მედიამონიტორინგი 02.02.2018
ტელევიზია
02.02.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 09:00
ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში ამ დროისთვის ტუყბერკულოზით დაავადებული 3 მოზარდი მკურნალობს. ისნი სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები არიან. მართალია, დაავადების ზრიდ ტენდებცია ბოლო წლებში აღარ შეინიშნება, მაგრამ ცენტრში ამბობენ, რომ მდგომარეობა მაიონც საგანგაშოა და პერიოდული შემოწმება უცილებელია.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5015484
მაესტრო - ახალი ამბები 10:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5015770
---
01.02.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში ამ დროისთვის ტუბერკულოზით დაავადებული სამი მოზარდი მკურნალობს. ისინი სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები არიან. მართალია დაავადებულთა ზრდის ტენდენცია არ შეიმჩნევა, მაგრამ ცენტრში მიაჩნიათ, რომ მდგომარეობა მაინც საგანგაშოა. ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ბოლო წლებში სტატისტიკა დამაიმედებელ პროგნოზს იძლევა, ქვეყანა დაავადების გავრცელების დაბალი რისკის მატარებელია.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5015120
---
01.02.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 18:00
ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტები საქართველოს მასშტაბით, პროგრამის დროულ ამოქმედებას ითხოვენ. ამ თემასთან დაკავშირებით გაიმართა შეხვედრა, სადაც ძუძუს კიბოსთან ბრძოლის კოალიცია "ევროპა დონა საქართველომ" ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა, რომ რეგიონებში მცხოვრები დაავადებული ქალებისთვის 8 ათას ლარიანი წამლის უფასოდ მიწოდების სერვისი სწრაფად ამოქმედდეს. მსგავსი სერვისი უკვე მოქმედებს თბილისში მცხოვრები პაციენტებისთვის. ჯანდაცვის სამინისტროში იმედი აქვთ, რომ უკვე გაზაფხულისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით იქნება შესაძლებელი პროგრამის ამოქმედება.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5014802
პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 20:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5015312
იმედი - ქრონიკა 17:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5014611
I არხი - მოამბე 15:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5014321
---
01.02.2018
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 21:00
99-მდე გაიზარდა წიტელათი დაავადებულთა რიცხვი, შემთხვევების უმრავლესობა კვლავ ბათუმში ფიქსირდება. აქედან მხოლოდ 2 პაციენტია ჰოსპიტალიზებული. როგორც ჯანდაცვის ორგანიზაციებში აცხადებენ ერთადერთი გამოსავალი იმუნიზაციაა.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5015271
---
01.02.2018
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 18:00
საპროტესტო აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან, შშმ ბავშვთა მშობლები სახელმწიფო პროგრამის ხარვეზის გამოსწორებას მოითხოვენ. აქციის მონაწილეთა განმარტებით, კერძო კლინიკები სადაზღვევო პროგრამაში გათვალისწინებულ მომსახურებაზე მათ დამატებით თანხას ახდევინებენ. აქციის მონაწილეები მოგვიანებით ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა მიიღეს.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5014757
რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5014472
მაესტრო - ახალი ამბები 15:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5014196
---
01.02.2018
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმიანი დილა
ბოლო ერთი წლის განმავლობაში სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ ფარმაცევტული საქმიანობის დარღვევის მაკონტროლებელი 883 ღონისძიება გაატარა. აქედან 821 შემთხვევაში სამართალდარღვევის ფაქტები გამოვლინდა.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5012907
---
ინტერნეტი
01.02.2018
მედიასაშუალება: http://batumelebi.netgazeti.ge/news/113633/
წითელას შემთხვევეთა რაოდენობა აჭარაში 96-მდე გაიზარდა
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, წითელას შემთხვევათა რაოდენობამ იანვარში 96-ს მიაღწია. წითელა მწვავე დაავადებაა, რომლის გამომწვევი ვირუსიც ადამიანიდან ადამიანს ჰაერით გადაეცემა. წითელა სახიფათოა ყველა ასაკში, მაგრამ 5 წლამდე ასაკის და 20 წელს გადაცილებულ ადამიანებში შესაძლოა სერიოზული გართულებების მიზეზი გახდეს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარე კვირაში ბრიფინგიც გაიმართა ამ თემაზე, სადაც აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ აღნიშნა, რომ ერთადერთი გზა წითელას თავიდან ასარიდებლად, არის იმუნიცაზია და შემთხვევათა 80 პროცენტზე მეტი უკავშირდება სწორედ აუცრელ ან არასრულად აცრილ კონტინგენტს. ამიტომაც, სამინისტრო მოუწოდებს მშობლებს და მოზრდილ მოსახლეობას, ჩაიტარონ აცრა. ამავე თემაზე: აჭარაში წითელას შემთხვევებმა იმატა – საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მშობლებს აფრთხილებს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის იანვრის თვეში ასაკობრივი დინამიკის მიხედვით შემთხვევები ასე ნაწილდება: 40 % 0-5 წლამდე; 7% – 5-14 წლამდე 32%-15-29 წლამდე 19%-30-59 წლამდე წითელას ეპიდაფეთქება აჭარაში გასული წლის ბოლოს დაიწყო. ბოლო ეპიდაფეთქება რეგიონში, ისევე როგორც მთელს საქართველოში, დაფიქსირდა 2013 წელს, როდესაც რეგიონის ტერიტორიაზე დარეგისტრირდა დაავადების 196 შემთხვევა.
---
01.02.2018
მედიასაშუალება: http://ghn.ge/com/news/view/196339
შშმ ბავშვების მშობლებმა, ჯანდაცვის სამინისტროსთან, საპროტესტო აქცია გამართეს
შშმ ბავშვების მშობლებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გამართეს. მათი თქმით, კერძო კლინიკები სადაზღვევო პროგრამაში გათვალისწინებულ მომსახურებაზე თანხას ახდევინებენ. ამ დროისთვის აქციის მონაწილეები საყოველთაო ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსს ხვდებიან.
იმედინიუს.ჯი- https://imedinews.ge/ge/saqartvelo/46522/shshm-bavshvebis-mshoblebi-sakhelmtsipo-programis-kharvezebze-saubroben
---
01.02.2018
მედიასაშუალება: http://droni.ge/?m=3&AID=37702
ძუძუს მეტასტაზური კიბოთი დაავადებული პაციენტები საქართველოს მასშტაბით პროგრამის დროულ ამოქმედებას ითხოვენ
სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ძუძუს კიბოსთან ბრძოლის კოალიციამ „ევროპა დონა საქართველო,“ კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით (World Cancer Day) პრესკომფერენცია გამართა. შეხვედრა კამპანია „სამიზნე სიცოცხლისთვის“ფარგლებში მოეწყო და მიზანს ძუძუს მეტასტაზური კიბოთი დაავადებული პაციენტების მხარდაჭერა წარმოადგენდა. არსებული სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში ძუძუს კიბო ყველაზე გავრცელებული დაავადებაა და სწორედ, მასთან დაკავშირებული პრობლემებით შეუერთდნენ პაციენტები და მხარდამჭერები ამ დღეს. მოწვეულმა პაციენტებმა, ექიმებმა და მხარდამჭერებმა კიდევ ერთხელ შეაჯამეს არსებული პრობლემები ამ მიმართულებით. ასევე,ჯანდაცვის სამინისტროს შეახსენეს მეტასტაზური პაციენტების თარგეთული პრეპარატებით მკურნალობის აუცილებლობა და საქართველოს მასშტაბით პროგრამის დროულ ამოქმედებაზე მიანიშნეს. „ჩვენ პაცინეტები და ორგანიზაცია „ევროპა დონა საქართველო“ უერთდება კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს. დღევანდელი ჩვენი შეკრების მიზანი, ადეკვატური მკურნალობის ხელმისაწვდომობაა, რეგიონებში მცხოვრები მეტასტაზური მეტასტაზური კიბოთი დაავადებული პაციენტებისთვის. თხოვნით მივმართავთ ჯანდაცვის სამინისტროს, რომ ის პროექტი, რომელიც თბილისის მასშტაბით მუშაობს, ამუშავდეს საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ქალბატონებისთვისაც,“ - ითქვა პრესკონფერენციაზე. შეხვედრას ესწრებოდნენ კოალიცია „ევროპა დონა საქართველოს“ პრეზიდენტი ანა მაზანაშვილი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსი, მარინა დარახველიძე, თბილისის საკრებულოს მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, გიორგი ბირბიჩაძე, მხარდამჭერები, პაციენტები და მედიის წარმომადგენლები. „ივლისში დაინტერესებულ მხარეებთან ერთად გავმართეთ სამუშაო შეხვედრა, სადაც გამოიკვეთა 9 პრობლემა. ამ ხნის განმავლობაში გარკვეული მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა: თარგეთული პრეპარატები ძუძუს მეტასტაზური კიბოს სამკურნალოდ არ ფინანასდება რეგიონებში. ჯანდაცვის სტრუქტურებთან და სამინისტროსთან კომუნიკაციის შედეგად, საბოლოოდ მივიღეთ წერილი, რომ სამინისტრო იწყებს რეგიონებში ძუძუს მეტასტაზური კიბოთი დაავადებული პაციენტების დაფინანასებაზე მუშაობას, რის შედეგადაც პაციენტებს იმედი გაუჩნდათ და დღმდე არიან მოლოდინის რეჟიმში. ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები არ გადაგმულა, დღეს პროგრამის განხორციელება კვლავ განხილვის ფაზაშია. ამ პაციენტებისთვის დროულად დაწყებული მკურნალობა ძალზედ მიშვნელოვანია, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მათი თარგეთული პრეპარატებით მკურნალობის დაფინანესება. შედეგად გაიზრდება პაციენტების სიცოცხლის ხანგრძლივობა და გაუმჯობესდება ცხოვრების ხარისხი. მივცეთ მათ სიცხოხლის შანსი, ეს „ჩვენ შეგვიძლია“ და სახელმწიფომ უნდა იზრუნოს მათზე,“ - განმარტა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოს“ პრეზიდენტმა ანა მაზანიშვილმა. „გახლავართ გორიდან, მაგრამ იძულებული გავხდი შემეცვალა საცხოვრებელი ადგილი და თბილისში გადმოვსახლდი, რადგან სამწუხაროდ, თბილისადნ 70 კმ-ში და საერთოდ რეგიონებში არ ფინანსდება მკურნალობისთვის საჭირო პრეპარატები, რომელიც 8 ათას ლარს აღემატება. .ჩემთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია მკურნალობა, რადგან მყავს შვილები, მაქვს ოჯახი და მინდა სიცოცხლე,“- არსებულ პრობლემებზე ისაუბრა მოწვეულმა ერთ-ერთმა პეციენტმა მაია ტურაშვილმა. „ჩვენ 2016 წელს თბილისის მერიასთან ერთად დავიწყეთ ადრეული ძუძუს კიბოსთვის სამკურნალო მეტიკამენტებით ქალბატონების უზრუნველყოფა და მიმდინარე წლის გაზაფხულზე ვფიქრობთ, ჩვენ შევძლებთ მხარი ავუბათ თბილისის მერიის მიერ ძუძუს მეტასტაზური კიბოს დაფინანსების საკითხს.გარდა ამისა ვგეგმავთ,რეგიონებში ვუზრუნველყოთ ძუძუს კიბოთი დაავადებული ქალბატონების,სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფა,“- განაცხადა ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსმა, მარინა დარახველიძემ. შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 4 თებერვალს, კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს, სტარტი აიღო საინფორმაციო კამპანიამ „სამიზნე სიცოცხლისთვის“, რომელიც ძუძუს კიბოს შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას და დამიზნებითი თერაპიის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მხარდაჭერას ისახავდა მიზნად. 2016 წლის დასაწყისში თბილისის მერიამ და საკრებულომ აამოქმედა თანადაფინანსების პროგრამა პირველადი ძუძუს კიბოს 1 , 2 და მესამე სტადიის პაციენტთათვის, რომელსაც შეუერთდა ჯანდაცვის სამინისტრო და რეგიონებში მაცხოვრებელი პაციენტებიც მოიცვა. 2017 წლის 1 იანვრიდან პროგრამა გაფართოვდა და მოიცვა ძუძუს მეტასტაზური კიბოთი დაავადებული პაციენტებიც, რომელთაც სჭირდებათ დამიზნებითი თერაპია. პირველ ეტაპზე აღნიშნული პროგრამა ვრცელდება მხოლოდ თბილისის მაცხოვრებლებზე, 2018 წლიდან აჭარის რეგიონმა დაიწყო მეტასტაზური პაციენტების თარგეთული პრეპარატებით მკურნალობა, საქართველოს მთელი მასშტაბით კი პროგრამის განხორციელება კვლავ განხილვის ფაზაშია. კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე (World Cancer Day) კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო კავშირმა (International Union AgainstC ancer, UICC) ამ გლობალური პრობლემისადმი მსოფლიო საზოგადოების ყურადღების მიქცევის მიზნით დააფუძნა. ყოველ წელს კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს თავისი თემა აქვს. 2018 წელს კიბოსთან ბრძოლის მსოფლიო დღე ტარდება დევიზით „ჩვენ შეგვიძლია - მე შემიძლია“, რომელიც მოწოდებულია იმისთვის, რათა თითოეულმა გაიაზროს, თუ რისი გაკეთება ძალუძს ამ დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად და რა წვლილის შეტანა შეუძლია კიბოს წინააღმდეგ კამპანიის წარმოებაში. „ევროპა დონა საქართველო“ 2006 წელს შეუერთდა ქალაქ მილანში 1994 წელს დაარსებულ ევროპულ კოალიციას “EUROPA DONNA”, რომლის ძირითად მიზანს ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს. ორგანიზაცია დაარსების დღიდან იღწვის დაავადებული ქალბატონების გადასარჩენად. „ევროპა დონა საქართველოს" წევრები როგორც ევროპული კოალიცია „EUROPA DONNA“-ს მიერ სერტიფიცირებული ადვოკატები, ასევე ამ სენისაგან განკურნებული ქალბატონები არიან. მათი ერთ-ერთი უმთავრესი მისიაა, როგორც ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტების დახმარება, ასევე შესაბამისი განათლების გავრცელება ქართველ ქალბატონებში, რათა დროულად მოხდეს დაავადების პრევენცია. ორგანიზაციის მიზანია მკერდის სიმსივნით დაავადებულ ქალთა ინტერესების დაცვა, მათთვის მაღალხარისხიანი, გაიდლაინებზე დაფუძნებული სამედიცინო მომახურების ხელმისაწვდომობა, რათა ქვეყანაში მიღწეულ იქნას ძუძუს კიბოთი გარდაცვალების შემთხვევების კლება და გამოჯანმრთელების მაჩვენებლების ზრდა.
პრესა.ჯი- http://presa.ge/new/?m=society&AID=63221
აიტივი.ჯი- http://itv.ge/?m=16&CID=51061
---
01.02.2018
2017 წელს ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებებში სამართალდარღვევის 65 ფაქტი გამოვლინდა
2017 წელს, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ ქუთაისში სამედიცინო დაწესებულებებში 65 სამართალდარღვევის ფაქტი დააფიქსირა. დარღვევებზე შედგენილი ოქმების საფუძველზე სამედიცინო დაწესებულებები, ბავშვთა და ხანდაზმულთა სახლები, ასევე აფთიაქები და სტომატოლოგიური კაბინეტები დაჯარიმდენენ. დაჯარიმებულ დაწესებულებებს ფულადი სანქციის გაადახდა სასამართლომ სალიცენზიო, სანებართვო, ტექნიკური რეგლამენტის პირობების და სავარაუდო უკანონო საექიმო/სამედიცინო საქმიანობის შემოწმების შედეგად დააკისრა. "კონკრეტულად რა დარღვევაზეა საუბარი ეს არის პერსონალური ინფორმაცია. ამიტომ ამის გასაჯაროვება არ ხდება", - განგვიმარტეს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების საგენტოში. სააგენტოს ინფორმაციით, გასულ წელს ქვეყნის მასშტაბით 360 ობიექტი შეამოწმეს. დარღვევის 1 036 ოქმი დაიწერა, რომელიც სასამართლოს გაეგზავნა. აღსანიშნავია, რომ ამათგან უკანონო საექიმო/სამედიცინო საქმიანობაზე - 11 ოქმი იყო შედგენილი. 2017 წელს, სამედიცინო, სააღმზრდელო დაწესებულებებში გამოვლენილი დარღვევების შედეგად, ჯარიმის სახით, ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილმა თანხამ 1 171 100 ლარი შეადგინა.
---
01.02.2018
მედიასაშუალება: http://commersant.ge/?view=post&id=138282&lang_id=ge
არის თუ არა ტყლარწი მომაკვდინებელი სათამაშო?
გასულ კვირას ქართულ მედიაში გაავრცელდა ინფორმაცია, რომ მაგნიტური ტყლარწი არის მომაკვდინებელი სათამაშო, რომელიც იწვევს მძიმე ინტოქსიკაციას და შეიცავს სიკვდილიანობის მაღალ რისკებს. მათივე ინფორმაციით, საქართველოს მაღაზიათა ქსელებიდან ამოიღეს ტყლარწის თითქმის ყველა სახეობა. ტაბულა დაინტერესდა, რას ეყრდნობოდა მედია ამ ინფორმაციის გავრცელებისას. როგორც ირკვევა, საქმე ეხება მაგნიტური ტყლარწის გამომშვებ ერთ კონკრეტულ კომპანიას Magnetic Putty-ის, რომლის პროდუქციაც, BBC-ის ცნობით, ინტერნეტმაღაზია Amazon-მა გაყიდვებიდან ამოიღო. ბრიტანული გამოცემის ცნობით, Amazon-მა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც აღმოჩნდა, რომ ამ კონკრეტული კომპანიის მიერ გამოშვებული მაგნიტური ტყლარწი შესაძლოა, შეიცავდეს საფრთხისშემცველ ნივთიერებებს. კერძოდ, გამოკვლევით დადგინდა, მაგნიტურ ტყლარწში დარიშხანის შემცველობა 7-ჯერ აღემატება დასაშვებ ნორმას, ხოლო მის შეფუთვაში არსებული მაგნიტის მიზიდულობა კი 29-ჯერ. სათამაშოს მცირე ზომის გამო, არსებობს საფრთხე, რომ ბავშვებმა ის გადაყლაპონ. BBC-ის ინფორმაციით, Magnetic Putty-ის შეფუთვაზე ეწერა, რომ ის არ იყო რეკომენდირებული 0-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, თუმცა არ ეწერა, მოდიოდა თუ არა სათამაშო შესაბამისობაში ევროკავშირის მიერ დადგენილ სტანდარტებთან. ამასთან, სათამაშოს შეფუთვაზე არც ის ეწერა, თუ საიდან მოდიოდა ამ კონკრეტული ტყლარწის შემქმნელი კომპანია. ინტერნეტმაღაზიის გადაწყვეტილებას ცოტა ხანში eBay და Groupon-იც შეუერთდნენ. ტაბულა დაუკავშირდა ჯანდაცვის სამინისტროს, სადაც კითხვაზე, იყიდებოდა თუ არა საქართველოში ამ კომპანიის მიერ ნაწარმოები ტყლარწი, გვიპასუხეს, რომ უწყება დაინტერესებულია საკითხით და მიმდინარეობს მოკვლევა. ამასთან, უწყებაში გვითხრეს, რომ მათ არ მოუწოდებიათ მაღაზიათა ქსელებისთვის, რომ გაყიდვებიდან ამოეღოთ ტყლარწი. ტაბულა კვლავ აგრძელებს თემაზე მუშაობას და სამინისტროს უახლეს ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
---
01.02.2018
ლევან კობერიძე - ტუბერკულოზის ახალი შემთხვევების საგრძნობლად შემცირება სასჯელაღსრულებისა და ჯანდაცვის სამინისტროების სინქრონული, სისტემური მიდგომის შედეგია
ტუბერკულოზის ახალი შემთხვევების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ეს შედეგი გატარებული რეფორმების, ასევე სასჯელაღსრულებისა და ჯანდაცვის სამინისტროების სინქრონული, სისტემური მიდგომის შედეგია. „როგორც ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, არ შემიძლია არ გამოვეხმაურო რეფორმებს, რომელიც პენიტენციურ სისტემაში კახი კახიშვილის ხელმძღვანელობით მიმდინარეობს და ერთ-ერთი სამაგალითოა, რომელიც რეალურ შედეგებს იძლევა. ჩვენ ყველანი ვხედავთ, თუ როგორ იცვლება ეს სისტემა სადამსჯელო დაწესებულებიდან, პატიმრისათვის სასჯელის მოხდის პროცესში და მის შემდგომ, საზოგადოებაში სრულყოფილად დაბრუნების შესაძლებლობად. ჯანმრთელობის კუთხით ეს შედეგი დაადასტურა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის მიერ გამოქვეყნებულმა ანგარიშმა - „ტუბერკულოზისა და რეზისტენტული ტუბერკულოზის პრევენციისა და მართვის საუკეთესო პრაქტიკა პენიტენციურ დაწესებულებებში“, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პენიტენციური სისტემა ტუბერკულოზისა და რეზისტენტული ტუბერკულოზის პრევენციისა და მართვის საუკეთესო პრაქტიკის ქვეყნებს შორის დასახელდა. გატარებული რეფორმებისა და ღონისძიებების შედეგად ტუბერკულოზის ახალი შემთხვევების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. ეს შედეგი ტუბერკულოზისა და პატიმართა ჯანმრთელობის საკითხისადმი სასჯელაღსრულებისა და ჯანდაცვის სამინისტროების სინქრონული, სისტემური მიდგომის მაგალითად შეიძლება განვიხილოთ“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.
---
01.02.2018
საქართველოს პენიტენციური სისტემა ტუბერკულოზის პრევენციისა და მართვის საუკეთესო პრაქტიკის მქონე ქვეყნებს შორის დასახელდა
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის - „ტუბერკულოზისა და რეზისტენტული ტუბერკულოზის პრევენციისა და მართვის საუკეთესო პრაქტიკა პენიტენციურ დაწესებულებებში“ მიხედვით, საქართველოს პენიტენციური სისტემა ტუბერკულოზისა და რეზისტენტული ტუბერკულოზის პრევენციისა და მართვის საუკეთესო პრაქტიკის ქვეყნებს შორის დასახელდა. სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, ანგარიშის მიხედვით, საქართველოს პენიტენციურ სისტემაში ტუბერკულოზის პრევენცია და მართვა წარმატებით მიმდინარეობს. გატარებული რეფორმებისა და ღონისძიებების შედეგად ტუბერკულოზის ახალი შემთხვევების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. 2011 წლის მონაცემებით, ტუბერკულოზის 1169 რეგისტრირებული და 797 ახალი შემთხვევა, ხოლო 2017 წელს - 79 რეგისტრირებული და 45 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ანგარიშში საქართველოს პენიტენციურ სისტემაში არსებული მდგომარეობა ორი მიმართულებით წარმოჩინდა. ერთი მხრივ - პენიტენციურ სისტემაში უნივერსალური ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის შემუშავებისა და ტუბერკულოზის პრევენციის და მართვის გაუმჯობესების მიზნით გატარებული რეფორმები; ხოლო მეორე მხრივ - ტუბერკულოზით დაავადებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ექვივალენტური სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფისა და მკურნალობის უწყვეტობის შენარჩუნების (როგორც პენიტენციურ სისტემაში, ასევე გათავისუფლების შემთხვევაში, სამოქალაქო სექტორში) კომპონენტით. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში პენიტენციურ სისტემაში ტუბერკულოზით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ ფიქსირდება.
---
01.02.2018
მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=163903-%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94%20%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94 ....
"ჩემი შვილი, იოანე ხელოვნურ სუნთქვაზე გადაიყვანეს. თვითონ მოითხოვა, დავიღალეო, მიჭირს სუნთქვაო..."
რამდენიმე დღეა ფეისბუკზე იოანე ანდრიაძის დახმარების მოწოდებით, სტატუსები ვრცელდება. როგორც გარიკვა, 18 წლის იოანე 1 წელზე მეტია ებრძვის სიმსივნეს. როგორც იოანეს მამა წერს, ის ხელოვნურ სუნთქვაზე გადაიყვანეს. “ჩემი შვილი, იოანე, ამ დილით ხელოვნურ სუნთქვაზე გადაიყვანეს. თვითონ მოითხოვა, დავიღალეო მიჭირს სუნთქვა და გულიც ძაან მიცემსო. დაძინების წინ მითხრა ერთი დღე მეყოფაო, ხომ არ ვკვდებიო. არადა ისრაელში ვაპირებთ მკურნალობას. სპეც თვითმფრინავი და პირველადი დაფინანსებაც ფონდი სოლიდარობის თანადგომით ფაქტიურად გადაწყვეტილია, ორიოდე დღე ჭირდებოდა კლინიკისა და დეტალების დაზუსტებას. ეხლა ისევ გაურკვევლობაში, საჭირო დროს ფინანსები ვერასდროს დავამთხვიე, ვერ ვივარგე ჩემი შვილისთვის. ეხლა ჩემი და იოანეს მეგობრები და ახლობლები ცდილობენ ივარგონ. ღმერთს ვთხოვ დროული იყოს, ყველას დიდი მადლობა, გაიხარეთ“ - წერს კობა ანდრიაძე. იოანეს დახმარების მსურველებისთვის საბანკო ანგარიში: საქართველოს ბანკი GE21BG0000000760339200 მიმღები თორნიკე ანდრიაძე.
---
01.02.2018
"როცა მდგომარეობა გაიაზრა, „ნეტავ ადგილზე მოვმკვდარიყავიო“ - ჩაილაპარაკა" - 17 წლის ავთოს ჩვენი დახმარება სჭირდება
17 წლის ავთო კიკნაველიძეს, რომელსაც ზურგის ტვინი დაუზიანდა და სამკურნალოდ გერმანიაში წასვლა სჭირდება, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ავთოს მდგომარეობასთან დაკაშირებით "ფეისბუკზე" უამრავი სტატუსი ვრცელდება, მათ შორის არის ისტორიკოსი ბუბა კუდავაც. "ეს ავთოა, ჩემი მოსწავლე. სიცოცხლით სავსე, მოუსვენარი, ლაღი, დაუღლელი, სულ მოძრავი, სულ მაიმუნობის ხასიათზე, სულ ღიმილიანი, მეგობრული და სულ ენამოსწრებული. ბოლოს უჯარმაში ვიყავით ერთად. მის მეგობრებთან, სხვა მოსწავლეებთან ერთად. ვათვალიერეთ, ვილაპარაკეთ, გავერთეთ, ვიოხუნჯეთ... 3 დღის შემდეგ ჩემი 5 მოსწავლე ავარიაში მოყვა. საბედნიეროდ, ყველა გადარჩა. უმეტესობას თითქმის არაფერი დაშავებია. აი, ავთოს კი არ გაუმართლა... თითქმის 2 თვეა, გაუნძრევლად წევს და საღ გონებაზე მყოფი, კიდურებსაც კი ვერ ამოძრავებს. 2 თვეა, სიკვდილს ებრძვის, მისხალ-მისხალ იმარჯვებს და სანახავად შესულ მეგობრებს ენას უყოფს. სულ თავიდან, როცა მდგომარეობა გაიაზრა, „ნეტავ ადგილზე მოვმკვდარიყავიო“ – ჩაილაპარაკა... მაგრამ ჩვენ გვწამს, რომ ავთოს სასწაულებრივი გადარჩენა რაღაცის ნიშანია... იმის, რომ არ შეიძლება, ავთომ არ იცოცხლოს. იმის, რომ ჯერ უნდა წამოჯდეს, მერე წამოდგეს და ისევ ისეთი ავთო დაგვიბრუნოს. პირველად ვწერ ამგვარ პოსტს. ვისაც თუნდაც მცირე საშუალება გაქვთ, დაეხმარეთ ამ 17 წლის მზესავით ბიჭს. მენდეთ, ამით ძალიან, ძალიან ლამაზ სიცოცხლეს გადაარჩენთ. ვინ იცის, მერე მან რამდენი იხსნას სიკვდილისგან... ავთოს გადასარჩენად გადაწყდა, რომ მკურნალობა გერმანიის საკმაოდ ძვირადღირებულ კლინიკაში გაგრძელდეს. დღეს ეს მისი ერთადერთი შანსია... ავთო, გამაგრდი, ერთობის ძალა კი იცი, რაც არის! გვიყვარხარ!" - წერს კუდავა. საქართველოს ბანკი, საბანკო კოდი BAGAGE22. ანგარიშის ნომერი: GE44BG0000000035929400 (საშუამავლო ბანკები: Commerzbank Frankfurt, Germany; SWIFT: COBADEFF. Citibank N.A. New York, USA; SWIFT: CITIUS33), თიბისი ბანკი, საბანკო კოდი TBCBGE22. ანგარიშის ნომერი: GE59TB7465345062100003. მიმღები – მერაბ კიკნაველიძე (ანგარიშები მულტისავალუტოა. ნებისმიერი ვალუტის ჩარიცხვაა შესაძლებელი) მამის პირადი ნომერი: 01019024633 (მერაბ კიკნაველიძე). მოგეხსენებათ, პირადი ნომრის მითითებით სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდანაცაა შესაძლებელი თანხის ჩარიცხვა. მშობლების ტელეფონის ნომრები: 555 610 033 (ნათია გოგოჭური) 592 610 033 ( მერაბ კიკნაველიძე)
---
01.02.2018
მედიასაშუალება: http://www.qartli.ge/ge/akhali-ambebi/article/7549-epidafethqebis4shemthkhvevagorismunicipalitetshi
ეპიდაფეთქების 4 შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტში
2017 წლის განმავლობაში, გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში, ინფექციურ და პარაზიტულ დაავადებათა შესახებ, სასწრაფო შეტყობინება 3 292 შემთხვევაზე შევიდა. ამის შესახებ გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი იტყობინება. ცენტრის ხელმძღვანელის, მარინა გიუნაშვილის ცნობით, ადგილი ჰქონდა ეპიდაფეთქების 4 შემთხვევას. უმძიმესი დაავადება შიგელოზი 14-ს, ხოლო სალმინელოზი - 4 მოქალაქეს დაუფიქსირდა. შიგელოზი მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ზოგადი ინტოქსიკაციით და კუჭ–ნაწლავის ტრაქტის დაზიანებით. დაავადების გამომწვევია გრამუარყოფითი მიკრობები – შიგელები, რომლებიც გარემოში ნაკლებად გამძლენი არიან. ინფექციის წყაროა ავადმყოფი ან ბაქტერიამტარებელი ადამიანი.გადაცემის გზები: წყალი საკვები, საყოფაცხოვრებო კონტაქტი. დასნებოვნება ხდება პირის ღრუში ბაქტერიების მოხვედრით წყალთან და საკვებთან ერთად. დიზენტერიის ჩხირი შეიჭრება მსხვილი და წვრილი ნაწლავის ეპითელურ უჯრედებში, მრავლდება იქ და იწყებს უჯრედების დაშლას. დაავადების სიმძიმის კრიტერიუმად ითვლება: ტემპერატურული რეაქცია და დეფეკაციის სიხშირე. დაავადება იწყება მწვავე ინტოქსიკაციით: შემცივნება, თავის ტკივილი, საერთო სისუსტე, ტემპერატურის მატება. ავადმყოფს ეწყება შეტევისმაგვარი ტკივილი მუცლის არეში, ზოგჯერ აღენიშნება ღებინება და ფაღარათი. თავდაპირველად გამონაყოფი შეიცავს ლორწოს, შემდეგ მას ემატება სისხლი, მოგვიანებით ჩირქი. დეფეკაცია ხშირია , დამახასიათებელია ჭინთვები და ტენეზმები (მოტყუებისა და დაუკმაყოფილებლობის გრძნობა). დაავადება გრძელდება 2–3 დღიდან 7–9 დღემდე. სალმონელოზი – სალმონელებით გამოწვეული მწვავე ინფექციური დაავადება; ხასიათდება მრავალფეროვანი კლინიკური გამოვლინებებით, უსიმპტომო მტარებლობიდან მძიმე სეპტიკურ ფორმებამდე. მიმდინარეობს უპირატესად საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაზიანებით. გამომწვევია სალმონელების დიდი ჯგუფი, რომელშიც შედის დაახლოებით 2000 სეროტიპი. სალმონელები წარმოადგენენ გრამუარყოფით ჩხირებს, არინ მოძრავნი, კარგად იზრდებიან ყველა საკვებ ნიადაგებზე, ხანგრძლივად ძლებენ გარემოში, პროდუქტებში, ხოლო ზოგიერთ მათგანში (რძე, ხორცის პროდუქტები) უნარი აქვთ გამრავლდნენ და არ ცვლიან პროდუქტის გარეგნულ სახესა და გემოს. სალმონელოზის დროს აუცილებელია ვეტერინარულ-სანიტარული ზედამხედველობა საქონელზე, კონტროლი ხორციანი პროდუქტებისა და თევზეულის მომზადებისას. გორის ჯანდაცვის ცენტრი ასევე იტყობინება, რომ ინფექციური წარმოშობის დიარეებისა და საკვებისმიერი ინტოქსიკაციის ფაქტები იყო როგორც საკვებისმიერი: ქალაქ გორში 163 შემთხვევა, ხოლო რაიონში - 263. ასევე, მოსახლეობის მიერ სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებით გამოწვეული შემთხვევები, ინფექციური დიარეა: ქალაქი - 181 შემთხვევა, ხოლო - რაონისა, 429 ფაქტი. რაც შეეხება ცხოველთა დაავადებებს, მუნიციპალიტეტში ბრუცელოზის ერთი და ბორელიოზის 3 შემთხვევა დაფიქსირდა. ,,გასულ წლებთან შედარებით, სიახლე ის იყო, რომ დავიწყეთ ეპიდზედამხედვეობა პოქსვირუსებზე და საქართველოში (ახმეტაში) ერთი დადასტურებული შემთხვევაც გვაქვს“ - აღნიშნავს ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი. პოქსვირუსებით ადამიანების დაინფიცირება დაავადებულ საქონელთან კონტაქტით ხდება. იგი როგორც წესი, აზიანებს კანს ან გამოხატულია გამონაყარით. პოქსვირუსი პირველად 2013 წელს დაფიქსირდა.
---
01.02.2018
მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/law/249118/
რას ჰყვებიან სკოლის დირექტორი და სოცმუშაკი სახლში გამოკეტილ ბავშვებზე
უკვე რამდენიმე დღეა გამომძიებლები ლენტეხში, იმ ოჯახს აკითხავენ, სადაც მამას რვა შვილი სახლში ჰყავს გამოკეტილი. პოლიციამ ასევე გამოჰკითხა მეზობლები და სკოლის მასწავლებლები. მას შემდეგ, რაც ეს ამბავი მედიაში გავრცელდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო იძულების მუხლით. მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, გამოძიება დაადგენს, არიან თუ არა ბავშვები შინაპატიმრობაში. ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხმელურში ამირან დევნოზაშვილს შვილები გარესამყაროდან არიან იზოლირებული, რადგან მამას სახლში ჰყავს გამოკეტილი. როგორც ოჯახის ახლობლები, სოფლის მოსახლეობა და სოცმუშაკი ამბობს, ამ შეხედულებებს იზიარებს მისი ცოლიც, ნატო ტვილდიანი, რომელსაც თავად პედაგოგიური განათლება აქვს მიღებული. ისინი შვილებს ყოველგვარ კომუნიკაციას უზღუდავენ და მიიჩნევენ, რომ უკეთესად ზრდიან, ვიდრე სკოლაში. ბავშვებს ასევე ეზღუდებათ განათლების უფლება. ეს ამბავი სახელმწიფომ, სულ მცირე, 2010 წლიდან მოყოლებული იცის, თუმცა ბავშვების უფლებების დასაცავად ამ დრომდე ვერაფერი გააკეთა. ნეტგაზეთმა ამირან დევნოზაშვილის ოჯახის შესახებ ინფორმაციის მოძიება დამოუკიდებლად სცადა. ოჯახის ახლობლები, რცხმელურის სკოლის დირექტორი და სოცმუშაკი, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა ამირან დევნოზაშვილის ოჯახთან, თითქმის მსგავს ინფორმაციას გვაწვდიან მათ შესახებ.სკოლის დირექტორი, ხათუნა ტვლიდიანი ოჯახის ახლობელი და მეზობელია. მისი თქმით, ამირან დევნოზაშვილის ოჯახიდან არასდროს გამოსულა ჩხუბის ხმა, ხოლო ბავშვებისა და დედის ჟრიამული ხშირად ესმის. როგორც ხათუნა ტვილდიანი ამბობს, არაერთი მცდელობა ჰქონდათ, მამას შეეცვალა გადაწყვეტილება ბავშვების სახლში გამოკეტვასთან დაკავშირებით, მაგრამ ამირან დევნოზაშვილი ამას არაფრის ფასად არ აპირებს. “ეს ოჯახი 2008-2009 წლიდან ცხოვრობს ამ სოფელში. მანამდე რუსთავშიც ცხოვრობდნენ. თავის დროზე თვითონ შემოვლილი აქვთ ბევრი ქვეყანა. ნატოს ნამდვილად აქვს და, მგონი, ამირანსაც. ამირანი დმანისიდან არის წარმოშობით, როგორც ვიცი. ამირანის ცოლი, ნატო ტვილდიანი ჩემი ნათესავია და მამაპაპისეულ სახლ-კარზეა ახლა”, – უთხრა ხათუნა ტვილდიანმა ნეტგაზეთს. როგორც ხათუნა ტვილდიანი ამბობს, სახლში გამოკეტილი ბავშვების დედა ძმასთან ერთად მდიდარ ოჯახში, ფუფუნებაში იზრდებოდა. მისი მამა, ბორის ტვილდიანი, კომუნისტების მმართველობისას მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა. “იმ პერიოდში ნატო ცხოვრობდა ისე, როგორც ახლა ყველაზე თამამი თინეიჯერი”, – ამბობს სკოლის დირექტორი. მისი აზრით, ძალადობაა ბავშვების სახლში გამოკეტვა და განათლების უფლების შეზღუდვა, მიუხედავად იმისა, რომ მათი სახლიდან “სულ სიცილი, კისკისი და ჟრიამული” ისმის. როგორც რცხმელურის სკოლის დირექტორი გვიყვება, ოჯახს არ აქვს ცუდი ურთიერთობა მეზობლებთან, თუმცა 2011 წლიდან, მას შემდეგ, რაც პირველი სიუჟეტი მომზადდა P.S.-ში მათ ოჯახზე და სოცმუშაკი გამოჩნდა, ამირანი თანასოფლელებს გაუნაწყენდა. ხათუნა ტვილდიანის თქმით, ამირანს ეგონა, რომ სოფელი გვერდში დაუდგებოდა, თუმცა ბავშვების სახლში გამოკეტვის საკითხში მას არავინ დაეთანხმა. სოცმუშაკი მაია ხაბულიანი ნეტგაზეთთან საუბრისას აცხადებს, რომ ბავშვებს არ სურთ ოჯახის დატოვება, რის გამოც სასამართლოს განჩინების აღსრულება ვერ ხერხდება. მისი თქმით, ამ წლების განმავლობაში დამოუკიდებლად არ უსაუბრიათ ბავშვებთან, რადგან ამირან დევნოზაშვილი ამის უფლებას არ აძლევს. შესაბამისად, რამდენად გულწრფელად საუბრობენ ბავშვები მამის თანდასწრებით თავიანთი მდგომარეობის შესახებ, უცნობია. როგორც მაია ხაბულიანი აღნიშნავს, უცხო ადამიანის შიში ბავშვებს არ აქვთ და არც მეტყველება უჭირთ, ასევე, იციან წერა-კითხვა. სოცმუშაკის თქმით, ოჯახის საცხოვრებელი პირობები დამაკმაყოფილებელია. გარდა ამისა, სახლში ორი ტელევიზორი და სატელიტური ანტენაც აქვთ, თუმცა ბავშვებს არასდროს ჰქონიათ ინტერნეტთან წვდომა. მობილურ ტელეფონებს ბავშვები მხოლოდ მშობლებთან და ერთმანეთთან კომუნიკაციისთვის იყენებენ. როგორც მაია ხაბულიანი ამბობს, მამა სრულწლოვან შვილებს დამოუკიდებლად გარეთ გასვლას არ უშლის, თუმცა ისინი არ არიან დაინტერესებული იმით, რაც მათი სახლის გარეთ ხდება. სკოლის დირექტორის ინფორმაციით, მოზარდები მხოლოდ ორ შემთხვევაში გაჰყავთ მშობლებს გარეთ: როდესაც მკურნალობა სჭირდებათ, ან მაღაზიაში მიდიან. ორივე შემთხვევაში ბავშვები მშობლების კონტროლის ქვეშ იმყოფებიან. ხათუნა ტვილდიანი თავის მოადგილესთან ერთად გარკვეული პერიოდი დადიოდა ბავშვებთან, თუმცა შემდეგ ამირან დევნოზაშვილმა აღარ ისურვა პედაგოგების სტუმრობა ოჯახში. “ვეუბნებოდი ამირანს, რომ ეს არ არის სწორი, მაგრამ ყველაფერზე ჰქონდა პასუხი. ვამბობდი, რომ ადამიანების უმეტესობა ღრმა სიბერემდე ვერ მიდის. დავუშვათ, გადაბრუნდი და მოკვდი, მერე რას შვრები? სად უნდა წავიდნენ შენი შვილები? ამაზე არ ფიქრობს საერთოდ და ჰგონია, რომ არ შეიძლება მსგავსი რამ მოხდეს”, – იხსენებს ხათუნა ტვილდიანი. როგორც ის ამბობს, ეცადა, ამირან დევნოზაშვილი დაერწმუნებინა ბავშვების სკოლაში გაშვების აუცილებლობაში, თუმცა ვერ შეძლო. სოფელ რცხმელაურის სკოლაში 28 ბავშვი სწავლობს და ისინი, ფაქტობრივად, ერთმანეთის ნათესავები არიან. მიუხედავად ამისა, დევნოზაშვილს მიაჩნია, რომ გარეთ ბევრი სიბინძურეა, რის გამოც ურჩევნია, ბავშვები სახლში გამოკეტილი ჰყავდეს. ამის შესახებ საუბარი სკოლის დირექტორს საერთოდ აუკრძალა. სოცმუშაკი მაია ხაბულიანი ამბობს, რომ რაც შეეძლოთ, ყველაფერი სცადეს, თუმცა არაფერი გამოუვიდათ. მისი თქმით, ახლაც ფიქრობენ, კიდევ რა შეიძლება გაკეთდეს. კითხვაზე, რატომ ვერ მოხერხდა სასამართლოს განჩინების აღსრულება, გვპასუხობს, რომ შესაძლოა, ამით გაცილებით ცუდი შედეგი დამდგარიყო, რადგან არცერთ ბავშვს სურს ოჯახის დატოვება. სოციალური მომსახურების სააგენტომ საქმეში ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანეც ჩართო, თუმცა ვერც სასულიერო პირმა მოახერხა ამირან დევნოზაშვილისთვის აზრის შეცვლა. როგორც მიტროპოლიტი ნეტგაზეთთან საუბრისას აცხადებს, დევნოზაშვილმა მას უთხრა, რომ მართლმადიდებელი წმინდანის, ეგნატე ბრიანჩანინოვის სწავლებით მოქმედებს, თუმცა, მიტროპოლიტის თქმით, დევნოზაშვილი ეპისკოპოსის სწავლებებს არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებს.ამირან დევნოზაშვილის ოჯახის ამბავი საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა გასულ კვირას P.S.-ში მომზადებული სიუჟეტის შემდეგ გაიგო და დაიწყო შესწავლა. როგორც ომბუდსმენის მოადგილე, ეკა სხილაძე ამბობს, საქმის კურსშია მათი რეგიონული წარმომადგენლობაც სვანეთში. სახალხო დამცველის აპარატი ამ ეტაპზე შესაბამისი უწყებებიდან ელოდება წერილობით კორესპონდენციას მათ მიერ გატარებული რეაგირების შესახებ. სხილაძის თქმით, პირველ რიგში, შესაფასებელია, რამდენად ეფექტიანი იყო სახელმწიფო სტრუქტურებს შორის კოორდინაცია და რეაგირება სახლში გამოკეტილი ბავშვების საკითხზე. სწორედ ამის შემდეგ შეიმუშავებს ომბუდსმენი რეკომენდაციას. ომბუდსმენის მოადგილის თქმით, მნიშვნელოვანია როგორც ბავშვთა განათლების უფლების დაცვა, ისე – საზოგადოებაში ინტეგრაცია. ამისთვის კი სახელმწიფოს შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადაედგა, რასაც ომბუდსმენის ოფისი შეისწავლის და დასკვნასაც ამის შემდეგ დადებს. როგორც სხილაძე ამბობს, სხვადასხვა უწყებისგან ელოდებიან კონკრეტულ ინფორმაციას: “ფაქტია, რომ პრობლემა ვერ აღმოიფხვრა და რატომ ვერ აღმოიფხვრა, ამის შესახებ, რა თქმა უნდა, სახალხო დამცველი უახლოეს პერიოდში გააკეთებს დასკვნას.” ბავშვთა უფლებადამცველი, ანა არგანაშვილი კი აცხადებს, რომ სახეზეა სახელმწიფო ორგანოს უმოქმედობის ბევრი ნიშანი, რაც სხვა ფაქტორებთან ერთად გამოწვეულია დაბალი კომპეტენციით და იმ გარემოებით, რომ სააგენტო ბავშვთა დაცვის მიმართულებით ძალიან დაბალი სტანდარტით მუშაობს. ანა არგანაშვილის შეფასებით, სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში არის ძალიან სერიოზული ხარვეზები ბავშვთა უფლებების კუთხით. არგანაშვილის თქმით, განცხადებაში სააგენტო აქცენტს აკეთებს მხოლოდ ფიზიკურ ძალადობაზე და ავიწყდება სხვა უამრავი სახის ძალადობა, მათ შორის, ფსიქოლოგიური, ემოციური, ეკონომიკური და ა.შ. მისივე განცხადებით, საქართველოში ბავშვთა დაცვის სტანდარტი დაბალია, რისი ილუსტრაციაც სწორედ ამირან დევნოზაშვილის ოჯახთან დაკავშირებით სახელმწიფო უწყებების უმოქმედობაა. ანა არგანაშვილის მოსაზრებით, სახელმწიფო თავს იმართლებს, როდესაც იმ სოციალური პროგრამების შესახებ საუბრობს, რაშიც სახლში გამოკეტილი ბავშვები არიან ჩართული. რეალურად კი, სახელმწიფო სტრუქტურები იმ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასაც კი ვერ ახერხებენ, რომლითაც ბავშვები ოჯახიდან უნდა გამოეყვანათ. გაეროს ბავშვთა ფონდი მიიჩნევს, რომ რვა ბავშვი, რომლებიც მამას – ამირან დევნოზაშვილს სახლში ჰყავს ჩაკეტილი, ძალადობის მსხვერპლია. “იუნისეფის” განცხადებითვე, სახელმწიფომ მყისიერად უნდა აღადგინოს სახლში ჩაკეტილი ბავშვების უფლებები.
---
ბეჭდვითი მედია
02.02.2018
მედიასაშუალება: ჯორჯია თუდეი
C ჰეპატიტის პროგრამაში ჩართული 45 ათასი ადამიანიდან 98% დაავადებისგან განიკურნა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართულია ან მკურნალობა ჩაიტარა 45 ათასმა ადამიანმა, საიდანაც განკურნების მაჩვენებელი 98%-ს შეადგენს. როგორც „ინტერპრესნიუსს" გამყრელიძემ განუცხადა, სულ სკრინინგი ჩაიტარა 1 400 000 ათასმა მოსახლემ, მათგან ზოგიერთმა ორჯერ. რაც შეეხება უნიკალურ პაციენტებს, ანუ ადამიანებს, რომლებსაც ერთხელ მაინც აქვთ ჩატარებული სკრინინგი, მათი რიცხვი 900 ათასს შეადგეს. „ციფრები დაახლოებით ასეთი გვაქვს - ჩვენ გვყავს მილიონ 400 ათასი მოსახლე, ვისაც სკრინინგი ჩაუტარებია, ერთხელ და ორჯერ. აქედან უნიკალური არის დაახლოებით 900 ათასი, ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც ერთხელ მაინც აქვს ჩატარებული სკრინინგი. დადებითობის პროცენტი დაახლოებით 10-დან 11-მდე მერყეობს. ადამიანები, ვინც არიან დადებითი, მიდიან გაღრმავებულ კვლევებზე, რადგან თუ სკრინინგით დადებითი ხარ, ეს არ ნიშნავს, რომ C ჰეპატიტის აქტიური ფორმა გაქვს, რომელიც მკურნალობას საჭიროებს. შეიძლება თქვენ გქონდეთ დადებითი მაჩვენებელი, თუმცა არ იყოთ სამკურნალო, რადგან დაავადება უკვე გადატანილია და მორჩენილი ხართ. იმ შემთხვევაში, თუ დაფიქსირდა აქტიური ვირუსის არსებობა სისხლში, მაშინ ასეთი ადამიანი ერთვება მკურნალობაში. პროექტში სულ ჩართულია ან მკურნალობა ჩაიტარა 45 ათასმა ადამიანმა ქვეყანაში. ამ ადამიანების დაახლოებით 98% განკურნებულია, ანუ მას ვირუსი გაუქრათ ორგანიზმიდან", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მოსახლეობას მოუწოდებს, გამოკვლევა გაიკეთოს და C ჰეპატიტთან დაკავშირებით თავისი სტატუსი დაადგინოს. „ახლა ვართ განვითარების ძალიან საპასუხისმგებლო ეტაპზე. ჩვენი პროგრამა სხვა ქვეყნების პროგრამებისგან განსხვავდება. ჩვენ ინტენსიურად ვართ გადასული აქტიურ გამოვლენაზე. მოგეხსენებათ, C ჰეპატიტი გახლავთ დაავადება, მას „ჩუმ მკვლელს" ეძახიან, შესაძლოა, ის წლები გქონდეთ, მაგრამ არ გამოვლინდეს. ჩვენ უნდა გამოვიკვლიოთ მთელი მოსახლეობა, ანუ 3,7 მლნ ადამიანი. უპირატესად მოზრდილი მოსახლეობა, 18 წლის ზემოთ. მომავალი სამი წლის განმავლობაში უნდა შემოწმდეს დაახლოებით 1 800 000 ადამიანი. ეს არის უნიკალური შანსი, რადგან C ჰეპატიტის მკურნალობა გახლავთ ბოლო წლებში მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გარღვევა. ის გახდა განკურნებადი დაავადება. ამ შანსით საქართველოს მოსახლეობამ უნდა ისარგებლოს. არაფერია სასირცხვილო. თუ არ იცით თქვენი სტატუსი C ჰეპატიტთან მიმართებაში, მიბრძანდით, ტესტირებაც და მკურნალობაც არის უფასო. მოვუწოდებ მოსახლეობას, ისარგებლეთ ამ შანსით", - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
---
02.02.2018
მედიასაშუალება: ჯორჯია თუდეი
ძუძუს მეტასტაზური კიბოთი დაავადებული პაციენტები საქართველოს მასშტაბით პროგრამის დროულ ამოქმედებას ითხოვენ
1 თებერვალს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ძუძუს კიბოსთან ბრძოლის კოალიციამ „ევროპა დონა საქართველო,“ კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით (World Cancer Day) პრესკომფერენცია გამართა. შეხვედრა კამპანია „სამიზნე სიცოცხლისთვის“ფარგლებში მოეწყო და მიზანს ძუძუს მეტასტაზური კიბოთი დაავადებული პაციენტების მხარდაჭერა წარმოადგენდა. არსებული სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში ძუძუს კიბო ყველაზე გავრცელებული დაავადებაა და სწორედ, მასთან დაკავშირებული პრობლემებით შეუერთდნენ პაციენტები და მხარდამჭერები ამ დღეს. მოწვეულმა პაციენტებმა, ექიმებმა და მხარდამჭერებმა კიდევ ერთხელ შეაჯამეს არსებული პრობლემები ამ მიმართულებით. ასევე,ჯანდაცვის სამინისტროს შეახსენეს მეტასტაზური პაციენტების თარგეთული პრეპარატებით მკურნალობის აუცილებლობა და საქართველოს მასშტაბით პროგრამის დროულ ამოქმედებაზე მიანიშნეს. „ჩვენ პაცინეტები და ორგანიზაცია „ევროპა დონა საქართველო“ უერთდება კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს. დღევანდელი ჩვენი შეკრების მიზანი, ადეკვატური მკურნალობის ხელმისაწვდომობაა, რეგიონებში მცხოვრები მეტასტაზური მეტასტაზური კიბოთი დაავადებული პაციენტებისთვის. თხოვნით მივმართავთ ჯანდაცვის სამინისტროს, რომ ის პროექტი, რომელიც თბილისის მასშტაბით მუშაობს, ამუშავდეს საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ქალბატონებისთვისაც,“ - ითქვა პრესკონფერენციაზე. შეხვედრას ესწრებოდა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოს“ პრეზიდენტი ანა მაზანაშვილი. „ივლისში დაინტერესებულ მხარეებთან ერთად გავმართეთ სამუშაო შეხვედრა, სადაც გამოიკვეთა 9 პრობლემა. ამ ხნის განმავლობაში გარკვეული მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა: თარგეთული პრეპარატები ძუძუს მეტასტაზური კიბოს სამკურნალოდ არ ფინანასდება რეგიონებში. ჯანდაცვის სტრუქტურებთან და სამინისტროსთან კომუნიკაციის შედეგად, საბოლოოდ მივიღეთ წერილი, რომ სამინისტრო იწყებს რეგიონებში ძუძუს მეტასტაზური კიბოთი დაავადებული პაციენტების დაფინანასებაზე მუშაობას, რის შედეგადაც პაციენტებს იმედი გაუჩნდათ და დღმდე არიან მოლოდინის რეჟიმში. ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები არ გადაგმულა, დღეს პროგრამის განხორციელება კვლავ განხილვის ფაზაშია. ამ პაციენტებისთვის დროულად დაწყებული მკურნალობა ძალზედ მიშვნელოვანია, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მათი თარგეთული პრეპარატებით მკურნალობის დაფინანესება. შედეგად გაიზრდება პაციენტების სიცოცხლის ხანგრძლივობა და გაუმჯობესდება ცხოვრების ხარისხი. მივცეთ მათ სიცხოხლის შანსი, ეს „ჩვენ შეგვიძლია“ და სახელმწიფომ უნდა იზრუნოს მათზე,“ - განმარტა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოს“ პრეზიდენტმა ანა მაზანიშვილმა. „გახლავართ გორიდან, მაგრამ იძულებული გავხდი შემეცვალა საცხოვრებელი ადგილი და თბილისში გადმოვსახლდი, რადგან სამწუხაროდ, თბილისადნ 70 კმ-ში და საერთოდ რეგიონებში არ ფინანსდება მკურნალობისთვის საჭირო პრეპარატები, რომელიც 8 ათას ლარს აღემატება. .ჩემთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია მკურნალობა, რადგან მყავს შვილები, მაქვს ოჯახი და მინდა სიცოცხლე,“- არსებულ პრობლემებზე ისაუბრა მოწვეულმა ერთ-ერთმა პეციენტმა მაია ტურაშვილმა. კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე (World Cancer Day) კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო კავშირმა (International Union AgainstC ancer, UICC) ამ გლობალური პრობლემისადმი მსოფლიო საზოგადოების ყურადღების მიქცევის მიზნით დააფუძნა. ყოველ წელს კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს თავისი თემა აქვს. 2018 წელს კიბოსთან ბრძოლის მსოფლიო დღე ტარდება დევიზით „ჩვენ შეგვიძლია - მე შემიძლია“, რომელიც მოწოდებულია იმისთვის, რათა თითოეულმა გაიაზროს, თუ რისი გაკეთება ძალუძს ამ დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად და რა წვლილის შეტანა შეუძლია კიბოს წინააღმდეგ კამპანიის წარმოებაში.
---