მედიამონიტორინგი 0 2.05.2018
ტელევიზია
02.05.2018
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 10:00
იმპორტიორებს მედიკამეტების რეგისტრაცია, რაც აქამდე უვადო იყო, ხუთ წელში ერთხელ მოუწევთ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5250739
---
02.05.2018
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 09:00
დასაქმებულთა საერთაშორისო დღე გაერთიანებულმა პროფკავშირებმა დემონსტრაციით აღნიშნეს. მსვლელობა ვარდების მოედანზე დაიწყო და პარლამენტის შენობასთან დასრულდა. აქციის მონაწილეები შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის გამკაცრებას მოითხოვდნენ. პროფკავშირების წარმომადგენლებმა საგანგაშო სტატისტიკა კიდევ ერთხელ წარმოადგინეს, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში სამუშაო ადგილებზე 2018 წლის მონაცემებით 18 ადამიანი გარდაიცვალა, 12-მა კი მძიმე დაზიანება მიიღო.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5250399
რუსთავი 2 - კურიერი 08:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5250608
---
02.05.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 09:00
სიგარა ბარებს სანებართვო ფორმის შეძენა მოუწევთ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5250375
---
02.05.2018
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმიანი დილა
ევროკავშირმა „ფიფლ ინ ნიდ“-თან ერთად სოციალური სერვისების სისტემის გაუმჯობესებისკენ მიმართული პროექტის შედეგები წარადგინა. პროექტი, რომლის მიზანია საჯარო და სამოქალაქო სექტორს შორის კავშირების გაძლიერება და სოციალური სერვისების სისტემის გაუმჯობესება, რამდენიმე სესიად ჩატარდა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5250515
---
01.05.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 14:00
სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტზე ზაზა სოფრომაძე მიხეილ დუნდუამ შეცვალა. ხოლო მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა გახდა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5248731
ტვ პირველი -საქმის კურსი 22:30 -
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5250167
---
01.05.2018
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმის კურსი 22:30
2018 წლის მარტის მონაცემებით, სოციალურ დახმარებას 453 ათასზე მეტი მოქალაქე იღებს, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის 22 ათასით გაზრდილი მაჩვენებელია. გასული წლის მარტში სოციალური დახმარებით 431, 387 მოქალაქემ მიიღო. შესაბამისად გაზრდილია საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახებზე გადარიცხული თანხებიც. აღნიშნულ პროგრამას გასული წლის მარტში 20 790 719 ლარი მოხმარდა, მიმდინარე წლის მარტში კი 20 975 782 ლარი გამოიყო. დღეის მდგომარეობით, საარსებო შემწეობას 453 ათასზე მეტი ადამიანი იღებს, რომელთა პროცენტული წილი მთლიან მოსახლეობაში 12,1%-ია. ეს იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობის ამდენივე პროცენტი სიღატაკეში ცხოვრობს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5250164
---
01.05.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
პირევლი დღე საქართველოში სიგარეტის კვამლის გარეშე. დღეიდან ქვეყნის მაშტაბით თამბაქოს მოწევაზე შეზღუდვები ამოქმედდა. "მოწევა აკრძალულია" - ამ შინაარსის ბანერები უკვე გამოჩნდა რესტორნებსა და პაბებში და არა მხოლოდ იქ. კანონის მიხედვით თავისუფლად მოწევა ქუჩაში სპეციალურად ამისთვის გამოყოფილ ადგილებში, საკუთარ სახლში, ასევე ტაქსიში და კატერზეც შეგიძლია. სხვა შემთხვევაში კი დაჯარიმდებით, კანონის აღსრულება შსს-ს დაევალა. დახურული საჯარო სივრცეების ადმინისტრაციებს მოსაწევი ადგილების შექმნა მოუწევთ. ერთ-ერთი პირველი ვინც ეს ზონა მოაწყო თბილისის საერთაშორისო აეროპორტია.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5249936
მაესტრო- დღის მთავარი თემა 20:00 -
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5250009
პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 20:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5250017
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 21:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5249982
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 18:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5249771
კავკასია - დღეს 19:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5249718
მაესტრო - ახალი ამბები 18:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5249609
---
01.05.2018
არხი: ერთსულოვნება
გადაცემა: სიახლენი 22:00
თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი დღეიდან ძალაში შევიდა. აღნიშნულ თემაძე პრესკონფერენცია შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან ერთად გამართა. შეცვედრაზე იმსჯელეს იმ რეგულაციებზე რომელიც საქართველოს მაშტაბის რეიდან უკვე ამოქმედდა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5250136
იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5249424
რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5249599
მაესტრო - ახალი ამბები 15:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5249010
I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5248916
რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5249056
ტელეკომპანია იბერია - ახალი ამბები 13:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5248604
---
01.05.2018
არხი: I არხი
გადაცემა: აქტუალური თემა 21:30
აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად - „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი დღეიდან ამოქმედდა
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5250118
---
01.05.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
ალადაშვილის სახელობის კლინიკაში ამ დრომდე რჩება გაუკვეველი ნარკოტიკული ნივთიერებით მოწამლული 3 ახალგაზრდა, მათ შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა. ის კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება. ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების გამო ბოლო ორ დღეში 2 ახალგაზრდის გარდაცვალების ფაქტი დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამაც დაადასტურა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5249953
ტვ პირველი - დღის ამბები 14:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5249316
---
01.05.2018
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის დღე
ახალი ნარკოტიკით გამოწვეული ინტოქსიკაცია და ლეტალური შედეგები
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5248617
---
01.05.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
ომბუდსმენი ნინო ლომჯარია ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს მუშაობას აკრიტიკებს. ნინო ლომჯარიას 2017 წლის ანგარიშში წერია, რომ სააგენტო არაეფექტიანად მუშაობს და ხშირ შემთხვევაში კონკრეტული საქმის მოკვლევას წლები სჭირდება. ომბუდსმენი აცხადებს, რომ შესაძლოა, კომისიის წევრები კოლეგებს ხელს აფარებდნენ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5249919
რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5249536
---
01.05.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 11:00
სოციალური მუშაკების საქმიანობის საკითხებს კანონი დაარეგულირებს. ცვლილების მიხედვით მუშაკები სოციალური დაცვის გარანტიები მკაცრად გაიწერება. საკითხი ბიუროზე უკვე დარეგისტრირდა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5248357
---
01.05.2018
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: დღის ამბები 16:00
3 მაისს მეტროპოლიტენის მემანქანეები გეგმავენ გაფიცვის მოწყობას. ისინი ხელფასების მატებას ითხოვენ
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5249490
---
ინტერნეტი
02.05.2018
მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/regioni/490946-qobulethshi-5-tslis-bavshvi-meningokoqcemiith-gardaicvala.html
ქობულეთში, 5 წლის ბავშვი მენინგოკოქცემიით გარდაიცვალა
ქობულეთში, 5 წლის ბავშვი მენინგოკოქცემიით გარდაიცვალა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" აჭარის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში დაუდასტურეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, ორი დღის წინ ბავშვი საბავშვო ბაღში შეუძლოდ გახდა და იგი კლინიკაში მოათავსეს, მეორე დღეს ჯანმრთელობის გაუმჯობესების შემდეგ სახლში გაწერეს.
როგორც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ნინო ნიჟარაძე ამბობს, მოზარდი გუშინ დღის მეორე ნახევარში ისევ შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, წელს აჭარაში მენინგოკოქცეემით გარდაცვალების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.
---
02.05.2018
მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/36271/margvelashvili-ganatlebis-sistemashi-chem-shemdeg-araferi-gaketebula
მარგველაშვილი: განათლების სისტემაში ჩემ შემდეგ არაფერი გაკეთებულა
საქართველოს პრეზიდენტი ამ წუთებში პარლამენტში წლიური მოხსენებით გამოდის. მიმართვის დასაწყისში გიორგი მარგველაშვილმა 2012 წელი გაიხსენა და აღნიშნა, რომ იმ მოვლენების ბევრი შემოქმედი დღეს პარლამენტი არ იმყოფება. გიორგი მარგველაშვილმა ისაუბრა დავით სერგეენკოს წვლილზე ჯანდაცვის რეფორმაში, ასევე ახსენა ყოფილი სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალაძე. მან ასევე ახსენა მისი მინისტრობის პერიოდი განათლების სისტემაში, გიორგი მარგველაშვილმა თქვა რომ მისი მინისტრობის შემდგომ განათლების სისტემაში არაფერი გაკეთებულა. "ის რაც მე გავაკეთე განათლების სისტემაში და შემიძლია ვთქვა რომ მას შემდეგ არაფერი გაკეთებულა ამ სფეროში" - თქვა მარგველაშვილმა. გიორგი მარგველაშვილი გაპრეზიდენტებმადე განათლების მინისტრი იყო, მისი მინისტრობის პერიოდს უკავშირდება უფასო სახელმძღვანელოების პროექტი. ასევე მისი მინისტრობის პერიოდში ავტორიზაცია შეუჩერდა აგრარულ უნივერსიტეტს, ამ გადაწყვეტილების გამო გიორგი მარგველაშვილმა დიდი კრიტიკა დაიმსახურა, არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნდათ, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებული იყო.
---
01.05.2018
მედიასაშუალება: http://ghn.ge/com/news/view/202340
თუკი, ფრანგული მხარე სხეულში სახარჯი მასალის აღმოჩენას დაადასტურებს, შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ - დავით სერგეენკო
თუკი ჩვენ დოკუმენტირებულად გვექნება დადასტურებული ფრანგული მხარისგან, რომ ბავშვის სხეულში სახარჯი მასალა აღმოჩნდა, დადგება შესაბამისი საექიმო პასუხისმგებლობა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა. მინისტრის თქმით, არსებული დოკუმენტაციით, 2 თვის წინ ჩატარებული ოპერაციისას, რაიმე დარღვევა არ იკვეთება. "რა თქმა უნდა, ასეთი საკითხების შესწავლა ჩვენი ვალდებულებაა. ასეთი რთული ოპერაცია, საკუთრივ ოპერაციული ნაწილი მართლაც კარგად გაკეთდა, მაგრამ საბოლოო ჯამში შედეგი არის მთავარი. აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ თანამედროვე მედიცინა რთული საწარმოო, ინდუსტრიული პროცესია, როდესაც კარგ ექიმს აქვს თავისი ადგილი, მაგრამ მთლიანი მწკრივია ძალიან მნიშვნელოვანი. მაგალითად, არის პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც, საოპერაციო აწოდებს ინსტრუმენტებს ან სახარჯ მასალას ქირურგს, თითოეული ნივთი არის დანომრილი და ასევე ნომრების მიხედვით იბარებს, რადგან ვიზუალურად საოპერაციო არეში შეუძლებელია გაარჩიო შესახვევი მასალა, ის მყისიერად ღებულობს ქსოვილის და სისხლის ფერს. ამ შემთხვევაშიც, თუკი ჩვენ დოკუმენტირებულად გვექნება დადასტურებული ფრანგული მხარისგან, რომ აღმოჩნდა სახარჯი მასალა სხეულში, დადგება შესაბამისი საექიმო პასუხისმგებლობა. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ძალიან საწყენია კარგად გაკეთებული ოპერაციის შედეგი რომ ასეთი შედეგი დადგა. თუმცა, ფრანგული მხარისგან დოკუმენტური დადასტურება ჯერ არ გვაქვს. როგორც კი გვექნება, მოვახდენთ შესაბამის რეაგირებას",- განაცხადა სერგეენკომ. როგორც მინისტრი აღნიშნავს, წინასწარი მოკვლევა უკვე დაწყებულია. "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ამ შემთხვევის შესწავლა დავიწყეთ, მაგრამ არსებული დოკუმენტაციით, რაიმე დარღვევა არ იკვეთება",- განაცხადა სერგეენკომ. არსებული ინფორმაციით, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში, კლინიკის ექიმებმა ორი თვის ბავშვს ოპერაცია ჩაუტარეს და დოლბანდის ტამპონი ჩაუტოვეს, რაც ფრანგმა მედიკოსებმა დაადასტურეს.
---
01.05.2018
მედიასაშუალება: http://commersant.ge/?view=post&id=142605&lang_id=ge
დავით სერგეენკო - საქართველოში მოსახლეობის 80 პროცენტი თამბაქოს მოხმარების აკრძალვას მხარს უჭერს
დღეიდან ძალაში შევიდა უმნიშვნელოვანესი კანონი, რომელიც თავისი შინაარსით აღარ არის მხოლოდ მექანიკური აკრძალვა. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ასეთი ტიპის შეზღუდვები მნიშვნელოვნად ამცირებს საკუთრივ თამბაქოს მოხმარებას ისევე, როგორც მნიშვნელოვნად ამცირებს თამბაქოსგან გამოწვეულ ზიანს, - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა. მინისტრის თქმით, ძალიან რთული ჩამოსათვლელია ისეთი დაავადება, რომელზეც თამბაქოს ნეგატიური გავლენა არ აქვს. „წინასწარი კვლევებით და გათვლებით, ამ აკრძალვებმა მომავალი პერიოდის განმავლობაში ათეულ-ათასობით ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლე უნდა გადაარჩინოს. ამიტომ, ვისარგებლებ შემთხვევით და ყველას ვთხოვ, მოვუწოდებ, რომ დაიცვან ეს მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანი წესები. საქართველოში ჩატარდა კვლევა, რომლის თანახმადაც, თამბაქოს მოწევის გამო დახურულ სივრცეში წელიწადში დაახლოებით 10 ათასი ადამიანი დაკარგავს სიცოცხლეს. თუმცა, თავისთავად კანონის არსებობა არ ნიშნავს, რომ ერთ დღეში მოგვარდება ყველაფერი. ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის მხარდაჭერა და საქართველოში მოსახლეობის 80% თამბაქოს მოხმარების აკრძალვას მხარს უჭერს", - განაცხადა მინისტრმა. როგორც დავით სერგეენკომ განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ პასუხისმგებელი პირები დაწესებულებებში კანონის დარღვევას დააფიქსირებენ, დამრღვევს ზრდილობიანად და ტაქტიანად უნდა მოუწოდონ კანონის დაცვისკენ. მისი თქმით, არსებობს გზა, რომლითაც კანონდამრღვევები შესაბამის პასუხს აგებენ. საქართველოში თამბაქოს მოხმარებაზე შეზღუდვები და წესის დარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმები დღეიდან ამოქმედდა. კანონმდებლობით, თამბაქოს მოწევა აკრძალულია ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სტადიონზე. ერთ-ერთი გამონაკლისია, აეროპორტის სატრანზიტო ზონა, სადაც თამბაქოს მოწევა დასაშვებია მხოლოდ სპეციალურ მოსაწევ ოთახში, რომელსაც აქვს ცალკე სავენტილაციო სისტემა, რომლიდანაც თამბაქოს კვამლი სხვა სივრცეში არ ხვდება და რომელშიც არ ხდება საკვებისა და სასმელის შეტანა და მოხმარება.
---
01.05.2018
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ასეთი ტიპის შეზღუდვები მნიშვნელოვნად ამცირებს საკუთრივ თამბაქოს მოხმარებას - დავით სერგეენკო
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ასეთი ტიპის შეზღუდვები მნიშვნელოვნად ამცირებს საკუთრივ თამბაქოს მოხმარებას, ისევე როგორც მნიშვნელოვნად ამცირებს თამბაქოსგან გამოწვეულ ზიანს, - განუცხადა საქართველოს ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს თამბაქოს აკრძალვის შესახებ კანონის ამოქმედების კომენტირებისას. მისი თქმით, კანონის სრულყოფილად ამოქმედება ათიათასობით ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს. "დღეიდან ძალაში შევიდა უმნიშვნელოვანესი კანონი, რომელიც თავისი შინაარსით აღარ არის მხოლოდ მექანიკური აკრძალვა. ეს არის მეცნიერულად დადასტურებული, რომ ასეთი ტიპის შეზღუდვები მნიშვნელოვნად ამცირებს საკუთრივ თამბაქოს მოხმარებას ისევე, როგორც მნიშვნელოვნად ამცირებს თამბაქოსგან გამოწვეულ ზიანს. ძალიან რთული ჩამოსათვლელია ისეთი დაავადება, რომელზეც თამბაქოს ნეგატიური გავლენა არ აქვს. წინასწარი კვლევებით და გათვლებით ამ აკრძალვებმა მომავალი პერიოდის განმავლობაში ათეულ-ათასობით ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლე უნდა გადაარჩინოს. ამიტომ ვისარგებლებ შემთხვევით და ყველას ვთხოვ, მოვუწოდებ ,რომ დაიცვან ეს მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანი წესები", - განაცხადა სერგეენკომ. მინისტრის თქმით, საქართველოში მოსახლეობის 80% ამ აკრძალვას მხარს უჭერს. "თუმცა, თავისთავად კანონის არსებობა არ ნიშნავს, რომ ერთ დღეში მოგვარდება ყველაფერი. ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის მხარდაჭერა და საქართველოში მოსახლეობის 80% ამ აკრძალვას მხარს უჭერს. აღსრულების ადმინისტრირებას რაც შეეხება, დაწესებულებებში პასუხისმგებელმა პირებმა იმ შემთხვევაში როცა დარღვევას დაინახავენ, ზრდილობიანად და ტაქტიანად უნდა მოუწოდონ კანონის დაცვისკენ დამრღვევს. არსებობს გზა, რომლითაც კანონდამრღვევები შესაბამის პასუხს აგებებ", - განაცხადა დავით სერგეენკომ.
---
01.05.2018
მედიასაშუალება: http://kvira.ge/394989
დავით სერგეენკო თამბაქოს აკრძალვაზე: კანონის ამოქმედება ათიათასობით ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს
ჯანდაცვის მინისტრი თამბაქოს აკრძალვის შესახებ კანონის ამოქმედებას ეხმაურება და აცხადებს, რომ კანონის სრულყოფილად ამოქმედება ათიათასობით ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს. როგორც დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ასეთი ტიპის შეზღუდვები მნიშვნელოვნად ამცირებს საკუთრივ თამბაქოს მოხმარებას, ისევე როგორც მნიშვნელოვნად ამცირებს თამბაქოსგან გამოწვეულ ზიანს. “დღეიდან ძალაში შევიდა უმნიშვნელოვანესი კანონი, რომელიც თავისი შინაარსით აღარ არის მხოლოდ მექანიკური აკრძალვა. ეს არის მეცნიერულად დადასტურებული, რომ ასეთი ტიპის შეზღუდვები მნიშვნელოვნად ამცირებს საკუთრივ თამბაქოს მოხმარებას ისევე, როგორც მნიშვნელოვნად ამცირებს თამბაქოსგან გამოწვეულ ზიანს. ძალიან რთული ჩამოსათვლელია ისეთი დაავადება, რომელზეც თამბაქოს ნეგატიური გავლენა არ აქვს. წინასწარი კვლევებით და გათვლებით ამ აკრძალვებმა მომავალი პერიოდის განმავლობაში ათეულ-ათასობით ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლე უნდა გადაარჩინოს. ამიტომ ვისარგებლებ შემთხვევით და ყველას ვთხოვ, მოვუწოდებ ,რომ დაიცვან ეს მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანი წესები”, – აღნიშნა სერგეენკომ. მინისტრის ინფორმაციით, საქართველოში ჩატარდა კვლევა, რომლის თანახმადაც, თამბაქოს მოწევს დახურულ სივრცეში წელიწადში დაახლოებით 10 ათასი ადამიანი დაკარგავს სიცოცხლეს. მისივე განმარტებით, კანონი ყველამ უნდა დაიცვას. “თუმცა, თავისთავად კანონის არსებობა არ ნიშნავს, რომ ერთ დღეში მოგვარდება ყველაფერი. ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის მხარდაჭერა და საქართველოში მოსახლეობის 80% ამ აკრძალვას მხარს უჭერს. აღსრულების ადმინისტრირებას რაც შეეხება, დაწესებულებებში პასუხისმგებელმა პირებმა იმ შემთხვევაში როცა დარღვევას დაინახავენ, ზრდილობიანად და ტაქტიანად უნდა მოუწოდონ კანონის დაცვისკენ დამრღვევს. არსებობს გზა, რომლითაც კანონდამრღვევები შესაბამის პასუხს აგებებ”, – განაცხადა სერგეენკომ.
ექსპრესნიუს.ჯი- http://epn.ge/?id=64688
---
01.05.2018
მედიასაშუალება: http://medianews.ge/ge/adgilebi-sadats-tambaqos-motseva-ikrdzaleba-da-nebadartulia/43235
ადგილები, სადაც თამბაქოს მოწევა იკრძალება და ნებადართულია
დღეიდან, თამბაქოს და ელექტროსიგარეტის მოწევა სხვადასხვა დაწესებულებებში იკრძალება, მათ შორის ბარებსა და რესტორნებშიც. ცვლილებები თამბაქოს კონტროლის შესახებ საქართველოს კანონში შევიდა. მოწევა იკრძალება შემდეგ ადგილებში: - ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში; - საზოგადოებრივ ტრანსპორტში (გარდა ტაქსისა და კატერისა); - საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების, სხვა სასწავლო დაწესებულებების, ბიბლიოთეკების, მოსწავლე ახალგაზრდობის ბანაკების, ბავშვთა გასართობი ცენტრების და 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, აგრეთვე 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე. - მოწევა იკრძალება ასევე სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე; - ბენზინგასამართი, გაზგასამართი და გაზგამანაწილებელი სადგურების, აგრეთვე იმ დაწესებულებათა შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, სადაც ცეცხლსაშიში ნივთიერებები ინახება. - მოწევა იკრძალება კაფე-ბარებსა და რესტორნებშიც. ადგილები, სადაც ნებადართულია მოწევა: - ტაქსისა და კატერი; - ფიზიკური პირის სახლი; - სამორინე; - წინასწარი დაკავების იზოლატორი; - პენიტენციურ დაწესებულება; - თამბაქოს კვამლის შემსწავლელ სპეციალიზებულ ლაბორატორიულ დანადგარი; - სიგარაბარი; - სტაციონარული ფსიქიატრიული და პალიატიური მკურნალობისთვის განკუთვნილ დაწესებულებები ხელმძღვანელის სპეციალური ბრძანების შეთხვევაში; - აეროპორტის სატრანზიტო ზონაში თამბაქოს მოსაწევად გამოყოფილ ადგილას. - სტადიონზე, რომელსაც ჰყავს ადმინისტრაცია (2020 წლის პირველ იანვრამდე) ჯარიმების შესახებ: - შენობა-ნაგებობაში ან/და მის კუთვნილ ტერიტორიაზე თამბაქოს მოწევისთვის, ჯარიმა 500 ლარია, განმეორების შემთხვევაში კი ორმაგდება; - მრავალბინიანი სახლის სადარბაზოში,სახურავსა და ლიფტში მოწვისთვის ჯარიმა 50 ლარია, განმეორების შემთხვევაში კი ორმაგდება; - წესების დარღვევის შემთხვევაში დაწესებულება დაჯარიმდება 500 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი გაორმაგდება; - საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლი ტრანსპორტში მოწევისთვის დაჯარიმდება 500 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი გაორმაგდება; - თუკი ფიზიკური პირი საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოწევს დაჯარიმდება 50 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი გაორმაგდება. რეგულაციებს ჯანდაცვის სამინისტრო ადგენს, მის შესრულებას კი კომუნიკაციების კომისია გააკონტროლებს. შეგახსენებთ, რომ თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის 17 მაისს მიიღო.
---
01.05.2018
მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/490789-davith-sergeenko-sakhalkho-damcvelis-angarishs-ekhmaureba.html?ar=A
დავით სერგეენკო სახალხო დამცველის ანგარიშს ეხმაურება
ვიდრე არ გაერკვევა სიტუაციაში, იქნება ეს სახალხო დამცველი თუ ნებისმიერი სხვა პირი, უნდა ჩაიხედოს სპეციფიკაში, მოისმინოს ჩვენი განმარტებები და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიტანოს შეფასებები და ვერდიქტი, - ასე ეხმაურება საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სახალხო დამცველის 2017 წლის ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიშს. როგორც სერგეენკო ამბობს, სამედიცინო შეცდომების შესწავლაში ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო არის ორგანიზატორი და არა საკუთრივ შემსწავლელი. "ყველა საქმე არის სპეციფიკური და სჭირდება ცოდნა, მათ შორის სპეციფიკის ცოდნა. სამედიცინო შეცდომების შესწავლაში ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო არის ორგანიზატორი და არა საკუთრივ შემსწავლელი. ასეთი საქმეების შესწავლა ხდება პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ რომელიც შედგება სამინისტროს თანამშრომლებისგან, აკადემიური წრეებისგან და პროფესიული ასოციაციებისგან. ამ საბჭოს თავმჯდომარე მე გახლავართ. მზად ვარ ნებისმიერ კითხვას გავცე პასუხი. თუმცა ცალსახა მოწოდებაა, რომ ვიდრე არ გაერკვევა სიტუაციაში იქნება ეს სახალხო დამცველი თუ ნებისმიერი სხვა პირი, უნდა ჩაიხედოს სპეციფიკაში, მოისმინოს ჩვენი განმარტებები და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიტანოს შეფასებები და ვერდიქტები", - განაცხადა სერგეენკომ. ცნობისთვის, სახალხო დამცველის 2017 წლის ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ ანგარიშში ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირებია სააგენტოს მუშაობაა გაკრიტიკებული
---
01.05.2018
დავით სერგეენკო - ურთიერთმოლაპარაკებით საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ ამ ეტაპზე უმჯობესი იქნებოდა თუ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ეყოლებოდა
ახლა იწყება რეფორმების ახალი ეტაპები და ჩვენ ურთიერთმოლაპარაკებით საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ ამ ეტაპზე უმჯობესი იქნებოდა თუ სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ეყოლებოდა, - ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის, ზაზა სოფრომაძის თანამდებობიდან გადაყენების ფაქტის კომენტირებისას განუცხადა. როგორც სერგეენკომ განაცხადა, სოფრომაძეს თანამდებობა დარღვევების გამო არ დაუტოვებია. „ზაზა სოფრომაძე ერთ- ერთი ყველაზე გამოცდილი და ღირსეული ადამიანია, რომელიც მე შემხვედრია ჩემს პროფესიულ კარიერაში. მან ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო შეასრულა და ის რომ სისტემა გამართულად მუშაობს, მათ შორის, მისი დიდი დამსახურებაცაა. მაგრამ ყველაფერს აქვს გარკვეული ეტაპები. ახლა იწყება რეფორმების ახალი ეტაპები და ჩვენ ურთიერთმოლაპარაკებით საჭიროდ ჩავთვალეთ რომ ამ ეტაპზე უმჯობესი იქნებოდა თუ სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ეყოლებოდა. აქ საუბარი არ არის დარღვევებზე. კიდევ ერთხელ ვადასტურებ რომ ზაზა სოფრომაძე არის ღირსეული და პროფესიონალი ადამიანი",- განაცხადა სერგეენკომ. რაც შეეხება სოფრომაძის შემცვლელს მიხეილ დუნდუას, როგორც ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, მას დიდი გამოცდილება აქვს. "ის იყო პედაგოგი, ლექტორი სწორედ ჯანდაცვის ეკონომიკასა და ჯანდაცვის მენეჯმენტში. მას აქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება ხედვა და ნაშრომები ასევე სოციალურ პოლიტიკაში. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვქონდა წინაწარ შეხვედრები და კონსულტაციები და ალბათ, უახლოეს მომავალში საზოგადოებას ექნება საშუალება მისი ხედვების შესახებ უშუალოდ დუნდუასგან მოისმინოს. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ის შეძლებს ამ მძიმე ტვირთის ღირსეულად ზიდვას",- განაცხადა სერგეენკომ.
---
01.05.2018
მედიასაშუალება: http://kvira.ge/394949
ჯანდაცვის მინისტრს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოს ორი ახალი მოადგილე ჰყავს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას პროფესორი ზაზა ბოხუა დაიკავებს, რომელიც ამ დრომდე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომის შემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორი იყო. ჯანდაცვის მინისტრის კიდევ ერთი ახალი მოადგილე – მიხეილ დუნდუა იქნება. იგი, ამავდროულად, სოციალური მომსახურების სააგენტოს უხელმძღვანელებს. მიხეილ დუნდუა დღემდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი იყო. მან ამ პოზიციაზე ზაზა სოფრომაძე შეცვალა. შეგახსენებთ, რომ ზაზა სოფრომაძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. ახალი მოადგილეები, ზაზა ბოხუა და მიხეილ დუნდუა უფლებამოსილების შესრულებას დღეიდან დაიწყებენ.
ნეტგაზეთი.ჯი- http://netgazeti.ge/news/272635/
ჯიეიჩენ.ჯი- http://ghn.ge/com/news/view/202298
კომერსანტ.ჯი- http://commersant.ge/?view=post&id=142543&lang_id=ge
მედიანიუს.ჯი- http://medianews.ge/ge/davit-sergeenkos-ori-akhali-moadgile-hkavs/43200
პია.ჯი- https://pia.ge/post/200493-jandacvis-ministrs-ori-axali-moadgile-hyavs
---
01.05.2018
მედიასაშუალება: http://commersant.ge/?view=post&id=142590&lang_id=ge
სამუშაოს მაძიებელთა პროგრამაში ჩართვის მსურველთა რეგისტრაცია 4 მაისის ჩათვლით გრძელდება
სოციალური მომსახურების სააგენტო სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის განხორციელების ახალ ეტაპს იწყებს. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, სამუშაოს მაძიებელთა პროგრამაში ჩართვის მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარე წლის 30 აპრილს დაიწყო და 4 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვის-ცენტრებში. „ყველა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს, სახელმწიფოს სრული დაფინანსებით დაეუფლოს ან გადამზადდეს შრომის ბაზარზე არსებულ 51 მოთხოვნად პროფესიაში სხვადასხვა სფეროს მიმართულებებით. გასულ კვირას, სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტში მოეწყო შეკრება ყველა რეესტრში ჩართულ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებათა ხელმძღვანელებთან, სადაც მათ გაეცნოთ დამატებით მათი ვალდებულებები პროგრამის ხარისხიანად განხორციელების მიზნით და ასევე, მათი მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა მაქსიმალურად ეფექტურად სახელმწიფო პროგრამის განხორციელებისა“-აცხადებენ სააგენტოში. პროგრამა ითვალისწინებს, შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებში სამუშაოს მაძიებელთა პროფესიულ მომზადება-გადამზადებას და სტაჟირებას მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლების და შემდგომში დასაქმების ხელშეწყობის მიზნით. როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოში აცხადებენ, მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამები შემუშავდა წინასწარ ჩატარებული შრომის ბაზრის თვისობრივი კვლევის საფუძველზე, რომელმაც 51 მოთხოვნადი პროფესია გამოავლინა. პროფესიების მოკლე ჩამონათვალი ასე გამოიყურება: ბაგა-ბაღის აღმზრდელი, ექთნის თანაშემწე, ვებ-პროგრამისტი, მოლარე, სარეკლამო აგენტი, სტილისტი, მდივან-რეფერენტი, შემდუღებელი, ბუღალტერი. უფრო ვრცლად იხილეთ http://ssa.gov.ge/files/01_GEO/Dasaqmeba/Samush-Madziebl/18.04.2018.pdf მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების კურსების ხანგრძლივობა მერყეობს 2-დან 4 თვემდე, პროფესიების მოდულის შესაბამისად (სწავლის საფასურის დასაფარად მსურველზე გაიცემა ერთი ვაუჩერი, რომლის მაქსიმალური ღირებულება შეზღუდული შესაძლებლობების და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოქალაქეებისთვის შეადგენს 1500 ლარს (ამ თანხიდან 500 ლარი ხმარდება მათ ტრანსპორტირებას, სპეციალურ პედაგოგს და იმ საჭიროებებს, რომლის საშუალებითაც შეძლებენ განათლების მიღებას), ხოლო ნებისმიერ სხვა პირზე - 1000 ლარს. პროფესიულ კურსებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შერჩეული 44 (27 კერძო და 17 სახელმწიფო) აკრედიტირებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ჩაატარებს, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები წარმოდგენილნი არიან თბილისსა და საქართველოს 17 მუნიციპალიტეტში: მცხეთაში, თელავში, საგარეჯოში, გურჯაანში, მარნეულში, გორში, ახალციხეში, ქუთაისში, ზესტაფონში, წალენჯიხაში, ფოთში, ოზურგეთში, მესტიაში, ზუგდიდში, რუსთავში, ქობულეთსა და ბათუმში. პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს 16 წლის ზემოთ, რომლებიც რეგისტრირებული არიან შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა – www.worknet.gov.ge-ზე და თანახმა არიან გაიარონ მომზადება-გადამზადების მოკლევადიანი სასწავლო კურსი. პროგრამით სარგებლობის უპირატესი უფლება ენიჭებათ: შშმ პირებს; სსსმ პირებს; იძულებით გადაადგილებულ პირებს; სოციალურად დაუცველებს; დაბრუნებულ მიგრანტებს; ყოფილ პატიმრებს; პრობაციონერებს; სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ 16-18 წლის ახალგაზრდებს, ასევე სახელმწიფო მზრუნველობიდან გასულ პირებს; 16 წლის ასაკიდან გოგონებს, რომლებიც ნაადრევ ქორწინებაში იმყოფებიან, ოჯახში ძალადობისა და ტრეფიკინგის მსხვერპლი ადამიანები. ამით სახელმწიფო დაბალკონკურენტუნარიანი ჯგუფების წარმომადგენლებს უქმნის დამატებით საშუალებას, მოკლე დროში მიიღონ შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაფერისი უნარ-ჩვევები ამა თუ იმ პროფესიაში იმისათვის, უზრუნველყოთ მათი კვალიფიციური დასაქმების შესაძლებლობები. პროგრამაში ჩასართავად სამუშაოს მაძიებელთა რეგისტრაცია 30 აპრილიდან 4 მაისის ჩათვლით განხორციელდება. მოკლევადიანი კურსების პირველი ეტაპი 7 მაისს დაიწყება. მომზადება-გადამზადების პროგრამებში ჩართვის მსურველებმა უნდა მიაკითხონ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფილიალებს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, სადაც შეარჩევენ სასურველ პროფესიას და დარეგისტრირდებიან შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში worknet.gov.ge-ზე პროგრამაში ჩართვის მსურველად. პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა უნდა დარეკონ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელი ხაზის ნომერზე: 1505, ან ესტუმრონ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდს www.ssa.gov.ge.
---
01.05.2018
მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/video/mariam-bezarashvilis-narativi/8198/
მარიამ ბეზარაშვილის ნარატივი
სოციალური მომსახურების სააგენტო სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის განხორციელების ახალ ეტაპს იწყებს.
---
01.05.2018
მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/490844-saqarthveloshi-khelovnuri-abortebi-30-000-dan-23-000-mde-shemcirda.html?ar=A
საქართველოში ხელოვნური აბორტები 30 000-დან 23 000-მდე შემცირდა
ქალთა მიმართ ძალადობისა და აბორტის საკითხებზე საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში შეხვედრა გაიმართა, რომელზეც შს სამინისტროსა და ჯანდაცვის სამინისტროების წარმომადგენლები, ასევე ფსიქოლოგები და სხვადასხვა დარგის სპეციალისტები იყვნენ მიწვეული. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, ბოლო პერიოდში საზოგადოებაში ხშირად საუბრობენ ქალთა მიმართ ძალადობის სტატისტიკის გაზრდილ შემთხვევებზე, რაც ეკლესიას აწუხებს. „ვფიქრობ სპეციალისტების მოსმენა საშუალებას მოგვცემს განვსაზღვროთ რა წვლილი შეიტანოს ეკლესიამ ამ პრობლემის მოგვარებაში“, - განაცხადა მამა ანდრიამ. მისივე თქმით, მიაჩიათ, რომ აბორტი არის ძალიან მძიმე დანაშაული უსუსური ადამიანის მიმართ და თუკი ვსაუბრობთ აგრესიაზე, უნდა ვისაუბროთ ამ ტიპის აგრესიაზეც, რომელიც აბორტს ეხება. „ჩვენთან სტატისტიკა არის ძალიან არასახარბიელო. წელიწადში 40 000 ოფიციალური აბორტი კეთდება, არაოფიციალურად შესაძლებელია უფრო მეტი. ეს ციფრი უნდა გავამრავლოთ 3-ზე. ჩვენი დემოგრაფიული მდგომარეობა გვაიძულებს განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ ამ საგანგაშო ვითარებას“, - განაცხადა დეკანოზმა ანდრიამ. ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსის, მარინა დარახველიძის განცხადებით, ბოლო წლებში საკანონმდებლო დონეზე ქვეყანაში გარკვეული ღონისძიებები გატარდა, რის შედეგადაც ხელოვნური აბორტის რაოდენობა თანდათან მცირდება. „12 კვირის ჩათვლით საქართველოში ვადამდე ხელოვნური აბორტი დაშვებულია ყოველგვარი ჩვენების გარეშე (ქალის სურვილზეა დამოკიდებული). მხოლოდ ხელოვნური აბორტები 2017 წლის წინასწარი მონაცემებით 30 000-დან 23 000-მდე შემცირდა, ასევე შემცირებულია ხელოვნურ აბორტებში მინი აბორტების რიცხვი, რომელიც 13-14 000-დან დღეს 8 000-მდეა შემცირებული. ვფიქრობთ, ყოველივე ეს დადებითი ტენდენციაა და კიდევ უფრო შემცირდება დამატებით სხვა ღონისძიებების გატარებით, მაგალითად სელექციურ აბორტებთან დაკავშირებით მოსახლოების ცნობიერების ამაღლების შემთხვევაში“, - განაცხადა მარინა დარახველიძემ.
---
01.05.2018
მედიასაშუალება: http://ghn.ge/com/news/view/202296
„RMG Gold”-ის საქმიანობის შედეგად დაბინძურების მასშტაბი საგანგაშო მდგომარეობამდე გაიზარდა -სერგო ჩიხლაძე
ბოლნისის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამთომოპოვებითი საქმიანობის შედეგად, რომელსაც აწარმოებს კომპანია “RMG Gold”, დაბინძურების არეალი და მასშტაბები საგანგაშო მდგომარეობამდე არის გაზრდილი, - ამის შესახებ „ჯი-ეიჩ-ენს“ ჯანდაცვის პოლიტიკის სპეციალისტმა, მედიცინის დოქტორმა, სერგო ჩიხლაძემ განუცხადა. მისი თქმით, კვლევით, რომელიც განხორციელდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს, თსუ ელეფთერ ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტის მხარდაჭერითა და თსუ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის, ნივთიერებათა კვლევის ინსტიტუტის მონაწილეობით, დასტურდება, რომ ეს არის ბოლნისისა და დმანისის რაიონის 21 სოფელი, თუმცა არეალი უფრო დიდი იქნება რადგანაც 1 კონკრეტული კვლევის ფარგლებში ძნელია დიდი ტერიტორიის მოცვა. აქ აუცილებელია, სახელმწიფო სტრუქტურების ჩართულობა, რომ ზუსტად დადგინდეს დაბინძურების ზუსტი არეალი და დაბინძურების ხარისხი. ამას დიდი მნიშვნელობა ენიჭება საპასუხო სტრატეგიის დასაგეგმად და ჯანდაცვის საფრთხეების მინიმალიზაციისთვის. „ყველა ნორმალურ ქვეყანაში, სახელმწიფო, პირველ რიგში, დაინტერესდებოდა ამ პრობლემატიკით და განგაშს ატეხდა, ჩვენთან კი პირიქით, სახელმწიფო სტრუქტურების წახალისებით ხდება ეს ყველაფერი, რაც დიდი ეჭვს ბადებს, რომ გარკვეული ჩინოსნების ფინანსური ინტერესები დგას ამ კომპანიების უკან. საკვირველია, რომ ჯანდაცვის სამინისტრო არ იჩენს არანაირ ინიციატივას და დუმს, მაშინ, როცა ადამიანები ყოველდღიურად ავადდებიან და სასიცოცხლო საფრთხეების წინაშე დგანან. საჭიროა, ზემოთაღნიშნულ რაიონებში დაავადებების კვლევა და მოსახლეობის ჯანმრთელობის შესწავლა, პირველ რიგში, ამ რაიონებში. თუმცა, აქვე დავძენ, რომ მავნე ზემოქმედების არეალი გაცილებით დიდი იქნება ვიდრე დმანისი და ბოლნისი“, - განაცხადა ჩიხლაძემ.
---
01.05.2018
მედიასაშუალება: http://www.ipress.ge/new/109338-besik-festvenidze-eqimtan-mimartvianoba-dabalia-da-khshirad-medikamentebis-mighebac-ukontrolo-khdeba
ბესიკ ფესტვენიძე: ექიმთან მიმართვიანობა დაბალია და ხშირად მედიკამენტების მიღებაც უკონტროლო ხდება
ამის შესახებ "ჯიპიაი ჰოლდინგის" სამედიცინო დაზღვევის დირექტორმა, ბესიკ ფესტვენიძემ, ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული ვითარებისა და მედიკამენტების ფასზე საუბრისას, პირველი არხის გადაცემა "აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" განაცხადა. მისივე თქმით, იმისთვის რომ ქვეყანაში ფედიკამენტებზე ზომიერი ფასები შევინარჩუნოთ, სახელწიფოსგან გარკვეული რეგულაციების გატარებაა საჭირო. "გარკვეული რეგულაციები ალბათ არის სახელწიფოსგან საჭირო იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ნორმალური და ზომიერი ფასები ქვეყანაში. ზოგადად, ის, რომ ფარმაცევტული კომპანიები ფლობენ სამედიცინო დაწესებულებებს, ბევრ ქვეყანაში ამას პრობლემურად აღიქვამენ იქიდან გამომდინარე, რომ ამ შემთხვევაში, უფრო მეტი ბერკეტი აქვს ფარმაცევტულ კომპანიას, გავლენა მოახდინოს ექიმზე და მის დანიშნულებაზე. იმ ქვეყნებში, სადაც ეს არ არის დაშვებული, მაინც ცდილობენ, რომ გარკვეული ირიბი გზებით მოახდინონ ის, რომ ექიმმა მათი წამალი დანიშნოს", - განაცხადა ფესტვენიძემ. წამყვანის კითხვაზე, როგორ რეგულირდება მსგავსი მდგომარეობა განვითარებულ ქვეყნებში, ბესიკ ფესტვენიძემ განაცხადა: "გარკვეული საფრთხეები, რა თქმა უნდა არის, რომ ფარმაცევტული კომპანიები ფლობენ კლინიკებს და ექიმებზე გარკვეული გავლენა შეიძლება მოქმედებდეს. ყოველშემთხვევაში, ქვეყანაში პრობლემა რომ არის ამ სექტორში, იქიდანაც ჩანს, რომ ჯანდაცვის დანახარჯების 40% მოდის მედიკამენტებზე, რაც არის კატასტროფულად მაღალი მაჩვენებელი. განვითრებულ ქვეყნებში კი 10-15% ის ფარგლებშია. შეიძლება ითქვას, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში, ეს პროცენტი ასეთი მაღალი რჩება. ექიმთან მიმართვიანობა დაბალია, შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ ხშრად უკონტროლო ხდება ამ მედიკამენტების მიღებაც. სხვა ქვეყნებს რაც შეეხება, ყველა ქვეყანა თავისებურად ცდილობს დაარეგულიროს ეს საკითხი. მედიკამენტებზე უფრო მკაცრი არის რეგულაცია იმ ქვეყნებში, რომელსაც ბიუჯეტიდან და სახელმწიფო სახსრებიდან აფინანსებენ", - აღნიშნა ფესტვენიძემ. შეგახსენებთ, გასულ წელს, საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, წამლების ფასმა კიდევ 15%-ით მოიმატა.
---
01.05.2018
მედიასაშუალება: https://pia.ge/post/200524-socialuri-musakebis-saqmianobas-kanoni-daaregulirebs
სოციალური მუშაკების საქმიანობას კანონი დაარეგულირებს
პარლამენტში „სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონპროექტი დარეგისტრირდა. კანონპროექტის მიხედვით იქმნება საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც განსაზღვრავს სოციალურ მუშაკთან დაკავშირებულ ძირითად მიმართულებებს, ასევე დეტალურად გაწერს სოციალურ მუშაკთან დაკავშირებულ უფლება-მოვალეობებს. ესენია: დამოუკიდებლობა, ბენეფიციარისათვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება, სასამართლოში წარმომადგენლობა, კონფიდენციალურობის ვალდებულება, დოკუმენატაციის წარმოების ვალდებულება, ინფორმაციის გაცემის ვალდებულება, თანამშრომლობის ვალდებულება, ბენეფიცარის საუკეთესო ინტერესით მოქმედება, მიუკერძოებლობა, ინფორმაციის ანალიზი, სოციალური მუშაკის უწყვეტი პროფესიული განვითარება. კანონპროექტით დადგენილია სოციალური მუშაობის ძირითადი პრინციპები, რომელიც სოციალურ მუშაკს ავალდებულებს, პროფესიული საქმიანობისას დაიცვას შემდეგი ფუნდამენტური საკითხები: ადამიანის უფლებების პატივისცემა, სოციალური სამართლიანობა, თანასწორობა, დარგობრივი კომპეტენცია, თანაზომიერება, კეთილსინდისიერება და პროფესიული ეთიკის დაცვა. სოციალური საფრთხის წინაშე მყოფ ჯგუფებად განისაზღვრება ნარკო, ალკოჰოლზე და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული პირები, სოციალურად დაუცველი პირები, შშმ პირები, ხანდაზმული, არასრულწლოვნები, მრავალშვილიანი ოჯახები, მარტოხელა მშობლები, იძულებით გადაადგილებული პირები, უსახლკარო პირები, ჯანმრთელობის მძიმე მდგომრეობის მქონე პირები, ძალადობის მსხვერპლები, კანონთან კონფლიქტში მყოფი პირები. სოციალური მუშაკი მონაწილეობას მიიღებს ბავშვის შვილად აყვანის პროცესში; ბავშვის ძალადობისა და უგულებელყოფისგან დაცვის მიზნით შესაბამის ზომებს მიიღებს; განსაზღვრავს მიუსაფარი ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებებს; ბიოლოგიურ ოჯახში ბავშვის შენარჩუნების მიზნით პრევენციულ ღონისძიებებს განახორციელებს და მათ შესრულებას მონიტორინგს გაუწევს. სოციალური მუშაკი უზრუნველყოფს ადამიანით ვაჭრობის, ძალადობის მსხვერპლი პირების სათანადო მომსახურებაში ჩართვის ხელშეწყობას, ოჯახში ძალადობის მსხვერპლისთვის თავშესაფრის მომსახურებით სარგებლობაში დახმარებას, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის, ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებას, მზრუნველის, მეურვისა და მხარდამჭერის დახმარებით ხანდაზმულ პირზე ზრუნვას, ხანდაზმულ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის შესაბამის სოციალურ, სამედიცინო, საშეღავათო მომსახურებაზე ინფორმაციის მიწოდებასა და მათში ჩართვას.დედათა და ბავშვთა თავშესაფრის მომსახურებით სარგებლობაში დახმარებას; ბავშვის 24-საათიანი ზრუნვის სახელმწიფო მზრუნველობის ფორმაში (მათ შორის, მინდობით აღზრდა) განთავსებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარებას და მონიტორინგს;სამეურვეო/სამზრუნველო/ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირებისათვის სოციალურ და სამედიცინო მომსახურებაზე ინფორმაციის მიწოდებასა და შესაბამის დღის ცენტრში და თავშესაფარში ჩართვის ხელშეწყობას; სოციალური მუშაობა კანონთან კონფლიქტში მყოფ პირებთან: სოციალური მუშაკი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულ ბრალდებულსა და მსჯავრდებულს კონსულტაციას გაუწევს, მოწყვლად ჯგუფებს გამოავლენს და მათ ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციას შეწყობს ხელს; მსჯავრდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის პრევენციის მიზნით შესაბამის ღონისძიებებს გაატარებს; შეისწავლის კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის სოციალური გარემოს, მის უნარებსა და ინდივიდუალურ საჭიროებებს, მსჯავრდებული სრულწლოვანისა და არასრულწლოვანის რეაბილიტაცია- რესოციალიზაციის ხელშეწყობას. სოციალური მუშაობა ზოგადსაგანმანათლებო დაწესებულებებში: სოციალური მუშაობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში გულისხმობს: ა) მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლებას, ჩაგვრის შემთხვევების შემცირების პრევენციასა და მართვაზე ზრუნვას, მათ შორის მშობლებთან, ოჯახებთან, სკოლის ადმინისტრაციასთან და მასწავლებლებთან ბ) საგანმანათლებლო დაწესებულების სოციალური პრობლემების, კანონთან კონფლიქტში მყოფი, ქცევითი და ემოციური პრობლემების მქონე მოსწავლეების იდენტიფიცირებასა და მათთვის სოციალურ მომსახურებას, მათ შორის, რთული ქცევის მართვას, მათი ოჯახებისთვის კონსულტაციის გაწევას გ) ზოგადი განათლების, სამუშაო პროცესებში ფორმალურ და არაფორმალურ საგანმანათლებლო პროცესში მოსწავლის ჩართულობის უზრუნველყოფას და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობას დ) ძალადობისა და უგულებელყოფის ფაქტების იდენტიფიცირებასა და შესაბამის რეაგირებას. კანონის პროექტი განსაზღვრავს სოციალური მუშაკის პროფესიულ კვალიფიკაციას. სოციალურ მუშაკს უნდა ჰქონდეს სოციალური მუშაობის სფეროში ბაკალავრის, მაგისტრის ან დოქტორის აკადემიური ხარისხი ან სოცალური მუშაკის სერთიფიკატი, რომელიც არის სოციალური მუშაკის თანამდებობაზე დასაქმების მსურველისათვის აუცილებელი ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ პირს არ აქვს სოციალური მუშაობის სფეროში ბაკალავრის ან მაგისტრის აკადემიური ხარისხი. რეფორმის ეტაპობრივად განსახორციელებლად, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა იმპლემენტაციის გეგმა უნდა დაამტკიცოს. კანონპროექტის ინიციატორები და ავტორები არიან: სოფიო კილაძე, რატი იონათამიშვილი, ლევან ბეჟანიძე, ირაკლი ბერაია, ვანო ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი, სავალან მირზოევი, დიმიტრი მზეიძე, ანრი ოხანაშვილი, მერაბ ქვარაია, დიმიტრი ცქიტიშვილი. ცვლილებები ფრიდრიხ ებერტის ფონდთან თანამშრომლობით მომზადდა.
---
01.05.2018
მედიასაშუალება: http://kvira.ge/395098
„მედიჰელფისა“ და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ერთობლივი დაფინანსებით, სამტრედიაში, 35 ბენეფიციარს კატარაქტის ოპერაცია ჩაუტარდება
კლინიკა „მედიჰელფის“ სამტრედიის ფილიალში ხვალ, კლინიკისა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ერთობლივი დაფინანსებით, 35 ბენეფიციარს, თანამედროვე ლაზერული მეთოდით, კატარაქტის ოპერაცია ჩაუტარდება. ოპერაციებს ევროპის მედიკოსთა გუნდის ხელმძღვანელი, ასოციაციის პრეზიდენტი მიხეილ კურტანიძე ჩაატარებს. „ოპერაციის ხანგრძლივობა 7დან 20 წთ.-მდე გასტანს და საოპერაციო ოთახიდან პაციენტი თავის ფეხით გაეწერება ბინაზე. „მედიჰელფი“ მომხმარებელს სთავაზობს გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის დაცვით, ყველა ექიმის კონსულტაციას, ლაბორატორიულ მომსახურებას, ექოსკოპიას, მცირე ქირურგიულ ოპერაციებს ყოველდღეიურ რეჟიმში, შაბათის ჩათვლით”, -აცხადებენ კლინიკა “მედიჰელფის” ადმინისტრაციაში.
---
01.05.2018
მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/36253/zedozirebis-shemtkhvevebi--ra-aris-sakhelmtsifos-roli
ზედოზირების შემთხვევები - რა არის სახელმწიფოს როლი
ბოლო პერიოდში ვრცელდება ინფორმაცია, მოქალაქეების, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერებით ინტოქსიკაციისა და გარდაცვალების შესახებ. ოფიციალური ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 2 ადამიანის გარდაცვალების შესახებ დაიწყო. დანიშნულია ექსპერტიზა გარდაცვალების მიზეზის დასადგენად. მედიასაშუალებებით, აგრეთვე, ვრცელდება ინფორმაცია რამდენიმე ადამიანზე, რომლებიც საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან. „თეთრი ხმაურის მოძრაობამ“ 23 აპრილს განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ინტოქსიკაცია შესაძლოა, გამოწვეული იყოს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება - მეფედრონით. მათი თქმით, აღნიშნული ნივთიერება ინტერნეტში, სხვადასხვა ვებგვერდის საშუალებითაა ხელმისაწვდომი. პროფესიულ წრეებში ასევე გამოითქვა მოსაზრება, რომ ეს ნივთიერება შესაძლოა იყოს ფენტანილი, სინთეზური ოპიოიდი; დარგის სპეციალისტები ხაზს უსვამენ, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სახელმწიფო უწყებებმა დაადგინონ, რა ნივთიერებასთან გვაქვს საქმე, შემდეგ კი საზოგადოებას რისკის შესახებ მიაწოდონ ინფორმაცია. „ლიბერალთან“ საუბრისას მოძრაობის აქტივისტი დათო სუბელიანი ამბობს, რომ ამგვარი ნარკოტიკის შეძენის ერთ-ერთი ძირითადი გზა სხვადასხვა ონლაინარხია. რეკლამა მომხამარებელს მიეწოდება სხვადასხვა აპლიკაციით, სადაც ნარკოტიკის დასახელება, ძირითადად, არაზუსტია. მისი თქმით, აპლიკაციებში ხშირად ჰქვია ხოლმე ამფეტამინი და იქვე მიწერილი აქვს სხვადასხვა გავრცელებული დასახელება და არა რეალური სახელი. მისი თქმით, მეტწილად, მომხმარებელთა უმეტესობამ იცის, რომ ეს ამფეტამინი არაა და არის ამფეტანილის მსგავსი ნივთიერება, ე.წ. ბიო ამფეტამინებსაც უწოდებენ მას. ერთი მხრივ, გვაქვს ვითარება, რომ მომხმარებელი რისკავს და მაინც მოიხმარს ისე, რომ არ იცნობს იმ რისკს, რომელიც მოხმარებას ახლავს და არ იცის, კონკრეტულად რას მოიხმარს; სუბელიანის თქმით, არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ყიდულობენ ისეთ ნივთიერებას, რომელსაც არ ელი და მასში გარეულია სხვადასხვა ნივთიერება. „მაგალითად MDMA-სა და ექსტაზის სახელქვეშ იყიდება ისეთი ნივთიერებები, რომელშიც გარეულია სხვა ნივთიერებები. ანალიზი რომ კეთდებოდეს, ვნახავდით, სხვა რა შემცველობა ექნებოდა მაგ. ექსტაზის ნატეხს. ლიტერატურაში რომ ვნახოთ, ექსტაზში ძალიან ხშირად არის ხოლმე სხვადასხვა მინარევი, მთელი რიგი ფსიქოაქტიური ნივთიერებები, რომლებიც იაფია მწარმოებლისთვის, ამით აბევრებს MDMA-ით და ექსტაზად წოდებულ პროდუქტს და ყიდის მას ასე. ასეთ შემთხვევაში მომხმარებელი მოტყუებულია. გამოდის, რომ შენ ყიდულობ ნივთიერებას, რომელიც გამოიყურება როგორც MDMA, ექსტაზი, ფერი, სუნი, აქვს როგორც MDMA-ს, ექსტაზს. არც კი ფიქრობ, რომ შეიძლება მასში შედიოდეს დამატებითი ნივთიერებები, რამაც მოხმარების შემდგომ შესაძლოა გაუთვალისწინებელი შედეგები გამოიწვიოს“, - ამბობს სუბელიანი. მისი თქმით, ამ კონკრეტულ შემთხვევებში რა მოხდა, დაზუსტებით ვერავინ ამბობს. საუბარია, რომ ვიღაცებმა MDMA იყიდეს და მასში აღმოჩნდა ის ნივთიერება, რომელმაც მოწამლა. „ესეც ზუსტად არ ვიცით, ვინაიდან ჯანდაცვას და შინაგან საქმეთა სამინისტროს ეს საკითხი არ აინტერესებს, არ იკვლევს და არ გვაძლევს მონაცემებს, არ აკეთებს ზიანის შემცირებას ამ კუთხით“, - ამბობს სუბელიანი. მისი თქმით, სამართლიანად ჩნდება ეჭვი შინაგან საქმეთა სამინისტროს მისამართითაც - როდესაც ასეთი ორგანიზებული არხები არსებობს, დგანან თუ არა ამის უკან კონკრეტული ადამიანები, ვინც ამას მფარველობს. მისი თქმით, მაშინ როდესაც შსს-ს ძირითადი მოქმედებები მიმართულია მომხმარებლის დევნაზე, ამის პარალელურად ვხედავთ, რომ ათობით ასეთი არხი არსებობს, სადაც ნარკოტიკი იყიდება და არხები ძალიან წარმატებით განაგრძობენ საქმიანობას. სუბელიანის რეკომენდაციით, მომხმარებელმა მაქსიმალურად უნდა აარიდოს თავი ისეთი ნარკოტიკის მოხმარებას, რაზეც არსებობს ეჭვი და კითხვის ნიშანი, თუ რა შეიძლება იყოს. ასევე, არ დარჩნენ მარტო, არ ჩაიძინონ, მუდმივად უნდა იყოს ვიღაც მათ გვერდით და დროულად, პირველივე ნიშნებზე გამოიძახონ სასწრაფო დახმარება. „ხშირია ხოლმე, რომ როდესაც ადამიანები ცუდად გრძნობენ თავს, ჰქონიათ, რომ დროებითი მოვლენაა და გაუვლით. არ მოტყუვდნენ ამით. ერთი ცუდად გახდომის შემდეგ თუ მოკეთდებიან, სამედინიცო დახმარებას მაინც უნდა მიმართონ. ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო, სითხის მიღება, გადახურების თავიდან ასაცილებლად, ისეთ ადგილას ყოფნა, სადაც შველა მარტივად შეიძლება, რომ მოითხოვონ და ა.შ.“ - ამბობს სუბელიანი. მისი თქმით, ნარკოტიკული ინტოქსიკაციისა და ზედოზირებით სიკვდილით მსგავსი ფატალური შემთხვევები ქვეყანაში არსებული რესპრესიული ნარკოპოლიტიკის შედეგია - რეპრესიული ნარკოპოლიტიკა ახალისებს შავ ბაზარს, სადაც ნაკლებად არის დაცული მომხმარებელი. ამასთან, რეპრესიული ნარკოპოლიტიკის პირობებში ძნელია ადამიანებთან მუშაობა, პრევენციის, ზიანის შემცირების მიზნით, ვინაიდან ისინი, როგორც წესი, მალავენ სტატუსს. სუბელიანის თქმით, იმ ქვეყნებში, სადაც რეპრესიული პოლიტიკა ზრუნვაზე დაფუძნებული პოლიტიკით შეცვალეს, გაადვილდა მომხმარებელთან ურთიერთობა. „რატომ იქნებოდა უკეთესი მდგომარეობა სხვა ნარკოპოლიტიკის პირობებში“, - „ლიბერალთან“ საუბრისას ექიმი-ნარკოლოგი, დამოკიდებულების კვლევითი ცენტრის „ალტერნატივა ჯორჯიას“ ხელმძღანელი დავით ოთიაშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში დღეს მოქმედი პოლიტიკის ფარგლებში არის დისბალანსი ძალოვან ღონისძიებებსა და დახმარების ღონისძიებებს შორის; რესურსების ძირითადი ნაწილი გადამისამართებულია დევნასა და დასჯაზე და არ გვყოფნის საგანმანათლებლო, ზრუნვისა და პრევენციულ პროგრამებზე. „სხვა ნარკოპოლიტიკის პირობებში კი იქნებოდა შესაძლებლობა, კარგად შეგვესწავლა, რა ნივთიერებები ტრიალებს ბაზარზე, რა საფრთხეებთან არის დაკავშირებული მათი მოხმარება. შესაძლებელი იქნებოდა, რომ ადამიანებისთვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია ამ საფრთხეების შესახებ, რათა მათ შეძლონ თავიდან აიცილონ ისინი; მიგვეწოდებინა ინფორმაცია დახმარების გზების შესახებ და, აგრეთვე, ბევრი ადამიანი გადაგვემისამართებინა იქ, სადაც მათ დაეხმარებოდნენ, უმკურნალებდნენ და ა.შ. ეს არის ის უკეთესი პირობები, რომელიც სხვა ნარკოპოლიტიკის არსებობის შემთხვევაში იქნებოდა. დღეს ამ ყველაფერზე რესურსი არ გვყოფნის, ვინაიდან რესურსს „ჭამს“ დევნა, დასჯის მექანიზმები.“, - ამბობს ოთიაშვილი. მისი თქმით, საჭიროა როგორც ერთეული შემთხვევების, ასევე ზოგადი ტენდენციების შესწავლა; ქვეყანა უნდა აგროვებდეს და აანალიზებდეს ინფორმაციას და ამ ანალიზის საფუძველზე შეიმუშავებდეს მიდგომებს - როგორ დავიცვათ ადამიანები ამ რისკებისგან. „ახალი ტექნოლოგიების, ინტერნეტის პირობებში სხვადასხვა ნივთიერება დღესაც შემოდის და ხვალაც შემოვა, თუმცა საუბარია იმაზე, რომ [სხვა ნარკოპოლიტიკის პირობებში] ადამიანები, პოტენციური მომხმარებელი და პროფესიონალები გაცილებით უფრო მეტად მომზადებულები იქნებიან ამ რისკებისა და საფრთხის თავიდან ასაცილებლად. ამ რისკების პრევენციისა და დახმარების გასაწევად. დღეს ამ მიმართულებით არ იხარჯება საკმარისი რესურსი, იმიტომ, რომ არ ჰყოფნით; იმიტომ, რომ უნდა სდიონ ათობით ათას ადამიანს, ამოწმონ ნარკოტიკების მოხმარებაზე და შემდეგ გაუშვან ციხეში. იმაზე კი, რომ ეს პირველი ნაწილი აკეთონ [მონიტორინგი, შესწავლა], არც ფული და არც ადამიანები არ ჰყოფნით“, - ამბობს ოთიაშვილი.
---
ბეჭდვითი მედია
02.05.2018
მედიასაშუალება: რეზონანსი
სერგეენკო: ასეთი ტიპის შეზღუდვები მნიშვნელოვნად ამცირებს თამბაქოს მოხმარებას
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ასეთი ტიპის შეზღუდვები მნიშვნელოვნად ამცირებს საკუთრივ თამბაქოს მოხმარებას, ისევე როგორც მნიშვნელოვნად ამცირებს თამბაქოსგან გამოწვეულ ზიანს, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, თამბაქოს აკრძალვის შესახებ კანონის ამოქმედებაზე განაცხადა. მისივე თქმით, კანონის სრულყოფილად ამოქმედება ათიათასობით ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს. „ძალიან რთული ჩამოსათვლელია ისეთი დაავადება, რომელზეც თამბაქოს ნეგატიური გავლენა არ აქვს. წინასწარი კვლევებით და გათვლებით ამ აკრძალვებმა მომავალი პერიოდის განმავლობაში ათეულ-ათასობით ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლე უნდა გადაარჩინოს. ამიტომ ვისარგებლებ შემთხვევით და ყველას ვთხოვ, მოვუწოდებ ,რომ დაიცვან ეს მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანი წესები", - განაცხადა სერგეენკომ. მინისტრის თქმით, საქართველოში ჩატარდა კვლევა, რომლის თანახმადაც, თამბაქოს მოწევს დახურულ სივრცეში წელიწადში დაახლოებით 10 ათასი ადამიანი დაკარგავს სიცოცხლეს. შეგახსენებთ, რომ დღეიდან, თამბაქოს და ელექტროსიგარეტის მოწევა სხვადასხვა დაწესებულებებში იკრძალება.
---
02.05.2018
მედიასაშუალება: ვერსია
სად იკრძალება თამბაქოს მოწევა და რამდენი ლარით დაჯარიმდება კანონდამრღვევი
1 მაისიდან ძალაში შევიდა 2017 წელს მიღებული კანონი "თამბაქოს კონტროლის შესახებ", რომლის თანახმადაც თამბაქოს მოწევა (ასევე, ელექტროსიგარეტის იკრძალება მთელ რიგ დაწესებულებებში). პირველი მაისიდან სიგარეტს ვეღარ მოწევ: • ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში [გარდა ქვემოთ ჩამოთვლილი ზოგიერთი გამონაკლისისა]. იგულისხმება შენობა, რომელსაც აქვს იატაკი, სახურავი ან ჭერი და არანაკლებ 1/2-ზე აქვს ნებისმიერი სახის ან/და მასალის მოძრავი ან უძრავი კედლები, მათ შორის, ღია ან დახურული ფანჯარა და კარი. • საზოგადოებრივ ტრანსპორტში [გარდა ტაქსისა და კატერისა]; • საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების, სხვა სასწავლო დაწესებულებების, ბიბლიოთეკების, მოსწავლე ახალგაზრდობის ბანაკების, ბავშვთა გასართობი ცენტრების და 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, აგრეთვე 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე; • სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე; • ბენზინგასამართი, გაზგასამართი და გაზგამანაწილებელი სადგურების, აგრეთვე იმ დაწესებულებათა შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, სადაც ცეცხლსაშიში ნივთიერებები ინახება. მოწევა იკრძალება კაფე-ბარებსა და რესტორნებშიც. წაიკითხეთ ამ თემაზე: „რესტორნები არ შევლენ კონფლიქტში კლიენტებთან“ – მოწევის აკრძალვის აღსრულების პრობლემა. სიგარეტის მოწევა დასაშვებია: • ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილას; • თამბაქოს კვამლის შემსწავლელ სპეციალიზებულ ლაბორატორიულ დანადგარში; • პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც მოწევის პირობებს განსაზღვრავს შესაბამისი მინისტრი; • წინასწარი დაკავების იზოლატორში; • კანონის შესაბამისად გაცემული ნებართვის საფუძველზე მოწყობილ სიგარაბარში; • სამორინეში; • აეროპორტის სატრანზიტო ზონაში სპეციალურად გამოყოფილ მოსაწევ ოთახში; • სტაციონარული ფსიქიატრიული და პალიატიური მკურნალობისთვის განკუთვნილ დაწესებულებებში თამბაქოს მოწევა ნებადართულია შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის სპეციალური ბრძანებით დადგენილი წესით. • 2020 წლის 1 იანვრამდე დასაშვებია სტადიონის ტერიტორიაზე მოწევა. • 2020 წლის 1 იანვრამდე დასაშვებია თამბაქოს მოწევა სასტუმროს ნომრების არაუმეტეს 20%-ში. რამდენი იქნება ჯარიმა კანონის დარღვევისთვის: • წესების დარღვევის შემთხვევაში დაწესებულება დაჯარიმდება 500 ლარით, განმეორებისას – 1000 ლარით. • ფიზიკური პირის შემთხვევაში ჯარიმა 100 ლარია. იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური პირი მოწევს მრავალბინიანი სახლის იმ ნაწილში, რომელიც საერთო ქონებაა (ვესტიბიული, სადარბაზო, დერეფანი, კიბის უჯრედი, სარდაფი, სახურავი, ლიფტი და სხვ.) იგი დაჯარიმდება 50 ლარით, განმეორების შემთხვევაში 100 ლარით. • სახმელეთო საზოგადოებრივი ტრანსპორტში მძღოლის მიერ მოწევის აკრძალვის მოთხოვნის შეუსრულებლობა, გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 500 ლარით, განმეორებისას 1000 ლარით. • რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მესაკუთრის/ მფლობელის მიერ შესაბამის სატრანსპორტო საშუალებაში მოწევის აკრძალვის/ შეზღუდვის მოთხოვნის შეუსრულებლობა, გამოიწვევს მის დაჯარიმებას 500 ლარით, განმეორებისას – 1000 ლარით. • ფიზიკური პირის მიერ სახმელეთო საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოწევის აკრძალვის წესების დარღვევა გამოიწვევს 100 ლარით დაჯარიმებას. • ფიზიკური პირის მიერ საზღვაო , სარკინიგზო და საჰაერო საზოგადოებრივ ტრანსპორტში თამბაქოს მოწევა, გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარით, განმეორებისას 100 ლარით. პირველი მაისიდან მარტივდება დაჯარიმების წესი და უფლებამოსილი პირი (საზოგადოებრივ შენობებში პოლიციას, ტრანსპორტის შემთხვევებში შესაბამისი ადმინისტრაციებს, სამედიცინო დაწესებულებებში ჯანდაცვის სამინისტროს) ადგილზე შეუფარდებს ჯარიმას შესაბამის იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს. დაჯარიმებულ პირს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს თუ იგი არ ეთანხმება საჯარიმო სანქციას.
---
02.05.2018
მედიასაშუალება: რეზონანსი
თუ დაწესებულების მფლობელი პოლიციას გამოიძახებს, ის არ დაჯარიმდება
როგორ მოხდება თამბაქოს მოხმარებაზე ახალი რეგულაციების აღსრულება... 1 მაისიდან თამბაქოს მოხმარება საკუთარი სახლის გარდა, თითქმის ყველა შენობაში აიკრძალა. როგორც ცნობილია, კანონის აღსრულება საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ეკისრებათ, თუმცა იმისთვის, რომ სამართალდამცავებმა შესაბამისი რეაგირება მოხდინონ, საჭიროა ისინი კონკრეტულ ფაქტს შეესწრონ ან ინფორმაცია მოქალაქეებმა ტელეფონით მიაწოდონ. „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების აღსრულება დროში გაიწერა და მისი საბოლოო ამოქმედება 2023 წლამდე მოხდება. 1-ლი მაისიდან კი: თამბაქოს მოწევა აიკრძალა ნებისმიერი ტიპის შენობაში, გარდა ფიზიკური პირის სახლისა; სამორინისა; პენიტენციური დაწესებულებისა; თამბაქოს კვამლის შემსწავლელი ლაბორატორიული დანადგარისა; სიგარა-ბარისა; ფსიქიატრიული და პალიატიური მკურნალობისთვის განკუთვნილი დაწესებულებისა, სპეციალური ნებართვისა და პირობების შემთხვევაში; აეროპორტების შენობათა მოსაწევად გამოყოფილი იზოლირებული ადგილისა; მოწევა აიკრძალა ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტში; საგანმანათლებლო დაწესებულებებში და 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილ ადგილებში; სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების ტერიტორიაზე; ცეცხლსაშიში ნივთიერების შესანახ ტერიტორიებზე. გარდა აღნიშნული შეზღუდვებისა, ასევე აიკრძალა: თამბაქოს მოხმარების ნებისმიერი ფორმით დემონსტრირება მასობრივი ინფორმაციის გამავრცელებელი ყველა საშუალებით; თამბაქოს ან მის გაყიდვასთან დაკავშირებული ნებისმიერი მარკეტინგული, სარეკლამო აქტივობა და მოვაჭრის წახალისება თამბაქოს მწარმოებლების მხრიდან; ასევე, თამბაქოს ნაწარმის საცალო გასაღება. 2020 წლის 1 იანვრამდე დასაშვებია თამბაქოს მოწევა სტადიონზე და სასტუმროს ნომრების არაუმეტეს 20 პროცენტში. 2021 წლის 1-ლი იანვრიდან აიკრძალება თამბაქოს რეალიზაცია ისე, რომ იგი შესამჩნევი იყოს სარეალიზაციო ობიექტის შიგნიდან. 2022 წლის 31 დეკემბრიდან კი აიკრძალება თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვის გარეშე რეალიზაცია ან/და განლაგება. კითხვაზე, ვის დაეკისრება პასუხისმგებლობა თუ შენობაში მოწევენ? როგორც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ამბობს, კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელი დაწესებულების ხელმძღვანელია და მან უნდა მიუთითოს კლიენტს, რომ თამბაქო არ მოიხმაროს. თუ კლიენტი არ დაემორჩილება, პოლიციას გამოიძახებს და დაწესებულების მფლობელი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდება. ხოლო თუ პოლიციას არ გამოიძახებს, მას დაეკისრება პასუხისმგებლობა და 500 ლარით დაჯარიმდება. ფიზიკურ პირზე ჯარიმა 50 ლარს შეადგენს, განმეორების შემთხვევაში - 100-ს, ხოლო იურიდიულ პირზე 500 ლარს, განმეორების შემთხვევაში - 1000 ლარს. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ კანონის აღსრულების ნაწილში პრობლემები იქნება და ის მხოლოდ ფურცელზე დარჩება. თუმცა, კანონპროექტის ინიციატორები მიიჩნევენ, რომ ასეთი საფრთხე არარეალურია. მათი თქმით, მოსახლეობაში კანონის პატივისცემის განცდა გაიმარჯვებს. შსს-ში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ჯერ არ აქვთ მონაცემები დარღვევებზე. შს მინისტრის თქმით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაკისრებულ მოვალეობას ღირსეულად შეასრულებენ. „რა თქმა უნდა, ჩვენ ამ მოვალეობას ღირსეულად შევასრულებთ. სამოქალაქო საზოგადოებას ამ საქმეში გვერდით დგომა მინდა ვთხოვო, რადგანაც ეს ჩვენი ერთობლივი ამოცანაა. იმ შემთხვევაში, როდესაც მოქალაქეები ამ მიმართულებით დაგვეხმარებიან, სხვა ასევე მნიშვნელოვანი საკითხების პრევენციას უფრო მეტ დროს დავუთმობთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
---
02.05.2018
მედიასაშუალება: რეზონანსი
ნარკოლოგი: "მეფედრონის კუსტარულად დამზადება ადვილია, ახლა შემიძლია გითხრათ, როგორ და რისგან მზადდება"....
ნარკოლოგ გელა ლეჟავას თქმით, ე.წ. მკვლელი მარილი, იგივე "მეფედრონი" ამფეტამინის ჯგუფს განეკუთნება, თუმცა მასზე უფრო ტოქსიკურია და მისი დამზადება კუსტარულად შეიძლება. ამბობს, რომ რომელიმე ნივთიერების აკრძალვა იწყებს ახალი ნივთიერებების აღმოჩენას, ამიტომ საქართველომ შვედეთის მაგალითი უნდა გადმოიღოს და ყველა ნარკოტიკი, რომელიც ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარება, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას უნდა დაექვემდებაროს. შეგახსენებთ, რომ სავარაუდოდ "მეფედრონით" ამ დღეებში თბილისში ორი ახალგაზრდა დაიღუპა და კიდევ რამდენიმემ ინტოქსიკაცია მიიღო, მათ შორის მძიმე. ეს ინფორმაცია დღეს შს მინისტრმა გიორგი გახარიამაც დაადასტურა. გელა ლეჟავა: "მეფედრონი" ამფეტამინის სიმულატორია, მისი სახესხვაობაა. მისი ერთი მოლეკულა მეორეთი არის ჩანაცვლებული და ამის გამო მას განსხავებული თვისებები აქვს. არის უფრო ტოქსიკური, ვიდრე ამფეტამინი. "რეზონანსი" კუსტარულად არის შესაძლებელი მისი დამზადება თუ ინტერნეტით ხდება მისი გამოწერა? გ.ლ: თავისუფლად შესაძლებელია მისი დამზადება. ახლა შემიძლია გითხრათ, როგორ და რისგან მზადდება, თუმცა არ არის მიზანშეწონილი. საერთოდ, უკანასკნელი წლების განმავლობაში სულ 500 ახალი ნარკოტიკული ნივთიერება იქნა წამოწეული. ასე რომ სდიო, არ გამოილევა მსგავსი ნივთიერებები. ამიტომ პრინციპი უნდა ავიღოთ ასეთი, რომ ყველა ნარკოტიკული საშუალება ავკრძალოდ ისე, როგორც შვედეთშია. მაგალითად ამბობენ, რომ საქართველოში ამასთან დაკავშირებით ყველაზე მკაცრი პოლიტიკა გვაქვს. არადა შვედეთში ყველა ნარკოტიკი, რომელიც ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარება, ექვმდებარე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ გულისხმობს აუცილებლად დაჭერას ან ჩამოხრჩობას. სახელმწიფოს ეს მიაჩნია სერიოზულ დანაშაულად. ჩვენი ყველას ამოცანაა, რომ მოიძებნოს ისეთი საშუალებები, ნარკოტიკის მიღება და შემოტანა გახდეს გართულებული. თუ დასასჯელია დაისაჯოს, თუ სამკურნალოა ვუმკურნალოდ, კომპლექსური ღონისძიებებია გასატარებელი. მაგალითად 2016 წელს გაეროში მექსიკამ, კოლუმბიამ და პერუმ შეიტანეს წინადადება, რომ მარიხუანა პირველი სიიდან (პირველი არის სოციალურად ყველაზე მძიმე ნარკოტიკები) გადაეტანათ მეორე სიაში. თუმცა გაერომ იმსჯელა და არ გადაიტანა, იმიტომ, რომ ესეც მძიმე ნარკოტიკს წარმოადგენს. გადაწყვეტილება ერთხმად იქნა მიღებული. გაერო ამბობს, რომ თუ გვინდა, მოხდეს დეკრიმინალიზაცია და ამას არ მოჰყვეს დანაშუალის რაოდენობის ზრდა, აუცილებელია შემოვიღოთ შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელები. და თუ ადამიანს ფული არ აქვს, მერე რას ვშვრებით? არის გამოსაწორებელი სამუშაო, ბევრი სხვა ღონისძიებაა ისეთი, რომელიც ახალ ნარკომომხარებელს დააფიქრებს. ასე რომ, ეს არის სამუშაო პროცესი და საკმაოდ დიდი თანხებია საჭირო. ეს კომპლექსური ღონისძიებაა. გაერო სწორედ ამას ამბობს, რომ დასჯის მექანიზმს თუ ასუსტებ, აუცილებლად გასაძლიერებელია სამკურნალო მექანიზმი. ამის პრევენციაა საჭირო. ძალიან ბევრი ბავშვი დღეს დეპრესიულ მდგომარეობაშია, არის აგრესიული, ამაზე ოჯახური და ეკონომიკური პრობლემები გავლენას რომ ახდენს, ყველასთვის ცნობილია. ამისთვის საჭიროა პრევენციული ზომები, რომ შემდეგ ეს ადამიანები ნარკომომხარებლად არ მოგვევლინონ. "რ": როგორია ბოლო წლებში ნარკომომხარებელთა რაოდენობის დინამიკა? გ.ლ: გაზრდილია. 2018 წლის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით ახლაგაზრდებში ნარკოტიკის მოხმარება 11%-ით გაიზარდა. კომუნისტებს და ბოლშევიკებს რომ ვაგინებთ, გასაგებია და სწორია, მაგრამ ყველა რაიკომის მდივანმა იცოდა მის რაიონში რამდენი ნარკომანია. ჩვენთან ახლა ეს გამგებლები და გუბერნატორები რომ არსებობენ, იციან მის სოფელსა და რაიონში რამდენი ასეთი ადამიანი ცხოვრობს?!
---
02.05.2018
მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა
ჯანდაცვის მინისტრის ახალი მოადგილეები
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ ზაზა ბოხუა და მიხეილ დუნდუა დაინიშნენ. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოს ორი ახალი მოადგილე ჰყავს. მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას პროფესორი ზაზა ბოხუა დაიკავებს, რომელიც ამ დრომდე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორი იყო. ჯანდაცვის მინისტრის კიდევ ერთი ახალი მოადგილე - მიხეილ დუნდუა იქნება. იგი ამავდროულად სოციალური მომსახურების სააგენტოს უხელმძღვანელებს. მიხეილ დუნდუა დღემდე თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი იყო. მან ამ პოზიციაზე ზაზა სოფრომაძე შეცვალა. ზაზა სოფრომაძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. ახალი მოადგილეები, ზაზა ბოხუა და მიხეილ დუნდუა უფლებამოსილების განხორციელებას დღეიდან შეუდგნენ.
---