მედიამონიტორინგი 01.06.2018
ტელევიზია
01.06.2018
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმიანი დილა
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დიფრენცირებული პაკეტების ამოქმედებიდან ერთი წელია გასული. დღევანდელი მონაცემებით, პროგრამაში მონაწილეებს შორის ყველაზე დიდი რაოდენობით ის პირები არიან, რომელთა ყოველთვიური დარიცხული ხელფასი 100 ლარზე ნაკლებია. პირი თვითდასაქმებულია, ან არარეგულირებული შემოსავალი აქვს. მათი რაოდენობა ამ დროისთვის 1 946 482-ს შეადგენს. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, კიდევ 24602 ადამიანი მინიმალური პაკეტით სარგებლობს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5324439
---
01.06.2018
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმიანი დილა
საქართველოში სოციალური უთნასწორობის მაჩვენებელი გაზრდილია. საქსტატის მოცანემებით, 2017 წელს ჯინის კოეფიციენტი 41 ნიშნულზეა. 2016 წელთან შედარებით ნიშნული 0.1 გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ შემოსავლების მიხედვით, სოციალური უთანასწორობა გაზრდილია. წინა წლებთან შდარებით, ჯინი კოეფიციენტი ყველა მიმართულებით არის გაზრდილი. საქართველოში მოსახლეობის 21.9%-ი სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით არის. 2017 წლის მონაცემების შესახებ ინფორმაცია საქსტატმა გამოაქვეყნა და აღნიშნეს, რომ სიღარიბის ზღვარს ქვევით სოფელში უფრო მეტი ადამიანია და მათი რიცხვი 26.6%-ია, ქალაქში კი ეს მაჩვენებელი 18.6%-ს უტოლდება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5324437
---
31.05.2018
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
მსოფლიო თამბაქოს გარეშე. საქართველოს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ღონისძიებებს უერთდება. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ხელისუფლების წარმომადგენლები ქვეყანაში 1 თვის წინ ამოქმედებული თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი შედეგებს აფასებენ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5324006
---
31.05.2018
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 12:00
პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა კანონპროექტი სოციალური მუშაობის შესახებ, რის მიხედვითაც იქმნება სოციალური მუშაობის ერთიანი სისტემა, რეგულირდება სოციალური მუშაობის ძირითადი პრინციპები, ფუნქციები, უფლებები და მოვალეობები. კანონპროექტი ასევე აწესრიგებს სოციალური მუშაკის პროფესიულ კვალიფიკაციასთან, მათ გაერთიანებასთან, სოციალურ გარანტიებსა და კარიერულ დაწინაურებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5322628
---
ინტერნეტი
31.05.2018
მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/absoluturi-sigharibis-done-2017-wels-wina-weltan-mimartebashi-01-procentuli-punqtit-shemcirda/
საქსტატის მონაცემებით, აბსოლუტური სიღარიბის დონე 2017 წელს 0,1 პროცენტული პუნქტით შემცირდა
აბსოლუტური სიღარიბის დონე წინა წელთან მიმართებაში 2017 წელს 0.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 21,9 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ დღეს საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, გენდერულ ჭრილში აღნიშნული ინდიკატორი ქალებში 21,6 პროცენტს, ხოლო მამაკაცებში 22,4 პროცენტს გაუტოლდა. რაც შეეხება ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებლებს, მედიანური მოხმარების 60 და 40 პროცენტის ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი 2017 წელს გაიზარდა 1,3 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად, 22,3 და 8,5 პროცენტი შეადგინა. თოდრაძის თქმით, უთანაბრობის ზრდის ძირითად მიზეზს 2017 წლის განმავლობაში ინფლაციის შედარებით მაღალი დონე წარმოადგენს.
---
31.05.2018
დავით სერგეენკოს შეფასებით, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ მიღებული კანონის აღსრულება წარმატებით მიმდინარეობს
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ მიღებული კანონის აღსრულება წარმატებით მიმდინარეობს. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, საზოგადოება სწორად მოეკიდა კანონს და თამბაქოს მოხმარებაც მნიშვნელოვნად არის შემცირებული. „თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი“, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო და მაისის დასაწყისიდან ძალაში შევიდა, არის საზოგადოებრივი ჯანდაცვისკენ, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვისკენ ერთ-ერთი ყველაზე ქმედითად გადადგმული ნაბიჯი. თვეზე ნაკლები პერიოდის განმავლობაში ამ კანონოს აღსრულება, ჩემი აზრით, წარმატებულად მიდის. რა თქმა უნდა, ეს არ მოხდებოდა ისე, რომ 100%-ით დაფარულიყო ყველა შემთხვევა, თუმცა საზოგადოება, საბედნიეროდ, ძალიან სწორად მოეკიდა, სწორად გაიაზრა ეს ყველაფერი და მნიშვნელოვნად, ჯერადობით არის შემცირებული მოხმარება. ერთეული დარღვევები იქნება მომავალშიც,თუმცა მიმდინარეობა ცალსახად წარმატებულია“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
---
31.05.2018
მედიასაშუალება: http://ibusiness.ge/new/10443-ertadertmanetistvis-ertad-moutsodon-sakhelmtsifos-gafantuli-sklerozis-mkurnalobis-khelmisatsvdomobis-gazrdisken
#ერთადერთმანეთისთვის - ერთად მოუწოდონ სახელმწიფოს გაფანტული სკლეროზის მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდისკენ
გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პრესკონფერენცია გაიმართა. ღონისძიება კამპანიის "ერთად ერთმანეთისთვის" ფარგლებში მოეწყო და სოციალურ პროექტში სახელმწიფოსა და საზოგადოების აქტიურ ჩართულობას უკავშირდებოდა. პრეკონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური ნევროლოგიის დეპარტამენტის პროფესორი, მარინა ჯანელიძე და გაფანტული სკლეროზით დაავადებულ პაციენტთა კავშირის წარმომადგენლები - მაია მგელაძე, გიორგი ჩიქვანაია და მარიკა ქაჯაია. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ და საკუთარი მოსაზრება დააფიქსირეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და სოციალურ საკითხთა კომისიის ხელმძღვანელმა გიორგი ბირბიჩაძემ, ექიმებმა, პროექტში ჩართულმა კეთილი ნების ელჩებმა, მედიაპარტნიორებმა და სხვა. მნიშვნელოვანია, რომ გაფანტული სკლეროზის გამოვლენის მიზნით, გლობალური აქცია მსოფლიოს მასშტაბით, სახელწოდებით, "ერთად ერთმანეთისთვის - Bringing us closer" მიმდინარეობს. კამპანიის მიზანს, დაავადების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლება, მისი დროული დიაგნოსტიკა და ადეკვატურ მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. დღეს საზოგადოებას არ აქვს საკმარისი ინფორმაცია გაფანტული სკლეროზის და მისი თანმდები სირთულეების შესახებ, უფრო მეტიც, დაავადების სახელწოდება საზოგადოების ერთი ნაწილისთვის დამაბნეველიც კი არის. "ვფიქრობ, დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გაცილებით ბევრი ადამიანი გაიგებს ამ დაავადების და მისგან გამოწვეული პრობლემების შესახებ. მნიშვნელოვანია,რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია, თუ რეალურად, რას ნიშნავს „გაფანტული სკლეროზი“, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს დაავადების ნაადრევ დიაგნოსტირებას. უპირველესად, აუცილებელია აქტიური კამპანიის წარმოება, რათა საზოგადოებაში ამაღლდეს ცნობიერება დაავადების შესახებ. როგორც თბილისის საკრებულის წარმომადგენელი მზად ვარ, აქტიურად ვითანამშრომლო. დღეს იყო პირველი შეხვედრა, მთავარია ჩვენს შორის შედგა კომუნიკაცია. მსგავსი ტიპის შეხვედრები, აუცილებელია, როგორც საზოგადოებისთვის, ასევე სახელმწიფოსთვისაც, რათა მან შესაბამისი ყურადღება გამოიჩინოს პაციენტებისადმი", - აღნიშნა გიორგი ბირბიჩაძემ. დაავადებით გამოწვეულ პრობლემებს შეეხნენ მედიკოსებიც. "დღევანდელი დღე ვფიქრობ,ხელს შეუწყობს ცნობადობის გაზრდას დაავადების შესახებ, ყველამ კარგად წარმოიდგინოს თუ რას ნიშნავს ეს დაავადება და თუ რა პრობლემის მატარებელია. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ გაფანტული სკლეროზი ახალგაზრდა, 20-40 წლამდე ასაკის მქონე ადამიანების დაავადება, მკურნალობის არარსებობის პირობებში, ძალიან ბევრი პაციენტი ცხოვრებას მძიმე ფიზიკური უნარშეზღდუდულობით აგრძელებს, რაც საბოლოო ჯამში ინვალიდობის საკმაოდ მძიმე ხარისხით ვლინდება. ადეკვატური, თანამედროვე მედიკამენტების გამოყენებით კი, შესაძლებელია, რომ ტრამვის მძიმე ხარისხი თავიდან ავიცილოთ", - განმარტა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნვერსიტეტის კლინიკური ნევროლოგიის დეფერტამენტის პროფესორმა მარინა ჯანელიძემ. "აღსანიშნავია, რომ გაფანტულ სკლეროზთან ბრძოლის საერთაშორისო დღე მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაიმართა. ძალიან სასიამოვნოა,რომ ამ პრობლემას გამოეხმაურა საქართველოც, გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტთა ასოციაცია და ასეთი ძალიან საინტერესო ღონისძიება მოაწყო, რომლის მიზანია, ჩვენს საზოგადოებაში გაფანტული სკლეროზის შესახებ ცნობიერების ამაღლება. ეს ერთ-ერთი სერიოზული და ყურადსაღები ნერვოლოგიური დაავადებაა. ძალიან ხშირად ამ დაავადებას სწორად არ აღიქვამენ და შესაბამისად, საკმაოდ მნიშვნელოვანია ასეთი საინფორმაციო კამპანიები, რომელსაც სამომავლოდ შედეგი ექნება ამ დაავადებასთან ეფექტური ბრძოლის თვალსაზრისით", - ამბობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ალექსანდრე ცისკარიძე. პრესკონფერენციაზე ასევე დაანონსდა კამპანიის ფარგლებში სოციალურ ქსელში დაგეგმილი აქტივობის #ერთადერთმანეთისთვის შესახებ. აქტივობა მოწოდების სახის მატარებელია, რათა საზოგადოების ჩართულობით მოხდეს დაავადების შესახებ ინფორმაციის გაცვლა-გაზიარება და ამით გაფანტული სკლეროზით დაავადებული პაციენტებისთვის მხარდაჭერის გამოცხადება. პრესკონფერენციის დასასრულს, გაიმართა ვიდეო რგოლის პრეზენტაცია, რომლის ძირითადი მონაწილეები არიან პაციენტები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები: დავით ლორთქიფანიძე, ანა კოშაძე, ია სუხიტაშვილი, ზურა ბალანჩივაძე (ზურიუსი), გოგა ჩანადირი, გია ჯაჯანიძე, ეკა ტოგონიძე, თეონა დოლენჯაშვილი, ფრიდონ სულაბერიძე და სხვები. ისინი ერთვებიან პროექტში კეთილი ნების ელჩებად, რათა ერთად მოუწოდონ სახელმწიფოს მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდისკენ პაციენტებისთვის სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებისა და უნარშეზღუდობის პროგრესირების შემცირების მიზნით. ინფორმაცია გაფანტული სკლეროზის შესახებ გაფანტული სკლეროზი ქრონიკული, პროგრესირებადი ნევროლოგიური დაავადებაა და მსოფლიოში დაახლოვებით 2.3 მილიონი ადამიანია დაავადებული ამ პათოლოგიით. პირველი სიმპტომები უპირატესად 20-დან 40 წლის ასაკის პერიოდში ვლინდება და ამიტომაც გაფანტული სკლეროზი არატრავმული უნარშეზღუდულობის ძირითადი მიზეზია ახალგაზრდებში. არსებობს დაავადების რამოდენიმე ფორმა: • რეციდიულ-რემისიული ფორმა - ყველაზე ხშირია (80-85%). დაავადება პერიოდულად მწვავდება (რეციდივი), ტვინის სხვადასხვა უბანში ჩნდება ანთებითი კერა, შემდეგ კი ანთება ცხრება და დაავადება რემისიის (დაავადებისგან თავისუფალი პერიოდი) ფაზაში გადადის. რემისია რამოდენიმე თვიდან რამდენიმე წლამდე შეიძლება გაგრძელდეს. • მეორადად პროგრესირებადი ფორმა - ნებისმიერი რეციდიულ-რემისიული ფორმა გარკვეული ხნის შემდეგ მეორადად პროგრესირებად ფორმაში გადადის, რაც იმას ნიშნავს, რომ დაავადება მუდმივად პროგრესირებს. პაციენტი მძიმდება და ხდება უნარშეზღუდული. • პირველადად პროგრესირებადი ფორმა - პაციენტთა 15%-ში გვხვდება, დაავადება თავიდანვე პროგრესირებს, რემისიები არ ახასიათებს და პაციენტი მალევე უნარშეზღუდული ხდება. მნიშვნელოვანია, რომ დაავადების ყველა ფორმის დროს ძალიან საყურადღებოა დაავადების აქტივობა - ნერვულ სისტემაში ანთებითი პროცესები, რომელსაც თან სდევს თავის ტვინის ნერვული უჯრედების დაღუპვა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს პროცესი შეიძლება მიმდინარეობდეს მაშინაც კი თუ პაციენტს კლინიკური სიმპტომები არ აღენიშნება. გაფანტული სკლეროზის მკურნალობის ძირითადი მიზანია დაავადების აქტივობის შემცირება დაავადების ადრეულ სტადიაზევე, რათა არ მოხდეს უნარშეზღუდულობის პროგრესირება. დღესდღეობით გაფანტული სკლეროზის სამკურნალოდ მოწოდებულია დაავადების მამოდიფიცირებელი თერაპია, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირების დაავადების აქტივობას და უნარშეზღუდულობის პროგრესირებას.
---
31.05.2018
“თამბაქო გულის კორონარული დაავადებების, ინფარქტის და პერიფერული სისხლძარღვების დაავადებების მნიშვნელოვან რისკ-ფაქტორს წარმოადგენს”
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და მისი პარტნიორები 31 მაისს ყოველწლიურად აღნიშნავენ მსოფლიო დღეს თამბაქოს გარეშე. ამ დღეს ყურადღების გამახვილება ხდება თამბაქოსთან ასოცირებულ ჯანმრთელობისა და სხვა რისკებზე. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათი ინფორმაციით, 2018 წელს, მსოფლიო დღე თამბაქოს გარეშე ფოკუსირებულია „თამბაქოსა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებზე“. “როგორ უქმნის თამბაქო საფრთხეს გულის ჯანმრთელობას მსოფლიოში მსოფლიო დღე თამბაქოს გარეშე 2018 კონცენტრირებული იქნება თამბაქოს გავლენაზე გულ-სისხლძარღვთა დაავადებების კუთხით. თამბაქო გულის კორონარული დაავადებების, ინფარქტის და პერიფერული სისხლძარღვების დაავადებების მნიშვნელოვან რისკ-ფაქტორს წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ცნობილია გულზე თამბაქოს მავნე გავლენა და ხელმისაწვდომია გზები, რომლებიც ამცირებს მასთან დაკავშირებულ სიკვდილიანობას და ავადობას, საზოგადოების დიდ ნაწილს მაინც არ გააჩნია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თამბაქო გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ერთ-ერთ წამყვან მიზეზს წარმოადგენს. ფაქტები თამბაქოს, გულის და სხვა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შესახებ მსოფლიოში გულ-სისხლძარღვთა დაავადებები უფრო მეტ ადამიანს კლავს ვიდრე სიკვდილის სხვა ნებისმიერი მიზეზი. თამბაქოს მოხმარება და მეორადი კვამლის ზემოქმედება გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის დაახლოებით 12%-ს წარმოადგენს. თამბაქო, როგორც გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამომწვევი მიზეზი, მეორე ადგილზეა ჰიპერტენზიის შემდეგ. თამბაქოს გლობალური ეპიდემიის გამო მსოფლიოში ყოველწლიურად 7 მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება, აქედან დაახლოებით 900 000 ადამიანი არამწეველია, რომელიც თამბაქოს მეორადი კვამლის ზემოქმედებით იღუპება. მსოფლიოს 1 მილიარდზე მეტ მწეველთა დაახლოებით 80% ცხოვრობს დაბალ და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში, სადაც თამბაქოსთან დაკავშირებული დაავადებების და სიკვდილის ტვირთი ყველაზე მძიმეა. ჯანმოს MPOWER ზომები თანხვედრაშია თამბაქოს კონტროლის შესახებ ჩარჩო კონვენციასთან (WHO FCTC) და იგი შესაძლოა გამოყენებულ იქნას სახელმწიფოს მიერ თამბაქოს მოხმარების შესამცირებლად და არაგადამდები დაავადებებისგან დასაცავად. ეს გულისხმობს: · თამბაქოს მოხმარების და პრევენციული პოლიტიკის მონიტორინგი · თამბაქოს კვამლის ზემოქმედებისგან ადამიანების დაცვა საზოგადოებრივი თავშეყრის შენობა-ნაგებობებში, სამუშაო ადგილებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში თამბაქოს მოწევის სრული აკრძალვით · თამბაქოზე თავის დანებების ხელშეწყობა · თამბაქოს საფრთხის შესახებ გაფრთხილება ერთგვაროვანი/სტანდარტული შეფუთვის დანერგვით, დიდი ზომის გრაფიკული გამოსახულებების და სამედიცინო გაფრთხილებების დატანით თამბაქოს შეფუთვებზე და ეფექტური ანტი-თამბაქოს კამპანიების დანერგვით რომელიც საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას თამბაქოსა და მეორადი კვამლის მავნეობის შესახებ · თამბაქოს რეკლამის, პოპულარიზაციის და სპონსორობის აკრძალვა · თამბაქოს პროდუქტებზე გადასახადების მატება და მისი ხელმისაწვდომობის შემცირება მსოფლიო დღე თამბაქოს გარეშე 2018 წელის კამპანიის მიზნები: · ხაზი გაესვას თამბაქოსა და გულ-სასხლძარღვთა დაავადებებს შორის კავშირს · საზოგადოებაში გაიზარდოს ცნობიერება თამბაქოს მოხმარების და მისი მეორადი კვამლის უარყოფითი გავლენის შესახებ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებზე · შეიქმნას შესაძლებლობები საზოგადოებისთვის, მთავრობისთვის და სხვა მხარეებისთვის, რათა პოპულარიზაცია გაუწიონ გულის სიჯანსაღეს თამბაქოს პროდუქტების გამოყენებისგან ადამიანების დაცვით · მოხდეს ქვეყნების სტიმულირება ჯანმო-ს FCTC MPOWER ზომების დანერგვის გასაძლიერებლად”- წერია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
---
ბეჭდვითი მედია
01.06.2018
მედიასაშუალება: ჯორჯია თუდეი
#ერთადერთმანეთისთვის - ერთად მოუწოდონ სახელმწიფოს გაფანტული სკლეროზის მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდისკენ
---