From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David <Sergeenko>
Subject : mediamonitoringi-02.04.2018
Cc : Zaza Sopromadze; Tamar Barkalaia; Maia Lagvilava; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; Kakhaber Dzimistarishvili; dtorua@moh.gov.ge; maiatabagari@gmail.com; Maia Tabagari; Mariam Darakhvelidze; Natia Khmaladze; Elza Jgerenaia; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia; tgamkrelidze@ssa.gov.ge; Noe Kinkladze; Tea Sharashidze; lugulava@moh.gov.ge; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili; Natia Tevdorashvili; Nino Mamaladze; Nino Odisharia; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Tea Bakradze; Nini Talakhadze; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; tako.sarishvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; pr@ssa.gov.ge; makokhachidze@yahoo.com
Received On : 02.04.2018 08:54
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 02.04.2018

ტელევიზია

02.04.2018

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა: დილა მშვიდობისა

3 წლის ანდრია მეშველიანს დახმარება სჭირდება. ჰემატომის გამო ბავშვი ვერ ამოძრავებს მარჯვენა ხელ-ფეხს, ვერ საუბრობს, ასევე აქვს მხედველობის პრობლემა. ანდრიას საზღვარგარეთ გადაუდებელი ოპერაცია და მკურნალობა ესაჭიროება რისი საშუალებაც ოჯახს არ აქვს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5139365

---

 

02.04.2018

არხი:  ტელეკომპანია აჭარა -

გადაცემა: მთავარი 12:00

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლის ზუკა ფაღავას გარდაცვალებასთან დაჯავშირებით, რამდენიმე წუთის წინ კომენტარი საქართველოს ჯანდაცვის მინისტმა გააკეთა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5139981

---

 

01.04.2018

არხი: ტელეკომპანია აჭარა  

გადაცემა: ახალი ამბები 21:00

რა გახდა 26 წლის ზუკა ფაღავას მოულოდნელი გარდაცვალების მიზეზი? დაგვიანებული მკურნალობა თუ ექიმის შეცდომა? საზოგადოებაში, სოციალურ ქსელში, მედიის წარმომადგენლებში არაერთი კითხვა გაჩნდა. სამედიცინო ცენტრში ამბობენ რომ გარდაცვალების მიზეზი გულის გაჩერება გახდა, ამ ვერსიას კი არ ეთანხმებიან ფარავას მეგობრები და აცხადებენ რომ პაციენტს არასათანადო მკურნალობა ჩაუტარდა და ფატალური შედეგიც სწორედ ამიტომ დადგა. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ რომ რეგულირების სააგენტო მას შემდეგ დაინტერესდება თუ კლინიკის წინააღმდეგ მათ მიმართავს ოჯახი.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5139285

ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 18:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5139055

ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 12:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5138715

---  

 

01.04.2018

არხი: I არხი  

გადაცემა: ახალი კვირა

მცდარი დიაგნოზი თუ ფულის მახე? მცდარი დიაგნოზი, საკმარისია ეს სიტყვები სადმე ერთხელ მაინც ვახსენოთ ერთმანეთის მიყოლებით ყველაზე უფრო უცნაურ და დაუჯერებელ ისტორიებს მოვისმენთ. ამ ისტორიების ნაწილი შესაძლოა გაზვიადებულია, თუმცა ძალიან ბევრი ისეთი შემთხვევა ერთი ადამიანისთვის სხვადასხვა ექიმის მიერ დასმული რამდენიმე დიაგნოზი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. სამწუხაროდ არის შემთხვევები, როდესაც ექიმის მიერ არასწორედ დასმული დიაგნოზი პაციენტისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5139311

---

 

 

01.04.2018

არხი:  ტვ პირველი -

გადაცემა: დღის ამბები 13:00

ამბროლაურისა და ონის სასწრაფო დახმარების სამსახურებს "ჯიპის" ტიპის სპეც მანქანები გადაეცა. ჯიპის ტიპის მანქანები ევროსტანდარტის შესაბამისი სამედიცინო ინვენტარით სრულად არის აღჭურვილი. ავტომობილები სპეციალურად რთულ რელიეფზე გადაადგილებისათვის არის გათვლილი და მისი საშუალებით გამოძახებაზე მისვლა მიუდგომელ ადგილებშიც იქნება შესაძლებელი.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5138821

---

 

01.04.2018

არხი: იმედი

გადაცემა: ექიმები

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებ საუბრობენ გადაცემაში ექიმები.

https://www.imedi.ge/ge/video/22658/c-hepatitis-skriningi-romelits-saqartvelos-moqalaqeebistvis-sruliad-upasoa

---

 

31.03.2018

არხი: იმედი

გადაცემა: ქრონიკა 14:00

ცაგერისა და ლენტეხის სასწრაფოს ეკიპაჟები გამოძაზებაზე ახალი ჯიპის ტიპის სპემანქანებით მივლენ. ჯიპის ტიპის მანქანები სპეციალურად რთულ რელიეფზე გადაადგილებისთვის არის გათვლილი და მისი საშუალებით გამოძახებაზე მისვლა ყველაზე მიუდგომელ ადგილებში იქნება შესაძლებელი.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5137873

ტვ პირველი-დღის ამბები 17:00-

  http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5138245

მაესტრო - ახალი ამბები 15:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5138025

კავკასია - დღეს 19:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5138454

--- 

 

31.03.2018

არხი: იმედი  

გადაცემა: ქრონიკა 14:00

დემოგრაფიული მაჩვენებლების გაუარესების მიზეზად, ევროპული საქართველო სიღარიბის ზრდას ასახელებს. საქსტატის მიერ გავცელებულ მონაცემებზე დეპუტატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, ბოლო 11 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი ბუნებრივი მატება შეუძლებელია მხოლოდ დაბერებას უკავშირდებოდეს

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5137895

ტვ პირველი - დღის ამბები 13:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5137630

რუსთავი 2 - კურიერი 12:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5137497

---

 

31.03.2018

არხი: ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა: მთავარი 18:00

ტბელ აბუსერიძის ქუჩის 29 ნომერში მცხოვრებლები კორპუსში ნარკორეაბილიტაციის ცენტრის გახსნას აპროტესტებენ. ცენტრი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მდებარეობს. მოქალაქეები ამბობენ, რომ სამედიცინო ცენტრის არსებობით მათ საფრთხე ექმნებათ და ხელმძღვანელობას საქმიანობის განხორციელების უფლებას არ მისცემენ. ფინანსური დირექტორი პაატა ლეკვიაშვილის თქმით, ცენტრში ნარკოდამოკიდებულ პირების რეაბილიტაციაზე ზრუნავენ. ლეკიაშვილის განმარტებით, ცენტრი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსგან არის ლიცენზირებული და საფრთხის შემცველი არ არის.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5138419

---

 

31.03.2018

არხი: I არხი

გადაცემა: მოამბე 21:00

ჩვენს კოლეგას და მეგობარს მარიამ ჭელიძეს ლიმფური ჯირკვლების ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა. თქვენი თანადგომით, 2016 წელს მან პირველი ეტაპი დაძლია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ დაავადების ბოლომდე დამარცხება ვერ მოხერხდა. წელიწადნახევრის შემდეგ მარიამს კვლავ ძვირადღირებული სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება. იმის გამო, რომ პირველი ოპერაცია თურქეთში გაკეთდა, აუცილებელია ქირურგიული ჩარევა ისევ “აჯიბადემის” კლინიკაში მოხდეს, რაც 15000 დოლარი ჯდება.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5138560

---

 

31.03.2018

არხი: რუსთავი2

გადაცემა: კურიერი 21:00

15 წლის გოგონა პედაგოგს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. მსხვერპლს ფსიქოლოგების დახმარება დასჭირდა, დედა ამბობს, რომ მომხდარის შემდეგ გოგონას ნერვული სტრესი აქვს ექიმების გამოწერილი წამლების შესაძენად კი ოჯახს ფული არ აქვს. http://rustavi2.ge/ka/news/100465

რუსთავი2-P.S.- http://rustavi2.ge/ka/video/31593?v=2

---

 

30.03.2018

არხი: იმედი  

გადაცემა:  ქრონიკა 20:00

რა გახდა ახალციხეში ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზი და რა მოხდა სამშობიარო კლინიკა იმედში? ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს, მედიკოსები კი ექიმებზე ჯერ ვერ საუბრობენ და ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან, რომელიც სავაროუდოდ ხვალ გახდება ცნობილი. სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელობა გამოძიებასთან თანამშრომლობს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5136785

I არხი - მოამბე 18:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5136603

მაესტრო-დღის მთავარი თემა 21:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5137057

I არხი - მოამბე 15:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5135990

იმედი - ქრონიკა 17:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5136471

I არხი - მოამბე 21:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5137027

---

 

30.03.2018

არხი: ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა: მთავარი 12:00

შუახევსა და ხულოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი განახლდა. ორივე მუნიციპალიტეტს 2-2 ერთეული მაღალი გამავლობის სამედიცინო წესით აღჭურვილი სპეცმანქანა გადაეცა. ისინი რთულ რელიეფზე გადაადგილებისთვისაა განკუთვნილი. აღსანიშნავია, რომ რეგიონის მაღალმთიანეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი უკვე მეორედ, განახლდა. გასულ წელს ხულოს მუნიციპალიტეტის ორ თემის, სხალთისა და ღორჯომის ბრიგადებს გადაეცათ სპეციტექნიკა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5135506

---

 

30.03.2018

არხი: ტელეკომპანია იბერია

გადაცემა: ბიზნესკოდი

წლის შეჯამებამ აჩვენა, რომ სადაზღვევო ბაზარი კრიზისშია. კომპანიები ზარალზე გავიდნენ. წლის შეჯამებამ აჩვენა, რომ სადაზღვევო ბაზარი კრიზისშია. კომპანიები ზარალზე გავიდნენ. პე-ეს-პემ 4.5 მილიონის წაგება ნახა, იმედი ელმა 3 მილიონი დაკარგა. ინდუსტრიაში თუ კი რამე მოგება იყო, 80%-ზე მეტი საქართველოს ბაკის შვილობილმა ალდაგმა მიიღო, რამაც ყველა კომპანია ალდაგს გადაჰკიდა. კრიზისის ერთ-ერთ მიზეზად საყოველთაო ჯანდაცვას ასახელებს ყველა მოთამაშე.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5135416

---

 

30.03.2018

არხი: ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა:  მთავარი 21:00

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა კაცის დეკრეტული შვებულების შესახებ შესულ სარჩელზე მხარეთა პოზიციები მოისმინა. მოქალაქეებმა გაასაჩივრეს ის ნორმები, რომლებიც დასაქმებულისთვის განსაზღვრავს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების მიცემისა და მისი ანაზღაურების წესს. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ არსებული კანონდებლობით, საქართველოს მოქალაქე კაცს არ აქვს შესაძლებლობა დეკრეტულ შვებულებაში გავიდეს და შესაბამისი ანაზღაურება აიღოს დამსაქმებლის კეთილი ნების გარეშე. სარჩელის ავტორები მიიჩნევენ, რომ კანონის დღეს მოქმედი რედაქცია ეწინააღმდეგება კონსტიტუციით გარანტირებულ ადამიანის ისეთ უფლებებს, როგორიცაა თანასწორობა, შრომა, ქორწინება და ოჯახის კეთილდღეობა მოპასუხე მხარე საქართველოს პარლამენტი და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროა. მათი მოსაზრებით არსებული ნორმებით დაცულია დედათა და ბავშთა უფლებები. განმარტავენ, რომ ქალზე ანაზღაურებადი შვებულების სტანდარტი, განსაკუთრებული როლიდან, კერძოდ ფიზიოლოგიური დატვირთვიდან გამომდინარე ვრცელდება

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5137001

---

 

30.03.2018

არხი: I არხი  

გადაცემა: მოამბე 21:00

პროფესიულ სასწავლებლებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა რაოდენობა იზრდება. კოლეჯებში ხუთი წლის წინ დანერგილი ინკლუზიური განათლების შედეგად შშმ მოქალაქეებს არაერთი პროფესიის დაუფლების საშუალება აქვთ. მათი ნაწილი დასაქმებასაც ადვილად ახერხებს. აღმოჩნდა, რომ, მრავალფეროვან სასწავლო პროგრამასთან ერთად პროფ სასწავლებლებში სტუდენტებს, სკოლებისა და უნივერსიტეტებისგან გასხვავებით, ყველაზე მეტად ადაპტირებული გარემოც ხვდებათ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5137007

---

 

30.03.2018

არხი:   მაესტრო  

გადაცემა: დღის მთავარი თემა 21:00

სახიფათო ინტერნეტ თამაშები და სოციალური ქსელების მავნე ზეგავლენა, ამის შესახებ მსჯელობდნენ დღეს სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში. შეხვედრაში სასულიერო პირები მონაწილეობდნენ, ასევე სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები და ფსიქოლოგები. შეხვედრაზე იმსჯელეს სასულიერო პირებმა, შშს-ს, განათლებისა და მეცნიერების და ჯანდაცვის სამინისტროების წარმომადგენლებმა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5137063

ერთსულოვნება-სიახლენი 22:00

  http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5137069

---

 

ინტერნეტი

02.04.2018

მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/nino-lomjaria-saqartveloshi-autisturi-speqtris-mqone-pirebis-uflebebis-dacvis-kutkhit-problemebi-kvlav-rcheba/

ნინო ლომჯარია - საქართველოში აუტისტური სპექტრის მქონე პირების უფლებების დაცვის კუთხით პრობლემები კვლავ რჩება

დღეს, 2 აპრილს აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღე აღინიშნება. ამ  დღესთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოში აუტისტური სპექტრის მქონე პირების უფლებების დაცვის კუთხით არსებულ პრობლემებზეა საუბარი. როგორც განცხადებაშია აღნიშნულია, 2018 წელს განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია აუტიზმის მქონე ქალებისა და გოგონების უფლებების დაცვაზე, რომლებიც მრავალ წინააღმდეგობას აწყდებიან მათ შორის, განათლებასა და დასაქმებაზე თანაბარი მისაწვდომობის, რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებების რეალიზებისა და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ნინო ლომჯარიას განცხადებით, გაეროს გენერალური მდივნის წლევანდელ გზავნილში ნათქვამია, რომ გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მიმართულებით განხორციელებული საქმიანობა უნდა მოიცავდეს და ეხებოდეს ყველა ქალსა და გოგონას, ხელშეწყობილ უნდა იქნას აუტიზმის მქონე ყველა ადამიანის სრულყოფილი მონაწილეობა საზოგადოებაში, რათა არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა. როგორც სახალხო დამცველი აცხადებს, საქართველოში აუტისტური სპექტრის მქონე პირების უფლებების დაცვის კუთხით ჯერ კიდევ რჩება პრობლემები. კვლავ გამოწვევას წარმოადგენს აუტიზმის მქონე ბავშვების ჯანმრთელობის დაცვის, მათთვის აუცილებელი პროგრამებისა და მომსახურებების ნაკლებობა, აბილიტაცია/რეაბილიტაციის სერვისების შეზღუდული რაოდენობა, ტერიტორიული ხელმისაწვდომობა, გაწეული მომსახურების ხარისხი, პერსონალის სიმწირე და კვალიფიკაცია. ინკლუზიური განათლების მიღების პროცესში კი, არსებული ხარვეზები და  არასაკმარისი მხარდაჭერა აფერხებს აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მიერ ამ უფლების პრაქტიკულ რეალიზებას. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ გამოკვეთილი პრობლემების მოგვარების მიზნით მნიშვნელოვანია,   დაიგეგმოს აუტიზმის მქონე პირთა საჭიროებებზე მორგებული ეფექტური ღონისძიებები, გენდერული ასპექტების გათვალისწინებით. სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს სახელმწიფოს, ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ყველა პირს ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების განხორციელებაში. უზრუნველყოს მათი სათანადო მხარდაჭერა, რათა სხვა პირთა თანაბრად შეძლონ სრული მონაწილეობა საზოგადოებაში.

---

 

02.04.2018

მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/35495/2017-tsels-3-454-bavshvma-stsavla-me9-klasis-dasrulebamde-miatova

2017 წელს 3 454 ბავშვმა სწავლა მე-9 კლასის დასრულებამდე მიატოვა

სახალხო დამცველის შეფასებით, გამოწვევად რჩება განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვების უფლებრივი მდგომარეობა. ამის შესახებ საუბარია სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშში, რომელიც  ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობას ასახავს.  ომბუდსმენის შეფასებით, ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებში მხოლოდ სკოლის მიტოვების მაჩვენებელი აღირიცხება, ხოლო რამდენი ბავშვი არ არის ჩართული საგანმანათლებლო პროცესში და რა მიზეზით, ამის ზუსტი მონაცემები არ არსებობს. ასევე, სუსტია განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვების მოძიებისა და საგანმანათლებლო პროცესში ჩართვისკენ მიმართული ღონისძიებები, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც მაღალია ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების რაოდენობა.  ანგარიშის მიხედვით, 2016-2017 სასწავლო წელს სტატუსი შეუჩერდა 5713 არასრულწლოვანს, მათგან 3454 ბავშვს სავალდებულო საბაზო საფეხურის დასრულებამდე, ხოლო 2259-ს საბაზო საფეხურის დასრულების შემდეგ. მიზეზთაგან ყველაზე ხშირია საზღვარგარეთ წასვლა (1695 შემთხვევა), თუმცა, ანგარიშის მიხედვით,  დეტალური ინფორმაცია გამგზავრების მიზნის შესახებ არ მოიპოვება. სკოლის მიტოვების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, ორივე საფეხურზე, გამოვლინდა თბილისში (2274 შემთხვევა), ქვემო ქართლში (1259), აჭარასა (441) და კახეთში (511). ომბუდსმენის ხაზს უსვამს, რომ ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები კვლავ ბავშვთა განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენენ.  „სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2016-2017 წლებში ფორმალურ განათლებაში მხოლოდ 27 ბავშვი ჩაერთო, რაც პრობლემის მასშტაბურობიდან გამომდინარე, უდავოდ დაბალი მაჩვენებელია, რადგან 2014-2017 წლებში მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის მობილური ჯგუფის ფარგლებში, თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის მასშტაბით, კონტაქტი დამყარდა 1054 მიუსაფარ ბავშვთან, ხოლო მხოლოდ 2017 წელს, მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ფარგლებში 270 ბენეფიციარმა ისარგებლა", - ნათქვამია ანგარიშში.

---

 

02.04.2018

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=169238-%E1%83%91%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98,%20%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90

ახალგაზრდა დედას, ნინო ბერუაშვილს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

32 წლის ნინო ბერუაშვილს, რომელსაც მწვავე მიელოიდური ლეიკემიის M1 ფორმა დაუდგინდა, საზოგადოების დახმარება ესაჭიროება. ნინომ უკვე გაიარა ქიმიოთერაპიიის 9 კურსი. ამ ეტაპზე სასწრაფოდ ესაჭიროება სტამბულში, ძვლის ტვინის სატრანსპლანტაციო კვლევებზე წასვლა, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ოჯახს ყველა ფინანსური რესურსი ამოეწურა. ნინოს 9 წლის შვილი ჰყავს. დახმარების მსურველებს თანხა შეუძლიათ დარიცხონ საბანკო ანგარიშებზე: საქართველოს ბანკი - GE15BG0000000883678300, ლიბერთი ბანკი - GE72LB0211111553648000 მიმღები: დედა ნუნუ(ნინო) კახიძე პირადი ნომერი: 01011043322

---

 

01.04.2018

მედიასაშუალება: http://epn.ge/?id=63138

ამბროლაურისა და ონის სასწრაფოს ჯიპის ტიპის მანქანები გადაეცა

ამბროლაურისა და ონის სასწრაფო დახმარების სამსახურებს ჯიპის ტიპის სპეცმანქანები გადაეცა. 3 ავტომობილი რაიონულ სამსახურებში პირადად საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ მაჟორიტარ დეპუტატ გოჩა ენუქიძესთან და სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორთან, არჩილ ჯაფარიძესთან ერთად განათავსა. ჯიპის ტიპის მანქანები ევროსტანდარტების შესაბამისი სამედიცინო ინვენტარით სრულად არის აღჭურვილი. ავტომობილები სპეციალურად რთულ რელიეფზე გადაადგილებისთვის არის გათვლილი და მისი საშუალებით გამოძახებაზე მისვლა ყველაზე მიუდგომელ ადგილებში იქნება შესაძლებელი. მთაგორიანი რეგიონებისთვის სპეცგამავლობის 22მანქანასაგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გადასცა.

აიპრეს.ჯი- http://www.ipress.ge/new/105727-ambrolaurisa-da-onis-sastsrafos-jipis-tipis-manqanebi-gadaeca

ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/regioni/486160-ambrolaurisa-da-onis-sastsrafo-dakhmarebis-samsakhurebs-jipis-tipis-manqanebi-gadaeca.html?ar=A

---

 

01.04.2018

მედიასაშუალება: http://www.gurianews.com/article/mtavari/sazogadoeba/kvebis-programa-uchmelobasats-itvalistsinebs-sami-shvilis-deda-dakhmarebis-molodinshi

კვების პროგრამა უჭმელობასაც ითვალისწინებს? _ სამი შვილის დედა დახმარების მოლოდინში

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთის მკვიდრი ხათუნა ცინარიძე სამი შვილის _ ორი გოგონას და ერთი ვაჟის დედაა. ყველაზე პატარა _ მათე ცინარიძე მალე ხუთი თვის გახდება. როგორც ქალბატონი ხათუნა "გურია ნიუსთან" საუბრობს, არაფულადი კვების პროგრამის მიხედვით, რომელიც ნულიდან ერთ წლამდე ასაკის ბავშვების მომსახურებას ითვალისწინებს, დახმარება მის პატარასაც უნდა მიეღო, ერთ ტალონზე თვიურად 80 ლარის საკვების ოდენობით, თუმცა, დღემდე უშედეგოდ ითხოვს. "დავიღალე სოციალური მომსახურების ცენტრში სიარულით. იქ ყველა თბილად მხვდება და მეუბნებიან, რომ მეხუთე თვეა, რეესტრი გახსნილია, სოციალური მომსახურების სააგენტოში გაგზავნილია, ყოველი თვის ბოლოს აწვდიან ზემდგომს, უნდა მოხდეს თანხმობა, თუმცა, ჯერ ვერაფერი მივიღეთ. ამასობაში, ჩემი პატარა ბიჭი ხუთი თვის ხდება. მაინტერესებს, რას ითვალისწინებს კვების პროგრამა _ უჭმელობასაც? ერთ წლამდე ბავშვების მომსახურების ეს პროგრამა თუ ლატარიასავითაა და გულისხმობს იმას, რომ ერთ წელში ორჯერ ან, შესაძლოა, სულაც ვერ მივიღოთ, მაშინ ესეც უნდა ვიცოდეთ. ცხელ ხაზზე რამდენჯერ დავრეკე, ვინ იცის, თუმცა, არავინ გვპასუხობს", _ ამბობს ხათუნა ცინარიძე. ხათუნა და ავთო ცინარიძეების შვილები მცირეწლოვნები არიან. მათ აქვთ სოციალური დახმარება. ოჯახის სარეიტინგო ქულა 45 ათასია. ხელმოკლედ ცხოვრობენ, თუმცა, შესაძლებლობის ფარგლებში, შინა ოჯახურ საქმიანობას ეწევიან. სტაბილური შემოსავალი არასდროს აქვთ. უმუშევრობის ფონი მათ ოჯახზეც უარყოფითად არის ასახული. ავთანდილ ცინარიძე არაერთხელ თურქეთშიც იმყოფებოდა სამუშაოდ, რომ შვილებისთვის პურის ფული მოეტანა, თუმცა, იქ წასვლასაც უფრთხის, რომ მერე სოციალური დახმარება არ შეუწყდეს. _ მე არ შემიძლია, მადლიერება არ გამოვხატო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის მერაბ ჭანუყვაძის მიმართ, მაქსიმალური ყურადღებისთვის. გაზეთ "გურია ნიუსის" პროექტით გათვალისწინებულ დახმარებებშიც არაერთხელ მოვხვდით. სოციალური მომსახურების ცენტრშიც როცა მივდივარ, ყველა ყურადღებით მეპყრობა, მაგრამ ეს დახმარება, რომელიც ახლა განსაკუთრებით მჭირდებოდა, დღემდე ვერ მივიღეთ. სამჯერ რისკზე წავედი და საკეისრო კვეთით გავაჩინე შვილები. მინდოდა და მინდა ვიყო დედა. ისე არ მინდა გაიგოს ვინმემ, სახელმწიფოს ან ვინმეს კისერზე ტვირთად ვეკიდები, მაგრამ თუ პროგრამა ითვალისწინებს, ხომ შეიძლება ნახევარ წელიწადში ეს დახმარება მიმეღო ერთხელ მაინც? როგორმე გავზრდი შვილებს, ღმერთი არ გაგვწირავს, მაგრამ მიკვირს. ეს ყველაფერი. თუ სხვა შვილებისთვის დროულად მივიღე ეს დახმარება, ახლა რა ხდება? კანონით არაფერი შეცვლილა, პირიქით, გვეუბნებიან, რომ ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ უმჯობესდება, _ ამბობს ხათუნა ცინარიძე. ქალბატონმა ჩვენთან ერთად სცადა, დაკავშირებოდა ცხელ ხაზს, თუმცა, უშედეგოდ. ამბობს იმასაც, რომ ერთხელ უპასუხეს და უთხრეს, რომ თქვენს სოციალურ მუშაკს მიაკითხეთო.  რაც შეეხება გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს, აქ ამბობენ, რომ კვების პროგრამა, რომელიც არაფულად მომსახურებას ითვალისწინებს 80 ლარის ფარგლებში, ერთ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის არის გათვალისწინებული და რა თქმა უნდა, ცინარიძის განცხადების საფუძველზე რეესტრიც გახსნილია. მშობელს ერთხელ შემოტანილი აქვს განცხადება და ყოველი თვის 25 რიცხვამდე ხდება მისი გაგზავნა სოციალური მომსახურების სააგენტოში. როგორც კი თანხმობა იქნება, შემდეგ დაენიშნება დახმარება და ექიმის მითითებით მოხდება ბავშვისთვის სასურველი საკვების მიღება. _ გამორიცხულია, რომ ცინარიძეებმა ეს დახმარება ვერ მიიღონ, თუმცა, ჩვენ ველოდებით თანხმობას. მოგეხსენებათ, ეს არის კრიზისული მდგომარეობის ოჯახებისთვის, შერჩევა ხდება ქულების მიხედვითაც. არის ისეთი ჩვილბავშვიანი ოჯახებიც, რომელთა სარეიტინგო ქულა მხოლოდ ათასია. ჩვენ ყურადღებას არ ვაკლებთ და არც მოვაკლებთ არავის. უბრალოდ, ცოტა დროში გაიწელა და ეს ობიექტური მიზეზებით ხდება, _ გვითხრა გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსმა თინათინ ლომჯარიამ. ხათუნა ცინარიძე კიდევ ერთხელ აღნიშნავს ჩვენთან საუბარში, რომ აღნიშნული კვებითი მომსახურება ჩვილს ერთ წლამდე სჭირდება, ნახევარი თითქმის უკვე მოლოდინში გავიდა. _ როგორმე გავზრდი შვილებს. არ მიმიღია ეს დახმარება აქამდე და შიმშილით არ მომიკლავს, მაგრამ რატომ გვპირდებიან, თუ სავარაუდოა ეს ყველაფერი? ხომ სჯობს, გვითხრან, რომ ერთი წლის მანძილზე, შესაძლოა, ერთჯერადად მივიღოთ და მორჩა. დავიღალე სიარულით და იმის მოლოდინით, რომ ან ახლა მივიღებთ ან ახლა. უმჯობესია, დაკონკრეტებულად იყოს გათვალისწინებული ყველაფერი. სულაც, უარის თქმაც სჯობდეს, იქნებ, ასეთ დაპირებას. სოციალურად ყველაზე დაუცველი ფენის თანადგომა და მასზე ზრუნვა ხომ არის სოციალური მომსახურების სააგენტოს მიზანი? მით უფრო, როცა საქმე ჩვილ ბავშვს და მის კვებას ეხება _ ამბობს ის.

---

 

01.04.2018

მედიასაშუალება: http://inforustavi.ge/index.php?m=31&news_id=4764

ვაკანსიებში შესაძლოა სქესისა და ასაკის მითითება აიკრძალოს

გამოცხადებისას შესაძლოა სქესისა და ასაკის მითითება აიკრძალოს. აღნიშნული ცვლილება „საქართველოს შრომის კოდექსის“ ორგანულ კანონში იგეგმება. კერძოდ, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული და უკვე ინიცირებულ კანონპროექტს ემატება ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო. გარდა ამისა, ცვლილების თანახმად, „დამსაქმებელს არ აქვს უფლება, კანდიდატისგან მოითხოვოს ისეთი სახის ინფორმაცია, რომელიც შეეხება მის რელიგიას ან რწმენას, შეზღუდულ შესაძლებლობებს, სექსუალურ ორიენტაციას, ეთნიკურ კუთვნილებას, ორსულობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა არსებობს მე-2 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული განსხვავების აუცილებლობა. კერძოდ, აღნიშნული პუნქტის მიხედვით, „დისკრიმინაციად არ ჩაითვლება პირთა განსხვავების აუცილებლობა, რომელიც გამომდინარეობს სამუშაოს არსიდან, სპეციფიკიდან ან მისი შესრულების პირობებიდან, ემსახურება კანონიერი მიზნის მიღწევას და არის მისი მიღწევის თანაზომიერი და აუცილებელი საშუალება“. აღნიშნული ცვლილებები როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორზე გავრცელდება.

30.03

ლიბერალი.ჯი- http://liberali.ge/news/view/35406/kanonproeqtit-vakansiis-gamotskhadebisas-asakisa-da-sqesis-nishnit-diskriminatsia-aikrdzaleba

---  

 

31.03.2018

მედიასაშუალება: https://imedinews.ge/ge/saqartvelo/55321/mtskhetamtianetshi-soplis-eqimebisa-da-eqtnebis-khelpasebi-30it-gaizarda

მცხეთა-მთიანეთში სოფლის ექიმებისა და ექთნების ხელფასები 30%-ით გაიზარდა

მცხეთაში, პარტიის წევრებთან შეხვედრისას პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ჯანდაცვის მიმართულებით არსებულ მიღწევებზე ისაუბრა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 30%-ით გაიზარდა სოფლის ექიმებისა და ექთნების ხელფასი; მცხეთა-მთიანეთის რეგიონს 63 სოფლის ექიმი და 83 ექთანი ემსახურება; ახალი ამბულატორია აშენდა რეგიონის 7 სოფელში, ესენია: ლისი, ფასანაური, ჟინვალი, გორისციხე, ნაქალაქარი, წეროვანი, წილკანი. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი განახლდა სამედიცინო წესით აღჭურვილი, მაღალი და საშუალო გამავლობის 15 ახალი ავტომობილით; სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები სრულად არიან აღჭურვილი სამედიცინო ინვენტარით, რაც უზრუნველყოფს პირველადი დახმარების ხარისხიან მიწოდებას“, - განაცხადა კვირიკაშვილმა. კვირიკაშვილის განცხადებით, მცხეთის რაიონში ბევრი საჭირო პროექტი განხორციელდა. მათ შორის საგანმანათლებლო პროექტები.

---

 

31.03.2018

მედიასაშუალება: http://primetime.ge/news/1522481119-%E1%83%AA%E1%83%90%E1%83%92%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%90

ცაგერისა და ლენტეხის სასწრაფოს ჯიპის ტიპის მანქანები გადაეცა

ცაგერისა და ლენტეხის სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები დღეიდან გამოძახებას ახალი, ჯიპის ტიპის სპეცმანქანებით შეასრულებენ. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ევროსტანდარტების შესაბამისი სამედიცინო წესით აღჭურვილი ავტომობილები რაიონებში პირადად საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ მაჟორიტარ დეპუტატ გოჩა ენუქიძესთან და სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორ არჩილ ჯაფარიძესთან ერთად განათავსა. „ჯიპის ტიპის მანქანები სპეციალურად რთულ რელიეფზე გადაადგილებისთვის არის გათვლილი და მისი საშუალებით გამოძახებაზე მისვლა ყველაზე მიუდგომელ ადგილებში იქნება შესაძლებელი. მთაგორიანი რეგიონებისთვის სპეცგამავლობის მანქანების გადაცემა გადაუდებელი დახმარების სერვისის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად“, - ნათქვამია ინფორმაციაში.            

ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/regioni/486039-cagerisa-da-lentekhis-sastsrafos-jipis-tipis-manqanebi-gadaeca.html?ar=A

ექსპრესნიუს.ჯი- http://epn.ge/?id=63097

პია.ჯი- https://pia.ge/post/195001-cagerisa-da-lentexis-saswrafos-jipis-tipis-manqanebi-gadaeca

ინფო9- http://www.info9.ge/chven-shesakheb/190525-cagerisa-da-lentekhis-sastsrafos-jipis-tipis-manqanebi-gadaeca.html?lang=ka-GE

---

 

31.03.2018

მედიასაშუალება: http://fortuna.ge/germaniashi-mckhovrebi-eqimi-qartul-klinikas-upirispirdeba-video/

გერმანიაში მცხოვრები ექიმი ქართულ კლინიკას უპირისპირდება

გერმანიაში მცხოვრები ექიმი, ირაკლი შოშიაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ასახელებს ქართულ კლინიკას, რომელიც, მისი ინფორმაციით, სოციალურ ქსელში პაციენტებს მიზანმიმართულად ატყუებს. ექიმი აღნიშნავს, რომ ის მომსახურება, რომელსაც კლინიკა თითქოსდა ახალ მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით ნერგავს, სინამდვილეში ტყუილზეა დაფუძნებული… (ვიდეო)

---

 

31.03.2018

მედიასაშუალება: http://reportiori.ge/inside.php?menuid=101&id=67707

საბა ფაჩუაშვილს ჩვენი დახმარება სჭირდება!

„ძვირფასო მეგობრებო, პირველად ვწერ მსგავს პოსტს და მივხვდი, პირადი ემოციების მიუხედავად, რა რთული ყოფილა, სხვების გულებამდე ტკივილის მიტანა, თანაგრძნობის გამოწვევა... ჩემს უსაყვარლეს ნიჭიერ ნათლულს საბა ფაჩუაშვილს დაუდგინეს საშინელი დიაგნოზი სარკომა, რომელიც სასწრაფო ოპერაციას საჭიროებს... თავზარი გვაქვს დაცემული ახლობლებს, დაავადება სწრაფად პროგრესირებადია, ბავშვი ტკივილებისგან იტანჯება... გთხოვთ ილოცოთ მისთვის და შეეწიოთ ოჯახს, თუ შეგიძლიათ. მოგეხსენებათ, რამხელა თანხებთან არის დაკავშირებული მსგავსი ოპერაციები... დედის ნინო ბაბაკიშვილის საბანკო ანგარიშია: საქართველოს ბანკი: GE43BG0000000299925200", - წერს ხაჟომია.

---

 

30.03.2018

მედიასაშუალება: http://gurianews.com/article/mtavari/sazogadoeba/8-tvis-mariams-hidrotsepaliis-dasadzlevad-chveni-dakhmareba-schirdeba

8 თვის მარიამს ჰიდროცეფალიის დასაძლევად ჩვენი დახმარება სჭირდება

ჰიდროცეფალია _ (წყალმანკი) პათოლოგიური მდგომარეობა, რომლის დროსაც თავის ქალაში მომატებულია თავ-ზურგ-ტვინის სითხის (ლიქვორი) რაოდენობა. ჰიდროცეფალია შეიძლება იყოს თანდაყოლილი და შეძენილი. ყოველი 1000 ახალშობილიდან 1-4-ს აღენიშნება ჰიდროცეფალია. გოგონებსა და ბიჭებში გამოვლენის სიხშირე თანაბარია. 8 თვის მარიამი ერთ-ერთი იმათგანია, ვინც თანდაყოლილი ჰოდროცეფალიით დაიბადა. მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. გოგონა 7-თვიანი დაიბადა და რამდენიმე დღეში დაავადებამ თავი იჩინა, რის გამოც ახალშობილი კლინიკაში 4 თვე იწვა. „გურია ნიუსს“ დახმარების თხოვნით ბავშვის ბებიამ, ხათუნა ჭოლოკავამ მიმართა. მარიამი სოციალურად დაუცველი ოჯახიდანაა. როგორც ქალბატონი ხათუნა ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, სახელმწიფო წელიწადში მკურნალობის კურსის მხოლოდ 70 დღეს აფინანსებს, ნაძალადევის გამგეობისთვის, სადაც ოჯახია რეგისტრირებული, დახმარების თხოვნა 4 თვეში ერთხელ შეუძლია, რაც პატარა მარიამის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ზღვაში წვეთია. „ამ დაავადების წამალი არ არსებობს, არის მხოლოდ ოკუპირებული თერაპიის ვარჯიშები, ყოველთვე თავზე გადაღება სჭირდება, რომელიც 300 ლარამდე ღირს. ვიბრძვით იმისთვის, რომ ბავშვს შეგრძნებები დავუბრუნოთ. წყალზე უკვე რეაგირებს ბანაობის დროს. გამგეობა 4 თვეში ერთხელ აფინანსებს მკურნალობას 1000 ლარამდე. ნეიროგანვითარების ცენტრში სახელმწიფომ ჩასვა პროგრამით, მაგრამ წელიწადში 70 დღეზე მეტი არ ფინანსდება. ამ ცენტრის ნეიროგანყოფილების ხელმძღვანელის, ირაკლი ნატრიაშვილის თქმით, 5-წლამდე განუწყვეტლივ სჭირდება ეს თერაპიები. ნევროლოგი რომელიც ნეიროგანვითარების ცენტრში მეთვალყურეობს და მკურნალობს (სოფიო ტატიშვილი) ამბობს, რადგანაც ჩამოყალიბდა ჰიდროცეფალია და მერე შულტი, ძალიან დიდი ალბათობაა, რომ ცერემბრალური დამბლა ჰქონდეს ბავშვს. ეს თერაპიები ესაჭიროება შეუწყვეტლივ, რათა ბავშვმა შეძლოს ელემენტარული. არ მაქვს არანაირი საშუალება, რომ მარიამს ვუმკურნალო. ოჯახის სხვა წევრებსაც არ აძლევთ ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალებას, რომ იმუშაონ, _ ამბობს 8 თვის მარიამის ბებია. ხათუნა ჭოლოკავას თქმით, ოჯახს, რომელშიც მარიამის გარდა კიდევ 4 ბავშვი იზრდება, ბავშვებისთვის საკვები სოციალურად დაუცველებისთვის განკუთვნილი სასადილოდან მიაქვს. სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოქმედი ადრეული განვითარების ქვეპროგრამა ჰიდროცეფალის (დიაგნოზების კოდები ICD 10-ის მიხედვით: კოდი G91.0 - G91.9) დიაგნოზით ბენეფიციართა მომსახურებას ითვალისწინებს. იმ საკითხებზე, კი რა მომსახურების მიღება შეუძლიათ აღნიშნული პროგრამით ბავშვებს, „გურია ნიუსი“ ჯანდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და პროგრამების სამმართველოს უფროსს, ნინო ჯინჯოლავას ესაუბრა. „მთავრობის დადგენილებით დამტკიცებულია, რომ ამ დიაგნოზის და არა მარტო, ადრეული განვითარების შეფერხების მქონე ბავშვები ერთვებიან ადრეული განვითარების ქვეპროგრამაში. ეს გულისხმობს ამ ბავშვების შეფერხებული კოგნიტური, მოტორული, სოციალური, ემოციური, შემეცნებითი საჭიროებების განსაზღვრას, ფიზიკურ თერაპიას. 0-დან 7 წლამდე. თვეში 8 სეანსია და ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ადრეული განვითარების ქვეპროგრამა არის ბავშვების განვითარების შეფერხების პრევენცია, რომ შემდგომში მისი მდგომარეობა არ გახდეს შეზღუდული შესაძლებლობის გამომწვევი ფაქტორი. სპეციალისტთა გუნდის მიერ ხდება 8 სეანსის გაწევა. ამაში შედის ბინაზე მომსახურებაც და 1 თვის განმავლობაში ფინანსდება. ვაუჩერული სისტემაა და ამას ყველაფერს ანაზღაურებს სახელმწიფო 7-წლამდე. არის ცენტრები, სადაც კვალიფიციური პერსონალია და ხელმისაწვდომია ამ პროგრამებში მოხვედრა“, _ ამბობს ჯინჯოლავა. მისივე თქმით, პროგრამაში ჩასართავად ოჯახმა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა მიმართოს და საჭირო დოკუმენტი წარადგინოს, რის შემდეგაც საქმეს სოციალური მუშაკი შეისწავლის. „საცხოვრებელი მისამართის მიხედვით უნდა მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს, ფორმა 100 უნდა მიიტანოს, სოციალური მუშაკი შეაფასებს ბავშვის მდგომარეობას და საყოფაცხოვრებო პირობებს, გააკეთებს დასკვნას და ბავშვი ჩაერთვება ამ პროგრამაში. არ აქვს მნიშვნელობა, ოჯახი სოციალურად დაუცველი არის თუ არა, ამ შემთხვევაში პრიორიტეტი არის ბავშვის ასაკი. რაც უფრო ადრე ხდება მკურნალობის დაწყება, მით უფრო კარგია შედეგი. ასევე, შეუძლია ჩართვა ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამაში. თუ აქვს დაავადებისგან გამოწვეული პარეზი, დამბლა, ნერვული დაავადებები საკმაოდ ფართო სპექტრს მოიცავს, დგება ინდივიდუალური განვითარების გეგმა, შეუძლია ამ პროგრამაში ჩართვით რამდენიმე თერაპიის არჩევა და კურსის გავლა“, _ ამბობს ნინო ჯინჯოლავა. ჯანდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და პროგრამების სამმართველოს უფროსის თქმით, საქართველოს მასშტაბით, ადრეული განვითარების პროგრამის გამოყენება _ 20, ხოლო ბავშვთა რეაბილიტაცია კი 21 ცენტრში ხდება. „არის არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძო პირების მიერ დაფუძნებული ორგანიზაციები, რომლებიც ჩვენთან გადიან რეგისტრაციას, როგორც სერვისპროვაიდერები. ჩვენ გვაქვს ჩვენი მომსახურების წესი, ვამოწმებთ, აკმაყოფილებენ თუ არა დადგენილ სტანდარტებს, ტარდება მონიტორინგი და შემდეგ ვრთავთ ფუნქციონირების ნებას. ჩვენ ვაფინანსებთ მხოლოდ მომსახურებას და იმის იქით უკვე რაზე მოხდება შეთანხმება ცენტრსა და ბენეფიციარს შორის, მათი საქმეა. 12 მუნიციპალიტეტში არის ბავშვთა ადრეული განვითარებისთვის 20 ცენტრი, რეაბილიტაციისთვის კი _ 21 ცენტრი. ორივე პროგრამით კი 2 000-ზე მეტი ბენეფიციარი მკურნალობს. რეაბილიტაცია არის ხანგრძლივი კურსი, რომელიც იძლევა ან არ იძლევა სრული გამოჯანმრთელების შედეგს, _ ამბობს ნინო ჯინჯოლავა. პატარა მარიამის დასახმარებლად თანხის გადარიცხვა შესაძლებელია საქართველოს ბანკში ანგარიშზე: GE78BG0000000100682593.

---

 

30.03.2018

მედიასაშუალება: http://gurianews.com/article/mtavari/sazogadoeba/mindobit-aghzrdashi-mqop-bavshvebs-sakhelmtsipo-dapinansebas-uzrdis

მინდობით აღზრდაში მყოფ ბავშვებს სახელმწიფო დაფინანსებას უზრდის

სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებს, რომლებიც მინდობით აღზრდაში არიან, სახელმწიფო დაფინანსებას უზრდის. 450 ლარის ნაცვლად მათი მეურვეები ყოველთვიურად 600 ლარს აიღებენ. ცვლილებები „სოციალური დახმარების შესახებ“ კანონში შევიდა. ახალი რედაქციით, მინდობით აღზრდის ანაზღაურების ოდენობა შემდეგნაირად განისაზღვრა. ნათესაურ მინდობით აღზრდაში განთავსებული ბავშვისათვის – თვეში 200 ლარი; რეგულარულ მინდობით აღზრდაში განთავსებული ბავშვისთვის – ერთი კალენდარული დღისათვის 15 ლარი. ნათესაურ მინდობით აღზრდაში განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვისათვის – თვეში 300 ლარი. გადაუდებელ მინდობით აღზრდაში განთავსებული ბავშვისთვის – ერთი კალენდარული დღისათვის 20 ლარი; ჩამნაცვლებელ მინდობით აღზრდაში განთავსებული განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვისთვის – ერთი კალენდარული დღისათვის 20 ლარი. რეინტეგრაციის შემწეობა ბავშვისათვის – თვეში 90 ლარით განისაზღვა. განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვისათვის – თვეში 130 ლარით. სოციალური მომსახურების სააგენტოს განმარტებით, ცვლილების მიზანია, ოჯახებმა უკეთ იზრუნონ მინდობით აღზრდაში მყოფ, განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვზე, რადგან ასეთი ბავშვების მოვლა დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული. საქართველოში მინდობით აღზრდაში 1474 ბავშვია, საიდანაც 219 შშმ სტატუსის, 40 კი განსხვავებული საჭიროების მქონეა.

---

 

30.03.2018

მედიასაშუალება: http://gurianews.com/article/mtavari/sazogadoeba/samushao-adgilebi-15-organizatsiisgan-chughuretis-raionshi-dasakmebis-porumi-gaimarta

სამუშაო ადგილები 15 ორგანიზაციისგან _ ჩუღურეთის რაიონში დასაქმების ფორუმი გაიმართა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი წევრის, ირმა ბერაძის ინიციატივით და სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტთან თანამშრომლობით, ჩუღურეთელი მოსახლეობისათვის დასაქმების ფორუმი გაიმართა. როგორც ჩუღურეთის მაჟოროტარმა დეპუტატმა, რიმა ბერაძემ განაცხადა, ხელისუფლება ბევრს აკეთებს, მაგრამ მთავარ გამოწვევად ქვეყნისთვის დასაქმების პრობლემა რჩება და სწორედ ამიტომ აუცილებლად ჩათვალა, რომ ყოფილიყო უშუალო კონტაქტი ბიზნესსა და საჯარო სამსახურებს შორის. „4 წელია ვარ ჩუღურეთის მაჟორიტარი-დეპუტატი თვითმმართველობაში. ამ პერიოდის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, ხელისუფლება ბევრს აკეთებს დასაქმების ხელშესაწყობად, ის მაინც ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება ქვეყნისთვის. ვფიქრობდი, რომ ყოფილიყო უშუალო კონტაქტი ბიზნესსა და საჯარო სამსახურებს შორის. ყოველთვის ჩემი უშუალო კავშირებით ვეხმარებოდი ამა თუ იმ ადამიანს, ვაძლევდი რეკომენდაციას, იმიტომ, რომ თვითონ მაჟორიტარ-დეპუტატს არ შეუძლია სამუშაო ადგილების შექმნა. ჩემ მიერ მოძიებული იქნა ჯანდაცვის სამინისტროში გახორციელებული პროექტი. სოციალური სააგენტოს დასაქმების ბიუროს შექმნილი აქვს სპეციალური გვერდი. ამ გვერდზე ხდება სამსახურის მაძიებელ მოქალაქეთა დარეგისტრირება და შემდეგ ვაკანსირებული ადგილების შეთავაზება. შევაგროვე ინფორმაცია, მივაწოდე დასაქმების ბიუროს და დღეს აქ მოწვეულია 100-ზე მეტი მსურველი, რომელიც ეძებს სამუშაოს და 15 ორგანიზაცია. მოხდება ამ კომპანიების მიერ დასაქმების მსურველთა გამოცდილების შეჯერება და ამის მიხედვით ისინი დასაქმდებიან. ეს არ არის ერთჯერადი ღონისძიება. შესაძლებელია ყველა აქ მოსული ადამიანი ვერ დასაქმდეს, მაგრამ ისინი იქნებიან დარეგისტრირებულები და ყველა არსებული ვაკანსიის შემთხვევაში, მოხდება მათთვის დასაქმების ხელის გაწოდება“, _ამბობს ბერიძე. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამილა ბარკალაია ამბობს, დასაქმების ფორუმი პერიოდულად ტარდება და ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობის გარდა, ფორუმში მონაწილეობის მიღება თბილისის მაცხოვრებლებს უბნების მიხედვით შეეძლებათ. „ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ პერიოდულად ტარდება დასაქმების ფორუმი. დღევანდელი ფორუმი არის ნათელი მაგალითი ამისა, სადაც 15 დამსაქმებელი და 200-ზე მეტი ვაკანსიაა წარმოდგენილი. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ჩვენ, პარლამენტი და ადგილობრივი თვითმმართველობა ერთობლივად ვაწყობთ ფორუმს და სწორედ, ეს არის მნიშვნელოვანი დღევანდელ ფორუმში. ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით უფრო მეტ საშუალებას მივცემთ მოქალაქეებს დასაქმებისთვის. ანალოგიური ფორუმების ჩატარება სხვადასხვა უბნებშიც არის დაგეგმილი“, _ ამბობს ბარკალაია. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის განცხადებით, პროექტი მნიშვნელოვანია, რადგან ის დაეხმარება კომპანიებს და კვალიფიციურ ადამიანებს. „ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ამ პროექტის მთავარი არსია, ხელი შევუწყოთ ერთი მხრივ კომპანიებს, რომ ჰყავდეთ დასაქმებული კვალიფიციურ ადამიანები და მეორე მხრივ, ადამიანებს, რომლებსაც აქვთ შესაბამისი კვალიფიკაცია და ეძებენ სამსახურს“, _განაცხადა ტყემალაძემ. მოქალაქეებს, რომლებიც სამსახურს ეძებენ, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, დასაქმების პროექტში ჩასართავად რეგისტრაციის გავლა მითითებულ ბმულზე შეუძლიათ, ხოლო ინტერნეტთან ხელმიუწვდომლობის შემთხვევაში კი, უბნის მიხედვით, სოციალური მომსახურების ფილიალებს უნდა მიმართონ.

ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/485923-chughurethis-raionshi-dasaqmebis-forumi-gaimartha.html?ar=A

ინფო9- http://www.info9.ge/sazogadoeba/190504-dasaqmebis-forumi-chughurethshi.html?lang=ka-GE

აიპრეს.ჯი- http://www.ipress.ge/new/105622-chughuretis-raionshi-dasaqmebis-forumi-gaimarta

---

 

30.03.2018

მედიასაშუალება: http://region.ge/2977-2017-tsels-shobadobis-yvelaze-dabali-machvenebeli-mcire-ratca-lechkhumisa-da-qvemo-svanethis-regionshi-dafiqsirda.html

2017 წელს შობადობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში დაფიქსირდა

2017 წელს საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 53 293 ბავშვი შეადგინა. ქვეყანაში 27 658 ბიჭი და 25 635 გოგო დაიბადა. შესაბამისად, ყოველ 100 ცოცხლად დაბადებულ გოგოზე დაიბადა 107.9 ბიჭი. წინა წელთან შედარებით ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობა 5.8 პროცენტით შემცირდა. 2017 წელს ყველაზე მეტი დაბადება დაფიქსირდა თბილისში (14 906 ბავშვი), ხოლო ყველაზე მცირე - რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (341 ბავშვი) დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში 2017 წელს 2016 წელთან შედარებით 40.6 პროცენტიდან 38.9 პროცენტამდე შემცირდა რიგით პირველი დაბადებულის წილი. მესამე და მომდევნო რიგითობის დაბადებულთა წილი 21.3 პროცენტიდან 22.6 პროცენტამდე გაიზარდა, ხოლო მეორე შვილის წილი თითქმის უცვლელი დარჩა. წინა წელთან შედარებით 2017 წელს დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში 25 წლამდე ასაკის დედების მიერ გაჩენილი ბავშვების წილი 35.6 პროცენტიდან 32.7 პროცენტამდე შემცირდა. 25-39 წლის ასაკობრივი ჯგუფის ქალების წილი 61.6 პროცენტიდან 64.6 პროცენტამდე გაიზარდა, ხოლო 40 წლის და უფროსი ასაკის დედების წილი პრაქტიკულად უცვლელი დარჩა. რაც შეეხება გარდაცვლილთა რაოდენობას, 2017 წელს გარდაცვლილთა რიცხოვნობა 2016 წელთან შედარებით 5.8 პროცენტით შემცირდა და 47 822 ადამიანი შეადგინა. ისევე როგორც დაბადების შემთხვევაში, 2017 წელს გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა ქ. თბილისში (11 976 კაცი), ხოლო ყველაზე ნაკლები - რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (736 კაცი). 2017 წელს, 512 ჩვილი (1 წლამდე ასაკის ბავშვი) გარდაიცვალა. ამასთან, ჩვილთა მოკვდაობის კოეფიციენტი (1 წლამდე გარდაცვლილთა რაოდენობა 1 000 ცოცხლად დაბადებულზე) წინა წელთან შედარებით 0.6 პუნქტით გაიზარდა და 9.6 პრომილე შეადგინა. 5 წლამდე გარდაცვლილთა კოეფიციენტი (1 000 ცოცხლად დაბადებულზე) 2016 წელთან შედარებით თითქმის უცვლელი დარჩა და 11.1 პრომილე შეადგინა. ბუნებრივი მატება 2017 წლის ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) წინა წელთან შედარებით 5.6 პროცენტით შემცირდა და 5 471 შეადგინა. 2017 წელს ბუნებრივი კლება დაფიქსირდა კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, გურიის, რაჭა- ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის რეგიონებში. ქორწინება 2017 წელს რეგისტრირებული ქორწინებების რაოდენობა 2 წინა წელთან შედარებით 5.6 პროცენტით შემცირდა და 23 684 შეადგინა. 2017 წელს პირველი ქორწინების საშუალო ასაკმა ქალებისთვის 27.4, ხოლო მამაკაცებისთვის 30.2 წელი იყო. განქორწინება 2017 წელს რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ 10 222 შეადგინა და წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 7.2 პროცენტით გაიზარდა.

---

 

30.03.2018

მედიასაშუალება: http://www.kutaisipost.ge/reklama/ganckhadebebi/article/11505-is-mshoblebis-erthaderthi-saamayo-shvilia-20-tslis-sabas-dakhmareba-stcirdeba

"ის მშობლების ერთადერთი საამაყო შვილია" - 20 წლის საბას დახმარება სჭირდება

20 წლის საბას გადასარჩენად დახმარება სჭირდება. საბა მორაგბეა, ის გუნდ "არესში" თამაშობდა. თუმცა მძიმე დაავადებამ მისი ჩვეული ჩხოვრების რითმი შეცვალა. ახალგაზრდას ოპერაცია სჭირდება და სწორედ ამისთვის ბიჭის მეგობრები თანხას აგროვებენ, რაშიც სხვების დახმარებას ითხოვენ. "მეგობრებო ეს საბაა, სულ რაღაც 20 წლის საბა. ეს ძალიან მაგარი ბიჭი მორაგბეა და გუნდ "არესში" თამაშობს. სამწუხაროდ ბოლო დროს ვეღარ ახერხებს ცხოვრების დინებას ისე მიყვეს როგორც აქამდე მიყვებოდა. კი, აქამდეც იბრძოდა და ახლაც იბრძვის, თუმცა ახლა მეტოქეობას რომელიმე სხვა გუნდს კი არა, მწვავე ლიმფოპლასტურ ლეიკემიას უწევს. ეს ბრძოლა მხოლოდ მისი ბრძოლა არაა, ვფიქრობ, გუნდურად უნდა ვიმოქმედოთ. საჭიროა ძვლის ტვინის გადანერგვა მდგომაროება საგრძნობლად გაუარესდა, რომლის გამოსწორებასაც 95ათასი დოლარი სჭირდება. რამდენადაც დიდია თანხა იმდენად მცირეა დრო - მხოლოდ 10 დღე... დღეს მიღებული ინვოისიდან და ინფორმაციიდან გამომდინარე შეიცვალა თანხაც. ბოლოს დეკემბერში მოახერხა თავისი საყვარელი ბრძოლის გამართვა სტადიონზე და მას შემდეგ შეიცვალა მისი ბურთიც და მოედანიც. საბა ერთგული მეგობარი და მშობლების ერთადერთი, საამაყო შვილია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უმნიშვნელოვანესი და უსაყვარლესი ადამიანის სიცოცხლე შევინარჩუნოთ და მივცეთ შანსი სიცოცხლის, რომელიც ისედაც ყველას გვეკუთვნის. საბამ უნდა იცოცხლოს!" - ნათქვამია საბას მეგობრების მიერ მოწოდებულ განცხადებაში. საბას ოპერაციისთვის საჭირო თანხის შესაგროვებლად გადარიცხვა ანგარიშის ნომერზე: GE02TB7750136010100042 თიბისი ბანკში უნდა დაფიქსირდეს. თანხის მიმღები საბა მაღლაფერიძე.

---

 

30.03.2018

მედიასაშუალება: http://inforustavi.ge/?m=31&news_id=4758

წერენ თუ არა ექიმები საჭიროზე მეტ მედიკამენტს

პაციენტები სულ უფრო ხშირად ჩივიან, რომ ექიმები მათ ძვირადღირებულ მედიკამენტრებს უწერენ, პრობლემატურია, ასევე, იმაზე მეტი წამლის გამოწერის საკითხიც, ვიდრე მათ რეალურად სჭირდებათ სამკურნალოდ. "ინფო რუსთავი" დაინტერესდა შედის თუ არა ექიმის ინტერესებში კონკრეტული პრეპარატის გამოწერა. ჩვენი რესპონდენტი ნ.კ. (იდენტიფიცირებას მისი სურვილით არ ვახდენთ) ამბობს, რომ ექიმი ძვირადღირებულ მედიკამენტებს უწერდა და კონკრეტულ სააფთიაქო ქსელში გზავნიდა - " 220 ლარის წამალი შევიძინე ზუსტად იმ აფთიაქში, რომელშიც ჩემმა გინეკოლოგმა გამგზავნა. წამლები რომ ვიყიდე, ამავე აფთიაქში ექიმის სახელი და გვარი ჩაიწერეს და ძალიან საეჭვოდ მომეჩვენა."-აღნიშნავს ნ.კ. ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ არსებობენ ექიმები, რომლებიც კონკრეტულ ფარმაცევტულ კომპანიასთან თანამშრომლობენ და თუ ექიმი რომელიმე ფარმაცევტული კომპანიის მედიკამენტს გამოწერს, შესაძლოა მან დამატებითი მატერიალური ან არამატერიალური სარგებელი მიიღოს.

---

 

30.03.2018

მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/2017-wels-orsulobis-mis-shemdgom-periodshi-4-qali-daighupa-shemtkhvevashi-eqimebis-pasukhismgeblobis-sakitkhi-dadga/

2017 წელს ორსულობის ან მის შემდგომ პერიოდში გართულებების შედეგად ოთხი ქალი დაიღუპა

2017 წელს საქართველოში ორსულობის ან ორსულობის დასრულებიდან მცირე პერიოდში ქალის გარდაცვალების 4 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაცია პირველ არხს სამედიცინო რეგულირების სახელმწიფო სააგენტოდან მიაწოდეს. უწყების მონაცემებით, 4 ფაქტიდან ორი შემთხვევის შესწავლის შედეგად გამოვლენილი დარღვევა-ნაკლოვანებების გამო, პროფესიული განვითარების საბჭოზე დაისვა ექიმთა პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი. რა სახის სანქციები დაეკისრება კონკრეტულ ექიმებს, ამას სწორედ საბჭო გადაწყვეტს. გავრცელებული პრაქტიკით, საბჭო მედიკოსებს სანქციებს აკისრებს ისეთი ფორმებით, როგორიცაა გაფრთხილება, სახელმწიფო სერტიფიკატის რამდენიმეთვიანი შეჩერება, ლიცენზიის გაუქმება. რაც შეეხება დანარჩენ ორ შემთხვევას, ისინი შესწავლის პროცესშია. 2018 წელს  შესული შეტყობინებების საფუძველზე, დაწყებულია დედის გარდაცვალების 2 ფაქტის შესწავლა. მათ შორისაა დღეს ახალციხეში მომხდარი შემთხვევა, როდესაც კლინიკა „იმედში“ ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. 22 წლის პაციენტი, რომელმაც 28 მარტს იმშობიარა, დღეს, დაახლოებით დილის 07:30 საათზე მოულოდნელად გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებელი ქვეყანაში იკლებს. 2016 წელს საქართველოში ორსულობის ან ორსულობის დასრულებიდან 42 დღის პერიოდში ქალის გარდაცვალების 13 შემთხვევა დაფიქსირდა, ანუ 100 000 ცოცხალშობილზე 23.0. 2015 წელს ეს მაჩვენებელი 32.1 იყო. ცენტრის მონაცემებით, გარდაცვალების მიზეზებს შორისაა სისხლდენა მშობიარობის ან მშობიარობის შემდგომ პერიოდში, სეფსისი, საშვილოსნოს გარე ორსულობა, ასევე არაპირდაპირი ფაქტორები – ტუბერკულოზი, მენინგიტი და სხვა.

---

 

ბეჭდვითი მედია

02.04.2018

მედიასაშუალება:      ასავალ-დასავალი

ღია წერილი საქართველოს ჯანდაცვის მონასტრის მოადგილეს ზაზა სოფრომაძეს! გაგრძელება იქნება...

ჩვენმა მკითხველმა კარგად უწყის იმ ღია წერილის პროლოგის შესახებ, რომლითაც ამ ერთი კვირის წინათ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილესა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორ ზაზა სოფრომაძეს მივმართეთ. ამჯერად ზაზა სოფრომაძეს ღია წერილს ყოველგვარი პროლოგისა და ეპილოგის გარეშე ვწერთ და თავშივე ვეტყვი, რომ სწორედ სოფრომაძესა და სოციალური მომსახურების სააგენტოზეა ნათქვამი, "ფერი ფერსა, მადლი ღმერთსაო!" საქმე ის გახლავთ, რომ, ჩვენი ღრმა რწმენით, რაც ათობით გაჭირვებული და მშიერი ქართველის ცრემლითა და კვნესა-ვაებით გახლავთ გამყარებული, არცერთი უწყება ისე არ ამართლებს თავის სახელს, როგორც ზაზა სოფრომაძის კანტორა. "სოციალური მომსახურების სააგენტო", რომელიც საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო მაღალბიუჯეტიანი სსიპ-ია, მართლაც სააგენტო, ანუ აგენტების ბუნაგია, ოღონდ ძირითადად სააკაშვილისა და მისი ნაცისტების აგენტების ბუდე, რომელიც მოსახლეობას სოციალურ მომსახურებას კი არა, სინამდვილეში სოციალურ გენოციდსა და კასტრაციას ეწევა. დავიწყოთ იმით, რომ სოციალური დახმარების სახელმწიფო პროგრამა, რომელიც სააკაშვილმა და მისმა ხროვამ საქართველოში 2006 წელს აამოქმედა და რომლის მთავარი მიზანით ვითომდა სიღარიბის აღმოფხვრა გახლდათ, სინამდვილეში საარჩევნო ხმების მობილიზაციისთვის შეიქმნა. სწორედ ამიტომ სააკაშვილის კვაზიფაშისტურმა რეჟიმმა სოციალური მომსახურების სააგენტო ძირითადად კუდის, სოდის, მეგის ქარდავას პორნოსტუდიისა თუ ჩვეულებრივი, ქუჩის ზონდერების მეკავშირეებით დააკომპლექტა, რომლებიც თითოეულ გაჭირვებულსა და გაუბედურებულში ადამიანს კი არა, ამომრჩეველსა და წყეული "ხუთიანის" შემომხაზველს ხედავდნენ! იცის თუ არა ზაზა სოფრომაძემ, რომ მისი სააგენტო სააკაშვილის აგენტების ნავსაყუდელია, რომლებიც ნაცსექტის აძაღლების შემდეგ ახალი ხელისუფლების წინააღმდეგ ძირგამომხრელ საქმიანობას ეწევიან და არჩევნების წინ სოციალურ დახმარებას განგებ, მიზანმიმართულად უუქმებენ ძირითადად იმ ადამიანებს, რომლებიც "ქართული ოცნების" მხარდამჭერები არიან!.. პატივცემულო მკითხველო, თავს უფლებას მივცემ, ზაზა სოფრომაძის ნაცვლად, ამჯერად მე ვუპასუხო ამ შეკითხვას და სერგეენკოს მოადგილეს სათქმელი ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე ვუთხრა! დავიჯერო არ იცით, რომ თქვნი კანტორა - "სოციალური მომსახურების სააგენტო" სააკაშვილის ზონდერაგენტებისა და იდეური ნაცების ბუნაგია? თუ თქვენ ეს იცით და დუმხართ, გამოდის, რომ ფარული მიშარასტი ხართ . ხოლო თუ ის არ იცით, რომ თქვენი უწყების ყველა კუთხე-კუნჭულსა და მოსახვევში, აბსოლიტურად ყველა დონეზე, გაგანია მიშარასტები და ახალაიების "პაგონიანი" ზონდერები სხედან, მაშინ რა გინდა მანდ. "სამთო ქიმიის" შენობის გვერდით ცაში რომ გამოკიდებულხართ?.. ბატონო ზაზა, დაბლა დაეშვით, ფეხი მიწაზე დადგით და გეგუთში მწვანილი მოიყვანეთ, თორემ ერთ მშვენიერ დღეს, მილიცია-პოლიციაში თქვენი აქეთ-იქით პროწიალის ამსახველი ქრონიკა შესაძლოა, გასამდეს და საქმე ისე გაგიხდეთ, სერგეენკო, ქინძი და ნიახური ერთმანეთისგან ვეღარ გაარჩიოთ!... თქვენი სააგენტოდან პაციენტების ოპერაციების დასაფინანსებლად საჭირო თანხების წარმოუდგენელად დიდი ნაკადები მაინცდამაინც ინგოროყვას კლინიკის მიმართულებით ფიქსირდება!... როგორც ოფიციალურად ცნობილია, მას შემდეგ, რაც შვიდთვიანი პატიმრობიდან გაგათავისუფლეს და საპენსიო ფონდში აღარ დაგედგომებოდათ, 2008 - 2010 წლებში სადაზღვეო კომპანია "სი სი ჯგუფის" სახელმწიფო პროგრამების დირექტორად დაინიშნეთ. სავარაუდოდ ვანო მერაბიშვილის "ნაკურთხი" უნდა იყოს სადაზღვევო კომპანია "ალდაგის" ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკოლოზ გამყრელიძეც, რომელიც "ალდაგს" 2007-2012 წლებში ხელმძღვანელობდა, ხოლო ამჟამად საქართველოს მასშტაბით ყველაზე მსხვილი ჰოსპიტალური ქსელის "ევექსის" მდლობელი და საქართველოს 6 რეგიონში 76 კლინიკის მეპატრონეა!.. რაც შეეხება ნიკა გამყრელიძის მამას ამირან გამყრელიძეს, რომელიც შევარდნაძის მთავრობის ჯანდაცვის მინისტრი გახლდათ, დღეს ის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორია!.. მოკლედ, ბატონო ზაზა, ვფიქრობთ, მანკიერი სქემა გაშიფრულია და იგი ასე გამოიყურება - ვანო მერაბიშვილის მიერ ნაკურთხი ერთი "ალდაგელი" - ნიკა გამყრელიძე, ფაქტობრივად, ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრია, რადგან მისი "ევექსი" მთელ ჰოსპიტალურ ქსელს ფლობს და ერთ მშვენიერ დღეს რომ მოინდომოს და ყველა კლინიკაში რემონტი დაიწყოს, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ჩამოიშლება!... მოკლედ ისევ ვანო, ისევ ვანოს ხელის ბიჭები და რა შუაშია აქ სერგეენკო, ვერაფერი გამიგია! რატომ განაგებს სამინისტროს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტს კნეინა მარი წერეთელი, რომელიც სააკაშვილის ზონდერუსტაბაშ ირაკლი გიორგობიანის ასინეთად მუშაობდა?

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5139343&name=02.04.2018+-+%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

02.04.2018

მედიასაშუალება:      ასავალ-დასავალი

გიორგი მუხიგულაშვილი: ქართულ მედიცინას კორუფციის ჭაობში ჩაძირული რუხი კარდინალი გია თვალავაძე ხრავს!

უკვე მეორედ მოგმართავთ "ასავალ-დასავალის" რედაქციას სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტი გიორგი მუხიგულაშვილი. თქვენთვის მოწერილმა ჩემმა წინა წერილმა, ჩემდა გასაკვირად, დღის სინათლე ვერ იხილა. იქიდან გამომდინარე, რომ მნიშვნელოვან უკანონობას ვამხელ, ცუდმა ეჭვმა გამკრა - ვაითუ, ყველა დაჩაგრულის ქომაგი გაზეთი "ასავალ-დასავალიც" რიგ შემთხვევებშიც მავანი უხილავი დირიჟორების აქნეულ ჯოხს ემორჩილება? იმედია, "ასავალ-დასავალი" ჩვეულებას არ უღალატებს და კორუფციის მხილებას მწვანე შუქს აუნთებს! წინა წერილშიც ვწერდი, თუ რა საშინელება ტრიალებს ჯანდაცვის სისტემაში და როგორ მიაქვს იქაურობა კორუფციას! ქართულ მედიცინას კორუფციის ჭაობში ჩაძირული რუხი კარდინალი ხრავს! ქვეყანაში გვაქვს ულიცენზიო საავადმყოფოები და კარტელური შეთანხმებები მედიკამენტების ბიზნესში, ადამიანის სიცოცხლე კი გროშებად ფასობს! ამ უდიდეს ბოროტებას სათავეში უდგას მედიცინის სფეროში "რუხ კარდინალად" მონათლული გია თვალავაძე, რომელიც ოფიციალურად სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის პოსტს იკავებს! თუ იქიდან დავიწყებთ, რა უბედურება დაატყდა თავს ჩვენს ქვეყანას ფსიქოტროპული ნარკომანიის სახით, მაშინ აუცილებლად მივადგებით თვალავაძის ყოფილ მოადგილეს დავით მაჭარაშვილს, რომელიც სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა ფსიქოტროპული მედიკამენტების შემომტან კომპანიებთან კორუფციულ კავშირში ამხილა. თუ გავაანალიზებთ, რა სასტიკი და უსულგულო დამოკიდებულების გამო იღუპება პაციენტების უმრავლესობა არასწორად დასმული დიაგნოზებისა და არადანიშნულებით ჩატარებული ოპერაციების შედეგად - ისევ გია თვალავაძემდე მივალთ, რომელიც კორუფციულ გარიგებებშია შესული საავადმყოფოების მეპატრონეებთან, რის გამოც საქართველოში ბოლო 6 წლის განმავლობაში არცერთი ჯალათი ექიმი არ მიეცა პასუხისგებაში!

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5139342&name=02.04.2018+-+%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98&p=1&lang=Ge

---  

 

02.04.2018

მედიასაშუალება: კვირის პალიტრა

რა ზნე გვჭირსა ინფექცია "თეთრეული"

მაშინ, როცა მსოფლიოში მედიცინა საოცარი სისწრაფით ვითარდება და ხუთი ან თუნდაც ორი წლის წინ წარმოუდგენელ მანიპულაციებს დღეს დიდი წარმატებით ასრულებენ, ჩვენი ქვეყნის ინფექციურ საავადმყოფოში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის აუცილებლობაზე გვიწვეს საუბარი... ის, რაც ახლა ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში ხდება, გამაოგნებელია... არ გეგონოთ, რომ ფოტოები, რომლებსაც წარმოგიდგენთ, გასული საუკუნის საარქივო მასალიდანაა, ან რომელიმე მიტოვებული შენობის კადრებია - არც მეტი, არც ნაკლები, ეს ინფექციებთან მებრძოლი დაწესებულების სამრეცხაოა, ადგილი, სადაც მწვავე ინფექციებით დასნებოვნებული პაციენტების თეთრეული მუშავდება... ინფექციურ ცენტრში, სადაც ექიმები ინფექციებს ებრძვიან, შეიძლება გამოჯანმრთელების ნაცვლად, დაავადდეთ. ორსართულიანი შენობა მიტოვებულ ნაგებობას უფრო ჰგავს, ვიდრე მოქმედ დაწესებულებას. მეორე სართულზე ღია კარში შევდივარ. შელახული და დაობებული კედლები, დაზიანებული სახურავი და იატაკი, თეთრეულის გასაშრობად შენობაში გაბმული ბინძური თოკები... სარეცხსა და ცემენტის ჭუჭყიან იატაკს შორის მანძილი რამდენიმე სანტიმეტრია, ოთახის შუაგულში კი იატაკზე დასამუშავებლად მომზადებული თეთრეულის გროვაა... იმედგაცრუებული მეორე ოთახში გავდივარ. ძველ, გაურემონტებელ ოთახში ყველგან სიბინძურეა: გასული საუკუნის გადმონაშთი ტექნიკა, ყუთები, სიგარეტის ნამწვები, ძველი, გამოუსადეგარი ნივთები... არ გეგონოთ, რომ რის ვაი-ვაგლახით გარეცხილი სარეცხი, წესისამებრ, სპეციალურ, ბაქტერიებისგან დამცავ ჰერმეტრულ საშრობში ხვდება - ობობას ქსელებით დაფარულ დაობებულ კედლებს შორის ფრიალებს, მრეცხავების თქმით, "სკვაზნიაკში"... "რადგან რემონტი არაა, აღარ ვაუთოებთ" (?!) - არის აქ ვინმე? - ვკითხულობ. ხმას არავინ მცემს... ცოტა ხანში ორი მრეცხავი მეგებება. ლალი: - ეს ინფექციურის სამრეცხაოა. უძველესი შენობა დღეს ასეთ მდგომარეობაშია. - თქვენი აზრით, აქ სათანადო პირობებია? - გვაქვს ისეთი ხსნარები, რითაც თეთრეული მუშავდება... აქ ვაშრობთ, ცელოფანში ვათავსებთ და ვაბრუნებთ დაწესებულებებში. - სად რეცხავთ? პასუხის ნაცვლად იქვე დამონტაჟებულ ორ სარეცხის მანქანაზე მიმითითა. - ყველა თეთრეული ამ ორ სარეცხის მანქანაში ირეცხება? - მხოლოდ ერთში ვრეცხავთ, მეორე არ მუშაობს. ძალიან ბევრი თეთრეული შემოდის და მეორე სართულზეც ვაშრობთ, მაგრამ წვიმის დროს ყველგან წყალი ჩამოდის. - ადმინისტრაციამ იცის? წვიმის დროს შენობაში ჩამოსული წყალი სარეცხსაც ხომ ასველებს? - მხოლოდ ზედა სართულზე ჩამოდის და წვიმის დროს იქ არ ვფენთ... - ალბათ, პირველ სართულზეც ჩამოდის, რადგან კედლები სველი და ობიანია... - იქ მარტო ერთ ადგილას ჩამოდის... - ყველა თეთრეულს ერთად რეცხავთ? - თეთრეული ხუთი სხვადასხვა განყოფილებიდან შემოდის. ცალ-ცალკე ვრეცხავთ, მაგრამ ერთ მანქანაში. ეს 17-კილოგრამიანი მანქანაა. ყველაფერს ჟურნალში ვწერთ, მიღებასა და გაცემას... - ეს თეთრეული რომ ლამის იატაკს ეხება, ასე უნდა იყოს? - არ ეხება... აქ "სკვაზნიაკია" და ამიტომ გავკიდეთ ამ ოთახში. - ზოგი თეთრეული დახეულია... - ხშირი რეცხვით ილახება. - როგორ მუშავდება თერმულად? - ადრე უთოებიც იყო... კარგი უთო გვქონდა, გადასარევი, მაგრამ გაფუჭდა. რადგან რემონტი არაა, აღარ ვაუთოებთ. - შეგიძლიათ, გვაჩვენოთ ხსნარი, რომლითაც, მაგალითად, სისხლიანი თეთრეული მუშავდება? - არა, ახლა არ მაქვს, ხვალ უნდა მოიტანონ... - ვინ ზრუნავს სისუფთავეზე? კედლებზე აბლაბუდებია, ეზოში - ნაგავი, ნარჩენები, შენობაში სიგარეტის ნამწვები ყრია... - მაღალი ჭერია და ვერ ვწვდები, რომ კედლები ობობას ქსელებისგან გავწმინდო, ისე სისუფთავეა, სულ ვწმენდთ. სიგარეტის ნამწვებს, ალბათ, შემოდიან და ყრიან. დევნას ხომ ვერ დავუწყებთ... აქ საავადმყოფოც და უფროსობაც ძალიან მაღალი დონისაა. - კარი ღიაა და ძაღლი ან კატა არ შემოდის? გარეთ ძაღლს ვხედავ... - კატები არა, მაგრამ ძაღლები არიან, თუმცა შენობაში არასოდეს შემოსულან. ნუ ნერვიულობთ, გარემონტდება და ყველაფერი კარგად იქნება. "თქვენ რომ შვიდი წელი სხვის სახლში ცხოვრობდეთ, როგორ გააუმჯობესებდით პირობებს?" ქვედა რგოლში მომუშავე ადამიანებისთვის უფრო მწვავე კითხვების დასმა მიზანშეუწონლად მეჩვენა, ამიტომ ინფექციური საავადმყოფოს ადმინისტრაციას მივმართე. დაწესებულების აღმასრულებელი დირექტორის, შოთა გოგიჩაიშვილის პასუხები "კვირის პალიტრის" შეკითხვებზე ცოტა სარკასტულია. - ამ ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ორი კლინიკა, ბოჭორიშვილის სახელობის და ჩვენი - შიდსის. 2011 წლიდან სხვის კუთვნილ ფართობში ვართ. სახელმწიფომ მიჰყიდა კომპანია "ავერსს". ჩვენ აქ ხიზნების მდგომარეობაში ვართ და აქამდე ვერ მოხერხდა ახალი შენობის აშენება. ამ ზაფხულს მოგვეცა საშუალება, ჩვენი თანხით გაგვერემონტებინა. - აქამდე რატომ ვერ მოხერხდა პაციენტებისა და მედპერსონალისთვის ნორმალური პირობების შექმნა? - შენობა, სადაც ფუნქციონირებს სამრეცხაო, ავარიულია და ექვემდებარება დემონტაჟს. ნახევარი უკვე დანგრეულია... თქვენ რომ შვიდი წელი სხვის სახლში ცხოვრობდეთ, როგორ გააუმჯობესებდით პირობებს? ფართობი არ გვყოფნის. რა თქმა უნდა, სამრეცხაო ასეთი არ უნდა იყოს. სახელმწიფო პერიოდულად აპირებდა გაყიდვას და ჩვენს სხვაგან გადაყვანას... - ჯანდაცვის სამინისტროს მონიტორინგის სამსახური ხშირად გამოწმებთ? ან თუ დაუჯარიმებიხართ ანტისანიტარიის გამო? - ეს დაწესებულება უალტერნატივოა. ჩვენთან 5 000-მდე შიდსით დაავადებული მკურნალობს, მძიმე ინფექციებით დასნებოვნებული და ე.წ. ბოქსირებული პაციენტებიც იტარებენ მკურნალობის კურსს - მათ იზოლირებული მკურნალობა სჭირდებათ. სახელმწიფოს უზარმაზარი პრობლემები შეექმნება ჩვენი დაწესებულების პარალიზებით. - ილახება თუ არა პაციენტებისა და მედპერსონალის უფლებები? - მიმაჩნია, რომ ექიმებისა და სახელმწიფოს ინტერესებიც ილახება. წელს ნაბიჯები ნამდვილად გადაიდგა. მოგვარდება სამრეცხაოს პრობლემაც... - რამდენად შეესაბამება ამ პირობებში სარეცხის რეცხვა, შრობა და ა.შ. დადგენილ სტანდარტს? ან რატომ არ მუშავდება თეთრეული თერმულად? - გეთანხმებით, მსგავს პირობებში არ უნდა ხდებოდეს თეთრეულის დამუშავება. მრეცხავის კვალიფიკაციაც თვითონ ნახეთ. თუმცა, მან იცის თავისი საქმე, გაწერილი აქვს ინსტრუქციები. რა თქმა უნდა, სანიტარიულად მუშავდება. საუბარი იყო 25 კვმ ფართობის გამოყოფაზე, სიტყვიერადაც შევთანხმდით, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია. გეუბნებით, რომ ეს არ შეესაბამება ნორმებს, კიდევ რას ელოდებით ჩემგან, რომ გიპასუხოთ? - გასაგებია, რომ შენობა ძველი და გაურემონტებელია, მაგრამ ხომ შეიძლება, სისუფთავე იყოს და შენობა დალაგდეს. რატომ არ ზრუნავენ ამაზე? - ამაზე მეტად იქაურობის გასუფთავება შეუძლებელია. ისეთი ტრადიციების დაწესებულება, როგორიც ჩვენი ცენტრია, შესაფერის პირობებს იმსახურებს. იმედია, პრემიერის დაპირება შესრულდება და 2019 წლის მეორე ნახევარში გადავალთ ახალ შენობაში. კანონი იუწყება... მთავარი პაციენტი და მისი ინტერესებია, კლინიკის ვალდებულება კი ხარისხიანი სერვისის მიწოდებაა. ინფექციურ საავადმყოფოში ნანახით ვერ ვიტყვით, რომ იქ პაციენტსა და მის ინტერესებზე ორიენტირებული გარემოა, მეტიც - სანიტარია და ჰიგიენა მათთვის უცხო სიტყვათა ლექსიკონში მოსაძიებელი ტერმინებია, პაციენტსა და მის ახლობლებს კი წარმოდგენაც არ აქვთ სამრეცხაოზე - არავინ იცის, იქ გარეცხილ და გამშრალ თეთრეულში პაციენტზე ადრე რამდენი ბაქტერია ასწრებს ჩაწოლას... როგორც დებულებაში ვკითხულობთ, დაუშვებელია სარეცხის იატაკზე დადება. დაბინძურებული თეთრეული პალატაშივე უნდა ჩადონ მუშამბის ან პოლიეთილენის ტომარაში. დაუშვებელია პერსონალის მუშაობა უნიფორმის გარეშე. აუცილებელია ხალათი, ნიღაბი, ხელთათმანი... დაუშვებელია ბიოლოგიური სითხეებით დასვრილი თეთრეულის გარეცხვა იმ მანქანაში, რომელშიც ირეცხება ნაკლებად დაბინძურებული სარეცხი. სავალდებულოა დაუთოებაც... სს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში არც ერთი ეს ძირითადი სტანდარტი დაცული არ არის. ვითარება საგანგაშოა!

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5139733&name=02.04.2018+-+%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

02.04.2018

მედიასაშუალება: ალია

სამსაათნახევარში მისული "სასწრაფო(!!!) დახმარება"!!!

რაზეა დამოკიდებული სასწრაფო დახმარების ბრიგადის დროულად მოსვლა? საერთოდ, რას ნიშნავს დროულად მოსვლა - რამდენია ოპტიმალური დრო? იქნება, თავად იღებენ გადაწყვეტილებას - ვისთან პირველად მივიდნენ და ვისთან სმენის დასასრულს? გვიანი სარამო იყო, როცა მარიამ გიორგაძემ, ჩუღურეთის რაიონში, თავის 14 წლის ბიჭისთვის სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახა... გავიდა ნახევარი საათი - არ ჩანს ბრიგადა. დარეკა დედამ ისევ 112-ში - აი, ბრიგადები გასულები არიან გამოძახებაზე, ბევრი გამოძახებაა დღეს... გავიდა ერთი საათი - ისევ არ ჩანს სასწრაფო დახმარების ბრიგადა... საათნახევრიანი ამაო ლოდინის შემდეგ, ოჯახმა ავადმყოფის მკურნალობა ძველი ტრადიციული მეთოდებით, თავისავე შერჩეული მედიკამენტებით დაიწყო, სახლის პირობებში. დაახლოებით ორი საათიც რომ გავიდა და სასწრაფო დახმარების ბრიგადა არადა არა გამოჩნდა, ისევ გადარეკა მარიამმა 112-ში, - კიდევ ბევრი გამოძახებაა და არ გვყავს ტავისუფალი ბრიგადა და ხომ არ გააუქმებთო, - ჰკითხეს. ამის შემდეგ იყო ზარი ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე. ჯანდაცვამ, - მე არაფერი შემიძლია, თბილისის სასწრაფო დახმარების ბრიგადა მე არ მეკუთვნის და არ მემორჩილება, მერიას ეკუთვნის ეგ სამსახური და იქ უნდა გადარეკოთო. მკვდარი მკვდარს აეკიდაო - ამას ჰგავს ჯანდაცვის სამინისტროს, მერიისა და სასწრაფო დახმარების თანამშრომლობა. დაჯერება გაგიჭირდებათ, ალბათ, სამსაათნახევარი დააგვიანდა სასწრაფო დახმარების ბრიგადას...

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5139576&name=02.04.2018+-+%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

02.04.2018

მედიასაშუალება:      კვირის პალიტრა

SOS! როგორ უნდა გადავურჩეთ დემოგრაფიულ კატასტროფას?!

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კვლევის შედეგებით, საქართველო მოსახლეობის რაოდენობით მსოფლიოში 136-ე ადგილზეა. დემოგრაფიულ საკითხებზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესების ცენტრის დირექტორი ანზორ თოთაძე გვესაუბრა. - საქართველოში უმძიმესი დემოგრაფიული ვითარებაა, რაც გამოწვეულია შობადობის შემცირებით. მართალია, ბოლო წლებში ბუნებრივი მატების მაჩვენებლები იზრდება, მაგრამ არაქართველი მოსახლეობის ხარჯზე. ძირითადად ქართველებით დასახლებულ რეგიონებში - კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, რაჭა-ლეჩხუმში, ქვემო სვანეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, იმერეთსა და გურიაში აღინიშნება ბუნებრივი კლება, ანუ მეტი კვდება, ვიდრე იბადება, სხვა რეგიონებში კი, მაგალითად, აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში - მეტი იბადება და ბუნებრივი მატების მაჩვენებელიც მეტია. შემორჩენილი გვაქვს მე-19 საუკუნის მონაცემები და მათი გაცნობისას ვრწმუნდებით, რომ მაშინაც რუსეთში, უკრაინაში, მეზობელ ქვეყნებში უფრო მაღალი იყო შობადობის მაჩვენებელი, ვიდრე საქართველოში. ამას მოწმობს ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშებიც, მაგალითად: "ერთი შვილი - არაშვილი; ორი შვილი - ეგ რა შვილი? სამი შვილი - ვითომ შვილი; ოთხი შვილი - მართლა შვილი!" მე-19 საუკუნის რუსეთში ოჯახში საშუალოდ ცხრა შვილი ჰყავდათ, ზოგან - მეტიც, ჩვენთან კი მსგავსი სიტუაცია არასოდეს ყოფილა. ამას ეთნოგრაფიული მასალებიც მოწმობს. მაგალითად, სამცხე-ჯავახეთში ქორწილში ნეფე-პატარძალს დალოცვისას უსურვებდნენ, ოთხი შვილი გაგეზარდოთ, სამი ვაჟი და ერთი ქალიო. ოთხზე მეტს არც ამბობდნენ. სვანეთში გამოთქმა იყო, სანატრელია ქალ-ვაჟიო, თუშ-ფშავ-ხევსურეთში კი ვისაც ხუთზე მეტი შვილი ჰყავდა, დასცინოდნენ. ამ კუთხეებში მიწა მცირე იყო და ეუბნებოდნენ, რით გინდა არჩინო ამდენი შვილიო. ასე რომ, საქართველოში ახლანდელთან შედარებით მაღალი შობადობა კი იყო, მაგრამ არა ისეთი, როგორიც მეზობელ ქვეყნებში. - მეოცე საუკუნის მონაცემები როგორია? - მეოცე საუკუნეში ყველაზე მეტი ადამიანი 1961 წელს დაიბადა - 104 ათასი. მე-20 საუკუნეში წელიწადში 100 ათასამდე ბავშვი იბადებოდა, შობადობის შემცირება დაიწყო 90-იანი წლებიდან და ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისისთვის თითქმის განახევრდა - წელიწადში 45-46 ათასი ბავშვი იბადებოდა. შემდეგ ეს მაჩვენებელი ისევ გაიზარდა. 2010-იანი წლების დასაწყისში კი შობადობის მაჩვენებელმა 60 ათასს გადააჭარბა. 2017 წლის მონაცემები ჯერ არ არის შესწავლილი, მაგრამ გასული წლის ნახევრის მიხედვით (დაიბადა 25 ათასი ბავშვი), შობადობა საგრძნობლად შემცირებულია და ამდენივეც რომ აღმოჩნდეს მეორე ნახევარში დაბადებული, შარშანწინდელ მონაცემებთან შედარებით მაინც ნაკლები იქნება. შობადობის შემცირებაზე მოქმედებს მრავალი ფაქტორი - ეკონომიკური მდგომარეობა, რელიგიური შეხედულებები, განქორწინება. თუ 70-იან წლებში 49 ქორწინებაზე ერთი განქორწინება მოდიოდა, შარშანდელი მონაცემებით, ყოველი მეორე ქორწინება განქორწინებით დასრულდა. - მომავალში რა სურათს უნდა ველოდოთ? - 2019 წლიდან ძალიან შემცირდება შობადობა, იმიტომ, რომ თუ 1980-89 წლებში საქართველოში 455 ათასი გოგონა დაიბადა, 2000-2009 წლებში 236 ათასი გოგონა მოევლინა ქვეყანას. ესე იგი განახევრდა გოგონების რაოდენობა, ამიტომ ბუნებრივია, ცოტა გოგონა ცოტას დაბადებს (საერთოდ, შობადობაზე საუბრისას გოგონების მონაცემები მოგვყავს). 2000 წელს დაბადებული გოგონები 2019 წლიდან დედობის ასაკში შედიან, ასე რომ, თუ კარდინალური და მნიშვნელოვანი ღონისძიებები არ გავატარეთ, შობადობის შემცირება დაიწყება. - რა არის საჭირო სიტუაციის გამოსასწორებლად? - როდესაც იქმნება საგანგაშო დემოგრაფიული სიტუაცია, უნდა გატარდეს საგანგებო დემოგრაფიული ღონისძიებები. ჩვენ შევადგინეთ საქართველოს დემოგრაფიული განვითარების პროგრამა, რომლის მიხედვით, 10 წლის განმავლობაში, ყოველთვიურად, მესამე დაბადებულ ბავშვზე 300 ლარი გადაეცემა ოჯახს, ხოლო ყოველ მომდევნო ბავშვზე - 200-200 ლარი. ვფიქრობთ, ასეთი სტრატეგია გამოასწორებს ჩვენს მძიმე დემოგრაფიულ ვითარებას. ამ პროგრამის განხორციელებისთვის წელიწადში დაახლოებით 500 მილიონია საჭირო. - სახელმწიფოს ამის საშუალება აქვს? - უნდა მოვიძიოთ წყაროები, რათა ერმა ერი გადაარჩინოს, თორემ გადავშენდებით. შესაძლოა, ზოგიერთ საქონელზე, მაგალითად, ალკოჰოლიან სასმელებსა და თამბაქოზე, ფასი უმნიშვნელოდ გაიზარდოს, რაც შეგვაგროვებინებს საჭირო თანხას. ამ თემაზე მოსახლეობაში სოციოლოგიურ-დემოგრაფიული კვლევები ჩავატარეთ და მათ დემოგრაფიული პრობლემების გადასაჭრელად ფასების უმნიშვნელოდ გაზრდა შესაძლებლად მიაჩნიათ. თუ იქნება პოლიტიკური ნება და ეს ღონისძიებები გატარდება, ჩვენ გადავრჩებით.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5139619&name=02.04.2018+-+%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90&p=1&lang=Ge

---