის, სად არის რეგისტრირებული. სრული ქაოსია და ეს საკითხი როგორმე უნდა მოგვარებულიყო", - აცხადებს ჩიხლაძე. ამდენად, როგორც სამოქალაქო პლატფორმის დამფუძნებელი განმარტავს, გეგმური ამბულატორიული მომსახურებით გათვალისწინებული ფასების კალკულაცია და წარმოშობა არ არის დადგენილი და ახსნილი. ბენეფიციარების ინფორმირების დონე უკიდურესად დაბალია და პაციენტის მხრიდან "ჯიბიდან გადახდის" რისკიც არსებობს. "ვფიქრობ, პრობლემები მოგვარდება და გეგმური ამბულატორიული მომსახურების სერვისი გაუმჯობესდება. არა მგონია, სამინისტროს ამ შემთხვევაში სხვა მიზანი ჰქონდეს. რაც შეეხება საკითხს, რომ ვიღაცას შეიძლება მოეხსნას საყოველთაო დაზღვევა, ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას. ბენეფიციართა კატეგორია, თუ ვინ უნდა ისარგებლოს დაზღვევით, 2017 წელს დადგინდა და მათ წინაშე აღებულ ვალდებულებას სახელმწიფო არ დაარღვევს. ცალკე თემაა ემიგრანტები, რომლებიც დაზღვევის ერთიან სისტემაში ირიცხებიან. მათ აქვთ ქართული პასპორტი და საქართველოს მოქალაქეები არიან. იურიდიულად ვერ დადგება საკითხი, რომ ისინი დაზღვევის ერთიანი სისტემიდან "ამოაგდონ", როგორც ეს კერძო დაზღვეულების მიმართ მოხდა. საქართველოდან წასვლა ჩვენი მოქალაქეებისთვის სერვისის შეწყვეტის მიზეზი ვერ გახდება. მთავარი პირობაა, რომ ბენეფიციარი საქართველოს მოქალაქე იყოს", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ჩიხლაძემ.