From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David <Sergeenko>
Subject : mediamonitoringi-02.03.2018
Cc : Zaza Sopromadze; Tamar Barkalaia; Maia Lagvilava; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; Kakhaber Dzimistarishvili; dtorua@moh.gov.ge; maiatabagari@gmail.com; Maia Tabagari; mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; Elza Jgerenaia; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia; tgamkrelidze@ssa.gov.ge; Noe Kinkladze; lugulava@moh.gov.ge; karchvadze@ssa.gov.ge; sumikashvili@moh.gov.ge; ntevdorashvili@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge; Nino Odisharia; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Tea Bakradze; ntalakhadze@moh.gov.ge; mjhvania@moh.gov.ge; sbelkania@moh.gov.ge; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; tako.sarishvili@gmail.com
Received On : 02.03.2018 08:15
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 02.03.2018

ტელევიზია

02.03.2018

არხი: რუსთავი 2  

გადაცემა: კურიერი 08:00         

პირველად ჯანდაცვასთან დაკავშირებით ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის კრიტიკას მინისტრი დავით სერგეენკო არ იზიარებს. თუმცა მინისტრი აცხადებს, რომ პირველადი ჯანდაცვა უწყების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. პროგრამებში ცვლილებების საჭიროებაზე საუბრობს მინისტრის მოადგილე, ზაზა სოფრომაძეც.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5074514

---

 

01.03.2018

არხი:           იმედი  

გადაცემა: ქრონიკა 20:00

ინიციატივა, რომელიც მრავაშვილიანი ოჯახებისთვის სტატუსის მინიჭებასა და კომპლექსური სოციალური დახმარების გაწევას გულისხმობს. პარლამენტი შესაბამის საკანონმდებლო პაკეტს სავარაუდოდ ახლო მომავალში მიიღებს. ამ დროისთვის კი საკითხზე ჯანდაცვის კომიტეტში იმსჯელეს.დავით სერგეენკო ამბობს, რომ მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება მთავრობის პრიორიტეტია. საქსტატის მონაცემებით საქართველოში სულ 12,369 ოჯახია სადაც 4 და მეტი არასრულწლოვანი ცხოვრობს, შეღავათს მიიღებენ ის ოჯახები რომელთა სარეიტინგო ქულა 300,000 არ აღემატება.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5074300

მაესტრო - დღის მთავარი თემა 20:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5074283

ტვ პირველი - საქმის კურსი 15:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5072995

ტვ პირველი - დღის ამბები 13:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5072618

---

 

01.03.2018

არხი:            ტვ პირველი  

გადაცემა: დღის ამბები 17:00

შრომითი მიგრაციის პროცესების წარმატებული რეგულირებისა და მართვის მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (IOM) შორის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის მიზანია, განავითაროს სამინისტროს შესაძლებლობები რიგ ქვეყნებთან დროებითი შრომითი მიგრაციის სფეროში თანამშრომლობისა და ამ ქვეყნებში, საქართველოდან მიგრანტ მუშაკთა კანონიერად დასაქმების ხელშეწყობისათვის. მსგავსი სახის მოლაპარაკებები ევროკაშირის კიდევ სამ ქვეყანასტან მიმდინარეობს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5073627

ერთსულოვნება - სიახლენი 22:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5074289

იმედი - ქრონიკა 14:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5072843

---

 

01.03.2018

არხი:            მაესტრო  

გადაცემა: ახალი ამბები 13:00

შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები, მმართველი გუნდის მიერ წარმოდგენილი პროექტი და არსამთავრობო სექტორისა და პროფკავშირების მიერ წარმოდგენილი ცვლილებები - ამ წუთებში ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე შრომის უსაფრთხოების შესახებ შეუთანხმებელ სტანდარტებზე მსჯელობენ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5072595

---

 

 

ინტერნეტი

02.03.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/481007-davith-sergeenko-pirveladi-jandacva-erth-erthi-mthavari-gamotsvevaa-thumca-ara-chavardna.html

დავით სერგეენკო - პირველადი ჯანდაცვა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, თუმცა არა ჩავარდნა

პირველადი ჯანდაცვა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, თუმცა არა ჩავარდნა, - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის საპასუხოდ განაცხადა. „აკაკის თავისებური სიტყვათა წყობა აქვს, როგორ გამოხატოს ჯანდაცვაში ესა თუ ის გამოწვევა. მე არ ვარ ამ დარგის სპეციალისტი - ჯანდაცვის სპეციალისტი ვარ და ვიტყვი, რომ პირველადი ჯანდაცვა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, თუმცა არა ჩავარდნა“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.  გუშინ, კომიტეტის სხდომაზე აკაკი ზოიძემ განაცხადა, რომ საქართველოში პირველადი ჯანდაცვა ჩავარდა.  „პირველადი ჯანდაცვა თავიდან ბოლომდე ჩავარდნილია. მსოფლიოში არ არის განვითარებული ქვეყანა, სადაც პირველად ჯანდაცვაზე მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლება ზრუნავს. ადამიანთან უფრო ახლოს არის მუნიციპალური ხელისუფლება, ვიდრე ცენტრალური ხელისუფლება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია იყოს კარგი კოორდინაცია. საჭიროა ერთობლივი მუშაობა პირველადი ჯანდაცვის კარგი მიმართულებით ჩამოყალიბებზე და შედეგზე ორიენტირებული დაფინანსება“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

---

 

01.03.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/politika/480870-akaki-zoidze-jandacvis-sistemashi-yvelaze-didi-chavardna-aris-pirveladi-jandacva.html?ar=A

აკაკი ზოიძე - ჯანდაცვის სისტემაში ყველაზე დიდი ჩავარდნა არის პირველადი ჯანდაცვა

ჯანდაცვის სისტემაში ყველაზე დიდი ჩავარდნა არის პირველადი ჯანდაცვა - პროგრამები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. კომიტეტმა დღეს თბილისის ჯანდაცვისა და სოციალურ მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსს გელა ჩივიაშვილს მოუსმინა, რომელმაც დეპუტატებს მიმდინარე წლის პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. “პირველადი ჯანდაცვა თავიდან ბოლომდე ჩავარდნილია. მსოფლიოში არ არის განვითარებული ქვეყანა, სადაც პირველად ჯანდაცვაზე მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლება ზრუნავს. ადამიანთან უფრო ახლოს არის მუნიციპალური ხელისუფლება, ვიდრე ცენტრალური ხელისუფლება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია იყოს კარგი კოორდინაცია. საჭიროა ერთობლივი მუშაობა პირველადი ჯანდაცვის კარგი მიმართულებით ჩამოყალიბებზე და შედეგზე ორიენტირებული დაფინანსება“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

რეპორტიორ.ჯი- http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=65339

ჯიეიჩენ.ჯი- http://ghn.ge/com/news/view/198274

მედიანიუს.ჯი- http://medianews.ge/ge/djandatsvis-sistemashi-pirveladi-djandatsvaa-tavidan-bolomde-chavardnili-akaki-zoidze/40161

კვირა.ჯი- http://kvira.ge/383909

---

 

01.03.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/480910-davith-sergeenko-shenobidan-shushis-chamovardnis-shedegad-dashavebuli-bavshvebi-shesabamis-mkurnalobas-gadian-da-rac-dastcirdebath-yvelaferi-iqneba-uzrunvelyofili.html?ar=A

დავით სერგეენკო - შენობიდან შუშის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებული ბავშვები შესაბამის მკურნალობას გადიან და რაც დასჭირდებათ, ყველაფერი იქნება უზრუნველყოფილი

ბარათაშვილის ქუჩაზე, შენობიდან ფანჯრის შუშის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებული ბავშვები ყველა შესაბამის მკურნალობას გადიან და რაც დასჭირდებათ, ყველაფერი იქნება უზრუნველყოფილი, - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ქუთაისში, ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, დაშავებული ბავშვების მდგომარეობა სტაბილურია. კითხვაზე, საჭიროების შემთხვევაში დააფინანსებს თუ არა სახელმწიფო მათ საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას, სერგეენკომ განაცხადა, რომ დაშავებული ბავშვები ყველა საჭირო მომსახურეობას მიიღებენ. ამასთან, მინისტრმა მწუხარება გამოთქვა ერთ-ერთი დაშავებული ბავშვის გარდაცვალების გამო და მის ოჯახს მიუსამძიმრა. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ შენობის გარე ფასადიდან მინის კონსტრუქციის ნაწილის ჩამოვარდნის გამო, გუშინ, 6 მოზარდი დაშავდა. ერთი მათგანი, 14 წლის ასლან მამედოვი, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ყველა ბავშვი ფონიჭალაში მდებარე 70-ე სკოლის მე-7 კლასელები არიან.

---

 

01.03.2018

მედიასაშუალება: http://commersant.ge/?view=post&id=139734&lang_id=ge

კლინიკებში პაციენტებს მომსახურების ხარჯთან დაკავშირებით პრობლემა ექმნებათ

„რა თქმა უნდა არსებობს შემთხვევები, როდესაც თანაგადახდის გამო ბენეფიციარი ჯანდაცვის სამინისტროში მოდის და ამის თაობაზე განცხადებას წერს“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ ჯანდაცვის სამინისტროს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსმა მაია ხომერიკმა ბოლო პერიოდში კლინიკებში პაციენტების მომსახურების ხარჯებთან დაკავშირებულ პრობლემაზე საუბრისას განუცხადა. კლინიკებში პაციენტებს მომსახურების ხარჯთან დაკავშირებით პრობლემა აქვთ. როგორც აღმოჩნდა, სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაცია ხშირად ცვლის ე.წ. კოდს, რის გამოც თანხის გადახდა მომხმარებლებს სასწრაფო დახმარების ბრიგადების მიერ მიყვანის შემთხვევაშიც კი უწევთ. ნებისმიერი ასეთი შემთხვევა პაციენტის უფლების დარღვევად მიიჩნევა. სასწრაფოს მიერ სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანილ პაციენტს გადაუდებელი მომსახურება უტარდება, რაც, წესით, კოდის ცვლილებას არ ექვემდებარება. როგორც ჩვენთან საუბრისას მაია ხომერიკი აცხადებს, იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარს კლინიკასთან გარკვეული სახის საჩივარი აქვს ის ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავს, ხოლო უწყების მონიტორინგის სამსახური განხილვის შემთხვევაში კონკრეტულ კლინიკას შესაბამის საჯარიმო სანქციებს უწესებს. „რა თქმა უნდა არსებობს შემთხვევები, როდესაც თანაგადახდის გამო ბენეფიციარი ჯანდაცვის სამინისტროში მოდის და ამის თაობაზე განცხადებას წერს, ასევე გადახდილი თანხის მართლზომიერებაზე, რომლის შესწავლაც ჩვენ მიერ ხდება. ასეთი შემთხვევები ყოფილა. ამ შემთხვევაში ჩვენი მონიტორინგის და კონტროლის სამსახური ერთვება. გვქონია შემთხვევები, როდესაც პაციენტს თანხა არასწორად ჰქონია გადახდილი, რისთვისაც კლინიკის მიმართებით შესაბამისი საჯარიმო სანქციებია გათვალისწინებული“, - განაცხადა ხომერიკმა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თუკი მონიტორინგის ეტაპზე რაიმე სახის დარღვევა აღმოჩნდა, კლინიკა კონტროლის სამსახურიდან შესაბამისი საჯარიმო სანქციებით ჯარიმდება. ჯარიმა კი ასანაზღაურებელი თანხის სამჯერადი ოდენობაა. რაც შეეხება მონიტორინგს, ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ ის მრავალეტაპიანია. თავდაპირველად კლინიკაში ჰოსპიტალიზაციის ეტაპზე ფაქტების შემთხვევითი მონიტორინგი ხორციელდება. განსაკუთრებით ეს გადაუდებელ სტაციონალურ შემთხვევებს ეხება და თითქმის 70%-მდე მონიტორინგის ეტაპზე მოწმდება. შემდგომ ინსპექტირების ეტაპია, როდესაც აბსოლუტურად ყველა შემთხვევა ქაღალდმატარებლის ფორმატით მოწმდება. შემდგომი ეტაპი კონტროლია, უკვე ანაზღაურებული შემთხვევები რეტროსპექტულად კლინიკებში არსებული სამედიცინო დოკუმანტაციის მიხედვით მოწმდება. რაც შეეხება სამედიცინო მომსახურების ხარისხს ის სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ მოწმდება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკურ ცენტრ „გირჩის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ვახტანგ მეგრელიშვილი „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ საყოველთაო ჯანდაცვაში მყოფ ადამიანს სამკურნალო დაწესებულების არჩევის საშუალება არ აქვს და მთავარ პრობლემასაც სწორედ ეს წარმოადგენს. „პრობლემის მთავარი არსი მდგომარეობს იმაში, რომ ეს თანხა, რომელიც სახელმწიფოსგან მოდის მის მიზნობრიობას არავინ აკონტროლებს. თუ გადამხდელი საკუთარი თანხის კონტროლით არ არის დაინეტრესებული საავადმყოფოს რა თქმა უნდა, ურჩევნია თანხა თითოეულ პაციენტზე მაქსიმალურად მიიღოს. საყოველთაო ჯანდაცვაში მყოფ ადამიანს არჩევანის საშუალება არ აქვს. ასეთ შემთხვევაში გამოსწორების გზა ისაა, რომ პაციენტს სხვადასხვა სადაზღვევო კომპანიას შორის არჩევანის გაკეთების თავისუფლება ჰქონდეს, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში სახელმწიფოს კონკურენტი არ ჰყავს. შესაბამისად პაციენტის თავისუფალი ნება არ არსეობს. მთავარი პრობლემა ისაა, რომ საავადმყოფო თანხას სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირ იღებს“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.

---

 

01.03.2018

მედიასაშუალება: http://commersant.ge/?view=post&id=139795&lang_id=ge

ჯანდაცვის სამინისტროს და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა

შრომითი მიგრაციის პროცესების წარმატებული რეგულირებისა და მართვის მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (IOM) შორის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ილიანა დერილოვამ მოაწერეს. პოლონეთის პარალელურად, დროებითი, ცირკულარული მიგრაციის განხორციელების მიზნით, მოლაპარაკებები ევროკავშირის კიდევ 3 ქვეყანასთან მიმდინარეობს. თანამშრომლობის განვითარების შედეგად საქართველოდან არალეგალური ხასიათის მქონე შრომითი მიგრაცია კანონიერების ჩარჩოებში მოექცევა; შესაბამისად, შემცირდება უცხოეთში არალეგალურ დასაქმებასთან დაკავშირებული რისკები. ხელი შეეწყობა შრომითი მიგრანტების შრომითი და სოციალური უფლებების დაცვას, საქართველოსა და მიმღებ ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების განვითარებას; შემსუბუქდება არალეგალურ, ხანგრძლივ შრომით ემიგრაციასთან დაკავშირებული დემოგრაფიული და სოციალურ-ფსიქოლოგიური პრობლემები. სამშობლოში დაბრუნებისას, უკეთესი შემოსავლების მიღების მიზნით, უცხოეთში მიღებული პროფესიული ცოდნისა და ორგანიზაციული უნარების გამოყენებას უკეთ შეძლებენ, რაც ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას შეუწყობს ხელს. ევროკავშირის ქვეყნებთან დროებით შრომითი მიგრაციის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის დაწყება უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შენარჩუნების გარანტი იქნება და „შეჩერების მექანიზმის" ამოქმედების ალბათობას შეამცირებს. ამჟამად, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „საქართველოში საზღვრის და მიგრაციის მართვის მდგრადობის უზრუნველყოფა (SBMMG)" ფარგლებში თანამშრომლობენ. თანამშრომლობის მიზანია, განავითაროს სამინისტროს შესაძლებლობები ევროკავშირის რიგ ქვეყნებთან დროებითი შრომითი მიგრაციის სფეროში თანამშრომლობისა და ამ ქვეყნებში, საქართველოდან მიგრანტ მუშაკთა კანონიერად დასაქმების ხელშეწყობისათვის.

ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/480849-saqarthvelos-moqalaqeebis-legalur-dasaqmebaze-evrokavshiris-3-qveyanasthan-molaparakebebi-mimdinareobs.html?ar=A

აიპრეს.ჯი- http://www.ipress.ge/new/102529-jandacvis-saministrosa-da-migraciis-saertashoriso-organizacias-shoris-memorandumi-gaformda

პრაიმტაიმ.ჯი- http://primetime.ge/news/1519900314-%E1%83%94%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%A1

ამბები.ჯი- http://www.ambebi.ge/article/220671-sakartvelos-mokalakeebis-legalur-dasakmebaze-evrokavshiris-3-kveqanastan-molaparakebebi-mimdinareobs/

---

 

01.03.2018

მედიასაშუალება: http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=65398

დავით სერგეენკო: მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია

„მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია", - ასე გამოეხმაურა მრავალშვილიანი ოჯახის სტატუსის განსაზღვრის შესახებ ინიციატივას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო. მისი თქმით, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტს ჯერ კიდევ წინა მოწვევის პარლამენტში ჰქონდა ბევრი საინტერესო ინიციატივა დემოგრაფიის კუთხით. „წინა წლებში რამდენიმე მნიშვნელოვანი ინიციატივა განვახროციელეთ ამ მხრივ. ბოლო ორი წლის განმავლობაში გვქონდა ინტენსიური სამუშაო შეხვედრები. მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ფინანსური და არაფინანსური მხარდაჭერის კუთხით დღეს გაცხადებული ინიციატივა, ერთ-ერთი ეტაპია. ახლა რთული იქნება სათქმელად, რა რესურსიდან გამოთავისუფლდება ეს თანხა. ამას, დამატებითი კონსულტაციები სჭირდება. თუმცა, ვადასტურებ, რომ მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერა ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომელშიც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი ლიდერობს", - განაცხადა დავით სერგეენკომ. სახელმწიფოს მხრიდან მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი განისაზღვრება, რომლის საშუალებით აღნიშნული კატეგორიის ოჯახები სოციალურ დახმარებას მიიღებენ. კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებები პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ და მისმა პირველმა მოადგილემ, დიმიტრი ხუნდაძემ მოამზადეს.

---

 

01.03.2018

მედიასაშუალება: http://presa.ge/new/?m=society&AID=63925

მრავალშვილიან ოჯახებს სტატუსი მიენიჭებათ და სოციალური დახმარებას მიიღებენ

მრავალშვილიან ოჯახებს სტატუსი მიენიჭებათ და სოციალური დახმარებას მიიღებენ. პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა ევანდელ სხდომაზე მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის შესახებ კანონპროექტის ინიცირება მოახდინა. კანონპროექტის ავტორები არიან დიმიტრი ხუნდაძე და აკაკი ზოიძე. კანონპროექტის მიზანია სახელმწიფოს მხრიდან მოხდეს მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის განსაზღვრა და მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერა. სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული იქნება მრავალშვილიანი ოჯახის ელექტროენერგიის სუბსიდია: მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს 4 ბავშვი მიიღებს 20 ლარს ყოველთვიურად, ხოლო ხუთ ან მეტშვილიანი ოჯახი მე-5 და მომდევნო ბავშვზე - დამატებით 10-10 ლარს. საქსტატის მონაცემებით (2014 - საყოველთაო აღწერის შედეგები) 12369 შინამეურნეობაა, სადაც 4 და მეტი არასრულწლოვანი ცხოვრობს: ჯამური ფინანსური შედეგი სარგებლის სახით იქნება წლიურად დაახლოებით 3 489 000 ლარი შეღავათს მიიღებენ ის ოჯახები, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლები იქნება 300 000-ის. კანონპროექტის მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მინიჭების და სოციალური დახმარების გაცემის წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა 2018 წლის 1 ივნისამდე. მსგავსი კანონპროექტი მოქმედებს ევროპის უმეტეს და პოსტსაბჭოთა სივრცის ყველა ქვეყანაში. დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივით საკითხზე მუშაობა დიდი ხანია მიმდინარეობს, თუმცა, პროცესებს ქვეყნის მცირე ბიუჯეტი აფერხებდა. კანონპროექტი ფინანსური დახმარების გარდა, სხვა კომპონენტებსაც მოიცავს. მაგალითად, ინიციატივები სოციალურ სფეროში, განათლებისა და სპორტის მიმართულებით. პაკეტი კომუნალურ გადასახადებში დახმარებასაც ითვალისწინებს. სტატუსი 2006 წელს გაუქმდა და ის ენიჭებოდა 7 და მეტშვილიან ოჯახებს. ახალი კანონმდებლობით კი, მრავალშვილიანის სტატუსი 4 და მეტშვილიან ოჯახებს ექნებათ.

რეპორტიორი.ჯი- http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=65336

ექსპრესნიუს.ჯი- http://epn.ge/?id=61268

აიპრეს.ჯი- http://www.ipress.ge/new/102588-khundadze-ojakhi-romelsac-otkhi-bavshvi-hyavs-yoveltviurad-eleqtroenergiistvis-20-lars-miighebs

---

 

 

01.03.2018

მედიასაშუალება: http://topnews.com.ge/news/13435

დავით სერგეენკო: ჩემი საექიმო კარიერა გენეტიკურად ქუთაისში არის დაწყებული

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი ზაზა სოფრომაძე იმერეთში არსებული კლინიკების წარმომადგენლებს და მხარის მუნიციპალიტეტების გამგებლებს შეხვდნენ. შეხვედრის მთავარ თემებს იმუნიზაცია–ვაქცინაცია, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიმდინარეობა და მედიკამენტების პროგრამაში დაგეგმილი ის სიახლეები წარმომადგენდა, რომელიც ბენეფიციართა რაოდენობის გაზრდასა და მედიკამენტების წრის გაფართოებას გულისხმობს. ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას ახალი პორტალიც გააცნეს (citizen.moh.gov.ge), სადაც მოქალაქეებს საყოველთაო დაზღვევით გათვალიწინებული სერვისების შესახებ სრული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ. "შესანიშნავი ექიმები იყვნენ ყოველთვის ქუთაისში. ამას ზრდილობის გულისთვის არ ვამბობ. ჩემი საექიმო კარიერაც გენეტიკურად აქ არის დაწყებული. ჩემი ბაბუა გუბერნიის ექიმი იყო," - განაცხადა მინისტრმა.  "ჩვენც გვაქვს თქვენთვის ადგილი გუბერნიაში", -უპასუხა გუბერნატორმა.

---

 

01.03.2018

მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/256399/

“საშინელებაა, როდესაც თავშესაფარში გაცნობილი დედა გწერს, რომ შიმშილით კვდება”

“საშინელი შეგრძნებაა, როდესაც დედების თავშესაფარში გაცნობილი დედა გწერს, რომ კვდება, ხოლო როდესაც მიზეზს ეკითხები, გეუბნება, რომ მშიერია”, – ეს პოსტი ფეიბსუკზე, დედების ჯგუფში ერთ-ერთმა ქალმა გამოაქვეყნა. “ნეტგაზეთი” დაუკავშირდა ახალგაზრდა დედას, რომელიც რუსთავში ქმართან და ორ პატარა ბავშვთან ერთად გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი ჰქონდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ელენე დროებით გადავიდა თბილისის თავშესაფარში, სტატუსი შეუჩერდათ და სახელმწიფოსგან დახმარებას ვეღარ იღებენ. ელენე თვითონ ბავშვთა სახლშია გაზრდილი და ახლობლები არ ჰყავს. ის შრომისუნარიანია, მაგრამ არავინ ეგულება ბავშვების დამტოვებელი და სამსახურს ვერ იწყებს. მათი ერთადერთი შემოსავლის წყარო ქრმის დროებითი სამუშაოა, რომელიც ბავშვთა გამოსაკვებათაც არ ჰყოფნით. ელენეს თქმით, არც მისი ქმრის სამსახურია სტაბილური. “ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ. ჩვენი ბინა არ არის, მაგრამ ფულს არ ვიხდით აქ საცხოვრებლად. გვქონდა სოციალური დახმარება, მაგრამ ძალიან გაგვიჭირდა. ჩემი ქმარი დიდი ხნის განმავლობაში უმუშევარი იყო, რის გამოც მომიწია გარკვეული დროით თბილისის თავშესაფარში გადასვლა. ამის გამო მოგვიხსნეს სოციალური დახმარება. შესაბამისად, წყალიც ჩაუჭრიათ. მოგატყუებთ, რომ გითხრათ, ამ ყველაფრის მოყოლა საჯაროდ არ მერიდება-მეთქი, მაგრამ ბავშვებს ამით ვერ დავეხმარები და ვალდებული ვარ, ვისაუბრო. დაახლოებით ორი თვის წინ წამოვედი თავშესაფრიდან. წყალი და გაზი არ გვაქვს. მაქვს დენი, რომელზეც მოდის დიდი გადასახადი, რადგან ამით ვთბებით. რასაც გამოიმუშავებს ჩემი ქმარი, ბავშვების გამოსაკვებადაც არ გვყოფნის. მე ვერ ვმუშაობ, რადგან ორი ბავშვი მყავს, ხოლო დამტოვებელი არავინ. დენზე მოდის ხოლმე დიდი გადასახადი, რადგან ამით ვთბებით. ჩემი გოგო 6 წლის გახდა და მომავალ წელს სკოლაში მინდა შეყვანა, ხოლო ბიჭი 1 წლისაა,” – ამბობს ელენე. სოციალურ მომსახურების სააგენტოში დაგვიდასტურეს, რომ ოჯახს გარკვეული პერიოდი მართლაც ჰქონდა დაუცველის სტატუსი. მათი ცნობით, ახალი განაცხადი თებერვალშია შესული და ქულები დათვლის პროცესშია. რამდენიმე დღეში გაირკვევა, მიიღებს თუ არა ეს ოჯახი სახელმწიფოსგან დახმარებას.

---

 

 

 

ბეჭდვითი მედია

02.03.2018

მედიასაშუალება: ახალი თაობა

აკაკი ზოიძე: "ჯანდაცვის სისტემაში ყველაზე დიდი ჩავარდნა პირველადი ჯანდაცაა"

ჯანდაცვის სისტემაში ყველაზე დიდი ჩავარდნა არის პირველადი ჯანდაცვა - პროგრამები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. კომიტეტმა თბილისის ჯანდაცვისა და სოციალურ მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსს გელა ჩივიაშვილს მოუსმინა, რომელმაც დეპუტატებს მიმდინარე წლის პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. “პირველადი ჯანდაცვა თავიდან ბოლომდე ჩავარდნილია. მსოფლიოში არ არის განვითარებული ქვეყანა, სადაც პირველად ჯანდაცვაზე მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლება ზრუნავს. ადამიანთან უფრო ახლოს არის მუნიციპალური ხელისუფლება, ვიდრე ცენტრალური ხელისუფლება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია იყოს კარგი კოორდინაცია. საჭიროა ერთობლივი მუშაობა პირველადი ჯანდაცვის კარგი მიმართულებით ჩამოყალიბებზე და შედეგზე ორიენტირებული დაფინანსება“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5074353&name=02.03.2018+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

 

           

რეზონანსი-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5072538&name=02.03.2018+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

02.03.2018

მედიასაშუალება:  რეზონანსი

სახელმწიფო თითქმის ყველა მრავალშვილიან ოჯახს დაეხმარება

პირველ ეტაპზე ელექტროენერგიის სუბსიდია, სამომავლოდ კი სპორტული და საგანმანათლებლო შეღავათები მრავალშვილიანი ოჯახებისთვის სტატუსის მინიჭების ახალი კრიტერიუმი დადგინდა. საშუალო შეძლების ოჯახები, მათ შორის ისეთნიც, რომელთა თვიური შემოსავალი 3000-დან 6000 ლარამდეა, სხვადასხვა სოციალური შეღავათით ისარგებლებენ. ქვეყნის მასშტაბით სულ 12 369 მრავალშვილიანი ოჯახია, რომელთა ბავშვებს 14 წელი არ შესრულებიათ. პირველ ეტაპზე ისინი ელექტროენერგიის სუბსიდიას მიიღებენ, სამომავლოდ კი მრავალშვილიან ოჯახში მცხოვრები ბავშვები სპორტულ-გამაჯანსაღებელი და საგანმანათლებლო მომსახურებით ისარგებლებენ. კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსდება მრავალშვილიანი ოჯახის ელექტროენერგიის სუბსიდია; მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს 4 ბავშვი, მიიღებს 20 ლარს ყოველთვიურად, ხოლო 5 ან მეტშვილიანი ოჯახი მე-5 და მომდევნო ბავშვზე დამატებით - 10-10 ლარს. "საქსტატის" მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით 12 369 შინამეურნეობაა, სადაც 4 და მეტი არასრულწლოვანი ცხოვრობს. ჯამური ფინანსური შედეგი სარგებლის სახით იქნება წლიურად დაახლოებით 3 489 000 ლარი. შეღავათს მიიღებენ ის ოჯახები, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლები იქნება 300 000-ის. პარლამენტში ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ხუნდაძის ინფორმაციით, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში 2018 წლის 1-ელ ივნისამდე მთავრობას დაევალება, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის სტატუსის მინიჭების წესი შეიმუშაოს. ახალი კანონი 2019 წლის 1-ლი იანვრიდან შევა ძალაში. "აქამდე არ არსებობდა მრავალშვილიანი ოჯახის სტატუსი, 2006 წელს გაუქმდა. ოჯახს სტატუსი 7 შვილის ყოლის შემთხვევაში ეძლეოდა, მაგრამ რეალურად არაფერი გაკეთებულა. ახლა შემოვიტანეთ ინიციატივა, რომელიც განსაზღვრავს, ვინ უნდა იქნეს მიჩნეული მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონედ. რაც შეეხება შეღავათს, პირველ ეტაპზე მოხდება ელექტროენერგიის სუბსიდირება და არა ფულადი დახმარება. იმისათვის, რომ პაკეტი უფრო მრავალფეროვანი გახდეს, მრავალშვილიან ოჯახებში მცხოვრები ბავშვებისთვის ჯანმრთელი ცხოვრების წესი და განათლებაზე ხელმისაწვდომობა იქნება უზრუნველყოფილი. გავივლით კონსულტაციებს შესაბამის უწყებებთან, კერძოდ, კულტურისა და სპორტის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებთან. აქ არ იგულისხმება სოციალურად დაუცველთა კატეგორია, პროექტი მრავალშვილიანი ოჯახების უდიდეს ნაწილს მოიცავს. საშუალო შეძლების ოჯახები, მათ შორის ისეთნიც, რომელთა თვიური შემოსავალი 3000-დან 6000 ლარამდეა, სხვადასხვა სოციალური შეღავათით ისარგებლებენ", - განმარტა ხუნდაძემ "რეზონანსთან" საუბრისას. სპეციალისტები პარლამენტის წევრების ინიციატივას მიესალმებიან. მათი შეფასებით, ჯერჯერობით სოციალური შეღავათის პაკეტი არის მიზერული და მოკრძალებული, მაგრამ დროთა განმავლობაში დაიხვეწება. სოციოლოგი პაატა აროშიძე ფიქრობს, რომ საშეღავათო პაკეტში განათლების სეგმენტი დიდი დოზით უნდა იყოს წარმოდგენილი, რამდენადაც ყველაზე მეტი პრობლემა მრავალშვილიან ოჯახებს სწორედ განათლებასთან დაკავშირებით აქვთ. "ძალიან კარგი ინიციატივაა, რამდენადაც სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს არა მხოლოდ სოციალურად დაუცველი მოსახლეობა, არამედ მრავალშვილიანებიც, რომელთა რაოდენობა არ არის მცირე. მიუხედავად იმისა, რომ მიზერული თანხაა, მნიშვნელოვანია სოციალური შეღავათის არსი, რომ სახელმწიფო მონაწილეობს ოჯახების განვითარებაში. თუ დღეს 20-ლარიან სუბსიდიაზეა საუბარი, სამომავლოდ შეიძლება მეტი შეღავათიც ჰქონდეთ. ვერ ვიტყვი, რომ ეს მრავალშვილიან ოჯახებს სტიმულს მისცემს, მაგრამ რეალურად ეს არის მოკრძალებული მცდელობა, რომ დაეხმარონ ოჯახებს. იდეა თავისთავად კარგია, მაგრამ მისი შესრულების ფორმაა მნიშვნელოვანი. არა მარტო ცენტრალური, არამედ ადგილობრივი მუნიციპალიტეტებიც უნდა ჩაერთონ ქვეყნის მასშტაბით, რომ გარკვეული შეღავათები დაწესდეს როგორც კომუნალურ გადასახადებზე, ასევე მგზავრობაზეც, განათლებასა და ჯანსაღი ცხოვრების ხელმისაწვდომობაზე. რამდენადაც ვიცი, მრავალშვილიანი ოჯახების სერიოზული პრობლემაა სწავლის გადასახადი, ამ მხრივ დახმარება ნამდვილად არის გასაწევი. საჭიროა მოტივაცია, რომ მშობლებს ჰყავდეთ ბევრი შვილი. მომავალში ალბათ სოციალური დახმარების პაკეტი უფრო მრავალფეროვანი გახდება", - განუცხადა "რეზონანსს" აროშიძემ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5074421&name=02.03.2018+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

 

საქართველოს რესპუბლიკა-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5074527&name=02.03.2018+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

 

ახალი თაობა-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5074490&name=02.03.2018+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

 

---