მედიამონიტორინგი 01.02.2018
ტელევიზია
01.02.2018
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმიანი დილა TV1
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ მიღწევად არის დასახელებული
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5013151
---
01.02.2018
არხი: იბერია
გადაცემა: ბიზნესკოდი
მესამე დღეა პოპულარულ სათამაში "ტყლარწთან" დაკავშირებით საერთაშორისო მედიაში სკანდალია. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ პრობლემას არ იცნობენ. ისინი არც ვინმეს გაფრთხილებას გეგმავენ და არც სათამაშოების კვლევას.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5013424
---
31.01.2018
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 21:00
წითელათი დაავადებულთა რიცხვი კიდევ გაიზარდა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დღევანდელი მონაცემებით რეგიონში მხოლოდ იანვარში 90 შემთხვევა არის დარეგისტრირებული, ანუ 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ბოლო 1 დღეში. ამათგან 60% ბათუმში მცხოვრებია. შემთხვევათა დიდი ნაწილი 16 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს შეეხო.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5012770
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 18:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5012337
---
31.01.2018
არხი: მაესტრო
გადაცემა: დღის მთავარი თემა 20:00
ზიკას და მის გადამტან კოღოს საქართველოში, თურქეთსა და რუსეთში ეს კოღო არსებობს, თუმცა ვირუსის გავრცელების საფრთხე არ არის. როგორც რუსული მედია წერს ამ ვირუსის გადამტანი მწერი ართვინის რაიონში დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას ამ მიმართულებით ამშვიდებს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის კიდევ ერთი ინფორმაცია გახდა დღეს ცნობილი, რომელიც შეეხება C-ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას, აღმოჩნდა, რომ ამ პროგრამაში ჩართულ ადამიანთა უმეტესობა, 98% ფაქტობრივად განიკურნა დაავადებისაგან. თემაზე სასაუბროთ გადაცემის სტუმარია ამირან გამყრელიძე
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5012701
---
31.01.2018
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 18:00
საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართული 45 ათასი ადამიანიდან 98% განიკურნა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, სკრინინგი ჩაიტარა მილიონ 400 ათასმა მოსახლემ, მათგან ზოგიერთმა ორჯერ. რაც შეეხება პაციენტებს, რომლებსაც ერთხელ მაინც აქვთ ჩატარებული სკრინინგი, მათი რიცხვი 900 ათასს შეადგენს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მოსახლეობას მოუწოდებს, გამოკვლევა გაიკეთოს და C ჰეპატიტთან დაკავშირებით თავისი სტატუსი დაადგინოს.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5012350
---
31.01.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
ბაგა-ბაღი „იმედის“ სამი აღსაზრდელიდან სამკურნალო დაწესებულებაში ორი ბავშვი რჩება. ერთი კი უკვე გაწერეს. ბავშვებმა თავი შეუძლოდ საბავშვო ბაღში იგრძნეს. მათ პირღებინება და ზოგადი სისუსტე აღენიშნებოდათ. გაჩნდა ეჭვი, რომ ბავშვების შეუძლოდ გახდომის მიზეზი კვებითი ინტოქსიკაცია იყო.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5012813
იმედი - ქრონიკა 20:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5012646
მაესტრო - დღის მთავარი თემა 20:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5012655
ტელეკომპანია იბერია - ახალი ამბები 19:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5012434
I არხი - მოამბე 18:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5012359
---
31.01.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
დღეს უწყებათსორის კომისიის სხდომაზე ისმჯელეს, საკითზე 14 წლამდე ბავშვების მიერ ჩადენილი დანაშაულია. პრენეციის ერთერთ ზომათ სკოლებში მანდატურის როლის გაზრდაც განიხილება, ასევე მნიშვნელოვანია სოციალური მუშაკის როლიც.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5012725
---
31.01.2018
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 15:00
11 წლის ჯაბა ბეგიაშვილს დახმარება ესაჭიროება – მას მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია დაუდგინდა, ბავშვი მძიმე მდგომარეობაშია და სასწრაფოდ საჭიროებს თურქეთში გადაყვანას.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5012117
---
31.01.2018
არხი: ტელეკომპანია იბერია
გადაცემა: ბიზნესკოდი
ჯანდაცვის სამინისტროში მიიჩნევენ, რომ აფთიაქები რეგულაციას არ ასრულებენ და მომხმარებელს წამლის ანოტაციას ქართულ ენაზე არ აძლევენ, რასაც დამატებითი ნაბიჯებით პასუხობენ.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5011015
---
31.01.2018
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 15:00
მარტოხელა მშობლებისთვის სხვადასხვა სახის დახმარება წელსაც აქტუალურია. ადამიანის უფლებების განვითარების ფონდის რეკომენდაციები საქართველოში ექვსმა მუნიციპალიტეტმა გაითვალისწინე 2018 წლის ბიუჯეტსა თუ სოციალური დაცვის პროგრამებში.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5011710
---
ინტერნეტი
01.02.2018
მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/475882-baga-bagh-imedis-samive-aghsazrdeli-klinikidan-gatseres.html
ბაგა-ბაღ „იმედის“ სამივე აღსაზრდელი კლინიკიდან გაწერეს
„პრივატ კლინიკის“ სამედიცინო დირექტორის, დაჯი კანჯარაძის განცხადებით, თბილისის ზღვის ტურბაზაზე, დევნილთა დასახლებაში მდებარე ბაგა-ბაღის სამივე აღსაზრდელმა კლინიკა გუშინ, დაახლოებით 22:00 საათისთვის დატოვა და ბინაზე გაეწერა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” კლინიკის სამედიცინო დირექტორმა განუცხადა, აღსაზრდელების მშობლების გადმოცემით ბავშვებს ჰქონდათ პირღებინება, თუმცა კლინიკაში რამდენიმე საათის განმავლოვაში მოზარდებს პირღებინება, დიარეა ან ცხელება აღარ აღენიშნებოდათ. მათ გაეწიათ მონიტირონგი, პირველადი დახმარება და ბინაზე გაწერეს. ”მშობლების გადმოცემით, ბავშვებს ჰქონდათ პირღებინება. კლინიკაში ყოფნისას რამდენიმე საათში მათი მდგომარეობა გახდა სტაბილური და გუშინვე, დაახლოებით 22:00 საათისთვის დატოვეს კლინიკა”, - განაცხადა დაჯი კანჯარაძემ. სამი ბავშვი აღნიშნულ კლინიკაში ბაგა-ბაღიდან გუშინ საღამოს გადაიყვანეს.
---
31.01.2018
მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/33982/imnadze-acharashi-epidafetqebaa-es-gavrtseldeba-mtel-saqartveloshi-tu-adamianebi-ar-aitsrebian
იმნაძე: აჭარაში ეპიდაფეთქებაა, ეს გავრცელდება მთელ საქართველოში, თუ ადამიანები არ აიცრებიან
„აჭარაში ეპიდაფეთქებაა და ეს გავრცელდება მთელ საქართველოში, თუ ადამიანები არ იქნებიან აცრილები. რეკომენდაცია არის აცრა. 2008 წელს იმუნიზაციის კამპანიის ჩაშლამ განაპირობა ის, რომ ეს ჩვენ კიდევ დიდი ხანი გაგვყვება“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ წითელას შემთხვევების ზრდასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე. მისივე თქმით, 2018 წელს, 29 იანვრის მდგომარეობით, ქვეყანაში უკვე აღირიცხა წითელას 102 შემთხვევა, მათ შორის აჭარაში - 86. შემთხვევათა 34% მოდის 20 წლის ზევით ასაკობრივ ჯგუფში, მაღალია ასევე 1 წლამდე ასაკობრივი ჯგუფის წილი 19,5%. რომელშიც ასევე ყველაზე მაღალია ავადობის მაჩვენებელი 100000 მოსახლეზე - 58.5, რაც თანდაყოლილი იმუნიტეტის დეფიციტზე მიუთითებს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, აუცრელი ბავშვები, განსაკუთრებით ჩვილები, წარმოადგენენ მაღალი რისკის ჯგუფს წითელათი დაავადების, მისი გართულებებისა და გარდაცვალების მხრივ. ასევე, დაავადების განვითარების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან არავაქცინირებული ორსული ქალები. დაავადების შემდგომი გავრცელების შეზღუდვის მიზნით წითელას ყველა შემთხვევის ირგვლივ ტარდება პრევენციული და კონტროლის ღონისძიებები ეპიდზედამხედველობის ლაბორატორიული დიაგნოსტირების ჩათვლით და იმუნიზაციის მიმართულებით: ბავშვთა გეგმური იმუნიზაციით მოცვის გაუმჯობესება და დროული ვაქცინაციის უზრუნველყოფა; წითელაზე საეჭვო შემთხვევებთან კონტაქტირებულთა ვაქცინაცია; 20-40 წლის არაიმუნური მოსახლეობის ვაქცინაცია; 40 წლამდე ყველა სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლების/თანამშრომლების იმუნიზაცია; წითელა ერთ-ერთი ყველაზე გადამდები დაავადებაა - ვირუსთან კონტაქტის შემდეგ ავადდება იმუნიტეტის არმქონე ინდივიდების 90%-ზე მეტი. ტრადიციულად, წითელა ბავშვთა დაავადებად ითვლება, მაგრამ შეიძლება დაავადდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანი თუ მას აცრის შემდგომი ან ადრე გადატანილი წითელას ინფექციით განპირობებული იმუნიტეტი არა აქვს. წითელას ვირუსის გადაცემა ხდება ჰაეროვანი გზით. კლინიკურად, წითელა ხასიათდება ცხელებით, სპეციფიური გამონაყარით და ზედა სასუნთქი გზებისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით. შემთხვევათა 30%-ში ადგილი აქვს დაავადების ისეთ გართულებებს, როგორიცაა ოტიტი, პნევმონია, დიარეა და პოსტინფექციური ენცეფალიტი. წითელას იშვიათი, მაგრამ ძალიან სერიოზული შორეული გართულებაა ქვემწვავე მასკლეროზირებელი პანენცეფალიტი, რომელიც შესაძლებელია განვითარდეს დაავადების გადატანიდან რამდენიმე წლის შემდეგ. ბოლო წლებში, წითელას ეპიდემიოლოგიამ განიცადა მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც გამოიხატა შემთხვევათა შორის უფროსი ასაკის ბავშვებისა და მოზრდილების წილის ზრდაში. საქართველოში 1990 წლიდან წითელას ფართომასშტაბიანი ეპიდემია რეგისტრირებული არ ყოფილა 2004-2005 წლამდე, როდესაც აღირიცხა დაავადების 8 391 (უპირატესად უფროსი ასაკის ბავშვებში და ახალგაზრდებში) და გარდაცვალების 9 შემთხვევა. წითელას შემდეგი დიდი აფეთქება აღინიშნა 2013-2015 წლებში, როცა დაავადდა 11 000 მეტი ადამიანი, უპირატესად მოზრდილები და 5 წლამდე ასაკის ბავშვები. აღნიშნული აფეთქებისას ლეტალურად დასრულდა 4 შემთხვევა. წითელას ეს ეპიდაფეთქებები უკავშირდება ერთი მხრივ, 1990-იან წლების დასაწყისში იმუნიზაციის პროგრამის და 2008 წელს წითელას საწინააღმდეგო აცრების კამპანიის ჩავარდნას, რის შედეგადაც არასრულად აცრილ მოსახლეობაში დაგროვდა დიდი რაოდენობით არაიმუნური პირი, რომელიც უკვე მოზრდილ ასაკში დაავადდნენ, მეორე მხრივ კი არაიმუნური ფენის დაგროვებას უმცროსი ასაკის ბავშვებში გეგმიური ვაქცინაციით არასათანადო მოცვის გამო. 2013-2016 წლებში იმუნიზაციის დამატებითი ღონიძიებების ფარგლებში აიცრა 30 წლამდე ასაკის 200 000-მდე პირი. ამ ღონისძიებამ გეგმიურ ვაქცინაციასთან ერთად განაპირობა 2016 წელს დაავადების შემთხვევების მნიშვნელოვნად შემცირებას და ქვეყანაში დარეგისტრირდა წითელას 14 შემთხვევა. 2016 - 2017 წლებში წითელას ეპიდაფეთქებები დაფიქსირდა ევროპის რეგიონში, აღირიცხა 14 939 წითელას შემთხვევა, 34 დასრულდა ლეტალურად (რუმინეთი იტალია, საბერძნეთში, ბულგარეთი, გერმანია, პორტუგალია, საფრანგეთი, ესპანეთი).
---
31.01.2018
მედიასაშუალება: http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=63273
C ჰეპატიტის პროგრამაში ჩართული 45 ათასი ადამიანიდან 98% დაავადებისგან განიკურნა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართულია ან მკურნალობა ჩაიტარა 45 ათასმა ადამიანმა, საიდანაც განკურნების მაჩვენებელი 98%-ს შეადგენს. როგორც „ინტერპრესნიუსს" გამყრელიძემ განუცხადა, სულ სკრინინგი ჩაიტარა 1 400 000 ათასმა მოსახლემ, მათგან ზოგიერთმა ორჯერ. რაც შეეხება უნიკალურ პაციენტებს, ანუ ადამიანებს, რომლებსაც ერთხელ მაინც აქვთ ჩატარებული სკრინინგი, მათი რიცხვი 900 ათასს შეადგეს. „ციფრები დაახლოებით ასეთი გვაქვს - ჩვენ გვყავს მილიონ 400 ათასი მოსახლე, ვისაც სკრინინგი ჩაუტარებია, ერთხელ და ორჯერ. აქედან უნიკალური არის დაახლოებით 900 ათასი, ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც ერთხელ მაინც აქვს ჩატარებული სკრინინგი. დადებითობის პროცენტი დაახლოებით 10-დან 11-მდე მერყეობს. ადამიანები, ვინც არიან დადებითი, მიდიან გაღრმავებულ კვლევებზე, რადგან თუ სკრინინგით დადებითი ხარ, ეს არ ნიშნავს, რომ C ჰეპატიტის აქტიური ფორმა გაქვს, რომელიც მკურნალობას საჭიროებს. შეიძლება თქვენ გქონდეთ დადებითი მაჩვენებელი, თუმცა არ იყოთ სამკურნალო, რადგან დაავადება უკვე გადატანილია და მორჩენილი ხართ. იმ შემთხვევაში, თუ დაფიქსირდა აქტიური ვირუსის არსებობა სისხლში, მაშინ ასეთი ადამიანი ერთვება მკურნალობაში. პროექტში სულ ჩართულია ან მკურნალობა ჩაიტარა 45 ათასმა ადამიანმა ქვეყანაში. ამ ადამიანების დაახლოებით 98% განკურნებულია, ანუ მას ვირუსი გაუქრათ ორგანიზმიდან", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მოსახლეობას მოუწოდებს, გამოკვლევა გაიკეთოს და C ჰეპატიტთან დაკავშირებით თავისი სტატუსი დაადგინოს. „ახლა ვართ განვითარების ძალიან საპასუხისმგებლო ეტაპზე. ჩვენი პროგრამა სხვა ქვეყნების პროგრამებისგან განსხვავდება. ჩვენ ინტენსიურად ვართ გადასული აქტიურ გამოვლენაზე. მოგეხსენებათ, C ჰეპატიტი გახლავთ დაავადება, მას „ჩუმ მკვლელს" ეძახიან, შესაძლოა, ის წლები გქონდეთ, მაგრამ არ გამოვლინდეს. ჩვენ უნდა გამოვიკვლიოთ მთელი მოსახლეობა, ანუ 3,7 მლნ ადამიანი. უპირატესად მოზრდილი მოსახლეობა, 18 წლის ზემოთ. მომავალი სამი წლის განმავლობაში უნდა შემოწმდეს დაახლოებით 1 800 000 ადამიანი. ეს არის უნიკალური შანსი, რადგან C ჰეპატიტის მკურნალობა გახლავთ ბოლო წლებში მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გარღვევა. ის გახდა განკურნებადი დაავადება. ამ შანსით საქართველოს მოსახლეობამ უნდა ისარგებლოს. არაფერია სასირცხვილო. თუ არ იცით თქვენი სტატუსი C ჰეპატიტთან მიმართებაში, მიბრძანდით, ტესტირებაც და მკურნალობაც არის უფასო. მოვუწოდებ მოსახლეობას, ისარგებლეთ ამ შანსით", - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
ტივი25.ჯი- http://tv25.ge/news.php?lang=ge&id=5329
---
31.01.2018
არჩილ თალაკვაძე - C ჰეპატიტის პროგრამამ ძალიან ბევრ ადამიანს შეუნარჩუნა სიცოცხლე და ჯანმრთელობა
C ჰეპატიტის პროგრამამ ძალიან ბევრ ადამიანს შეუნარჩუნა სიცოცხლე და ჯანმრთელობა. პროგრამაში უკვე ჩაერთო 45 000 ჩვენი თანამოქალაქე, მათ შორის ჩვენი აფხაზი ძმები და დები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განუცხადა. მისი თქმით, C ჰეპატიტისგან განკურნების მაჩვენებელი 98%-ია, ხოლო სკრინინგული კვლევა 900 000-ზე მეტმა ადამიანმა ჩაიტარა. ”ეს არის შესანიშნავი შედეგი, რისთვისაც მინდა მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის მინისტრს და ჯანდაცვის სამინისტროს გუნდს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, ექიმებსა და ექთნებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და კერძო სექტორს - თქვენ ურთულეს მისიას წარმატებით ასრულებთ! ასევე, ამერიკის მთავრობის მხარდაჭერა C ჰეპატიტის პროგრამის წარმატებით განხორციელებაში ფასდაუდებელია”, - განაცხადა თალაკვაძემ.
კვირა.ჯი- http://kvira.ge/378602
---
31.01.2018
მედიასაშუალება: http://presa.ge/new/?m=society&AID=63185
კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე საქართველოში
ძუძუს მეტასტაზური კიბოთი დაავადებული პაციენტები საქართველოს მასშტაბით პროგრამის დროულ ამოქმედებას ითხოვენ. 1 თებერვალს, 11:00 საათზე, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ ძუძუს კიბოსთან ბრძოლის კოალიცია „ევროპა დონა საქართველო“ კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით (World Cancer Day) პრესკონფერენციას გამართავს. შეხვედრა საინფორმაციო კამპანია „სამიზნე სიცოცხლისთვის“ ფარგლებში ეწყობა და მიზანს ძუძუს მეტასტაზური კიბოთი დაავადებული პაციენტების მხარდაჭერა წარმოადგენს. არსებული სტატისტიკის მიხედვით საქართველოში ძუძუს კიბო ყველაზე გავრცელებული დაავადებაა და სწორედ, მასთან დაკავშირებული პრობლემებით უერთდებიან პაციენტები და მხარდამჭერები ამ დღეს. მოწვეული პაციენტები, ექიმები და მხარდამჭერები, კიდევ ერთხელ შეაჯამებენ არსებულ პრობლემებს და ამ მიმართულებით გადაგმულ ქმედით ნაბიჯებს, ამასთან ჯანდაცვის სამინისტროს შეახსენებენ მეტასტაზური პაციენტების თარგეთული პრეპარატებით მკურნალობის აუცილებლობაზე და საქართველოს მასშტაბით პროგრამის დროულ ამოქმედებაზე მიანიშნებენ. შეხვედრაზე სიტყვით გამოვლენ კოალიცია „ევროპა დონა საქართველოს“ პრეზიდენტი ანა მაზანაშვილი და მოწვეული პაციენტები. „ივლისში დაინტერესებულ მხარეებთან ერთად გავმართეთ სამუშაო შეხვედრა, სადაც გამოიკვეთა 9 პრობლემა. ამ ხნის განმავლობაში გარკვეული მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა: თარგეთული პრეპარატები მეტასტაზური ძუძუს კიბოს სამკურნალოდ არ ფინანასდება რეგიონებში. ჯანდაცვის სტრუქტურებთან და სამინისტროსთან კომუნიკაციის შედეგად, საბოლოოდ მივიღეთ წერილი, რომ სამინისტრო იწყებს რეგიონებში მეტასტაზური ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტების დაფინანასებაზე მუშაობას, რის შედეგადაც პაციენტებს იმედი გაუჩნდათ და დღმდე არიან მოლოდინის რეჟიმში. ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები არ გადაგმულა, დღეს პროგრამის განხორციელება კვლავ განხილვის ფაზაშია.“ ამ პაციენტებისთვის დროულად დაწყებული მკურნალობა ძალზედ მიშვნელოვანია, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მათი თარგეთული პრეპარატებით მკურნალობის დაფინანესება. შედეგად გაიზრდება პაციენტების სიცოცხლის ხანგრძლივობა და გაუმჯობესდება ცხოვრების ხარისხი. მივცეთ მათ სიცხოხლის შანსი, ეს „ჩვენ შეგვიძლია“ და სახელმწიფომ უნდა იზრუნოს მათზე,“ - განმარტავს კოალიცია „ევროპა დონა საქართველოს“ პრეზიდენტი ანა მაზანიშვილი. პრესკონფერენციაზე მოწვეულნი არიან შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის, თბილისის საკრებულოს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლები, სპეციალისტები, ექიმები, კამპანიის მხარდამჭერებ და პაციენტები. შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 4 თებერვალს, კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს, სტარტი აიღო საინფორმაციო კამპანიამ „სამიზნე სიცოცხლისთვის“, რომელიც ძუძუს კიბოს შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას და დამიზნებითი თერაპიის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მხარდაჭერას ისახავდა მიზნად. 2016 წლის დასაწყისში თბილისის მერიამ და საკრებულომ აამოქმედა თანადაფინანსების პროგრამა პირველადი ძუძუს კიბოს 1 , 2 და მესამე სტადიის პაციენტთათვის, რომელსაც შეუერთდა ჯანდაცვის სამინისტრო და რეგიონებში მაცხოვრებელი პაციენტებიც მოიცვა. 2017 წლის 1 იანვრიდან პროგრამა გაფართოვდა და მოიცვა ძუძუს მეტასტაზური კიბოთი დაავადებული პაციენტებიც, რომელთაც სჭირდებათ დამიზნებითი თერაპია. პირველ ეტაპზე აღნიშნული პროგრამა ვრცელდება მხოლოდ თბილისის მაცხოვრებლებზე, 2018 წლიდან აჭარის რეგიონმა დაიწყო მეტასტაზური პაციენტების თარგეთული პრეპარატებით მკურნალობა, საქართველოს მთელი მასშტაბით კი პროგრამის განხორციელება კვლავ განხილვის ფაზაშია. კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე (World Cancer Day) კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო კავშირმა (International Union AgainstC ancer, UICC) ამ გლობალური პრობლემისადმი მსოფლიო საზოგადოების ყურადღების მიქცევის მიზნით დააფუძნა. ყოველ წელს კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს თავისი თემა აქვს. 2018 წელს კიბოსთან ბრძოლის მსოფლიო დღე ტარდება დევიზით „ჩვენ შეგვიძლია - მე შემიძლია“, რომელიც მოწოდებულია იმისთვის, რათა თითოეულმა გაიაზროს, თუ რისი გაკეთება ძალუძს ამ დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად და რა წვლილის შეტანა შეუძლია კიბოს წინააღმდეგ კამპანიის წარმოებაში. „ევროპა დონა საქართველო“ 2006 წელს შეუერთდა ქალაქ მილანში 1994 წელს დაარსებულ ევროპულ კოალიციას “EUROPA DONNA”, რომლის ძირითად მიზანს ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს. ორგანიზაცია დაარსების დღიდან იღწვის დაავადებული ქალბატონების გადასარჩენად. „ევროპა დონა საქართველოს" წევრები როგორც ევროპული კოალიცია „EUROPA DONNA“-ს მიერ სერტიფიცირებული ადვოკატები, ასევე ამ სენისაგან განკურნებული ქალბატონები არიან. მათი ერთ-ერთი უმთავრესი მისიაა, როგორც ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტების დახმარება, ასევე შესაბამისი განათლების გავრცელება ქართველ ქალბატონებში, რათა დროულად მოხდეს დაავადების პრევენცია. ორგანიზაციის მიზანია მკერდის სიმსივნით დაავადებულ ქალთა ინტერესების დაცვა, მათთვის მაღალხარისხიანი, გაიდლაინებზე დაფუძნებული სამედიცინო მომახურების ხელმისაწვდომობა, რათა ქვეყანაში მიღწეულ იქნას ძუძუს კიბოთი გარდაცვალების შემთხვევების კლება და გამოჯანმრთელების მაჩვენებლების ზრდა.
კვირა.ჯი- http://kvira.ge/378687
---
31.01.2018
მედიასაშუალება: http://epn.ge/?id=59642
შსს მინისტრი: 12-14 წლამდე ბავშვები, რომლებიც ჩადიან დანაშაულს, უბრალოდ სახელმწიფოს ყურადღების მიღმა დარჩნენ
„რეფერირების სისტემა დარჩა ყურადღების გარეშე და 12-14 წლამდე ბავშვები, რომლებიც ჩადიან დანაშაულს, უბრალოდ სახელმწიფოს ყურადღების მიღმა დარჩნენ“,- ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, ვერ შემცირდება არასრულწლოვანთა ასაკი, რომელთაც დანაშაულის შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ეხებათ 14 წლის ასაკის ზემოთ. პრობლემა არის ის, რომ 14 წლამდე ასაკის ბავშვები სამწუხაროდ აღმოჩნდნენ იურიდიული ჩარჩოს მიღმა. ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ვერც ერთ შემთხვევაში ასაკის ჩამოწევაზე საუბარი ვერ იქნება და არ იქნება - ეს არის ერთმნიშვნელოვანი პოზიცია. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ რეფერირების სისტემა დარჩა ყურადღების გარეშე და 12-14 წლამდე ბავშვები, რომლებიც ჩადიან დანაშაულს, უბრალოდ სახელმწიფოს ყურადღების მიღმა დარჩნენ. რა თქმა უნდა, ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ სამართალდამცავი სტრუქტურების და შინაგან საქმეთა სამინისტროს პრობლემა“, - განაცხადა შს მინისტრმა. გახარიამ სამინისტროს ერთობლივ სამუშაოების ჩატარების აუცილებლობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საჭიროა არასრულწლოვნებისთვის კიდევ ერთი დაწესებულება გაიხსნას. „პირველ რიგში, აქ ყველაზე მნიშვნელოვანია ჯანდაცვის და განათლების სამინისტროს ჩართულობა, რამეთუ ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია არის ერთმნიშვნელოვნად წამყვანი როლის და ფუნქციის მატარებელი. ფაქტობრივად რეფერირების კომისია ამ უყურადღებობის გამო უფუნქციოდ არის დატოვებული, ისევე როგორც სპეციალური დაწესებულება, რომელიც არის სამტრედიაში. მისი ინფრასტრუქტურაც ვერ უძლებს კრიტიკას. ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეფერირების სისტემაზე მსჯელობა დღეს ამ კომისიაზეც იქნება. შინაგან საქმეთა და განათლების სამინისტროები ერთობლივად იმსჯელებენ არასრულწლოვანთა დანაშაულის მიმართულებით. მსჯელობა შეეხება როგორც რეფერირების სისტემას, ასევე, მანდატურის სისტემის ეფექტიანობის გაზრდას და რა თქმა უნდა, ეს არის კომპლექსური მიდგომა. საჭიროა რეფერირების სისტემის და კომისიის დახვეწა, ასევე ინფრასტრუქტურა. არა მხოლოდ სამტრედიის დაწესებულება, არამედ, როგორც მინიმუმ კიდევ ერთი დაწესებულება დაგვჭირდება აღმოსავლეთ საქართველოში და ეს უნდა იყოს მოკლე პერიოდში, სერიოზული მსჯელობის საგანი. საკითხი ეხება ბავშვებს, რომელიც ჩვენი მომავალია და მათი უყურადღებოდ დატოვება არის დიდი პასუხისმგებლობის თემა. ყველა სახელმწიფო ორგანომ, განათლების სამინისტრომ, ჯანდაცვის სამინისტრომ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთობლივად უნდა იმუშაონ“, - განაცხადა გახარიამ.
---
31.01.2018
დანგრეული სახლი, ფანჯრები მინის გარეშე, სიცივე და სრული მარტოობა" - მარტოხელა მოხუცს დახმარება სჭირდება
საშინელი წარმოსადგენია ის განცდა, როდესაც მარტოდ დარჩენილი ადამიანი ერთ დღეს საწოლიდან წამოდგომას ვერ შესძლებს და შემდეგ უკვე თავისუფლად ვერასდროს გაივლის. ამ ადამიანის თვალებში ნათლად იკითხება ღრმა მწუხარება და მარტოობისგან გამოწვეული სევდა. მის ირგვლივ არავინაა ისეთი, ვინც ფანჯარას შემოაღებს და ოთახს გაანიავებს, ჭიქა წყალს მიაწვდის, დააპურებს ან თუნდაც ერთ-ორ კეთილ სიტყვას მაინც ეტყვის მორალური მხარდაჭერის მიზნით! ნახევრად დანგრეული სახლი, ჩამოქცეული ჭერი, ფანჯრები მინის გარეშე, სიცივე და...სრული მარტოობა. გუშინდელი დღე დღევანდელს ჰგავს, დრო თითქოს გაჩერდა და ადგილიდან არ იძვრის. სახლიდან, საიდანაც ერთ დროს ხშირად ჟრიამულის და სიმღერის ხმა ისმოდა, ახლა მხოლოდ ტირილსა და კვნესას თუ გაიგებთ, რომელიც მარტოხელა მგლის ყმუილს ემსგავსება... ანა ვიბლიანი ყმაწვილქალობიდან მოყოლებული ზუგდიდის ქაღალდის კომბინატში მუშაობდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ გახლდათ ახალგაზრდა და ფაქიზი გოგონასთვის მთლად შესაფერისი საქმიანობა, იგი არასდროს გაურბოდა მძიმე სამუშაოს და დაკისრებულ მოვალეობას ხშირად მამაკაცებზე უკეთ ასრულებდა. ერთხელ, სამუშაოს შესრულების დროს, უბედური შემთხვევის შედეგად მან ხელი დაკარგა, მაგრამ სამსახური მაინც არ მიატოვა და შეძლებისდაგვარად განაგრძობდა საქმიანობას. თბილი, სათნო და მხიარული ხასიათის გამო იგი ყველას უყვარდა, თუმცა ანამ პირადი ცხოვრება ვერა და ვერ ააწყო და... სიბერესაც სრულ მარტოობაში შეხვდა. საშინელი წარმოსადგენია ის განცდა, როდესაც მარტოდ დარჩენილი ადამიანი ერთ დღეს საწოლიდან წამოდგომას ვერ შესძლებს და შემდეგ უკვე თავისუფლად ვერასდროს გაივლის. ღმერთმა აშოროს ყველას ასეთი უბედურება! ოთახი, სადაც ეს ხანდაზმული ქალი წევს, არ თბება. მწირი პენსია მას ძლივს ჰყოფნის ელემენტარულ პროდუქტებზე. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვინმე ათასში ერთხელ შეშას მოუტანს, ერთი ხელით მისი დანთება ნამდვილ ტანჯვას წარმოადგენს. მეგობრებო, თუ დღეს არ დავეხმარეთ ამ ხანდაზმულ ქალს, ხვალ შეიძლება უკვე გვიანი იყოს... ჩერნოვეცკის ფონდი იწყებს ანა ვიბლიანის დახმარების აქციას! თუ გაქვთ სურვილი და საშუალება გაიღოთ თანხა მისთვის საკვები პროდუქტების, მედიკამენტების და ჰიგიენური საშუალებების შეძენის მიზნით, იგი შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ანა ვიბლიანი) ან პირდაპირ ჩვენი ფონდის საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/286-vibliani/ თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩერნოვეცკის ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo.gl/GY2Gus). ინფორმაციას დახარჯული თითოეული თეთრის შესახებ ჩვენ პერიოდულად ვაქვეყნებთ ჩვენს გვერდზე და მადლობას ვუხდით ყველას, ვინც დახმარების ხელს უანგაროდ უწვდის ჩვენს თანამოქალაქეებს!
---
31.01.2018
"მაჩუქეთ ჩემი ბიჭის სიცოცხლე..." - 15 წლის დავითის მშობლები საზოგადოებას დახმარებას სთხოვენ
დედამ იცის, ამ ავადმყოფობამ შეიძლება შვილი წაართვას... მაგრამ სჯერა, რომ ღვთის წყალობით და კეთილი ხალხის შეწევნით მისი დავითი იცოცხლებს. რა უნდა ქნას მშობელმა, როდესაც ექიმები ზუსტ დიაგნოზს ვერ სვამენ ხოლო ბავშვის სამკურნალოდ სახსრები არ გააჩნიათ? ეს ალბათ ნებისმიერი დედისთვის ყველაზე დიდი საშინელებაა... დავით კიპაროიძე ჯანმრთელი ბიჭი იყო. მშობლების სიამაყე და სიხარული! წარჩინებით სწავლობდა, ცეკვავდა, ფეხბურთზე დადიოდა და სტიქაროსანი იყო ტაძარში. ერთ საბედისწერო დღეს დავითი სკოლაში ცუდად გახდა, კრუნჩხვებში ჩავარდა. ექიმებმა ასეთი მდგომარეობა გარდამავალ ასაკს დააბრალეს და ეპილეფსიის დროს მისაღები მედიკამენტები. ორი წლის შემდეგ გულყრის შეტევებმა უფრო მძლავრად იჩინა თავი. დავითს გული მისდიოდა. მისი მდგომარეობა კატასტროფულად უარესდებოდა... ექიმები დიაგნოზს კვლავ ვერ სვამდნენ... საბოლოო პასუხი საზღვარგარეთიდან მოვიდა – პანენცეფალიტი ეს იყო განაჩენი! ამჟამად 15 წლის დავითის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ავადმყოფობა პროგრესირებს. ბავშვს გაუხშირდა კრუნჩხვები და გულყრები. მშობლებმა სურამში თავიანთი სახლი დატოვეს და თბილისში ნაქირავებ ბინაში გადმოვიდნენ საცხოვრებლად. დედა დათოს წუთითაც ვერ ტოვებს, მამის ნაშოვნი კაპიკები კი მედიკამენტების შესაძენადაც არ კმარა. ყველაზე ტრაგიკული ამ ისტორიაში ისაა, რომ დედამ იცის, ამ ავადმყოფობამ შეიძლება შვილი წაართვას... მაგრამ სჯერა, რომ ღვთის წყალობით და კეთილი ხალხის შეწევნით მისი დავითი იცოცხლებს. მეგობრებო, თუ გაქვთ საშუალება დავითს მედიკამენტების და ჰიგიენური საშუალებების შესაძენად ხელი გაუმართოთ, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: დავით კიპაროიძე) ან ვებ–გვერდიდან https://chernovetskyifund.ge/ ასევე თამხის ჩარიცხვა შესაძლებელია სწრაფი გადახდის აპარატებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. ქველმოქმედების განყოფილებაში აარჩიეთ ჩერნოვეცკის ფონდი. (გადახდის წესებს გაეცანით ლინკზე https://goo.gl/GY2Gus).
---
31.01.2018
10 წლის ბიჭის ისტორია, რომელიც ძლიერი კრუნჩხვებით იტანჯება...
თითოეულმა დედამ იცის, რომ ბედნიერების უმაღლეს საფეხურს შვილის ჯანმრთელობა გამოხატავს და, შესაბამისად, ძალიან მძიმეა იმის აღქმა, რომ შენი შვილი ისეთი არაა, როგორც ყველა. დედა იტანჯება, ძალებისაგან იცლება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვერც ტკივილს და ვერც დაღლილობას ამ დროს ვერ გრძნობს. ის საკუთარ თავს შრომას აიძულებს, რამეთუ სნეულ შვილზე ზრუნვა ამიერიდან მისი უპირველესი მოვალეობაა. მაია ბარათაშვილი უკვე თითქმის 11 წელია, რაც მუდმივ დაძაბულობაში ცხოვრობს. მის მთავარ ტრაგედიას წარმოადგენს 10 წლის შვილი - ანზორ დავითური, სიმპათიური ხუჭუჭა ბიჭუნა, რომელიც დაავადებულია ეპილეფსიით და ცერებრალური დამბლით. ბავშვი ახალგორის რაიონში დაიბადა, სადაც დროულად ვერ მოხერხდა თანდაყოლილი დაავადებების გამოვლინება. კრუნჩხვები პირველად პატარა ანზორს ორი თვის ასაკში დაეწყო, მაგრამ აგვისტოს ომმა და საკუთარი სახლიდან განდევნამ ხელი შეუშალა ბავშვისთვის სრულფასოვანი გამოკვლევის ჩატარებას. დევნილობის უმძიმესმა პირველმა პერიოდმა ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან გაართულა და დიდი საფრთხის ქვეშ დააყენა. „ბავშვის გამოკვლევის მიზნით, წამოვედით დევნილთა ჩასახლებიდან და ზაჰესში, ნათესავის სახლში დავიდეთ ბინა. კლინიკაში გვითხრეს, რომ ანზორი ეპილეფსიის უმძიმესი ფორმით არის დაავადებული, თუმცა ზუსტი დიაგნოზი ექიმებმა ვერ დასვეს. წავედით სხვა კლინიკაში. იქ იგივე განმეორდა. გავაგზავნეთ ანალიზები უცხოეთში, საიდანაც შემოგვითვალეს, რომ წამლები არასწორად არის დანიშნული, ხოლო ბავშვის სრულფასოვანი გამოკვლევისთვის მისი ადგილზე ჩაყვანაა საჭირო. ეს ყველაფერი ძალიან დიდ თანხას უკავშირდება, რომელიც ჩემს დევნილ ოჯახს არ გააჩნია“, - ამბობს მაია ბარათაშვილი. ეს ფართოდ გახელილი თვალები, სინამდვილეში „დახუჭულია“. პატარა ანზორი ვერ ხედავს, მას არ ესმის და არც ლაპარაკი შეუძლია. ბავშვი ვერ დადის, მხოლოდ ხანდახან გამოსცემს გაურკვეველ ბგერებს, ვერავის სცნობს, ვერ გამოდის კონტაქტზე და ერთ ადგილზე გაჩერება უჭირს. ბავშვი ვერ გრძნობს სამყაროს, იგი მხოლოდ არსებობს. ძლიერი კრუნჩხვები მას ხშირად ემართება. არის შემთხვევები, როდესაც გამოეღვიძება ღამით, წამოხტება საწოლიდან და იატაკს ეხეთქება თავით ან კბილებით. მთელი ოჯახი, მათ შორის ანზორის ძმა -7 წლის ლექსო, მთელი ძალებით აკავებს ბავშვს, რომელსაც მაშინათვე თუ არ უშველე, დაიღუპება. შეტევებს შეიძლება დღის ნებისმიერ მონაკვეთში ჰქონდეს ადგილი, ამიტომ დედა, ბებო და პაპა თვალს არ აშორებენ საყვარელ შვილიშვილს... და, ასე გრძელდება ყოველდღე! მაია ვერ გადის სამსახურში, რადგან სნეულ შვილს მთელი დღე ვერავის უტოვებს მოსავლელად. 59 წლის პაპა გიორგი ტუბერკულოზით არის დაავადებული, ხოლო 58 წლის ბებო ალექსანდრა - ონკოლოგიური დაავადებით. ეს ოჯახი ძალიან შეკრულია, მაიას მშობლები ყველაფერს აკეთებენ, რომ შეუმსუბუქონ მას ბავშვის მოვლა. გული დამძიმდება, რომ შეხედოთ ამ სრულიად დაუცველ ადამიანებს, რომლებიც სიცოცხლეს სიღარიბესა და ავადმყოფობაში ატარებენ. ბავშვის პენსია და მიზერული სოციალური შემწეობა მხოლოდ პურზე და ელემენტარულ წამლებზე თუ ჰყოფნით. მათ საკუთარი კერა არ გააჩნიათ. ცხოვრობენ საშინელ სივიწროვეში. დამტვრეული ავეჯი, დამსკდარი იატაკი, დაჟანგული ჭურჭელი, ძველი ტანსაცმელი - სამწუხაროდ, ეს მათი მთელი „ავლა-დიდებაა“ ...და, ამ ყველაფერს „სევდისა და სასოწარკვეთის სუნი“ ასდის. ეს ადამიანები ხანგრძლივ კრიზის განიცდიან, მარტივად რომ ვთქვათ - სიკვდილის ზღვარზე იმყოფებიან. მეგობრებო, გაუწოდეთ ამ ოჯახს დახმარების ხელი, გამოხატეთ მხარდაჭერა რითიც შეგიძლიათ, აქციეთ მათი არსებობა ცხოვრებად! მათ ესაჭიროებათ ყველაფერი - მედიკამენტები, საკვები პროდუქტები, საყოფაცხოვრებო ნივთები. ისინი უსაზღვროდ მადლიერი იქნებიან თუ აჩუქებთ კარადას ან საწოლს, სკამებს ან კომოდს... ყველაზე მეტად დახმარება კი პატარა ანზორს ესაჭიროება! მის ოჯახს არ გააჩნია ბავშვის მკურნალობისთვის აუცილებელი თანხები, ხოლო ეპილეფსიის გართულებულმა ფორმამ სავსებით შესაძლებელია, რომ გამოიწვიოს გულის დაავადებები, ჰაერის უკმარისობა და...სიკვდილიც კი. თქვენ გეძლევათ შანსი გადაარჩინოთ ეს ბავშვი! დახმარება არ გადადოთ ხვალისთვის, ხვალ - შეიძლება უკვე გვიანი იყოს! სწორედ ახლა არის ის წუთი და წამი, როდესაც თქვენს მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება! ნზორი - ალერსიანი ბავშვია. თუ თავზე მოეფერები, ვერ გიცნობთ, მაგრამ აუცილებლად „გიპასუხებთ“ - თქვენს ხელს ჩაეხუტება და დახუჭავს მის „ფართოდ გახელილი თვალებს“. და, კიდევ... 21 იანვარს მას 11 წელი შეუსრულდება! მეგობრებო, თუ გაქვთ სურვილი და შესაძლებლობა დაეხმაროთ მძიმე სენით დაავადებულ ამ ბავშვს, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ანზორ დავითური) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/231-tugushi/. თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus). სამი რამ არასდროს უკან არ ბრუნდება - დრო, ნათქვამი სიტყვა და შესაძლებლობა. ნუ დაკარგავ დროს, აირჩიე სწორი სიტყვები და არ გაუშვა ხელიდან ადამიანის გადარჩენის კიდევ ერთი შანსი!
---
31.01.2018
მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/business-inner/farmacevtul-bazarze-vadagasuli-da-unebartvo-wamlebi-agmochnda/129/
ფარმაცევტულ ბაზარზე ვადაგასული და უნებართვო წამლები აღმოჩნდა
ბოლო ერთი წლის განმავლობაში სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ ფარმაცევტული საქმიანობის დარღვევის მაკონტროლებელი 883 ღონისძიება გაატარა. აქედან 821 შემთხვევაში სამართალდარღვევის ფაქტები გამოვლინდა. სააგენტოს ანგარიშის მიხედვით, დარღვევებს შორის მოხვდა საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევის 33 ფაქტი; ვადაგასული ფარმაცევტული პროდუქტის განადგურების დადგენილი წესის დარღვევის – 68 ფაქტი. ფარმაცევტული პროდუქტის შენახვის პირობების დარღვევის 102 ფაქტი, უკანონო ფარმაცევტული საქმიანობა ავტორიზებული აფთიაქის ნებართვის გარეშე – 7 ფაქტი; ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის დაწყება სააგენტოსთვის სავალდებულო შეტყობინების გარეშე – 104 ფაქტი და სხვა დარღვევები. "კონტროლის ღონისძიებების შედეგად, სულ ჩამორთმეული იქნა და კონფისკაციას დაექვემდებარა 298 093.5 ერთეული სამკურნალო საშუალება, მათ შორის 134 286,5 ერთეული პირველი ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტი (კერძოდ, 131 043 ერთეული აღრიცხვის/სერიული აღრიცხვის დადგენილი წესის დარღვევით არსებული, 101 ერთეული საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე, 364 ერთეული შენახვის პირობების დარღვევით არსებული, 2774,5 ერთეული ვადაგასული/გაუვარგისებული და 4 ერთეული იმპორტის წესის დარღვევით არსებული). კონფისკაციას დაექვემდებარა, ასევე, 163 807 ერთეული ვადაგასული/საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არქმონე/სერიული აღრიცხვის წესის დარღვევით/შენახვის პირობების დარღვევით არსებული II და III ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტი", - ნათქვამია სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ანგარიშში, რომელიც ექსკლუზიურად BM.GE-მ მოიპოვა. რეგულირების სააგენტოს უფროსის ბრძანების საფუძველზე, ნებართვა გაუუქმდა 12 ავტორიზებული აფთიაქს.
---
31.01.2018
გურიაში მამას 4 ბავშვი გარესამყაროსგან მოწყვეტილი ჰყავს - ბავშვები სკოლაში არ დადიან, მათთან არც სტუმრებს უშვებენ
გურიაში მამას მესამე წელია, 4 ბავშვი გარესამყაროსგან მოწყვეტილი ჰყავს. ბავშვები არც სკოლაში დადიან და სახლსაც თითქმის, არასდროს ტოვებენ, მათთან არც სტუმრებს უშვებენ. მშობელი თავის გადაწყვეტილებას სკოლაში წლების წინ დაწყებულ პრობლემებს უკავშირებს. საქმეში სოციალური სამსახურია ჩართული. საჩივარი იყო შესული სასამართლოშიც, მაგრამ ბავშვები ამ დრომდე სახლში არიან გამოკეტილი. დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლაში ამბობენ, რომ ყველაფერი სცადეს თუმცა, ბავშვები სასწავლო პროცესს ვერ დაუბრუნეს. ოჯახის ადვოკატის თქმით, სასწავლო დაწესებულებაში ბავშვებს ჩაგრავდნენ. მშობლები პედაგოგებს ზეწოლაში ადანაშაულებენ. ისინი მიზეზად, ბავშვების მამის, ამირან შავიშვილის მიერ 2015 წელს სკოლაში არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით რესურსცენტრისთვის ინფორმაციის მიწოდება გახდა.სვანეთში მამას 8 შვილი უკვე წლებია, სახლში ჰყავს გამოკეტილი და გარეთ არ უშვებსპროცესში თავიდანვე იყო ჩართული სოციალური სამსახური, რომელმაც ამირან შავიშვილს ბავშვების სხვა სკოლაში გადაყვანა შესთავაზა თუმცა, მშობლებმა უარი განაცხადეს. გასულ წელს ოზურგეთის საქალაქო სასამართლომ ამირან შავიშვილს მამობის უფლება შეუზღუდა თუმცა, მალევე უკვე სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება გააუქმა. ბავშვები ამ დრომდე გარესამყაროს არიან მოწყვეტილები და სკოლაში განათლების მიღების საშუალება არ ეძლევათ.
---
31.01.2018
"ჩვენთან მოდიან ეჭვით... მაღაზიაშიც დადიან ბავშვები" - რას ჰყვება სვანეთში "გამოკეტილი" ბავშვების ექიმი
სვანეთში მამის მიერ სახლში გამოკეტილი შვილების ამბავი მთელმა საქართველომ გაიგო. (სვანეთში მამას 8 შვილი უკვე წლებია, სახლში ჰყავს გამოკეტილი და გარეთ არ უშვებს) ისიც ითქვა, რომ ამირან დევნოზაშვილის 8 შვილიდან ორს დიაბეტი აქვთ. mshoblebi.ge ცაგერის ლაბორატორიის ექიმ ლაბორანტს, ირმა ყურაშვილს გაესაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ ბავშვები ლაბორატორიას გლუკოზის კვლევისთვის სტუმრობენ, თუმცა დაავადების მართვას თვითონ ცდილობენ მშობლები. - ეს ოჯახი სოფელ ცხმელურში ცხოვრობს. ტერიტორიულად ახლოს არიან ლაბორატორიასთან და ჩვენთან ზოგჯერ მოჰყავთ ბიჭი და გოგო , დაახლოებით 7 და 8 წლის. მე როგორც მაქვს ინფორმაცია, მათ თავად აქვთ გლუკომეტრები და თავად იკეთებენ ანალიზს. აღრიცხვაზე არიან. ჩემთან რომ შემოდიან, აქ არ ფიქსირდება ასაკი. ენდოკრინოლოგთან აღრიცხულები არიან. - ბავშვებთან გასაუბრების საშუალება აქვთ ექიმებს? - პირველად როცა ბავშვი ვნახე, გამიკვირდა, გლუკომეტრმა ასეთი მაღალი მაჩვენებელი, რომ დაუფიქსირა. 350- ზე ჰქონდა შაქარი. მშობელს ვკითხე, რამ გამოიწვია ეს? მაგრამ არაფერი უთქვამს. არ გვეკონტაქტებიან. ჩვენთან მოდიან ეჭვით. თავიანთი საჩხვლეტი მოაქვთ ყოველთვის. გვეკითხებიან, ხომ არის ეს სკარიფიკატორი ახალიო. იყო შემთხვევა, რომ სახლში დარჩათ თავისი და ძალიან დამჭირდა მტკიცება, რომ ჩვენი საჩხვლეტი იყო უსაფრთხო, რომ ეს არის ერთჯერადი, სტერილური და მხოლოდ ერთხელ ვიყენებთ. - ბავშვების ვის მოყავს ლაბორატორიაში ? - დედას მოჰყავს ბავშვები. მამა არასოდეს მოსულა. ვხედავ, რომ მაღაზიაშიც დადიან ბავშვები. ამირან დევნოზაშვილს სამი ვაჟი და 5 ქალიშვილი ჰყავს. მათგან ყველაზე უფროსი - გოგონა 21 წლისაა, უმცროსი ბიჭი კი - 7-ის. მშობელს სახლიდან მხოლოდ ორი შვილი გამოყავს, ისიც იმიტომ, რომ ბავშვებს დაიბეტი აქვთ.
---
31.01.2018
ჩვენ ძალიან გვენატრება დედა, იმან კი მოგვატყუა“ - მცხეთელი ბავშვების მძიმე ისტორია, რომლებიც დედამ გასაშვილებლად გაიმეტა. მცირეწლოვნებს ბებია მძიმე სოციალურ პირობებში ზრდის
---
ბეჭდვითი მედია
01.02.2018
მედიასაშუალება: მესინჯერი
C ჰეპატიტის პროგრამაში ჩართული 45 ათასი ადამიანიდან 98% დაავადებისგან განიკურნა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართულია ან მკურნალობა ჩაიტარა 45 ათასმა ადამიანმა, საიდანაც განკურნების მაჩვენებელი 98%-ს შეადგენს. როგორც „ინტერპრესნიუსს" გამყრელიძემ განუცხადა, სულ სკრინინგი ჩაიტარა 1 400 000 ათასმა მოსახლემ, მათგან ზოგიერთმა ორჯერ. რაც შეეხება უნიკალურ პაციენტებს, ანუ ადამიანებს, რომლებსაც ერთხელ მაინც აქვთ ჩატარებული სკრინინგი, მათი რიცხვი 900 ათასს შეადგეს. „ციფრები დაახლოებით ასეთი გვაქვს - ჩვენ გვყავს მილიონ 400 ათასი მოსახლე, ვისაც სკრინინგი ჩაუტარებია, ერთხელ და ორჯერ. აქედან უნიკალური არის დაახლოებით 900 ათასი, ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც ერთხელ მაინც აქვს ჩატარებული სკრინინგი. დადებითობის პროცენტი დაახლოებით 10-დან 11-მდე მერყეობს. ადამიანები, ვინც არიან დადებითი, მიდიან გაღრმავებულ კვლევებზე, რადგან თუ სკრინინგით დადებითი ხარ, ეს არ ნიშნავს, რომ C ჰეპატიტის აქტიური ფორმა გაქვს, რომელიც მკურნალობას საჭიროებს. შეიძლება თქვენ გქონდეთ დადებითი მაჩვენებელი, თუმცა არ იყოთ სამკურნალო, რადგან დაავადება უკვე გადატანილია და მორჩენილი ხართ. იმ შემთხვევაში, თუ დაფიქსირდა აქტიური ვირუსის არსებობა სისხლში, მაშინ ასეთი ადამიანი ერთვება მკურნალობაში. პროექტში სულ ჩართულია ან მკურნალობა ჩაიტარა 45 ათასმა ადამიანმა ქვეყანაში. ამ ადამიანების დაახლოებით 98% განკურნებულია, ანუ მას ვირუსი გაუქრათ ორგანიზმიდან", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მოსახლეობას მოუწოდებს, გამოკვლევა გაიკეთოს და C ჰეპატიტთან დაკავშირებით თავისი სტატუსი დაადგინოს. „ახლა ვართ განვითარების ძალიან საპასუხისმგებლო ეტაპზე. ჩვენი პროგრამა სხვა ქვეყნების პროგრამებისგან განსხვავდება. ჩვენ ინტენსიურად ვართ გადასული აქტიურ გამოვლენაზე. მოგეხსენებათ, C ჰეპატიტი გახლავთ დაავადება, მას „ჩუმ მკვლელს" ეძახიან, შესაძლოა, ის წლები გქონდეთ, მაგრამ არ გამოვლინდეს. ჩვენ უნდა გამოვიკვლიოთ მთელი მოსახლეობა, ანუ 3,7 მლნ ადამიანი. უპირატესად მოზრდილი მოსახლეობა, 18 წლის ზემოთ. მომავალი სამი წლის განმავლობაში უნდა შემოწმდეს დაახლოებით 1 800 000 ადამიანი. ეს არის უნიკალური შანსი, რადგან C ჰეპატიტის მკურნალობა გახლავთ ბოლო წლებში მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გარღვევა. ის გახდა განკურნებადი დაავადება. ამ შანსით საქართველოს მოსახლეობამ უნდა ისარგებლოს. არაფერია სასირცხვილო. თუ არ იცით თქვენი სტატუსი C ჰეპატიტთან მიმართებაში, მიბრძანდით, ტესტირებაც და მკურნალობაც არის უფასო. მოვუწოდებ მოსახლეობას, ისარგებლეთ ამ შანსით", - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
---
01.02.2018
მედიასაშუალება: ახალი თაობა
რომელ კლინიკებში, აფთიაქებსა და ესთეტიკურ ცენტრებში გამოვლინდა დარღვევები
2017 წელს სამედიცინო/სააღმზრდელო დაწესებულებებში გამოვლენილი დარღვევების შედეგად, ჯარიმის სახით, ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილმა თანხამ 1 171 100 ლარი შეადგინა. სასამართლომ აღნიშნული თანხის გადახდა სამართალდამრღვევ პირებს სალიცენზიო, სანებართვო, ტექნიკური რეგლამენტის პირობების და სავარაუდო უკანონო საექიმო/სამედიცინო საქმიანობის შემოწმების შედეგად დააკისრა. როგორც სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2017 წლის მუშაობის ანგარიშშია აღნიშნული, შემოწმება ჯამში 360 შემთხვევაში განხორციელდა. შედეგად სასამართლოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სულ 1 036 ოქმი გაეგზავნა. აღსანიშნავია, რომ ამათგან უკანონო საექიმო/სამედიცინო საქმიანობაზე - 11 ოქმი იყო შედგენილი. სასამართლოებიდან მიღებული ინფორმაციით: 208 სამართალდამრღვევს - შენიშვნა მიეცა, 13 შემთხვევაში - საქმე შეწყდა, 620 სამართალდამრღვევი კი დაჯარიმდა. ამასთან, 195 შემთხვევაში პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს. „ბიზნესპრესნიუსი“ იმ დაწესებულებათა ჩამონათვალს, სადაც სააგენტოს შემოწმების შედეგად სამართალდამრღვევი პირები გამოვლინდნენ.
---