From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David <Sergeenko>
Subject : mediamonitoringi-01.08.2017
Cc : Zaza Sopromadze; Nino Berdzuli; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; kdzimistarishvili@moh.gov.ge; dtorua@moh.gov.ge; maiatabagari@gmail.com; mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; Elza Jgerenaia; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia; tgamkrelidze@ssa.gov.ge; Noe Kinkladze; tsharashidze@moh.gov.ge; lugulava@moh.gov.ge; karchvadze@ssa.gov.ge; sumikashvili@moh.gov.ge; ntevdorashvili@moh.gov.ge; tchubinidze@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge; nodisharia@moh.gov.ge; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com; mkotrikadze@moh.gov.ge; keti.cosmo@gmail.com; Tea Bakradze; mjhvania@moh.gov.ge; sbelkania@moh.gov.ge; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com
Received On : 01.08.2017 07:43
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 01.08.2017

ტელევიზია 

31.07.2017

არხი:           რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 21:00

სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიერ 5 წლის განმავლობაში ჩატარებული კვლევის შედეგებით, ტყვიის სამჯერ გადაჭარბებული ოდენობა საქონლის ხორცში აჭარაში, სამეგრელოში, იმერეთში, გურიასა და რაჭა-ლეჩხუმშია აღმოჩენილი. ქიმიურად საშიში ნივთიერებითაა დაინფიცირებული სასმელი წყალი იმერეთში.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4608059

---

 

31.07.2017

არხი: I არხი

გადაცემა: მოამბე 20:00

ხელისუფლება სისხლის ბანკებზე ახალი რეგულაციების ამოქმედებას გეგმავს. უსაფრთხო სისხლის სტრატეგია ითვალისწინებს უანგარო დონორის ინსტიტუტის გაძლიერებას და 2020 წლისთვის ანაზღაურებადი დონორობის გაუქმებას. თუმცა, როგორც ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ, ამ მიზნის მიღწევა არა ფასიანი დონორობის აკრძალვის, არამედ სისხლის უანგაროდ გაღების წახალისებით და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებით უნდა მოხდეს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4608026

---

 

31.07.2017

არხი:           ტელეკომპანია იბერია

გადაცემა: ბიზნესკოდი

დაზღვევის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად სადაზღვევო სამსახურის დაფინანსება სადაზღვევო კომპანიებს მოუწევთ. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შესული ცვლილებების შედეგად, ათასობით ადამიანი როგორც სახელმწიფო ისე კერძო დაზღვევის გარეშე დარჩა. სექტორში არსებული პრობლემების შესახებ საუბრობს სადაზღვევო ინსტიტუტის ხელმძღვანელი გიორგი გიგოლაშვილი

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4606950

---

ინტერნეტი

31.07.2017

მედიასაშუალება: http://factcheck.ge/article/30320/

დავით სერგეენკო: საქართველოში ჯანდაცვაზე იხარჯება მშპ-ის 2.5%. ევროპაში ეს არის საშუალოდ 5-7% ან 10%. ამერიკა ხარჯავს მშპ-ის 17%-ს

ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯანდაცვის  დაფინანსებაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, „საქართველოში ჯანდაცვაზე იხარჯება მთლიანი შიდა პროდუქტის 2.5%. ევროპაში ეს არის საშუალოდ 5-7% ან 10%. ამერიკა ხარჯავს მთლიანი შიდა პროდუქტის 17%-ს“. ჩვენ ჯანდაცვის მინისტრის ამ განცხადების სიზუსტით დავინტერესდით. იმისთვის, რომ ჯანდაცვის სისტემის დაფინანსება ეფექტიანი იყოს, არსებობს რამდენიმე საერთაშორისო ინდიკატორი, თუ რამდენი უნდა იხარჯებოდეს ჯანდაცვაზე. ერთ-ერთი მათგანია სახელმწიფოს დანახარჯები ჯანდაცვაზე მშპ-ის მიმართ. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯების წილი მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 5% უნდა იყოს. ჩვენ საქართველოს ნაერთი ბიუჯეტისა და სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების შესრულების მაჩვენებლები გავაანალიზეთ. 2016 წელს ნაერთი ბიუჯეტიდან ჯანმრთელობის დაცვაზე სახელმწიფოს დანახარჯები მილიარდ 46 მლნ ლარი იყო, რაც მთლიანი ხარჯების დაახლოებით 10%-ია. 2016 წლის მონაცემებით, საქართველოს მშპ-ის მოცულობა 33 921 მლნ ლარია, შესაბამისად, ჯანდაცვაზე სახელმწიფოს დანახარჯები მშპ-ის 3%-ს შეადგენს. სახელმწიფო ბიუჯეტის მაჩვენებლებით, 2016 წელს ჯანმრთელობის დაცვაზე 982 მლნ ლარი დაიხარჯა, რაც სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიანი ხარჯების 10%-ს, ხოლო მშპ-ის 2.9%-ს შეადგენს. ბოლო წლების სტატისტიკა აჩვენებს, რომ ჯანდაცვაზე სახელმწიფოს დანახარჯები ყოველწლიურად იზრდება (ცხრილი 1). მიუხედავად ამისა, ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯების წილი მშპ-დან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ განსაზღვრულ მინიმუმზე ბევრად ნაკლებია.

ცხრილი1 :სახელმწიფოს დანახარჯები ჯანდაცვაზე (იხილეთ http://factcheck.ge/article/30320/)

ჯანდაცვის ხარჯებზე საუბრისას დავით სერგეენკომ საქართველოს მაჩვენებლები ევროპის  და ამერიკის მაჩვენებლებს შეადარა. მსოფლიო ჯანდაცვის და მსოფლიო ბანკის ბოლო 2014 წლის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებში ჯანდაცვაზე სახელმწიფოს დანახარჯების წილი მშპ-ის 7.8%-ს შეადგენს. გერმანიის, ავსტრიის, საფრანგეთის ბიუჯეტებიდან ჯანდაცვის ხარჯი მშპ-ის დაახლოებით 9%-ია, ჰოლანდიაში 9.5%, შვედეთში კი 10%. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა ჯანდაცვაზე მშპ-ის 8%-ს ხარჯავს. რაც შეეხება მინისტრის მიერ დასახელებულ 17%-ს, ეს მაჩვენებელი არის ამერიკაში მთლიანი ჯანდაცვის დანახარჯების (სახელმწიფოს და კერძო დანახარჯი) წილი მშპ-დან. ანუ, მინისტრი ერთმანეთს ადარებს ორ სხვადასხვა მონაცემს. საქართველოს და ევროპის ქვეყნების შემთხვევაში მან აიღო ჯანდაცვაზე სახელმწიფოს (მთავრობის) დანახარჯების წილი მშპ-დან, ხოლო ამერიკის შემთხვევაში, ეს ხარჯი აბსოლუტურად განსხვავებულ მაჩვენებელს, მშპ-დან ჯანდაცვის მთლიან დანახარჯებს შეადარა. აქვე განვმარტავთ, რომ დავით სერგეენკო ბიუჯეტიდან ჯანდაცვაზე გაწეულ ხარჯებზე საუბრობდა (სწორედ ამაში მდგომარეობდა ჟურნალისტის კითხვაც) და არა ჯანდაცვის მთლიან დანახარჯებზე. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ბოლო, 2014 წლის მონაცემებით, საქართველოში ჯანდაცვის მთლიანი ხარჯები მშპ-ის 7%-ს შეადგენს. ბიუჯეტიდან ჯანდაცვაზე სახელმწიფოს დანახარჯების წილი მშპ-ის 2%-ია. მართებული იქნება, თუ საქართველოს მაჩვენებლებს არა აშშ-ს და ევროპის განვითარებულ ქვეყნებს, არამედ ჩვენი მსგავსი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს შევადარებთ. მსოფლიო ბანკის კლასიფიკაციით, საქართველო ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ხვდება, სადაც ჩვენი მსგავსი ეკონომიკის მქონე ქვეყნებიც შედიან. მსოფლიო ბანკის ბოლო მონაცემებით (რომელიც თავის მხრივ ეყრდნობა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებს), ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში სახელმწიფოების მიერ ჯანდაცვაზე გაწეული საშუალო ხარჯი მშპ-ის 3.8%-ს შეადგენს.

გრაფიკი 1: ჯანდაცვაზე სახელმწიფოების დანახარჯების წილი მშპ-ში (ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონი, მაღალშემოსავლიანი ქვეყნების გამორიცხვით)

(იხილეთ   http://factcheck.ge/article/30320/)

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის 2014 წლის მონაცემებით, მშპ-ის მიმართ ჯანდაცვაზე სახელმწიფოს დანახარჯებით საქართველო რეგიონში ერთ-ერთ ბოლოა. მართალია 2014 წლის მერე ეს მაჩვენებელი 3%-მდე გაიზარდა, თუმცა ამ მონაცემითაც, საქართველო რეგიონის ქვეყნების უმრავლესობას მაინც ჩამორჩება. დასკვნა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯების წილი მთლიანი შიდა პროდუქტის 5% უნდა იყოს. 2016 წლის მონაცემებით, ჯანდაცვაზე სახელმწიფოს (ანუ ბიუჯეტიდან) დანახრჯების წილი მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 3%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ჯანდაცვაზე სახელმწიფოს დანახარჯების წილი იზრდება. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, 2014 წელს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 2% იყო. ამ მაჩვენებლით საქართველო ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ჯგუფში ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ადგილზე იყო. ჯანდაცვის მინისტრმა საქართველოს მაჩვენებლები ევროპის ქვეყნებს და აშშ-ს შეადარა. ევროკავშირის ქვეყნებში ჯანდაცვაზე სახელმწიფოს დანახარჯების წილი მშპ-ის საშუალოდ 7.8%-ს, აშშ-ში კი 8%-ს შეადგენს. მინისტრმა განცხადებაში აღნიშნა, რომ აშშ ჯანდაცვაზე მშპ-ის 17%-ს ხარჯავს, თუმცა ეს მაჩვენებელი არის ჯანდაცვის მთლიანი დანახარჯების (კერძო სექტორის ჩათვლით) წილი მშპ-დან. შესაბამისად, დავით სერგეენკომ ბიუჯეტიდან ჯანდაცვაზე გაწეულ ხარჯებზე საუბრისას საქართველოს მაჩვენებელი აბსოლუტურად განსხვავებულ მაჩვენებელს შეადარა. მინისტრის განცხადების კონტექსტი, რომ სახელმწიფოს მიერ ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯი არ არის მაღალი, და რეალურად იმაზე ნაკლებია, ვიდრე სხვა ქვეყნებში, სიმართლეა. თუმცა, მის განცხადებაში დასახელებული მონაცემები და შედარება არ არის ბოლომდე ზუსტი. ამდენად, დავით სერგეენკოს განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

---

 

31.07.2017

მედიასაშუალება: http://epn.ge/?id=49806

ზაზა სოფრომაძე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული ოფისის კურსს დაესწრო

ჯანდაცვის ფინანსირებაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული ოფისის ორგანიზებულ კურსს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე დაესწრო. სამინისტროს ინფორმაციით, ოთხდღიან სასწავლო კურსზე ჯანდაცვის სისტემის დაფინანსების პოლიტიკის ამოცანები, ინსტრუმენტები, სტრატეგიული შესყიდვები, თანხების აკუმულირებისა და ფრაგმენტაციის საკითხები საქართველოს, ლატვიის, აზერბაიჯანისა და ყირგიზეთის მაგალითებზე განიხილეს. კურსის დასრულებისას ქვეყნების მიხედვით სასწავლო მასალებზე დაყრდნობით ერთ-ერთი მაგალითი დაამუშავეს და არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე პრეზენტაციები და პოსტერები წარადგინეს. ნამუშევრები ფარული კენჭისყრით შეფასდა და გამარჯვებული საქართველო გახდა. სასწავლო კურსის დასასრულს, დაჯილდოების ცერემონიალზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის ჯანდაცვის სისტემებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სამმართველოს დირექტორმა, ჰანს კლუგემ ჯანდაცვის სისტემაში საქართველოს მიღწევები გამოჰყო და ქვეყანაში მიმდინარე პროცესები დადებითად შეაფასა.

ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/445693-zaza-sofromadze-jandacvis-msoflio-organizaciis-regionuli-ofisis-organizebul-kurss-daestsro.html?ar=A

აიპრეს.ჯი- http://www.ipress.ge/new/80399-zaza-sofromadze-jandacvis-msoflio-organizaciis-regionuli-ofisis-organizebul-kurss-daestsro

---

 

31.07.2017

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/445698-siskhlis-bankebi-zafkhulis-sezonze-maragebis-shemcirebis-gamo-sazogadoebas-mimarthaven.html?ar=A

სისხლის ბანკები ზაფხულის სეზონზე მარაგების შემცირების გამო საზოგადოებას მიმართავენ

სისხლის ბანკები ზაფხულის სეზონზე მარაგების შემცირების გამო საზოგადოებას მიმართავენ. როგორც საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი სისხლის ბანკის, ”ჰემა 2012”-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა დიანა ტარიელაძემ განაცხადა, მათი კლინიკაც იმ კლინიკებს შორისაა, რომლებსაც საზაფხულო არდადეგების განმავლობაში სისხლის პროდუქტების მარაგი უმცირდებათ. მისი განმარტებით, სისხლის პროდუქტების მოხმარება წლიდან წლამდე სულ უფრო მზარდია, რის დასაბალანსებლადაც აუცილებელია უანგარო დონორობის კულტურის კიდევ უფრო მეტად განვითარება. ტარიელაძის განცხადებით, უანგარო დონორობის პოპულარიზაციის მიზნით დაავადებათა კონტროლის ცენტრი უკვე არაერთი წელია სპეციალურ კამპანიას აწარმოებს, რის შედეგადაც არაანაზღაურებადი დონორების რაოდენობა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. მისი განმარტებით, ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება სხვადასხვა კრეატიული აქტივობებით ხდება, რომლებსაც დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად ორგანიზაცია „არტინფო საქართველო“ ატარებს. ”ყოველწლიურად იზრდება სისხლის კომპონენტებზე მოთხოვნა და სისხლის ბანკები საჭიროებს მეტ მოხალისეებს. ”ნუ დაელოდები უბედურ შემთხვევას - გაიღე სისხლი! გაიღე ახლა! გაიღე სწორად!“,- ასეთია წელს ჩვენი კამპანიის მთავარი სლოგანი და მოვუწოდებთ ნებისმიერ მოქალაქეს, რომ ამ წმინდად სოციალური პასუხისმგებლობის იდეის გარშემო გავერთიანდეთ, ვინაიდან არავინ არის დაზღვეული უბედური შემთხვევისა და გამოუვალი მდგომარეობისგან, ამიტომ სისხლის ბანკებში მარაგების სტაბილურობა აუცილებელია. ხშირად, კრიტიკულ მომენტებში ვხედავთ ხოლმე საჯარო განცხადებებს და მიმართვებს, რომ ავარიის ან რაიმე შემთხვევის შედეგად დაშავებულს, ან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვს სასწრაფოდ ესაჭიროება სისხლი - როდესაც ასეთი ფორსმაჟორია, თითოეულ წუთს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სისხლის დონორის სპონტანურად მოძებნის შემთხვევაში, მის მიერ ჩაბარებული სისხლის შემოწმებას და საბოლოო გამოყენების კონდიციამდე მისვლას გარკვეული დრო სჭირდება, ეს დრო კი შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს. ამიტომ უნდა ვიყოთ მობილიზებულები და მომზადებულები, უნდა გავითავისოთ, რომ უანგარო დონორობა არის ძალიან დიდი სოციალური პასუხისმგებლობის ჟესტი და გადარჩენილი სიცოცხლე“,- განაცხადა უანგარო დონაციის კამპანიის ხელმძღვანელმა და „არტინფო საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა დათო ნადირაძემ. სისხლის უანგაროდ გაღება 18-დან 65 წლამდე ჯანმრთელ ადამიანს ყოველ 2 თვეში ერთხელ შეუძლია და ის სრულიად უსაფრთხოა. სისხლის ბანკებში კი სისხლის ჩასაბარებლად აუცილებელი ყველა აღჭურვილობა ერთჯერადი გამოყენების არის, რაც რაიმე ტიპის გართულებას მინიმუმამდე ამცირებს. ცნობისთვის, ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში ყველაზე გავრცელებული და მოთხოვნადი პირველი და მეორე ჯგუფის სისხლია. დონორობა არ შეუძლია ადამიანს, რომელსაც სისხლით გადამდები დაავადებები აქვს, ესენია: ჰეპატიტები, შიდსი, ათაშანგი. იმისათვის, რომ გადამდები დაავადებების გავრცელების რისკი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი, ნებისმიერმა პოტენციურმა დონორმა სისხლის ჩაბარებამდე 40 კითხვიანი სპეციალური კითხვარი უნდა შეავსოს, რის შედეგადაც ექიმი დაახლოებით ანამნეზს აკეთებს. ამის შემდეგ უკვე დგინდება სისხლის ჯგუფი, ფასდება ადამიანის ზოგადი მდგომარეობა და თუკი სისხლში არც ერთი ინფექცია არ აღმოჩნდება, პროდუქტი მზად არის.

---

 

31.07.2017

მედიასაშუალება: http://epn.ge/?id=49780

მესტიაში უფასო სამედიცინო გასინჯვების აქცია გაიმართა

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ორგანიზებით, მესტიაში უფასო სამედიცინო გასინჯვების აქცია გაიმართა. ადგილობრივებს სამედიცინო მომსახურება ქირურგიის ეროვნული ცენტრის სპეციალისტებმა გაუწიეს. ადგილზე 15-მდე სხვადასხვა მიმართულების ექიმთა ჯგუფი იყო მობილიზებული. აქციის ფარგლებში, ადგილობრივებს უფასო ექოსკოპიური და კარდიოლოგიური გამოკვლევებიც ჩაუტარდათ. ექიმის დანიშნეულების მიხედვითკი, შესაბამისი მედიკამენტები უსასყდლოდ გადაეცათ. მრავალპროფილიანი სამედიცინო გასინჯვები მესტიაში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. აქციას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე დაესწრო. პროფილაქტიკური გასინჯვები პერმანენტულ ხასიათს ატარებს და ცენტრის ორგანიზებით მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება.

---

 

31.07.2017

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/445677-didubeshi-sademontazho-samushaoebisas-momkhdar-shemthkhvevaze-ra-drosac-erthi-adamiani-gardaicvala-shesabamisi-eqspertizebia-danishuli.html?ar=A

დიდუბეში, სადემონტაჟო სამუშაოებისას მომხდარ შემთხვევაზე, რა დროსაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა, შესაბამისი ექსპერტიზებია დანიშული

დიდუბეში, სოხუმის ქუჩაზე, სადემონტაჟო სამუშაოების დროს მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, რა დროსაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა, სამი კი დაშავდა, დანიშულია შესაბამისი ექსპერტიზები, - ამის შესახებ „ინტერპრესიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. როგორც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ელზა ჯგერენაიამ განაცხადა, აღნიშნული შედეგი ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების უხეში დარღვევის შედეგად დადგა. მისივე თქმით, სადემონტაჟო სამუშაოების სპეციალური მანქანები, მექანიზმები უნდა იყოს გამოყენებული, „ადამიანები, რომლებიც ამ ტიპის სამუშაოებს ასრულებენ, უნდა იყვნენ დაშორებულები დასანგრევი ობიექტის, ანუ კედლის სიმაღლეზე მეტი მანძილით. პრაქტიკულად, ისინი იმ ტოტს ჭრიდნენ, რომელზეც ისხდნენ, ამიტომაც დადგა ეს შედეგი“, - განაცხადა ჯგერენაიამ. მისივე თქმით, აღნიშნული კომპანია თბილისის მერიის შესაბამისმა სამსახურმა უსაფრთხოების ნორმების დაცვის კუთხით რამდენჯერმე გააფრთხილა. 26 ივლისს, დიდუბეში, სოხუმის ქუჩაზე სახლის დემონტაჟის დროს ერთი ადამიანი გარდაიცვალა და სამი კი დაშავდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.

---

 

31.07.2017

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=147388-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%99%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98,%20%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90,%20%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%94

32.5 გრადუსზე გარე სამუშაო უნდა აიკრძალოს - პროფკავშირები

ზაფხულში ტემპერატურის მომატებასთან ერთად გარკვეული სახის სამუშაო უნდა იზღუდებოდეს, რასაც მთავრობისბრძანებაც ადასტურებს. როგორც პროფკავშირისწარმომადგენლები "მთელ კვირასთან" საუბრისას აცხადებენ, არსებობს საკმაოდ დიდი მოცულობის შკალა, სადაც განმარტებულია, რა ტემპერატურაზე რა ტიპის სამუშაო რა სახით უნდა შეიზღუდოს, თუმცა უმოქმედოა და ამას ყურადღებას არავინ აქცევს. არადა, პროფკავშირების განცხადებით, გარე სამუშაოები %32,5 გრადუსზე უკვე დაუშვებელია. ბოლო პერიოდში მთელი საქართველოს მასშტაბით ტემპერატურა 32,5 გრადუსზე ბევრად მაღალია, რასაც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებიც ცხადყოფს. სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2017 წლის 27 ივლისს დასავლეთ საქართველოს რამდენიმე რეგიონში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა %39, %41 გრადუსის ფარგლებში მერყეობდა. კერძოდ, სენაკში %39, სამტრედიასა და ზესტაფონში %41 გრადუსი აღინიშნა. მათივე სტატისტიკური მონაცემებით, განსაკუთრებით ცხელი ზაფხული 2000, 2006 და 2010 წლებში იყო. "მათ შორის განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურით გამოირჩეოდა 2000 წელი. 2000 წლის 30 ივლისს საქართველოში ჰაერის ტემპერატურის შემდეგი აბსოლუტური მაქსიმუმები იყო: მარტვილი, ფოთი, სამტრედია %45, ქუთაისი %43, ზესტაფონი, ზუგდიდი, საქარა, საჩხერე, ამბროლაური %42, ცაგერი, ხულო, ახალციხე, ქობულეთი %41 გრადუსი," - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში. რაც შეეხება მიმდინარე კვირის ამინდის პროგნოზს, როგორც სინოპტიკოსები "მთელ კვირასთან" აცხადებენ, 2 აგვისტომდე ტემპერატურა %32 გრადუსამდე იქნება, 2 აგვისტოდან კი კვლავ ელოდებიან ტემპერატურის მომატებას და აღნიშნავენ, რომ მოსალოდნელია %36, %38 გრადუსი და მეტიც. აღსანიშნავია, რომ მაღალი ტემპერატურის დროს გარკვეული სახის სამუშაო უნდა შეიზღუდოს. როგორც რკინიგზელთა პროფკავშირის თავმჯდომარე ვიტალი გიორგაძე "მთელ კვირასთან" საუბრისას აცხადებს, სხვადასხვა ტემპერატურაზე განსხვავებული ტიპის შეზღუდვა მოქმედებს, თუმცა, სამწუხაროდ, რეგულაციები არ არის ქმედითი და მას არავინ იცავს, რაც დასაქმებულთა უფლებების დარღვევაა. "მთავრობის ბრძანებაში კონკრეტულად არის გაწერილი, რა ტემპერატურაზეა დასაშვები მუშაობა და რა ტემპერატურაზე - არა. მაგალითად, ზედა ზღვარი გარე სამუშაოების დროს არის %32,5 გრადუსი და თუ ტემპერატურა აღემატება ამ მაჩვენებელს, ამ შემთხვევაში მუშაობა კატეგორიულად იკრძალება. "ეს არის საკმაოდ დიდი მოცულობის შკალა, სადაც ზუსტად არის გაწერილი, რა ტემპერატურაზე რა ტიპის სამუშაო იკრძალება. სამწუხაროდ, დამსაქმებლების მიერ ეს დადგენილება არ სრულდება, რაც დასაქმებულების შრომითი უფლებების დარღვევაა და ამაზე მითითების დროს ისეთ წინააღმდეგობას ვაწყდებით, ამის ახსნაც კი წარმოუდგენელია. "ამიტომ ვითხოვთ შრომითი ინსპექციის შექმნას, რათა იარსებოს ორგანომ, რომელიც დაიცავს დადგენილ სტანდარტებს და გააკონტროლებს დამსაქმებლებს, რამდენად კეთილსინდისიერად იცავენ დასაქმებულთა უფლებებს. "ის შრომის კოდექსი, რაც გვაქვს, არის საჩვენებელი, რადგან არ გააჩნია არავითარი მექანიზმი, რომ დამსაქმებელს კანონის დარღვევის შემთხვევაში სანქცია დააკისრო. ამიტომაც დამსაქმებელი თავისუფლად არღვევს დასაქმებულის უფლებებს, რადგან იცის, რომ პასუხსაც არავინ მოსთხოვს," - აცხადებს ვიტალი გიორგაძე. მაღალი ტემპერატურის დროს მოსახლეობას რეკომენდაციებს სთავაზობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი. "დღისით ოთახის იდეალური ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 32 გრადუსს, ხოლო ღამით - 24-ს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისა და 60 წლის ასაკს გადაცილებული ადამიანებისათვის, აგრეთვე მათთვის, ვისაც ქრონიკული დაავადებების დიაგნოზი აქვთ; ღამით უნდა გაიღოს ფანჯრები და ასეთ მდგომარეობაში უნდა დარჩეს დილამდე, სანამ გარეთ სიგრილე იქნება (თუ ეს სახიფათო არ არის); დღისით უნდა შემცირდეს სახლში სიცხის შეღწევა - აუცილებელია, დაიხუროს ფანჯრები, ჟალუზები და დარაბები, განსაკუთრებით მზის მხარეს, შეძლებისდაგვარად გამოირთოს ელექტრო მოწყობილობები და ხელოვნური განათება; უნდა ჩამოიკიდოს მზის მხარეს დამჩრდილავი ფარდები, ჟალუზები, დარაბები და სველი პირსახოცები, რაც გაგრილებასთან ერთად სახლს დაატენიანებს; მათ, ვისაც სახლში აქვს კონდიციონერი, უნდა დაკეტონ კარები და ფანჯრები, რათა ეფექტურად გამოიყენონ ელექტროენერგია; რაც შეეხება ვენტილატორს, გამოსადეგია იმ შემთხვევაში, თუ ტემპერატურა არ აღემატება 35 გრადუსს. თუ ტემპერატურა აღემატება 35 გრადუსს, ის ვერ მოხსნის სიცხესთან დაკავშირებულ პრობლემებს", - აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში. ცენტრის კიდევ ერთი რეკომენდაციაა, რომ მოქალაქეებმა მიიღონ დიდი რაოდენობით სითხე. რაც შეეხება სიცხისგან დაცვას, გამოქვეყნებული რეკომენდაციები ასეთია: "უნდა მოხდეს გადასვლა ცხელი ოთახიდან გრილში, განსაკუთრებით - ღამით. თუ შეუძლებელია სახლში სიგრილის შენარჩუნება, უმჯობესია, დღეში 2-3 საათი გაატაროთ გრილ ადგილას (მაგალითად, რომელიმე საზოგადოებრივ შენობაში, სადაც ჰაერი კონდიციონერით გრილდება)." დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მაღალი სიცხის დროს მოქალაქეებს მოუწოდებს: მოერიდონ დღის ყველაზე ცხელ პერიოდში ქუჩაში გასვლას, მაღალინტენსიურ ფიზიკურ აქტივობას, გაჩერდნენ ჩრდილში, არ დატოვოთ ბავშვები და შინაური ცხოველები გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებებში, შეინარჩუნონ სხეული გრილად და ტენიანად, მიიღონ გრილი შხაპი ან გამოიყენონ ყინულის პაკეტები, სველი პირსახოცი და სხვა. ქუჩაში გასვლისას ატარონ ნატურალური მასალის, ღია ფერის, თავისუფალი ტანსაცმელი, ფართოფარფლებიანი ქუდი ან კეპი და მზისგან დამცავი სათვალე. იხმარონ საწოლის მსუბუქი თეთრეული და არავითარი ბალიში, მიიღონ დიდი რაოდენობით სითხე, ალკოჰოლის, ტკბილი და კოფეინიანი სასმელების გარდა, საკვები მიიღონ ხშირად და მცირე ულუფობით. მოერიდონ ცილის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტებს. ცენტრის რეკომენდაცია ეხება მაღალი სიცხის შემთხვევაში სხვების დახმარებასაც. დახმარების გეგმის გაცნობა უნდა მოხდეს ოჯახის წევრებისთვის, მეგობრებისთვის, მეზობლებისთვის, რომლებიც ძირითადად მარტონი არიან; ოჯახში უნდა განიხილონ, როგორ იმოქმედონ მაღალი სიცხის დროს ექსტრემალურ პირობებში, რათა ყველამ იცოდეს, როგორ დაეხმარონ ადამიანებს. უნდა მოხდეს პირველადი დახმარების ჩვევების შესწავლა და ა.შ. ცენტრის რეკომენდაციით, მედიკამენტები უნდა ინახებოდეს 25 გრადუსის ქვემოთ ან მაცივარში, ქრონიკული დაავადების ან ერთდროულად რამდენიმე მედიკამენტის მიღების შემთხვევაში მათი დოზისა და მიღების ჯერადობის შესახებ ექიმთან აუცილებელია კონსულტაციის გავლა. ცენტრის კიდევ ერთი რეკომენდაციაა, რომ თუ ადამიანი იგრძნობს თავბრუსხვევას, სისუსტეს, ფორიაქს, ძლიერ წყურვილს ან თავის ტკივილს, სასწრაფოდ მოთავსდეს გრილ ადგილას და გაიზომოს სხეულის ტემპერატურა, მიიღოს წყალი ან ხილის ნატურალური წვენი. კუნთების მტკივნეული სპაზმის შემთხვევაში (განსაკუთრებით ფეხებში, ხელებში ან მუცელზე), საჭიროა ელექტროლიტების შემცველი ხსნარების მიღება. თუ აღნიშნული სიმპტომები ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა, სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს, ასევე, ექიმს უნდა მიმართოთ უჩვეულო სიმპტომების დროსაც. "თუ ოჯახის რომელიმე წევრი ან ნებისმიერი ადამიანი ცხელია, კანი გამომშრალი აქვს, ბოდავს, კრუნჩხვები აქვს ან დაკარგა გონება, აუცილებელია სასწრაფო დახმარების გამოძახება ან დაკავშირება ოჯახის ექიმთან. მანამდე უნდა გადაიყვანოთ გრილ ადგილას, დააწვინოთ ჰორიზონტალურად, აუწიოთ ფეხები, გაუხსნათ ტანსაცმელი, რომ არ უჭერდეს; კისერზე, იღლიის ქვეშ, საზარდულის არეში დაადოთ ყინულის პაკეტი, ტანი დაუზილოთ 25-30 გრადუსის ტემპერატურის წყლით და გაუზომოთ სხეულის ტემპერატურა. დაუშვებელია ამ დროს აცეტილსალიცინის მჟავის ან პარაცეტამოლის მიცემა," - ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებში

---

 

 

31.07.2017

მედიასაშუალება: http://pia.ge/post/139703--ar-movkvde-sikvdilamde-ana-mazanisvils-sazogadoebis-daxmareba-swirdeba

"არ მოვკვდე სიკვდილამდე" - ანა მაზანიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება

ძუძუს კიბოსთან ბრძოლის კოალიციის "ევროპა დონა საქართველოს" პრეზიდენტ ანა მაზანიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. ანა მაზანიშვილს ყველა იცნობთ. ის ძუძუს კიბოსთან ბრძოლის კოალიციის „ევროპა დონა საქართველოს“ პრეზიდენტია. მისი ისტორია 2012 წლიდან დაიწყო, როდესაც მან აღმოაჩინა, რომ ერთ-ერთი პატარა ზომის კვანძი სიმსივნედ გარდაიქმნა. იმ დრომდე კი იგი 6 თვეში ერთხელ ყოველთვის იმოწმებდა კვანძებს, რათა არ გართულებულიყო მისი მდგომარეობა. ანა მიხვდა, რომ დაავადების მუდმივი კონტროლი მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო, არ დანებდა და შეძლო, გამკლავებოდა ამ პრობლემას, როგორც ფიზიკურად, ასევე, გონებრივად. როგორც თავად აღნიშნავს: „დიაგნოზის გაგებიდან პირველი 15 წუთი იყო მომენტი, როდესაც სხეული თავისით ტიროდა. ეს არ იყო უბრალოდ ტირილის პროცესი. ეს იყო მომენტი, როდესაც ვაანალიზებდი, რომ ვკვდებოდი. სწორედ ამ დროს ხდება გონებაში ყველაფრის გადაფასება... სწორედ მაშინ, როდესაც ფაქტის წინაშე დავდექი, დავიწყე ფიქრი იმის შესახებ, თუ რისი გაკეთება შემეძლო. აი, იმ 15 წუთის განმავლობაში გადავწყვიტე, რომ მე აუცილებლად უნდა მეცოცხლა.“ პრობლემის აღმოჩენიდან მალევე, ანამ გაიკეთა ოპერაცია, მკერდიდან მოიკვეთა სიმსივნე, გადალახა მისი ცხოვრების ურთულესი დაბრკოლება და მას შემდეგ, იგი თავად ცდილობს სხვების დახმარებას. ერთ-ერთი ინტერვიუს დროს მან აღნიშნა: „ოპერაციის შემდეგ, ჩემს პალატაში ტირილით შემოვიდა ლამაზი გოგო, რომელიც დავაიმედე და ვუთხარი, რომ ოპერაცია დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა და რომ გამოფხიზლების შემდეგ, მე დამინახავდა ისეთივე მომღიმარს, როგორც საუბრის მომენტში ვიყავი.„ანა სხვებისთვის გახდა მისაბაძი მაგალითი. ის თითოეულ პაციენტთან ერთად გადის იმ სირთულეებს, რაც წლების წინ გადალახა.ანა დღემდე უზიარებს ყველას სითბოსა და იმედის ნაწილს, იმ იმედისას, რომელიც თავად მას დაეხმარა სიმსივნის დამარცხებაში. ყველას უკვირდა მისი ასეთი შემართება, ხალასი და ბრძოლისუნარიანობა. ეს იყო მოტივაცია ყველასთვის, რომ ებრძოლათ თავიანთი სიცოცხლის გადასარჩენად. ანა დღემდე ამ შემართებით აგრძელებს ბრძოლას შემდეგი დაბრკოლების გადასალახად - თავის ტვინის სისხლძარღვთა ანევრიზმა. „როცა გონებამ გადაწყვიტა, რომ უნდა გაიმარჯვოს, აუცილებლად გაიმარჯვებს, ნუ შეეწინააღმდეგებით!” - ეს ანას სიტყვებია, რომელიც მზადაა მეორედ გაიაროს ურთულესი გზა, რათა გადარჩეს და მასთან ერთად შენარჩუნდეს ბევრი პაციენტის მომავალი. ახლა ანას სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა! (ანა მაზანიშვილს თავში, მარცხენა საძილე არტერიის კლინოიდური სეგმენტის ანევრიზმის დიაგნოზი დაუსვეს და სასწრაფოდ ესაჭიროება ოპერაცია თურქეთში, რომლის ღირებულებაც 24 000$-ს შეადგენს). ანგარიშის ნომერი: საქართველოს ბანკი, GE55BG0000000894780200, მიმღები: ანა მაზანიშვილი. Bank Name: BANK OF GEORGIAAccount number: GE55BG0000000894780200Account Holder Name: MAZANISHVILI ANAIBAN NUMBER: COBADEFFBIC (SWIFT) CODE: BAGAGE22

---

 

 

ბეჭდვითი მედია

_____________________________________________________________________________    

01.08.2017    

მედიასაშუალება:  რეზონანსი

პენსიონერს უკეთეს შემთხვევაში პენსია 18-20 დღე ჰყოფნის დარჩენილი 10-12 დღე კი ისინი შვილების, შვილიშვილების ანდა ნაცნობებისა თუ მეზობლების იმედად არიან

ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურებისა და მაღალი ინფლაციის პირობებში, პენსიონერების მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება. ნომინალური პენსია - 180 ლარი - ისედაც არ იყო საკმარისი ხანდაზმული ადამიანის ელემენტარული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად და რაც დრო გადის, მსყიდველუნარიანობას უფრო მეტად კარგავს. ამ ყველაფრის მიუხედავად, მთავრობა უახლოეს მომავალში პენსიის ზრდის დაპირებას ვერ იძლევა. მკაცრი მომჭირნეობის შემთხვევაში პენსიონერებისთვის 180 ლარი მხოლოდ 18-20 დღე არის საკმარისი.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4608113&name=01.08.2017+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

01.08.2017    

მედიასაშუალება:  მესინჯერი

მსოფლიოში ჰეპატიტის დღე აღინიშნა

საქართველოში ცე ჰეპატიტით ავადობის მაჩვენებელი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. დაავადებულთა დიდმა ნაწილმა ჯერ კიდევ არ იცის, რომ ამ მომაკვდინებელი ვირუსის მატარებელია. გასათვალისწინებელია, რომ ცე ჰეპატიტი უსიმპტომოდ მიმდინარეობს. დაავადების დროული გამოვლენა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამით პაციენტი არა მარტო საკუთარ თავს, არამედ მის ახლობლებსაც დაიცავს. ცე ჰეპატიტთან ბრძოლის დღე 28 ივლისს აღინიშნება. დღეიდან ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი უერთდებიან ჰეპატიტების მსოფლიო კვირეულს მთელი საქართველოს მასშტაბით. საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარდება უფასო სკრინინგი ცე ჰეპატიტის გამოსავლენად.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4608146&name=01.08.2017+-+%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

01.08.2017    

მედიასაშუალება:  ჯორჯია თუდეი

თბილისში “ბედნიერი სახლის” მშენებლობა დაიწყო

თბილისში სიმსივნით დაავადებულ ბავშვთა პირველ სარეაბილიტაციო-სასტუმრო ცენტრის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრიც დაესწრო. მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ცენტრის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სოციალური პროექტის ინიციატორი ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდია. ბავშვთა რეაბილიტაცია სოლიდური სიმსივნის მქონე ბავშვებზე ზრუნვას გულისხმობს. რეაბილიტაცია როგორც დაავადებით გამოწვეული სიმპტომების შემსუბუქებას, ასევე, ბავშვისა და ოჯახისთვის ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას მოიცავს. „ბედნიერი სახლი“ სამი ძირითადი მიმართულებით იმუშავებს: ერთდროულად 20 ბავშვს და მშობელს 24-საათიან მომსახურებას გაუწევს, დღის ცენტრში 50 ბავშვი და მშობელი დღის განმავლობაში, საჭირო მომსახურებას მიიღებენ, ხოლო სასწავლო-სარეაბილიტაციო სახელოსნოებში სწავლა და შრომა კი მის საწინდარია, რომ სოციალურად დაუცველი მშობლები დასაქმდებიან, გამოჯანმრთელებული ბავშვები კი დამატებით უნარებს შეიძენენ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4608150&name=01.08.2017+-+%E1%83%AF%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%AF%E1%83%98%E1%83%90+%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%93%E1%83%94%E1%83%98&p=1&lang=Ge

---