From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David <Sergeenko>
Subject : mediamonitoringi-02.06.2017
Cc : Zaza Sopromadze; Nino Berdzuli; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; kdzimistarishvili@moh.gov.ge; vasiko133@gmail.com; dtorua@moh.gov.ge; Nino Shubladze; maiatabagari@gmail.com; mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; Elza Jgerenaia; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia; tgamkrelidze@ssa.gov.ge; Noe Kinkladze; tsharashidze@moh.gov.ge; lugulava@moh.gov.ge; nmamukashvili@ncdc.ge; karchvadze@ssa.gov.ge; sumikashvili@moh.gov.ge; ntevdorashvili@moh.gov.ge; tchubinidze@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge; nodisharia@moh.gov.ge; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com; mkotrikadze@moh.gov.ge; keti.cosmo@gmail.com; Tea Bakradze; ntalakhadze@moh.gov.ge; mjhvania@moh.gov.ge; sbelkania@moh.gov.ge; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge
Received On : 02.06.2017 08:49
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 02.0 6.2017

ტელევიზია 

01.0 6.2017

არხი:           რუსთავი 2

გადაცემა:  კურიერი 21:00

სახალხო დამცველი მთავრობას რეკომენდაციებით მიმართავს. ომბუდსმენმა საქართველოში ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებით ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც არაერთი საგანგაშო სტატისტიკა მოხვდა. მხოლოდ გასულ წელს საქართველოში 511 ჩვილი გარდაიცვალა, რაც წინა წლის მონაცემზე მეტია. ბავშვთა სიკვდილიანობის მატება და მოზარდების მიმართ ძალადობასთან ერთად დოკუმენტში დიდი ვრცელი ადგილი უჭირავს სიღარიბის პრობლემას. ჯანდაცვის სამინისტროში ომბუდსმენის მიერ წარმოდგენილ სტატისტიკას არ ეთანხმებიან, დავით სერგეენკოს უწყებაში ამბობენ, რომ ტენდენცია კლებადია.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4490162

ტელეკომპანია იბერია - ახალი ამბები 14:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4488831

---

 

01.06.2017

არხი:           მაესტრო

გადაცემა:  კონტაქტი რვაზე

დაცულია თუ არა საშიშ პირობებში მომუშავე ადამიანთა სიცოცხლე და მათი უსაფრთხოება, ასევე სად გადის ზღვარი კომპანიების პასუხისმგებლობასა და უსაფრთხოების ნორმების დაცვას შორის, მშენებლობებზე დაღუპულთა რაოდენობა იზრდება, ჯანდაცვის სამინისტრო კონტროლის გამკაცრების შესახებ საუბრობს და თემაზე ისევ მუშაობს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4490104

---

 

01.0 6.2017

არხი:           I არხი

გადაცემა:  მოამბე 20:00

ოჯახში ძალადობა, სიღარიბეში ცხოვრება, ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი, ქუჩაში მომუშავე მცირეწლოვანები. ღონისძიებების პარალელურად ქართველი უფლებადამცველები ხელისუფლებას მთავარ გამოწვევებს და ბავშვთა უფლებების დარღვევის ფაქტებს კიდევ ერთელ ახსენებენ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4490024

---

 

01.0 6.2017

არხი:           I არხი

გადაცემა:  მოამბე 18:00

იტალიის ახალგაზრდული ნაკრების წევრები რაგბიში მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრის ბენეფიციარებს შეხვდა. შეხვედრა ქუთაისში "აიას" სარაგბო სტადიონზე გაიმართა. ახალგაზრდა სპორტსმენები ბავშვებს ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ესაუბრნენ. ბავშვებმა სპორტსმენებთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროს და "უორლდვიჟენ საქართველოს" ერთობლივი პროექტის ფარგლებში გაიმართა

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4489858

---

 

01.0 6.2017

არხი: იმედი

გადაცემა:  ქრონიკა 17:00

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ბერძულმა ბავშვთა დაცვის საერთშორისო დღესთნ დაკავშირებით დამწვრობის ცენტრის პედიატრიული განყოფილების ბენეფიციარები მოინახულა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა(მეშვიდე ნაწილი)

მსოფლიო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს გასართობი ღონისძიებები. სამწუხაროდ არის პრობლემებიც ამ თმაზე სასაუბროთ გადაცემის სტუმარია გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის კომუნიკაციების პროგრამის ხელმძღვანელი მაია ქურციკიძე(მეორე ნაწილი)

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4489778

I არხი - მოამბე 18:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4489844

---

 

01.06.2017

არხი: კავკასია

გადაცემა:   დღეს 17:00

 ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით სარგებლობას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები   ნეიტრალური დოკუმენტრის მქონე პირებიც შეძლებენ. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით პროგრამა აქმადე მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იყო ხელმისაწვდომი, თუმცა მას შემდეგ რაც აპარატმა პროგრამაში ცვლილებები შეტანის რეკომენდაციით ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა უწყებამ რეკომენდაცია გაითვალისწინა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4489662

---

 

01.0 6.2017

არხი: რუსთავი 2

გადაცემა:  კურიერი 15:00

ცხრა წლის ბარბარე ჯიღაურს დახმარება სჭირდება. მას ექიმებმა ხერხემლის თიაქარი დაუდგინეს. მოზარდს ოპერაცია საქართველოში უკვე ჩაუტარდა, თუმცა უშედეგოდ. მას სასწრაფოდ სჭირდება მკურნალობის გაგრძელება საზღვარგარეთ, რაც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4489146

---

 

01.0 6.2017

არხი: I არხი

გადაცემა:  რეალური სივრცე 17:00

გადაცემის პირველ ნაწილში არასრულწლოვანთა შრომით მიგრაციაზე ვლაპარაკობთ. ახალგაზრდა პედაგოგთა კვლევის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ პირველ გამოცდილებას შრომით მიგრაციის მიმართულებით არასრულწლოვნები 15-17 წლის ასაკში იღებენ. კვლევა ეხება გურიიდან და აჭარიდან თურქეთის მიმართულებით არასრულწლოვანთა მიგრაციას.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4489091

---

 

01.06.2017

არხი: ტვ პირველი

გადაცემა: საქმის კურსი 15:00

  სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2016 წლის ანგარიში წარადგინა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აუდიტორული შემოწმება ცენტრალურ და ადგილობრივი მმართველობის ისეთ სფეროებში ჩაატარა, რომელიც საბიუჯეტო სახსრების მოცულობიდან გამომდინარე, მომატებული რისკებითა და მაღალი საზოგადოებრივი დაინტერესებით ხასიათდება. შეისწავლეს სექტორები, როგორებიც არის ჯანდაცვა, განათლება, თავდაცვა, ინფრასტრუქტურა, გარემოს დაცვა, ეკონომიკა და სხვა სფეროებია. 2016 წელს აუდიტის სამსახურმა 71 აუდიტი ჩაატარა, დარღვევების საერთო მოცულობა კი 71 მილიონი ლარია. მისივე ცნობით, გაიცა 189 რეკომენდაცია და ამ დროისთვის რეკომენდაციების 47% შესრულებულია. აუდიტის სამსახურმა 2016 წლის ანგარიში პარლამენტს უკვე გაეგზავნა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4489215

---

 

01.06.2017

არხი: ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა:   ახალი ამბები 18:00

ჩარკვიანის სახელობის ბათუმის სამშობიარო სახლის თანამშრომლები დირექტორის წინააღმდეგ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4489644

---

 

 

 

ინტერნეტი

01.06.2017

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/435734-jandacvis-saministrom-c-hepatitis-eliminaciis-programasthan-dakavshirebith-sakhalkho-damcvelis-rekomendacia-gaiziara.html?ar=A

ჯანდაცვის სამინისტრომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის რეკომენდაცია გაიზიარა

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაცია გაიზიარა. როგორც ომბუდსმენის განცხადებაშია ნათქვამი, საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები სტატუს-ნეიტრალური დოკუმენტის მქონე პირების მიერ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით სარგებლობის უფლებაზე. ”საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით სარგებლობას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები სტატუს-ნეიტრალური დოკუმენტის მქონე პირებიც შეძლებენ. აღიშნული პროგრამა მანამდე მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირთათვის იყო ხელმისაწვდომი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველმა 2016 წლის 26 იანვარს წინადადებით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უზრუნველეყო პირადობის ნეიტრალური მოწმობის და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირების C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა. სახალხო დამცველის წინადადებაში აღნიშნული იყო, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა განსაკუთრებით მოწყვლად კატეგორიას მიეკუთვნება, რომელთაც მძიმე სოციალურ, ეკონომიკურ და უფლებრივ სიტუაციაში უწევთ ცხოვრება. ამ პირობებში, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ საქართველოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება დაიცვას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა ჯანმრთელობა და სოციალური უფლებები. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან თავდაპირველი წერილის თანახმად, ასეთი ცვლილება შეუძლებელი იყო პროგრამის უსაფრთხოების მოთხოვნებიდან გამომდინარე. თუმცა, მოგვიანებით, სახალხო დამცველს აცნობეს სამინისტროსა და ფარმაცევტულ კომპანია „გილადს“ შორის შემდგარი შეთანხმების თაობაზე, რომ პროგრამაში ნეიტრალური დოკუმენტების მქონე პირებიც ჩართულიყვნენ”, - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში. საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მთავრობის მხრიდან მისი რეკომენდაციის გაზიარებას. ”ეს ნაბიჯი არა მხოლოდ გააუმჯობესებს კონფლიქტურ რეგიონებში პირთა ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობას, არამედ ხელს შეუწყობს კონფლიქტით დაშორიშორებულ საზოგადოებას შორის ნდობის აღდგენასაც”, - ნათქვამია განცხადებაში.

ჯიეიჩენ.ჯი- http://ghn.ge/com/news/view/177693

---

 

01.06.2017

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/435826-2016-tsels-bavshvis-mimarth-gankhorcielebuli-skhvadaskhva-formis-dzaladobis-755-faqti-gamovlinda.html?ar=A

2016 წელს ბავშვის მიმართ განხორციელებული სხვადასხვა ფორმის ძალადობის 755 ფაქტი გამოვლინდა

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2016 წელს ბავშვის მიმართ განხორციელებული სხვადასხვა ფორმის ძალადობის 755 ფაქტი გამოვლინდა, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშშია ნათქვამი. ომბუდსმენმა ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ 2016 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოში კვლავ პრობლემად რჩება ბავშვის მიმართ ძალადობის პრევენცია, შემთხვევათა დროული გამოვლენა და დაცვისა და დახმარების ღონისძიებების ეფექტიანი განხორციელება. ”2016 წელს ბავშვის მიმართ ძალადობის სფეროში კანონმდებლობის დახვეწის კუთხით, აღსანიშნავია სოციალური მუშაკების როლის გაძლიერებისკენ მიმართული საკანონმდებლო ცვლილება. მათ შორის, „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებები”, - ნათქვამია ანგარიშში. სახალხო დამცველის აპარატის შესწავლის შედეგებიც ცხადყოფს, რომ პრობლემურია ბავშვის მიმართ უგულებელყოფისა და ძალადობის სხვა ფორმების გამოვლენა და განმეორებითი ძალადობისგან დასაცავად დროული რეაგირება. საქართველოს სახალხო დამცველის პრაქტიკიდან აღსანიშნავია შემთხვევა, როდესაც არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, როგორც სოციალური მომსახურების სააგენტომ, ისე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ რეაგირება მხოლოდ სახალხო დამცველის მიმართვის შემდეგ განახორციელა, მაშინ, როდესაც არასრულწლოვნის ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე ის სოციალურ მუშაკს აპარატისადმი მომართვამდე ესაუბრა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2016 წელს ბავშვის მიმართ განხორციელებული სხვადასხვა ფორმის ძალადობის 755 ფაქტი გამოვლინდა, მათგან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში რეფერირება განხორციელდა 426 შემთხვევაზე. 2016 წელს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფსიქოლოგებმა საქართველოს მასშტაბით მომსახურება გაუწიეს 376 არასრულწლოვანს. ომბუდსმენის ანგარიშში აღნიშნულია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 150¹ მუხლის მე-2 ნაწილით - ქორწინების იძულება ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ, გამოძიება დაიწყო მხოლოდ 2 შემთხვევაზე, ხოლო საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა 1 არასრულწლოვანს.

---

 

01.06.2017

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/435805-2016-tslis-dekembris-monacemebith-socialurad-daucveli-ojakhebis-monacemtha-bazashi-socialuri-dakhmarebis-mimghebi-169-503-bavshvia-registrirebuli.html?ar=A

2016 წლის დეკემბრის მონაცემებით, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში“ სოციალური დახმარების მიმღები 169 503 ბავშვია რეგისტრირებული

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციის თანახმად, 2016 წლის დეკემბრის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებულია სოციალური დახმარების მიმღები 169 503 ბავშვი, ხოლო 10 ლარიანი დანამატის მიმღები, 62 522 ოჯახი, რომლის წევრიც არის 16 წლამდე პირი, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშშია ნათქვამი. ანგარიში 2016 წელს ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას მოიცავს. ომბუდსმენის აპარატის განცხადებით, ქვეყანაში კვლავ პრობლემად რჩება ბავშვთა სიღარიბის კუთხით არსებული მდგომარეობა. ”საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციის თანახმად, 2016 წლის დეკემბრის მონაცემებით, ”სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებულია სოციალური დახმარების (საარსებო შემწეობის) მიმღები 169 503 ბავშვი (18 წლამდე პირი), ხოლო 10-ლარიანი დანამატის მიმღები, 62 522 ოჯახი, რომლის წევრიც არის 16 წლამდე პირი. ეს მონაცემები ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განსაკუთრებულ სიმძიმეზე მეტყველებს. ხშირ შემთხვევაში მათ უჭირთ ბავშვების საჭიროებების დაკმაყოფილება და მათთვის ცხოვრების სათანადო დონის უზრუნველყოფა. იკვეთება საკვებით, საყოფაცხოვრებო ნივთებით უზრუნველყოფის პრობლემები. გარკვეულ შემთხვევებში არასრულწლოვნებს სიღარიბის მიზეზით ეზღუდებათ განათლების ხელმისაწვდომობის უფლებაც”, - ნათქვამია ანგარიშში. აქვე უნდა ითქვას, რომ აღნიშნული მდგომარეობა ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების რაოდენობის მნიშვნელოვნად განმაპირობებელი ფაქტორია. ”მიუხედავად ამისა, საკითხის დეტალურად შესასწავლად, სახელმწიფოს ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს, რაზეც სახალხო დამცველის მიერ ჩატარებული ინდივიდუალური საქმისწარმოების შედეგებიც მიუთითებს”, - აცხადებენ ომბუდსმენის აპარატში.

---

 

01.06.2017

მედიასაშუალება: http://presa.ge/new/?m=society&AID=56099

დღეს ბავშვთა დაცვის დღეა - როგორ იცავენ საქართველოში ბავშვის უფლებებს?

დღეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, რომელთა შორის საქართველოცაა, ბავშვებისთვის სხვადასხვა ღონისძიებები იმართება, ბუშტების, მუსიკის და ბედნიერი ღიმილის თანხლებით, ბევრ პოლიტიკოსს კამერების წინ პატარებისთვის საჩუქრები მიაქვს, ზოგჯერ კი მათთან ერთადვე ჩაებმება-ხოლმე დღესასწაულის საზეიმო აღნიშვნაში. ამ ყველაფრის მიღმა როგორია ბავშვების რეალური ცხოვრება საქართველოსა და მსოფლიოში? რამდენად არის დაცული მათი უფლებები და აქვთ თუ არა თანამედროვე მსოფლიოში მიღებული სტანდარეტების შესაბამისი პირობები? გაეროს ბავშვთა ფონდის ინფორმაციით, საქართველოს ბავშვების ერთ მეოთხედზე მეტი უკიდურეს სიღარებეში ცხოვრობს. ამავე ინფორმაციიდან ირკვევა, რომ დაწყებითი განათლების მიღების შესაძლებლობა ბავშვების უმრავლესობას აქვს, მაგრამ წარუმატებელია სკოლამდელი განათლების სფერო. ეს განსაკუთრებით ეხება რეგიონებში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომლებსაც არ აქვთ იმის საშუალება, რომ შვილები საბავშვო ბაღში ატარონ. ქვეყანაში არსებული უკიდურესად მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო კი, ბევრ ბავშვს საკვებიც არ აქვს, არათუ სრულყოფილი განათლების მიღების საშუალება.  მსოფლიოში, ექსპერტები ხშირად ამბობენ, რომ სახელმწიფოს და საზოგადოების შეფასება ძალიან კარგად შეიძლება იმ მონაცემების შესწავლით, თუ რა დამოკიდებულება აქვს მას ბავშვებთან. ეს მიდგომა, ფაქტობრივად, ინდიკატორია მისი, როგორც სახელმწიფოსი.  გარდა მძიმე სოციალური პირობებისა, საქართველოს საზოგადოებაში ბევრი სტერეოტიპი არსებობს, რაც ხშირად ბავშვების უფლებების სერიოზული შელახვით სრულდება. მაგალითად, ეს ეხება თუნდაც ბავშვზე ოჯახის წევრის, მშობლების ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას. "ბავშვი მისია და რასაც უნდა იმას უზამს," "ოჯახის საქმეში ხომ არ ჩავერევი" მენტალიტეტი საქართველოში ჯერ კიდევ მყარად არის ფეხმოკიდებული.   კვლავ პრობლემაა შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვების ინტეგრაციის და ზოგადად, დამოკიდებულების საკითხი. ალბათ ბევრს ახსოვს ის აღმაშფოთებელი ფაქტები, როცა თავად პატარა ბავშვების მშობლებმა შელახეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა უფლებები და ამ ფაქტების მონაწილეები არც დასჯილან. მაგალითისთვის, გავიხსენოთ ის შემთხვევა, როცა ერთ-ერთ დასვენების პარკში მშობლებმა სპეციალურად შშმ ბავშვებისთვის განკუთვნილი ატრაქციონები დააზიანეს, რადგან მათი თქმით, არ სურდათ მათ შვილებს ამ ბავშვებისთვის ეყურათ, რადგან ეს მათ დისკომფორტს უქმნიდა. ასეთი უმძიმესი მიდგომის საწინააღმდეგოდ, სახელმწიფოს და საზოგადოებას ჯერ კიდევ ძალიან ბევრი აქვს სამუშაო. ბავშვთა ფსიქოლოგი ქეთი გელაშვილი "პრესა.ჯისთან" საუბარში ამბობს, რომ ბავშვის უფლების დაცვა მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს დემოკრატიული ქვეყნისთვის.  "ჩვენს სოციუმში ყოველ ნაბიჯზე ვხვდებით პრობლემას - უსახლკარო და მიუსაფარ ბავშვებს, რომლებსაც საკუთარი ოჯახები იძულებით ამათხოვრებენ. ამ ფონზე კი სახელმწიფო და კონკრეტული ორგანო - სოციალური მომსახურების სააგენტო ეფექტურად ვერ მუშაობს. ამასობაში კი ქუჩაში მცხოვრები ბავშვების რიცხვი გეომეტრიული პროგრესით იზრდება". ფსიქოლოგის თქმით, სახელმწიფომ მეტი ქმედითი პროგრამა უნდა შეიმუშავოს ბავშვების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და ამ თემაზე მუშაობა პერმანენტულ რეჟიმში უნდა მიმდინარეობდეს.    „ბავშვის უფლებათა კონვენცია“ გაეროს გენერალურმა ასაბლეამ 1989 წლის 20 ნოემბერს მიიღო. მისი შემუშავება განაპირობა მსოფლიოში არსებულმა პრობლემებმა, ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით. ბავშვთა მიმართ ძალადობა, მაღალი სიკვდილიანობის დონე, პრობლემები ბავშვთა სამედიცინო მომსახურებაში, ბავშვთა მიერ ბაზისური განათლების მიღების შესაძლებლობები - ეს იყო და არის მსოფლიოს პრობლემა. არსებობს შემაშფოთებელი მონაცემები ბავშვთა ექსპლუატაციის ისეთ ფორმებზე, როგორიცაა პროსტიტუცია და მუშაობა მძიმე შრომით პირობებში, რაც დღევანდელ მსოფლიოში, სამწუხაროდ, კვლავ აქტუალური თემაა.    საქართველო აღნიშნულ კონვენციას 1994 წელს შეუერთდა, რითაც აიღო ვალდებულება შეესრულებინა კონვენციით ნაკისრი ვალდებულებანი. კონვენციაში ხაზგასმით არის მითითებული, რომ ბავშვს აქვს სიცოცხლის, განვითარების, დაცვისა და მონაწილეობის (ბავშვებს აქვთ უფლება გააჩნდეთ საკუთარი აზრი, თავისუფლად გამოხატონ თავიანთი შეხედულებანი) უფლება. ეს უკანასკნელი ხშირად არც მშობლებს აქვთ გათვითცნობიერებული და არც საბავშვო ბაღების თუ სკოლების მასწავლებლებს, სადაც ჯერ კიდევ სსრკ-დან შემორჩენილი შეხედულებები არსებობს, რომ ბავშვს საკუთარი აზრის გამოთქმის და მიუღებელი მოსაზრების ან ქმედების წინააღმდეგ პროტესტის უფლება არ აქვს. როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ეს სამომავლოდ მძიმე ფორმებში ვლინდება ბავშვის, როგორც პიროვნების ფსიქიკის ჩამოყალიბებაზე და მის განვითარებაზე.  ბავშვთა უფლებების დაცვის თემაზე, "პრესა.ჯიმ" კითხვით საქართველოს სახალხო დამცველის ოფისს მიმართა. ოფისის ინფორმაციით, საქართველოში ბავშვთა უფლებების დაცვის თემაზე დეტალურ ანგარიშს სახალხო დამცველი დღეს წარმოადგენს. ამ ინფორმაციას "პრესა.ჯი" მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

---

 

01.06.2017

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/435789-dimitri-khundadze-chvil-bavshvtha-sikvdilianobam-mciredith-im-martivi-mizezis-gamo-imata-rom-bolo-periodshi-iyo-yvelaze-meti-mshobiaroba.html?ar=A

დიმიტრი ხუნდაძე - ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობამ მცირედით იმ მარტივი მიზეზის გამო იმატა, რომ ბოლო პერიოდში იყო ყველაზე მეტი მშობიარობა

ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობამ მცირედით იმ მარტივი მიზეზის გამო იმატა, რომ ბოლო პერიოდში იყო ყველაზე მეტი მშობიარობა, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე სახალხო დამცველის პასუხად აცხადებს. “ალბათ შემთხვევითი არ არის, როცა სახალხო დამცველი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, 0-დან 1 წლამდე ასაკის ბავშვთა გარდაცვალების სტატისტიკას აქვეყნებს. უდავოა, ერთი სიცოცხლეც კი, მითუმეტეს ბავშვის, ძვირფასია, მაგრამ რეალური და ადეკვატური შეფასებისათვის ურიგო არ იქნებოდა ისიც გვეთქვა თუ რა იყო მანამდე და რა არის დღეს. 2009 წელს დაფიქსირდა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 959, 2012 წელს - 715. მას შემდეგ 2015 წლამდე 507-მდე შემცირდა და 2016 წელს მცირედით იმატა, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ბოლო პერიოდში იყო ყველაზე მეტი მშობიარობა”, - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე. სახალხო დამცველის ინფორმაციით, გასულ წელს ერთ წლამდე ასაკის 511 ბავშვი გარდაიცვალა, რაც საგანგაშო მაჩვენებელია.

--- 

 

01.06.2017

მედიასაშუალება: http://news.ge/ge/news/story/219081-bavshvta-uflebrivi-mdgomareobis-shesakheb-ombudsmeni-spetsialuri-angarishs-aqveynebs

ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ომბუდსმენი სპეციალური ანგარიშს აქვეყნებს

ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშს აქვეყნებს. პირველ ივნისს - ბავშვთა დაცვის საერთაშორის დღეს, საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს მთავრობას, დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს სპეციალური ანგარიში წარუდგინა „ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ“. სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, „ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ“ ანგარიში საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის საპარლამენტო ანგარიშის ნაწილს წარმოადგენს და ქვეყანაში არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის ძირითად გამოწვევებსა და პრობლემურ საკითხებს ასახავს. „საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით პრობლემური მდგომარეობა გამოიკვეთა ბავშვთა შრომის, „შრომის უკიდურესი ფორმები პრევენციისა და დაუყოვნებლივ აღმოფხვრის“ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციის განხორციელების, ბავშვთა ტრეფიკინგის, პროსტიტუციაში ჩაბმის, პორნოგრაფიული ნაწარმოების უკანონო დამზადებასა და გასაღების საქმეებზე დაწყებული გამოძიებისა და სამართალდამცავთა განხორციელებული ღონისძიებების ნაკლებეფექტიანობისა და არასრულწლოვანთა შრომითი მიგრაციის მიმართულებით“, - ნათქვამია ანგარიშში. სახალხო დამცველის განცხადებით, კვლავ ხშირია შრომის გამო სკოლის მიტოვების შემთხვევები. „მხოლოდ 2016 წელს საბაზო განათლების დასრულებამდე 241–მა ბავშვმა შეწყვიტა განათლების მიღება, ხოლო საბაზო განათლების დასრულების შემდეგ – 924–მა. უკიდურესად შემაშფოთებელია ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მდგომარეობა; სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯების ნაკლებად ეფექტიანია, განსაკუთრებით განათლების უფლების განხორციელების, ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიმართულებით. გასული წლების მსგავსად, კვლავ მაღალია 5 წლამდე გარდაცვლილ ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი. 2016 წლის წინასწარი მონაცემების თანახმად, გარდაიცვალა 0–დან 1 წლამდე ასაკის 511 ბავშვი, ხოლო 1–დან 5 წლამდე ასაკის – 93 მცირეწლოვანი. ასევე, უკიდურესად შემაშფოთებელია ბავშვთა განთავსების ინსტიტუციებში ჯანდაცვის, წყლის, კვების ორგანიზაციული წესების, სანიტარიისა და ჰიგიენის დაცვის საკითხები. ამ სფეროში არსებული მდგომარეობა არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და ეწინააღმდეგება გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის ძირითად პრინციპებს. არასათანადო მდგომარეობა ფიქსირდება ბავშვთა მიმართ ძალადობის მაღალი მაჩვენებლის, ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, რეაბილიტაციისა და დაცვის ეფექტიანი ღონისძიებების განხორციელების კუთხით. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში განსაკუთრებით პრობლემურია ბავშვთა ფიზიკური დასჯისა და ბულინგის შემთხვევები. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2016 წელს ბავშვის მიმართ ძალადობის 755 ფაქტი გამოვლინდა. მნიშვნელოვან პრობლემად რჩება სოციალურ მუშაკთა და ფსიქოლოგთა მცირე რაოდენობა, განსაკუთრებით პრობლემურია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში, ქვეყნის მასშტაბით, მხოლოდ 11 ფსიქოლოგია დასაქმებული“, - აცხადებს საქართველოს სახალხო დამცველი. ომბუდსნემის აპარატის განცხადებით, საანგარიშო პერიოდში ასევე მნიშვნელოვანი იყო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კუთხით არსებული მდგომარეობა. „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, არასრულწლოვანთა მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეთა შესწავლის მიზნით, გაეცნო საქართველოს უზენაესი სასამართლოდან მოპოვებულ რვა სისხლის სამართლის საქმეს. კვლევის შედეგად გამოვლინდა გარკვეული ხარვეზები, მათ შორის, დაკავების პროცედურების, საგამოძიებო მოქმედების ოქმების სრულყოფილად შედგენის, ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის დროულად მომზადების პრობლემები და სხვა მიმართულებების კუთხით“, - აცხადებს საქართველოს სახალხო დამცველი.

---

 

01.06.2017

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/435798-sakhalkho-damcvelis-angarishis-thanakhmad-saqarthvelos-2083-sajaro-skolidan-mkholod-443-shi-funqcionirebs-samedicino-kabineti.html?ar=A

სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, საქართველოს 2083 საჯარო სკოლიდან მხოლოდ 443-ში ფუნქციონირებს სამედიცინო კაბინეტი

საქართველოს მასშტაბით არსებული 2083 საჯარო სკოლიდან მხოლოდ 443-ში ფუნქციონირებს სამედიცინო კაბინეტი, - ამის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშშია ნათქვამი. ომბუდსმენმა ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ 2016 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. „ჯანდაცვის უფლების განხორციელება საგანმანათლებლო დაწესებულებებში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს ბავშვის ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით უმნიშვნელოვანესი როლი აკისრიათ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო, სკოლებში ჯანდაცვისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის კუთხით, გარკვეულ ღონისძიებებს ახორციელებს, იკვეთება მნიშვნელოვანი პრობლემები წყლის, კვების ორგანიზაციული წესების, სანიტარიისა და ჰიგიენის დაცვის მიმართულებით“, - ნათქვამია ანგარიშში. კვლევა მოიცავს ინფორმაციას სკოლებში, სამედიცინო კაბინეტის ფუნქციონირებისა და სკოლის ექიმის საქმიანობის ქვეპროგრამის მონიტორინგის შედეგებს. კვლევის თანახმად, 2083 საჯარო სკოლიდან 443-ში ფუნქციონირებს სამედიცინო კაბინეტი. ომბუდსმენის ინფორმაციით, შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასმელი წყლის ხელმისაწვდომობის, სანიტარული და ჰიგიენური პირობების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა არ შეესაბამება ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებს და ეწინააღმდეგება გაერო-ს ბავშვის უფლებათა კონვენციის ძირითად პრინციპებს. აღნიშნული ტენდენცია განსაკუთრებით იჩენს თავს მაღალმთიან რეგიონებსა და სოფლად მდებარე საჯარო სკოლებში. ”საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული ორგანო არ არის ვალდებული აკონტროლოს საჯარო სკოლებში სასმელი წყლის ხარისხი და სანიტარიის დაცვა. ამავე დროს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის უვნებლობის სააგენტოსგან მიღებული ინფორმაციით, 2015-2016 წლებში ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის შედეგების მიხედვით, საჯარო სკოლებიდან აღებული სასმელი წყლის 45 სინჯი არ შეესაბამება საქართველოს მთავრობის ტექნიკურ რეგლამენტს, რაც სასმელი წყლის ეპიდემიოლოგიურ არაკეთილსაიმედოობაზე მიუთითებს და წყლის არაეფექტიანი გაუსნებოვნებით არის გამოწვეული”, - ნათქვამია ომბუდსმენის ანგარიშში.

---

 

01.06.2017

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/regioni/435869-italiis-20-tslamde-ragbisttha-nakrebis-tsevrebi-miusafar-bavshvtha-centris-beneficiarebs-shekhvdnen.html

იტალიის 20-წლამდე რაგბისტთა ნაკრების წევრები მიუსაფარ ბავშვთა ცენტრის ბენეფიციარებს შეხვდნენ

ცხოვრების ჯანსაღი წესი, სპორტისა და განათლების მნიშვნელობა, საზოგადოებრივ აქტივობებში ჩართულობა - ამ თემებზე ისაუბრეს იტალიის 20 წლამდე რაგბისტთა ნაკრების წევრებმა ქუთაისში, მიუსაფარ ბავშვთა ცენტრის ბენეფიციარებთან შეხვედრაზე.  ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები, რომლებიც სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაცია „world vision”-ის სერვისებით სარგებლობენ, იტალიის ნაკრების წევრებს ქუთაისის „აიას“ სარაგბო სტადიონზე შეხვდნენ. მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრის ბავშვებმა და სპორტსმენებმა შეხვდრის ბოლოს სიმბოლური საჩუქრები გაცვალეს. ბავშვებმა რაგბისტებს ხელნაკეთი ნივთები გადასცეს სამახსოვროდ.  ქუთაისის მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრისა და თავშესაფარის მომსახურებით 30 ბავშვი სარგებლობს

პირველიტვ.ჯი- http://1tv.ge/ge/news/view/title/163243.html

---

 

01.06.2017

მედიასაშუალება: http://commersant.ge/?m=5&news_id=51983&cat_id=5

შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველები სახელმწიფო შემწეობას აღარ მიიღებენ

სოციალურად დაუცველ შრომისუნარიან პირებს "სამუშაოს მაძიებლად" დარეგისტრირების ვალდებულება ეკისრებათ. შესაბამისი ინიციატივა ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე მოამზადა და მისი განხილვა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზეც მოხდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს პენსიისა და სოციალური დახმარების სამმართველოს უფროსი თეა გვარამაძე „კომერსანტთან" განმარტავს, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირების შემდეგ ოჯახის არამომუშავე შრომისუნარიან წევრებს ექნებათ ვალდებულება www.worknet.gov.ge -ზე „სამუშაოს მაძიებლად" დარეგისტრირდნენ დეკლარაციის შევსებიდან" არაუგვიანეს 30 დღეში. წინააღმდეგ შემთხვევაში ოჯახი სოციალურად დაუცველთა ბაზაში ვერ მოხვდება და შესაბამისად, ვერც სოციალურ დახმარებას მიიღებს. საუბარია, ისეთ ოჯახებზე, სადაც ერთზე მეტი შრომისუნარიანი წევრი ცხოვრობს. „ჩვენი მთავარი მიზანია, რომ მენტალურად შევცვალოთ ეს ადამიანები და ინფორმაციის თვალსაზრისით უფრო მეტი ხელმისაწვდომობა ჰქონდეთ. ვინც კი რეგისტრირდება Worknet-ზე და აქვს თავისი პროფილი, იმ სურვილების და კვალიფიკაციის შესაბამისად მისდის სმს ვაკანსიებთან დაკავშირებით. ასევე დასაქმების ფორუმებთან დაკავშირებით ინფორმაციებზე შეტყობინება"-აცხადებს გვარამაძე. კითხვაზე, რამ განაპირობა ცვლილების შემოტანა, გვარამაძე განმარტავს, რომ აღნიშნული სოციალურად დაუცველთა ბაზაში არსებულმა საკმაოდ ბევრი შრომისუნარიანი პირის არსებობამ განაპირობა. „დღეს ტენდენცია შეინიშნება იმისი, რომ ჩვენს ბაზაში ძალიან ბევრი შრომისუნარიანი ადამიანია რეგისტრირებული. შესაბამისად, საარსებო შემწეობის მიმღები. ჩვენი მთავარი ამოაცანა არის ამ პირების აქტიურ შრომის ბაზარზე გაყვანა. გვინდა, რომ ამ პირებმა ეკონომიკური დამოუკიდებლობა მოიპოვონ"-აცხადებს გვარამაძე. მისი ინფორმაციით, საწყის ეტაპზე "სამუშაოს მაძიებლად" დარეგისტრირების ვალდებულება სოციალურად დაუცველთა ბაზაში დარეგისტრირების მსურველებს შეეხებათ. ასევე იმ პირებს, ვისაც გარკვეული მიზეზების გამო განმეორებითი შეფასება ეხებათ. მისი განმარტებით, განმეორებით შეფასებას კი ექვემდებარება ოჯახში დემოგრაფიული ან რაიმე სხვა ტიპის ცვლილებას. ამ შემთხვევაში ოჯახს აქვს ვალდებულება მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადასამოწმებლად სააგენტოს მიმართოს. რაც შეეხება ბაზაში არსებულ პირებს, გვარმაძის განმარტებით, სარეიტინგო ქულის შესაბამისობა 4 წელიწადში ერთხელ მოწმდება. შესაბამისად, აღნიშნული ვალდებულება მათ 4 წლის შემდეგ ექნებათ. გვარმაძის განცხადებით, 2017 წლის მაისის მდგომარეობით, საარსებო შემწეობას 437 684 პირი. შემწეობის ოდენობა ოჯახის ერთ წევრზე   30-დან 60 ლარამდეა. ერთ ბავშვზე კი ამ თანხას 10 ლარი ემატება.

---

 

01.06.2017

მედიასაშუალება: http://newpress.ge/xonis-fsiqatrjul-centrshi-pacientebi-derefanshi-dadgmul-sawolebze-wvanan

"ხონის ფსიქიატრიულ ცენტრში პაციენტები დერეფანში დადგმულ საწოლებზე წვანან"

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელი ქუტირში მდებარე შპს „აკად. ბ.ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“ სახალხო დამცველის სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის თანამშრომელმა მონიტორინგი განახორციელეს. სახალხო დამცველის აპარატი ჩატარებული მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს.  "შემოწმების შედეგად, სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა დადებითად შეაფასა დაწესებულებაში ჩატარებული სარემონტო სამუშაოები, რა დროსაც სრულად შეიცვალა 7 ათასი მ2 შენობა-ნაგებობების სახურავი, მოეწყო საკანალიზაციო სისტემის ცენტრალური მაგისტრალი, დამონტაჟდა ბიო-საკანალიზაციო სისტემა, ხოლო 4 განყოფილების პალატები ცენტრალური გათბობით და ცხელი წყლით არის უზრუნველყოფილი. ასევე, დაწყებულია ახალი შენობის მშენებლობა, სადაც ადმინისტრაციის განმარტებით, უნდა მოეწყოს პალატები. მისასალმებელია ის ფაქტი, რომ დაწესებულებამ დაამტკიცა ფიზიკური და ქიმიური შეზღუდვის მარეგულირებელი დოკუმენტი და პერსონალმა სპეციალურ ჟურნალში პაციენტების ქიმიური შეზღუდვების შემთხვევების დოკუმენტურად დაფიქსირება დაიწყო. დაწესებულებაში მოქმედი მულტიდისციპლინური გუნდი, რომელიც 2014 წლიდან ფორმალურად არსებობდა, 2017 წლის მაისიდან შეხვედრებს ატარებს და პაციენტების კონკრეტული შემთხვევებს განიხილავს. მიუხედავად ცვლილებებისა, კვლავ გამოწვევას წარმოადგენს დაწესებულებაში მყოფი პაციენტების უფლებების დაცვის საკითხი. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფოს მიერ ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის დაფინანსება არასაკმარისია, რაც პირდაპირ კავშირშია მიწოდებული ფსიქიატრიული დახმარების ხარისხზე. პრობლემად რჩება პერსონალის სიმცირე, მათი კვალიფიკაცია და სოციალური დაცვის გარანტიების არარსებობა. ინფრასტრუქტურა მოძველებულია და სანიტარულ-ჰიგიენური თვალსაზრისით პაციენტების ყოფა შეიძლება არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას გაუტოლდეს. დაწესებულება გადატვირთულია, რის გამოც ზოგ განყოფილებაში რამდენიმე დღის განმავლობაში პაციენტები დერეფანში დადგმულ საწოლებზე წვანან. ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაწესებულებას არ გააჩნია ფინანსური და ინფრასტრუქტურული შესაძლებლობები სომატური დაავადებების გამოკვლევისა და მკურნალობისათვის. ისევ პრობლემურია ექიმისა და პაციენტების ურთიერთობის კონფიდენციალურობის დაცვის, პაციენტების ინფორმირებულობის და მკურნალობის პროცესში ჩართულობის საკითხები; ვერ ხერხდება პაციენტების ოჯახის წევრებთან ურთიერთობის სათანადოდ უზრუნველყოფა და შესაბამისი ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია".- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. ვიზიტის შედეგების შესახებ სპეციალური პრევენციული ჯგუფი ამზადებს ანგარიშს, რომლის გამოქვეყნების შემდეგ, ის ხელმისაწვდომი იქნება საზოგადოებისთვის.

---

 

01.06.2017

მედიასაშუალება: http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=46169

„არგენტინის სახლი საქართველოში“ ჯანდაცვის სამინისტროს მადლობას უხდის

„არგენტინის სახლი საქართველოში“ მადლობას უხდის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რომელიც  გამოთქვამს მზადყოფნას „არგენტინის სახლი საქართველოში“ მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესაძლო ჩართულობის შესახებ. (სამინისტროს წერილის N01/33357, 24.05.2017 წ)

„ა(ა)იპ „არგენტინის სახლი საქართველოში" თავმჯდომარეს, ბატონ ნიკოლოზ პატარქალიშვილს ბატონო ნიკოლოზ, თქვენს წერილთან დაკავშირებით, (N19-1 03. 04. 2017 წ.) სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარების შესახებ, რომლებსაც ორგანიზებას გაუწევს ა (ა) იპ „არგენტინის სახლი საქართველოში", გაცნობებთ, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მიესალმება ყველა აქტივობებს, რომლებიც მიმართულია ჩვენი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული, სპორტული და ტურისტული კავშირების გაღრმავებისაკენ უცხო ქვეყნებთან, რაც დიდად შეუწყობს ხელს საქართველოში აღნიშნული დარგების შემდგომ განვითარებას. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას აღნიშნულ ღონისძიებებში, თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესაძლო ჩართულობის შესახებ. პატივისცემით,  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე", - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს წერილში.

---

 

 

 

ბეჭდვითი მედია

_____________________________________________________________________________    

02.06.2017

მედიასაშუალება: რეზონანსი

შარშან 511 ჩვილი გარდაიცვალა და ბავშვებზე ძალადობის 755 ფაქტი გამოვლინდა

გასულ წელს ერთ წლამდე ასაკის 511 ბავშვი გარდაიცვალა.ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებლით, საქართველო კვლავ მაღალ ადგილზეა. ამის შესახებ მონაცემებს სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. ომბუდსმენმა საქართველოში ბავშვთა უფლებების მდგომარეობის შესახებ 2016 წლის ანგარიში დღეს არასამთავრობო სექტორს და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გააცნო. სახალხო დამცველის ანგარიშში განსაკუთრებულ პრობლემად ბავშვთა სიღარიბე, ფიზიკური დასჯისა და ბულინგის ფაქტები, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების პრობლემები დასახელდა. ანგარიშის თანახმად, მხოლოდ 2016 წელს საბაზო განათლების დასრულებამდე, 241-მა ბავშვმა შეწყვიტა სწავლა, ხოლო საბაზო განათლების დასრულების შემდეგ 924-მა. რაც შეეხება ძალადობას, 2016 წელს ძალადობის 755 ფაქტი გამოვლინდა. შეხვედრაზე სახალხო დამცველმა სოციალურ მუშაკთა და ფსიქოლოგთა მცირე რაოდენობაზეც ისაუბრა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4490469&name=02.06.2017+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

02.06.2017

მედიასაშუალება: რეზონანსი

შრომისუნარიანი სოცდაუცველები სახელმწიფო შემწეობას აღარ მიიღებენ

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირების შემდეგ ოჯახის არამომუშავე შრომისუნარიან წევრებს ექნებათ ვალდებულება www.worknet.gov.ge -ზე „სამუშაოს მაძიებლად" დარეგისტრირდნენ დეკლარაციის შევსებიდან" არაუგვიანეს 30 დღეში. წინააღმდეგ შემთხვევაში ოჯახი სოციალურად დაუცველთა ბაზაში ვერ მოხვდება და შესაბამისად, ვერც სოციალურ დახმარებას მიიღებს. საუბარია, ისეთ ოჯახებზე, სადაც ერთზე მეტი შრომისუნარიანი წევრი ცხოვრობს. „დღეს ტენდენცია შეინიშნება იმისი, რომ ჩვენს ბაზაში ძალიან ბევრი შრომისუნარიანი ადამიანია რეგისტრირებული. შესაბამისად, საარსებო შემწეობის მიმღები. ჩვენი მთავარი ამოაცანა არის ამ პირების აქტიურ შრომის ბაზარზე გაყვანა. გვინდა, რომ ამ პირებმა ეკონომიკური დამოუკიდებლობა მოიპოვონ"- აცხადებს სოციალური მომსახურების სააგენტოს პენსიისა და სოციალური დახმარების სამმართველოს უფროსი თეა გვარამაძე.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4490459&name=02.06.2017+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

                           

ახალი თაობა-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4490424&name=02.06.2017+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

02.06.2017

მედიასაშუალება: რეზონანსი

"ცე" ჰეპატიტის პროგრამით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ნეიტრალური დოკუმენტის მფლობელებიც ისარგებლებენ

ჯანდაცვის მინისტრმა 26 მაისს განაცხადა, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით სარგებლობას, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები სტატუს-ნეიტრალური დოკუმენტის მქონე პირებიც შეძლებენ. ეს პროგრამა მანამდე მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირებისთვის იყო ხელმისაწვდომი. სახალხო დამცველმა ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა წინადადებით,რომ უზრუნველეყო პირადობის ნეიტრალური მოწმობის და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირების, C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა. ომბუდსმენის წინადადებაში აღნიშნული იყო, რომ საქართველოს ეკისრება ვალდებულება, დაიცვას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა ჯანმრთელობა და სოციალური უფლებები. ჯანდაცვის სამინისტრომ თავდაპირველად, პროგრამის უსაფრთხოების არგუმენტით, ამ ცვლილების განხორციელებაზე უარი განაცხადა. თუმცა, მოგვიანებით ცნობილი გახდა,რომ სამინისტროსა და ფარმაცევტულ კომპანია „გილადს" შორის შეთანხმებით, პროგრამაში ნეიტრალური დოკუმენტების მქონე პირებიც ჩაერთვებიან. ომბუდსმენის განცხადებით,ეს ნაბიჯი კონფლიქტით დაშორებულ საზოგადოებას შორის ნდობის აღდგენას შეუწყობს ხელს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4490454&name=02.06.2017+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

02.06.2017

მედიასაშუალება: ვერსია

ფორმა N100 უფასოა

ბაღებსა და სკოლებში ბავშვების რეგისტრაციას ძლივს აუღეს ალღო და მშობლებს ახალი თავსატეხი გაუჩნდათ - სასწავლო დაწესებულებაში დარეგისტრირებული ბავშვებისთვის საჭირო საბუთები და ჯანმრთელობის ცნობა - ფორმა 100, რომელიც რატომღაც "ფასიანი გახდა"... ყოველ შემთხვევაში პოლიკლინიკებში მისულ მშობლებს ამ ცნობისთვის 20 ლარს ახდევინებენ, უკმაყოფილების გამოხატვის შემთხვევაში კი მარტივად პასუხობენ - ასე გადაწყვიტა ჯანდაცვის სამინისტრომ, შესაბამისად, პასუხიც სერგეენკოსა და მის უწყებას მოსთხოვეთო. "ვერსია" პასუხის მისაღებად საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართის დეპარტამენტის უფროსს, მაია მაღლაკელიძე - ხომერიკს დაუკავშირდა: "ამ მხრივ არაფერი შეცვლილა - ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის, ნებისმიერი სამედიცინო ცნობა ისევე, როგორც რეცეპტი, სამედიცინო საჭიროებიდან გამომდინარე, არის აბსოლუტურად უფასო. სამედიცინო ცნობისთვის თანხის მოთხოვნა ხშირია, ასე რომ, თანხის გადახდის მომენტში ან მისი მოთხოვნის შემთხვევაში, კარგი იქნებოდა დააფიქსირონ, სად გადაახდევინეს, რომელ დაწესებულებაში... ამისთვის შესაბამისი სანქციაც არსებობს..." როგორც მაია მაღლაკელიძემ გვითხრა, "გამოძალვის მსხვერპლი" აუცილებლად უნდა დაუკავშირდეს ჯანდაცვის სამინისტროს და დაწეროს განცხადება.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4490295&name=02.06.2017+-+%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

02.06.2017

მედიასაშუალება: ვერსია

ნიჭიერის ფინალისტი გიორგი ცისკარაძე გამწვავებულ დაავადებას ებრძვის

სალომე ბერიშვილი გიორგი ცისკარაძის დედა : "- ეს გიორგისთვის მე-18 გამწვავებაა, რამაც კვლავ კლინიკაში მომაყვანინა , თუმცა რატომ მოხდა ასე , არ ვიცით. ალბათ უკეთესია, როცა იცი გამომწვევი მიზეზი, ჩვენ შემთხვევაში კი არანაირ ფაქტორს ადგილი არ ჰქონია." ეს საბანკო რეკვიზიტებია ; კიდევ ერთ საოცარ ბიჭუნას ყველას დახმარებას სჭირდება. სიკეთე გადამდებია - აქ სასვენი ნიშანი აკლია და იმედია, წერტილის მაგივრად, კითხვისნიშანი არ დაეწერება! ლიბერთი ბანკი -GE95BL0711107358700640 საქართველოს ბანკი- -GE97GB0000000769295200 შეგიძლიათ ჩარიცხოთ "საქართველოს ბანკის" EXPRESS აპარატებიდან დედის პირადი ნომრის მითითებით 39001003534 დედა სალომე ბერიშვილი. ტელ: 598421799

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4490434&name=02.06.2017+-+%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

02.06.2017

მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა

ჯანდაცვის სამინისტრომ სახალხო დამცველის რეკომენდაცია გაიზიარა

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაცია გაიზიარა. როგორც ომბუდსმენის განცხადებაშია ნათქვამი, საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები სტატუს-ნეიტრალური დოკუმენტის მქონე პირების მიერ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით სარგებლობის უფლებაზე. ”საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით სარგებლობას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები სტატუს-ნეიტრალური დოკუმენტის მქონე პირებიც შეძლებენ. აღიშნული პროგრამა მანამდე მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირთათვის იყო ხელმისაწვდომი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველმა 2016 წლის 26 იანვარს წინადადებით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უზრუნველეყო პირადობის ნეიტრალური მოწმობის და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირების C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა. სახალხო დამცველის წინადადებაში აღნიშნული იყო, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა განსაკუთრებით მოწყვლად კატეგორიას მიეკუთვნება, რომელთაც მძიმე სოციალურ, ეკონომიკურ და უფლებრივ სიტუაციაში უწევთ ცხოვრება. ამ პირობებში, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ საქართველოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება დაიცვას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა ჯანმრთელობა და სოციალური უფლებები. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან თავდაპირველი წერილის თანახმად, ასეთი ცვლილება შეუძლებელი იყო პროგრამის უსაფრთხოების მოთხოვნებიდან გამომდინარე. თუმცა, მოგვიანებით, სახალხო დამცველს აცნობეს სამინისტროსა და ფარმაცევტულ კომპანია „გილადს“ შორის შემდგარი შეთანხმების თაობაზე, რომ პროგრამაში ნეიტრალური დოკუმენტების მქონე პირებიც ჩართულიყვნენ”, – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში. საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მთავრობის მხრიდან მისი რეკომენდაციის გაზიარებას. ”ეს ნაბიჯი არა მხოლოდ გააუმჯობესებს კონფლიქტურ რეგიონებში პირთა ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობას, არამედ ხელს შეუწყობს კონფლიქტით დაშორიშორებულ საზოგადოებას შორის ნდობის აღდგენასაც”, – ნათქვამია განცხადებაში.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4490409&name=02.06.2017+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

---