მედიამონიტორინგი 02. 10.2017
ტელევიზია
01. 10.2017
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 12:00
ასაკოვანი მოქალაქეების ღირსეული ცხოვრების უზრუნველსაყოფად დაანონსებული პროგრამები ჯერ ისევ ღიად რჩება. 1 ოქტომბერს ქვეყანა ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეს უცვლელი პრობლემებით აღნიშნავს. ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად სოციალური დახმარების სისტემაში არსებული ხარვეზები და დასაქმება რჩება. გაერო საქართველოს ხელისუფლებას ვალდებულებებს ახსენებს.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4724707
---
01. 10.2017
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 18:00
მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ დაბერების პრობლემებთან ბრძოლა ათწლეულების წინ დაიწყო, სახალხო დამცველის შეფასებით, საქართველოში ამ მიმართულებით ეფექტური ღონისძიებები არ ხორციელდება. უჩა ნანუაშვილი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას მოახდინოს ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცება
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4725651
---
01. 10.2017
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: დღის ამბები 17:00
ბათუმში გუშინ მშენებლობაზე დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია დამათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ამ დრომდე მძიმეა 28 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მას ამ წუთებში ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში ოპერაცია უტარდება.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4725434
იმედი - ქრონიკა 17:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4725410
რუსთავი 2 - კურიერი 12:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4724837
I არხი - მოამბე 12:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4724690
30.10
იმედი - ქრონიკა 20:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4724444
---
01.10.2017
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 17:00
ახმეტაში ბიძინა ჩოლოყაშვილის ხსენების დღეს აღნიშნავენ. დილიდან ქალაქის ცენტრალურ მოედანზე წარმოდგენილია იმიტირებული უსაფრთხო ქალაქი. საგამოფენო სივრცეში შს სამინისტროს, თავდაცვისა და ჯანდაცვის სამინისტროების თემატური პავილიონებია განთავსებული. დაინტერესებულ მოსახლეობას საშუალება აქვს C ჰეპატიტზე სპეციალური კვლევა ჩაიტაროს.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4725380
---
30. 09.2017
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 14:00
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ონკოჰემატოლოგიური დეპარტამენტის რეკონსტრუქცია დასრულდა. დღეიდან ადგილზე ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებთან ერთად სოლიდური სიმსივნეების მქონე პედიატრიული პაციენტების მკურნალობაც იქნება შესაძლებელი. დეპარტამენტი 44 საწოლზეა გათვლილი და უახლესი თაობის სამედიცინო აპარატურით არის აღჭურვილი. განახლებული განყოფილების გახსნას ჯანდაცვის მინისტრი დაესწრო.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4723503
I არხი - მოამბე 12:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4723117
მაესტრო - ახალი ამბები 15:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4723785
ტვ პირველი - დღის ამბები 13:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4723289
---
30.09.2017
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 14:00
დილიდან სამხედრო ტექნიკურ ცენტრ "დელტაში" C ჰეპატიტის სკრინინგი მიმდინარეობს. C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდასაჭერად ჯანმრთელობის კვლევის კავშირი და კლინიკა "ნეოლაბი" ვირუსზე უფასო სკრინიგს ცენტრის 1000-ზე მეტ თანამშრომელს უტარებენ. ვირუსით ინფიცირებულთა გამოვლენის შემთხვევაში, მოხდება მათი ჩართვა ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში. პროგრამის ფარგლებში პაციენტებს C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტი უფასოდ გადაეცემათ.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4723510
---
30.09.2017
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 12:00
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ თემქის მაჟორიტარობის კანდიდატი სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. გიორგი გოგოლაძის თქმით, თემქაზე ილია ჭავჭავაძის სახელობის კოლეჯი დევნილებითა და სოციალურად დაუცველი პირებით არის დასახლებული, რომელთაც მძიმე პირობებში უწევთ ცხოვრება.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4723140
---
29.09.2017
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 20:00
კერძო სექტორში ზეგანაკვეთურ შრომაზე შესაძლოა ზედა ზღვარი დაწესდეს. შრომის კოდექსში შესატანი ცვლილების ინიციატორია საია. თუმცა ინიციატივას უკვე გამოუჩნდნენ მოწინააღმდეგეები. პარლამენტის საკომიტეტო სხდომაზე საკანონმდებლო ცვლილებამ საკმარისი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. მათ შორის ვერც იმ ინიციატივამ, რომელიც კერძო კომპანიებში დასაქმებულთა სამსახურიდან გათავისუფლების გარემოებებს ეხება.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4722778
---
29.09.2017
არხი: ტელეკომპანია იბერია
გადაცემა: ახალი ამბები 19:00
სამშენებლო ობიექტებზე დაღუპული მუშდების სტატისტიკა ისევ იზრდება. მხოლოდ ბოლო 9თვის განმავლობაში 13 ადამიანია ადგილზე გარდაცვლილი. მორიგი უბედური შემთხვევა საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში მოხდა. 30 წლის კაცი იმ მშენებლობაზე მუშაობდა, რომელსაც თავად უნივერსიტეტი აწარმოებდა. დაცული იყო თუ არა უსაფრთხოების ნორმები და ვის დაეკისრება პასუხისმგებლობა?!
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4722686
---
ინტერნეტი
02.10.2017
2018 წელს ყველაზე მეტ დაფინანსებას კვლავ ჯანდაცვის, რეგიონული განვითარებისა და განათლების სამინისტროები მიიღებენ
2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვარიანტის მიხედვით, 2017 წლის მსგავსად, მომავალ წელსაც ყველაზე მეტ დაფინანსებას ჯანდაცვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროები მიიღებენ. წარმოდგენილი პროექტით, 2018 წლის ბიუჯეტით ყველაზე მეტ დაფინანსებას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მიიღებს. მისი ბიუჯეტი 2017 წელთან შედარებით, 111.2 მლნ ლარით იზრდება და 3 მლრდ 527 მლნ ლარს (ბიუჯეტის მთლიანი გადასახდელების 28.5%) შეადგენს. აქედან, განმარტებითი ბარათის თანახმად, სოციალური დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფისათვის - 2 მლრდ 463 მლნ ლარია გათვალისწინებული. აღნიშნული თანხის ფარგლებში დაგეგმილია მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული სოციალური ხარჯების დაფინანსება; ასევე ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებისთვის განსაზღვრულია - 982.8 მლნ ლარამდე; მათ შორის, მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამისთვის - 704.0 მლნ ლარი; იმუნიზაცია - 22.4 მლნ ლარი; C ჰეპატიტის მართვის პროგრამა - 16.0 მლნ ლარი; ინფექციური დაავადებების მართვა -10.5 მლნ ლარი; ტუბერკულოზის მართვა - 15.6 მლნ ლარამდე; აივ ინფექცია/შიდსის პროგრამა - 10.0 მლნ ლარზე მეტი, დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია - 35.0 მლნ ლარი; ფსიქიკური ჯანმრთელობა - 21.0 მლნ ლარი; დიაბეტის მართვა - 13.0 მლნ ლარი; სასწრაფო გადაუდებელი დახმარება და სამედიცინო ტრანსპორტირება - 39.0 მლნ ლარი; სოფლის ექიმი - 26.0 მლნ ლარი; რეფერალური მომსახურება - 22.3 მლნ ლარი; ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფა - 10.0 მლნ ლარი და სხვა. ასევე, სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვისათვის - 25.0 მლნ ლარი. რაც შეეხება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტურქტურის სამინისტროს, 2017 წელთან შედარებით, მისი ბიუჯეტი დაახლოებით, 572 მილიონი ლარით იზრდება და 2018 წელს ჯამში გამოყოფლია 1 მილიარდ 830 მლნ ლარი. განმარტებითი ბარათის თანახმად, აღნიშნული თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია - საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის - 1 მილიარდ 283 მლნ ლარი, მათ შორის, განხორციელდება შემდეგი საავტომობილო გზების მშენებლობა-რეკონსტრუქცია: თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის მშენებლობა და რეკონსტრუქცია (ჩუმათელეთი-არგვეთა) - 250.0 მლნ ლარი; აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროექტი (ზემო ოსიაური-რიკოთი) - 80.0 მლნ ლარი; სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მოდერნიზაცია-მშენებლობა -150.0 მლნ ლარი; ბათუმის ახალი შემოვლითი გზა - 70.0 მლნ ლარი; ჩუმათელეთი-ხარაგაულის გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია - 45.0 მლნ ლარი; ქობულეთის ახალი შემოვლითი გზა - 30 მლნ ლარი; ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია - 30.0 მლნ ლარი; აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანზიტო მაგისტრალი IV (აგარა - ზემო ოსიაური) - 20.0 მლნ ლარი; ზემო იმერეთი (საჩხერე) - რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია-მშენებლობა - 25 მლნ ლარი; სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ხადორის ხეობა - ბაწარა - ახმეტის მიმართულებით საავტომობილო გზების რეკონსტრუქცია-მშენებლობა - 20.0 მლნ ლარი; სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის გრიგოლეთი-ჩოლოქის მონაკვეთის მშენებლობა - 60.0 მლნ ლარი; მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე საავტომობილო გზის და გვირაბის მშენებლობა - 53.0 მლნ ლარი; თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის რუსთავი-წითელი ხიდის მონაკვეთის მშენებლობა - 25.0 მლნ ლარი; ალგეთი-სადახლოს საავტომობილო გზის მშენებლობა-მოდერნიზაცია - 25.0 მლნ ლარი; თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის ლოჭინი-საგარეჯოს მონაკვეთის მშენებლობა - 25.0 მლნ ლარი; მდინარე რიონზე ფოთის ხიდის მშენებლობა - 10.0 მლნ ლარი. ამასთან, რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისათვის გათვალისწინებულია 262.0 მლნ ლარი, მათ შორის, მთის კურორტებზე ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია - 60 მლნ ლარი; მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამა - 71.0 მლნ ლარი (თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზის მოდერნიზაცია და ბათუმის ნაპირდაცვის და სანაპირო ზოლის მოწყობა); საქართველოს ურბანული რეკონსტრუქციის და განვითარების პროექტი - 45.0 მლნ ლარი; რეგიონალური განვითარების პროექტი (კახეთი, იმერეთი, მცხეთა-მთიანეთი და სამცხე-ჯავახეთი) - ჯამში 43.7 მლნ ლარი; ასევე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციისთვის გათვალისწინებულია 254.9 მლნ ლარზე მეტი, რომლის ფარგლებშიც დადგეგმილია ქუთაისის წყალარინების პროექტის განხორციელება, გუდაურში წყლის ხელოვნური რეზერვუარის მოწყობა, ასევე საქართველოს სხვდასხვა რეგიონში წყლისა და წყალარინების, საკანალიზაციო სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია და ა.შ. პირველადი პროექტის თანახმად, 2017 წელთან შედარებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება 62.6 მლნ ლარით იზრდება და 1 მლრდ 178 მლნ 770 ათას ლარს შეადგენს. განმარტებითი ბარათის თანახმად, ზოგადი განათლების დასაფინანსებლად განსაზღვრულია - 681.1 მლნ ლარამდე, მათ შორის, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსება - 598.9 მლნ ლარი; მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა - 11.9 მლნ ლარამდე; უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფა - 12.8 მლნ ლარზე მეტი; მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა - 23.0 მლნ ლარამდე; საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფა - 22.1 მლნ ლარი და სხვა. ასევე პროფესიული განათლების დასაფინანსებლად - 38.0 მლნ ლარამდე; უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროგრამების დასაფინანსებლად - 135.1 მლნ ლარზე მეტი; მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა - 62.6 მლნ ლარი; საგანმანათლებლო დაწესებულებათა ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის - 97.2 მლნ ლარზე მეტი; დონორების დაფინანსებული პროექტის ფარგლებში მიემართება (მათ შორის, ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს - გრანტი) 116.8 მლნ ლარამდე.
---
01.10.2017
"ნინის ცხოვრება ერთმა საბედისწერო დღემ მოულოდნელად შეცვალა" - 7 წლის გოგონას საზოგადოების დახმარება ესაჭიროება
7 წლის ნინი ნოზაძეს, რომელიც 5 თვეა კომატოზურ მდგომარეობაშია, საზოგადოების დახმარება ესაჭიროება. ინფორმაციას დედების ფონდის ფეისბუქ გვერდი ავრცელებს. იხილეთ ვიდეო "ეს 7 წლის ნინი ნოზაძეა, რომელიც ახლა მე 2 კლასის მოსწავლე უნდა იყოს , მაგრამ უკვე 5 თვეა რაც ამტელ ჰოსპიტალში რეანიმაციულ განყოფილებაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება ნინი სრულიად ჯანმრთელი, აქტიური და ხალისიანი ბავშვი იყო, მაგრამ ერთმა საბედისწერო დღემ მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა. მოულოდნელად ნინიმ თავი აიტკივა, ტკივილი გაძლიერდა და აღმოჩნდა რომ თავში ანევრიზმა გაუსკდა. მას შემდეგ უკვე 5 თვე გავიდა, ამოწურეს ყველანაირი დახმარება. დღე-ღამეში კი ნინის დედას 850 ლარის გადახდა უწევს კლინიკაში. ნინის ოჯახს უკვე არცერთი თეთრი აღარ გააჩნია რომ კლინიკის საფასური გადაიხადოს და ნინო აცოცხლოს ეს ლამაზი გოგო ისევ ბედნიერი უნდა გავხადოთ, დავუბრუნოთ თავის 24 წლის დედიკოს, რომელიც მისი შემხედვარე განადგურებულია www.pondi.ge ჩვენი დონაციის საიტი და უმარტივესი გადახდის მეთოდი სახლიდან გაუსვლელად, როგორც საქართველოდან, ისე მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ( VISA, MASTERCARD). ჩარიცხვა აპარატიდან: თი-ბი-სი ფეის აპარატებში ვირჩევთ "სხვადასხვა"-> "ქველმოქმედება" -> "დედების ფონდი" სხვა დანარჩენი აპარატებიდან: საბანკო მომსახურება -> იურიდიული პირი -> Advertisement პირადი ნომერი 01003016433 -> დაბადების თარიღი 05.08.1986 -> ქვემოთ ჩამოწერილი ანგარიშის ნომერი (გააჩნია რომელ ბანკში რიცხავთ)". საიდენტიფიკაციო კოდი: 400178419 საბანკო რეკვიზიტები: მიმღები :დედების ფონდი საქართველოს ბანკი GE46BG0000000689979800 თიბისი ბანკი: GE17TB7174136080100007 ხალიკ ბანკი: GE08HB0000000000473608 ლიბერთი ბანკი GE22LB0115121073654001 ტერა ბანკი GE61KS0000000360801210 ზარი ნებისმიერი ოპერატორიდან 1 ლარი 0901700483
---
01.10.2017
მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/223450/
ომბუდსმენი ხანდაზმულებზე: 'ხშირია მათ მიმართ ძალადობის და ასაკის ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტები'
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღედ 1990 წლიდან დაწესდა, ხანდაზმულ პირთა უფლებების დაცვისა და მოსახლეობის დაბერების პრობლემებთან ბრძოლის მიზნით. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველმა განცხადება გაავრცელა, რომელსაც სამხრეთის კარიბჭე" უცვლელად გთავაზობთ: "ბოლო წლების განმავლობაში აღნიშნულ საკითხებს განსაკუთრებული სიმწვავით დაემატა ასაკის ნიშნით დისკრიმინაცია (ეიჯიზმი), რასაც ზოგჯერ თან ახლავს ხანდაზმულ პირთა მიმართ ძალადობა და მათი უგულვებელყოფა. დისკრიმინაციის ფაქტები და საზოგადოების არაჯანსაღი დამოკიდებულება ქმნის გარემოს, რომელიც ასაკოვან ადამიანებს შესაძლებლობებს უზღუდავს და უარყოფით გავლენას ახდენს მათ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. 2017 წელს ხანდაზმულ პირთა საერთაშორისო დღის მთავარ თემად დასახელდა ასაკოვანი ადამიანების როლისა და კონტრიბუციის გაზრდა/გაფართოება ოჯახის, თემისა და საზოგადოების ცხოვრებაში. განსაკუთრებული ყურადღება მახვილდება ხანდაზმულთა უფლებებისა და საჭიროებების შესაბამისად, მათი სრული და ეფექტური ჩართულობის უზრუნველყოფის მხარდამჭერ გზებსა და დაბერების შესახებ მადრიდის საერთაშორისო გეგმით დასახული მიზნების მიღწევაზე. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ დაბერების პრობლემებთან ბრძოლა ათწლეულების წინ დაიწყო, საქართველოში ამ მიმართულებით ეფექტური ღონისძიებები არ ხორციელდება. ზემოთ დასახელებული მადრიდის საერთაშორისო გეგმით განსაზღვრული ვალდებულებები გარკვეულწილად აისახა საქართველოს პარლამენტის მიერ 2016 წელს დამტკიცებულ „საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციაში“, თუმცა, დოკუმენტში მოცემულია მხოლოდ სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, ხოლო მისი პრაქტიკული განხორციელების მიზნით ეროვნული სამოქმედო გეგმა ამ დრომდე არ დამტკიცებულა (კონცეფციის თანახმად სამოქმედო გეგმის დამტკიცება უნდა მომხდარიყო 2016 წლის 1 აგვისტომდე). შესაბამისად, ხანდაზმულ პირთა უფლებების დაცვის კუთხით ქვეყანაში კვლავაც მრავალი გამოწვევა არსებობს. ასაკოვანი ადამიანების უმრავლესობას არ მიუწვდება ხელი ადეკვატურ საცხოვრებელზე, სოციალურ სერვისებსა და დაცვის მექანიზმებზე, რის გამოც, ისინი სიღარიბის, უსახლკარობისა და იზოლაციის საფრთხის ქვეშ იმყოფებიან. ხშირია მათ მიმართ ძალადობის, უგულვებელყოფისა და ასაკის ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტები. ქვეყანაში არსებული სახელმწიფო პროგრამებით არ არის გათვალისწინებული ხანდაზმულთა ალტერნატიული ზრუნვის სერვისები, არ ხდება საჭიროების კვლევაზე დაფუძნებული მიზნობრივი პროგრამების შემუშავება, პრობლემურია ადგილობრივ დონეზე ამ პირთა სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფის და არსებული რესურსების ეფექტურად განაწილების საკითხი. საქართველოს სახალხო დამცველი ზედამხედველობას უწევს ხანდაზმულთა უფლებების დაცვის მდგომარეობას ქვეყნის მასშტაბით. მიმდინარე წელს ჩვენს მიერ შესწავლილი ხანდაზმულთა უფლებების დარღვევის ფაქტების უმრავლესობა მათი სოციალური დაცვის საკითხებს ეხებოდა. რაც კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს ამ მიმართულებით სახელმწიფოს არაეფექტურ პოლიტიკასა და აღნიშნული პრობლემის დაძლევისთვის კონკრეტული სამოქმედო გეგმის შემუშავების აუცილებლობას. სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას მოახდინოს ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცება „საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციის“ განსახორციელებლად, რათა უზრუნველყოს მოსახლეობის დაბერების საკითხის სხვადასხვა სექტორულ პოლიტიკასა და პროგრამაში დროული ინტეგრირება და ხანდაზმულ პირთა უფლებების სათანადო დაცვა. ამასთან, მნიშვნელოვანია გაძლიერდეს ეიჯიზმის აღმოფხვრისკენ მიმართული პოზიტიური ღონისძიებები და ხელი შეეწყოს ასაკოვან ადამიანთა საზოგადოებაში სხვების თანასწორად ინკლუზიას", – ნათქვამია უჩა ნანუაშვილის განცხადებაში.
ესქეინიუს.ჯი- http://sknews.ge/index.php?newsid=15082
ჯიეიჩენ.ჯი- http://ghn.ge/com/news/view/187396
ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/455219-1-eli-oqtomberi-khandazmultha-saerthashoriso-dghea.html?ar=A
---
01.10.2017
მედიასაშუალება: http://reginfo.ge/people/item/2903-batumshi-xarachos-chamongrevis-shedegad-5-musha-dashavda
ბათუმში ხარაჩოს ჩამონგრევის შედეგად 5 მუშა დაშავდა
ბათუმში მშენებარე კორპუსის ხარაჩოს ჩამონგრევის შედეგად ხუთი მუშა დაშავდა. შემთხვევა 30 სექტემბერს, საღამოს, ხიმშიაშვილის ქუჩაზე მოხდა, სადაც კომპანია „ალიანსპალასი“ მრავალსართულიან კორპუსს აშენებს. დაშავებულები სხვადასხვა ტრავმებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ორ მათგანს ოპერაცია ჩაუტარდა. პროფესიული კავშირების გაერთიანება მომხდარზე პასუხისმგებლობას სამშენებლო კომპანიას აკისრებს, „ალიანსპალასში“ კი აცხადებენ, რომ უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე მშენებარე ერთ-ერთი კორპუსიდან ორი მუშა 8 სექტემბერსაც გადმოვარდა და ადგილზევე დაიღუპა. ბოლო პერიოდში სახალხო დამცველმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ აუცილებელია უსაფრთხოების წესების დაცვასთან დაკავშირებით სრულყოფილი რეგულაციების მიღება და მათი შესრულების მკაცრი მონიტორინგი, რომელიც მინიმუმადე შეამცირებს სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობას. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 2015 წელს სამუშაოს შესრულებისას დაშავდა 82, ხოლო გარდაიცვალა 42 ადამიანი. 2016 წელს სამუშაოს შესრულებისას დაიღუპა 58 და დაშავდა 85 ადამიანი.
---
01.10.2017
მედიასაშუალება: http://medianews.ge/ge/24-tslis-gogo-djanmrtelobis-mdzime-mdgomareobis-gamo-sazogadoebis-mkhardacheras-sachiroebs/33091
24 წლის გოგო ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო საზოგადოების მხარდაჭერას საჭიროებს
24 წლის თეონა ნუცუბიძის დასახმარებლად ახლობლები და ოჯახის წევრები გაერთიანდნენ. თეონა ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციას საჭიროებს. ის ამჟამად კრიტიკულ მდგომარეობაშია და ისრაელის კლინიკა "ასუტაში" მკურნალობის კურსს გადის. დახმარების მსურველებს შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა შემდეგ ანგარიშებზე: თიბისი ბანკი: GE17TB7396945061100035 ანგარიშის ნომერი: GE02BG0000000143178400 საკონტაქტო ინფორმაცია - 557581188 მიმღები მალხაზ გამრეკლიძე.
---
30.09.2017
მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/223238/
ჭიაბერაშვილი: ფასების ზრდა ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის შედეგია
“მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს” წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ ფასების მატება “ქართული ოცნების” ხელისუფლების არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. “იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლება ჯიუტად უარს ამბობს პენსიის ზრდაზე, ფასების ზრდის გამო საარსებო მინიმუმი კვლავ გაიზარდა. ფასების ზრდა კი “ქართული ოცნების” ხელისუფლების არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია, ხელისუფლებისა, რომელიც თავად პრემიებსა და დანამატებს არ იკლებს, ხოლო როცა საქმე პენსიების ზრდასა და გაჭირვებული ადამიანებისთვის საარსებო შემწეობის დანიშვნაზე მიდგება, ამისთვის ბიუჯეტში სახსრებს ვერ პოულობს,” – აცხადებს ჭიაბერაშვილი. ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ 2017 წლის აგვისტოში, 2016 წლის აგვისტოსთან შედარებით, საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 20 ლარით გაიზარდა და 281 ლარი შეადგინა. საარსებო მინიმუმის ზრდა გამოწვეულია ფასების ზრდით, რომელმაც იმავე პერიოდში 5.7% შეადგინა. განსაკუთრებით დიდია ფასების ზრდა ტრანსპორტის ჯგუფში – 11,6%, რაც “ქართული ოცნების” მიერ საწვავზე აქციზის მატების პირდაპირი შედეგია და რაც ჯაჭვურად გადაეცა ზემოთჩამოთვლილ საკვებ პროდუქტებსაც, ამბობს ჭიაბერაშვილი. “ასეთი დაბალი ეკონომიკური ზრდის პირობებში წინსვლა ვერ გვექნება. მხოლოდ 4.3%-იანი ზრდა აგვისტოში იმ ღრმა პრობლემების გამოვლინებაა, რაც ბიძინა ივანიშვილის “ქართული ოცნების” 5-წლიანმა მმართველობამ შექმნა”, – ამბობს ზურაბ ჭიაბერაშვილი. ჭიაბერაშვილის თქმით, გამოსავალია “ევროპული საქართველოს” მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც გადასახადების შემცირების გზით ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე, უმუშევრობის შემცირებაზე, ფასების დასტაბილურებასა და მოქალაქეთა შემოსავლების ზრდაზეა ორიენტირებული.
---
30.09.2017
მედიასაშუალება: http://epn.ge/?id=52750
დავით სერგეენკო იაშვილის კლინიკაში განახლებული ონკო-ჰემატოლოგიური დეპარტამენტის გახსნას დაესწრო
მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ფართომასშტაბიანი სარეკონსტრუქციო სამუშაოების შემდეგ, განახლებული ონკო-ჰემატოლოგიური დეპარტამენტის გახსნას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დაესწრო. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალ განყოფილებაში ონკო-ჰემატოლოგიურ სერვისებთან ერთად, სოლიდური სიმსივნეების მქონე პედიატრიული პაციენტების მკურნალობა იქნება შესაძლებელი. „რეკონსტრუქციის შემდეგ, მ. იაშვილს სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ონკო-ჰემატოლოგიური დეპარტამენტი 44 საწოლზე მოეწყო და უახლესი თაობის აპარატურით აღიჭურვა. განახლებული სამედიცინო ინვენტარის საშუალებით, ბავშვთა ასაკის ლეიკემიებისა და ლიმფომების დიაგნოსტირება მაქსიმალური სიზუსტით მოხდება. ახალგახსნილი განყოფილებაში სპეციალურად ბავშვებისთვის სათამაშო და სასწავლო ოთახები მოეწყო, ასევე გაკეთდა გასართობი სივრცე. განახლებულ დეპარტამენტში ამ დროისთვის მკურნალობას 26 პაციენტი გადის“, - აცხადებენ სამინისტროში. კლინიკაში ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური დეპარტამენტი 1994 წელს საქართველო-გერმანიის მთავრობებს შორის, მოლაპარაკების საფუძველზე შეიქმნა. 20 წლის განმავლობაში სიცოცხლე მწვავე ლეიკემიით და ლიმფომით დაავადებულ 1000-მდე ბავშვს შეუნარჩუნდა. განახლებული დეპარტამენტი სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის სამედიცინო მომსახურების ხარისხის გააუმჯობესებას ისახავს მიზნად.
ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/455157-iashvilis-klinikis-ganakhlebuli-onko-hematologiuri-departamenti-jandacvis-ministrma-daathvaliera.html?ar=A
---
30.09.2017
მედიასაშუალება: http://reportiori.ge/inside.php?menuid=101&id=54337
ანა გოჩაშვილი: დავეხმაროთ ანა კობაიძეს ამ ურთულეს ბრძოლაში - თითოეული ლარი მისი სიცოცხლის საფასურია!
საქართველოს პარლამენტის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანა გოჩაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის ინფორმაციას ავრცელებს: „მე და ანამ ჟურნალისტიკაში ფეხი ერთდროულად ავიდგით... ორივემ „იმედში" ... წლების შემდეგ ორივემ სხვადასხვა გზით გავაგრძელეთ ცხოვრება... იმდენად მძიმეა ახლა ჩემთვის ეს ყველაფერი, ვერ გიხსნით, მაგრამ იმედი მაქვს, ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ დავეხმაროთ მას. ანამ სიკვდილი ბევრჯერ დაამარცხა და დანებებას არც ახლა აპირებს. მისი 7 წლის გუგა დედიკოს გამოჯანმრთელებაზე ოცნებობს და უნდა მის გვერდით იყოს დიდ ხანს, მონატრებული „პრინცესული" გრძელი თმით. დავეხმაროთ ანა კობაიძეს ამ ურთულეს ბრძოლაში. თითოეული ლარი მისი სიცოცხლის საფასურია! ანგარიშის ნომერი: ს/ს „საქართველოს ბანკი" ბანკისკოდი: BAGAGE22 ანგ. ნომ: GE64BG0000000854723500 მიმღები: კობაიძე ანა Ana Kobaidze" - წერს გოჩაშვილი.
---
30.09.2017
მედიასაშუალება: http://commersant.ge/?view=post&id=132253&lang_id=ge
„საქართველოში ერთ ექიმზე ერთი ექთანიც ვერ მოდის“ – ექთნების დეფიციტს ჯანდაცვის სამინისტროც აღიარებს
საქართველოში ექთნების დეფიციტს ჯანდაცვის სამინისტროც აღიარებს და პრობლემის მოგვარებას ექთნების გადამზადების პროგრამას გეგმავს. უწყების ინფორმაციით , „ჯანდაცვის სამინისტრო ცდილობს, რომ საექთნო პროფესია რეგულირებადი გახდეს, რამაც ექთნების კვალიფიკაციის პრობლემა უნდა გადაწყვიტოს“. ქვეყანაში ექთნების საგანგაშო რაოდენობაზე “კომერსანტი” უკვე წერდა. სპეციალისტების განცხადებით, დღეს ერთ ექიმზე 4-5-ის ნაცვლად, ერთი ექთანიც ვერ მოდის. ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი სერგო ჩიხლაძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავდა, რომ ექთნების საგანგაშო მაჩვენებელს მათი არაკვალიფიციურობის პრობლემაც ემატება. შეგახსენებთ, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით, 2015 წელს ქვეყანაში ექიმების რაოდენობა 24 307 იყო, ხოლო ექთნების - 15 781. 2016 წელს ექთნებისა და ექიმების რაოდენობამ იმატა, თუმცა ბალანსი იმისა, რომ ექიმები ექთნებს სჭარბობენ, იგივე დარჩა. კერძოდ, ბოლო მონაცემებით ქვეყანაში 17 093 ექთანი და 26 552 ექიმია. ექთნების დეფიციტს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროც ადასტურებს. როგორც ჯანდაცვის დეპარტამენტის რეგულირების სამმართველოს უფროსმა ნათია ნოღაიდელმა „კომერსანტს“ განუცხადა, 2015 წლის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ექიმების უზრუნველყოფის მაჩვენებელი ექთნების უზრუნველყოფის მაჩვენებელს გაცილებით აღემატება. „ექთნებისა და ექიმების თანაფარდობა არის 0,67, ანუ ერთ ექიმზე ერთი ექთანიც ვერ მოდის. ეს პრობლემა დღეს არ დამდგარა ჯანდაცვის სისტემის წინაშე, არამედ კარგა ხანია დგას. 1995 წლიდან ექთნებისა და ექიმების თანაფარდობამ კლება დაიწყო. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებით, ეს თანაფარდობა 4:1-თან უნდა იყოს, ანუ ოთხ ექთანზე ერთი ექიმი მოდიოდეს“, - აღნიშნა ნოღაიდელმა. მისივე თქმით, გარდა იმისა, რომ ექთნების დეფიციტური რაოდენობა გვაქვს, არის მეორე პრობლემური საკითხიც - საქართველოში ექიმების რაოდენობა მთელს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია: „პრობლემა არის ისიც, რომ ექიმების რაოდენობა მთელს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. თანაფარდობა ამიტომაც არის დარღვეული. ეს ტენდენციაც 90-იანი წლებიდან მომდინარეობს.“ რაც შეეხება პრობლემის მოგვარების გზებს, ნათია ნოღაიდელის განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტრო უკვე მუშაობს ექიმისა და ექთნის კომპეტენციების გამიჯვნაზე. რაც შეეხება ახალგაზრდებისთვის მოტივაციის გაზრდის და დაფინანსების საკითხებს, ამ მიმართულებით განათლების სამინისტრომ უნდა იმუშაოს. „ექიმისა და ექთნის კომპეტენციები მკაფიოდ უნდა იყოს გამიჯნული. ამასთან, ექიმისა და ექთნის საჭიროების გარკვეული სტანდარტების შემოღება უნდა მოხდეს, ანუ დაწესებულებებს რამდენიმე ექიმი და ექთანი უნდა ჰყავდეს. ესეც ნაწილობრივ დაწყებულია და სანებართვო პირობების გადახედვა მიმდინარეობს. რაც ყველაზე მთავარია, საექთნო განათლების პოპულარიზაციაა საჭირო, რაზეც განათლების სამინისტრომაც უნდა იზრუნოს. საექთნო პროგრამების მიზნობრივი დაფინანსების საკითხის განხილვა აუცილებელია, რაც ახალგაზრდებს მოტივაციას გაუზრდის“, - განაცხადა ნოღაიდელმა. ამასთან, ნათია ნოღაიდელის თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო ცდილობს, რომ საექთნო პროფესია რეგულირებადი გახდეს, რამაც ექთნების კვალიფიკაციის პრობლემა უნდა გადაწყვიტოს. „ოფიციალური სტატისტიკა ან კვლევები ექთნების კვალიფიკაციის შესახებ არაა ჩატარებული, თუმცა ვიცით, რომ არის შემთხვევები, როცა ისინი მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ. სამინისტროს ამ მიმართულებითაც დაწყებული აქვს მუშაობა. საექთნო პროფესია ისეთივე რეგულირებადი უნდა გახდეს, როგორც ექიმის პროფესია. კერძოდ, სერტიფიცირების ინსტრუმენტის არსებობაა საჭირო. დასაქმებული ექთანი მთელი ცხოვრების განმავლობაში მზადებას უნდა გადიოდეს. ამას ევროკავშირის სტანდარტებიც ითხოვს“, - განმარტა ნოღაიდელმა.
---
30.09.2017
მედიასაშუალება: http://guriismoambe.com/index.php?m=68&news_id=26648#.Wc81t9gk56g.facebook
კახა ასკურავა სერგეენკოს:"ეს არის თქვენი ე.წ. რევოლუციური ჯანდაცვის რეფორმა?"
"ხომ დაგპირდი მოვალ მეთქი? აი მოვედი იმიტომ, რომ მთელ საქართველოს გავაგებინო თქვენი ამბავი, ეს დაუჯერებელი უსამართლობა."-ამ სიტყვებით დაიწყო ლანჩხუთის მერობის კანდიდატმა, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან", კახა ასკურავამ, ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათში მცხოვრებ ანჟელიკა მანუკიანთან შეხვედრა, უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებ მძიმე ავადმყოფის ოჯახს სოციალური დახმარება მიმდინარე წლის ივნისში შეუჩერეს. კახა ასკურავა ამ ოჯახს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატთან, ლანჩხუთის საკრებულოში, ჩიბათის საარჩევნო ოლქიდან, თემურ ჯორბენაძესთან ერთად სტუმრობდა:
"ამ ოჯახში უკიდურესი მდგომარეობაა, რაც შეიძლება უკიდურესი. საჭმელიც კი არა აქვთ. მეზობლებისა და კეთილი ადამიანების ამარა არიან დარჩენილნი. ხან მე, ხან ჩემი რძალი, ხან კი ნებისმიერი მეზობელი, ვისაც გულთან მიაქვს და ვინაა ისეთი ვისაც გულთან არ მიაქვს ამ ოჯახის გაჭირვება არ ვიცი. ამათი სიცოდვით ვიწვებით ყველა. საჭმელიც არა აქვთ. შიმშილით სიკვდილი ემუქრებათ. ფრინანსური პრობლემები ხომ აქვთ, ახლა ჯანმრთელობის კიდევ უარესი, კაცი ორჯერ ნაოპერაციებია, ხერხემალზე, თირკმელზე. ქალს რაც შეეხება დაიმტვრა, მოიტეხა ფეხი, რახან "წითელი ქარი" ქონდა ქუთაისში არ გაუკეთეს ოპერაცია, შეიძლება სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყოს ოპერაცია რახან "წითელი ქარი" აქვსო, ექიმმა. აქვთ ფილტვების პრობლემა, ესაჭიროებათ აბასთუმანში მკურნალობადა მთავარი, ორივე თვალით ბრმაა, ვერ ხედავს. ლანჩხუთში ექიმთან რომ მივიყვანეთ ექიმმა თქვა, აქვს ქრონიკული ანთება ორივე თვალში და ესაჭიროება ინტენსიურ მკურნალობას თუმცა ფული არა აქვთ, ერთი სოციალური ქონდათ და ისიც ივნისში მოუხსნეს. იმას იზოგებდნენ და უცდიდნენ თვითან თვემდე"-გვიყვება მეზობელი მანონი პატარაია. "ვფიქრობ, რაც ჩვენ ერთად ვნახეთ რამდენიმე წუთის წინ არის შემაძრწუნებელი. როგორც ადამიანი ვარ უაღრესად შეწუხებული და დათრგუნული, უბრალოდ მაქვს ერთი შეკითხვა ჯანდაცვის მინისტრთან, სერგეენკოსთან - ეს არის თქვენი ე.წ. რევოლუციური ჯანდაცვის რეფორმა? სამწუხაროდ ეს არ არის ერთი და ორი შემთხვევა, მე დავდივარ ოჯახებში და ასეთ შემთხვევებს უამრავს ვნახულობ. ამ კომნკრეტულ ფაქტზე იმიტომ გავამახვილეთ ყურადღება, რომ მინისტრმა გაიგოს რა ხდება მის ქვეყანაში-როგორი კატეგორიის ადამიანებს უჩერდებათ სოციალური დახმარება და როგორი კატეგორიის ადამიანებს სახელმწიფო არ უდგას გვერდზე" - გვითხრა კახა ასკურავამ. სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლის განცხადებით, მანუკიანების ოჯახი ივნისის თვეში გეგმა -გრაფიკით გადამოწმდა. მათი სარეიტინგო ქულა ოდნავ სცდება ზედა ზღვარს, რის გამოც ვეღარ გახდნენ საარსებო შემწეობის მიმღებები:"ამჟამად ოჯახი კვლავ გადამოწმების პროცესშია და 1 თვის ვადაში ახალი სარეიტინგო ქულა მიენიჭებათ" უთხრეს "გურიის მოამბეს" სააგენტოში.
---
29.09.2017
მედიასაშუალება: http://www.info9.ge/politika/179392-parlamentshi-shromis-kodeqsze-imsjeles.html?lang=ka-GE
პარლამენტში შრომის კოდექსზე იმსჯელეს
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში საკანონმდებლო წინადადებებზე იმსჯელეს. კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე საკანონმდებლო წინადადება განიხილეს. მათ შორის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ წარმოდგენილი - „საქართველოს ორგანულ კანონში“ საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით. საკითხი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ გამოიტანა და სხდომის მონაწილეებს პროექტის მიზანი და ძირითადი არსი გააცნო. შემოთავაზებული კანონპროექტის მიზანია შრომით ურთიერთობებში დასაქმებულის უფლებებისა და დაცვის სამართლებრივი გარანტიების გაზრდა, რაც საკანონმდებლო წინადადების ავტორთა აზრით, სამუშაო დროის რეგულირებისა და სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლების მოწესრიგებაში გამოიხატება. საკანონმდებლო წინადადების მიხედვით, უზრუნველყოფილი უნდა იყოს შრომის კოდექსით დადგენილი რეგულაციების შეცვლა, რომელიც კერძო სექტორში დასაქმებულ პირებს საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებთან მიმართებით არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს. ცვლილება ითვალისწინებს ზეგანაკვეთური სამუშაოს ზედა ზღვარის განსაზღვრას და მოქმედი კოდექსიდან იმ ქვეპუნქტის ამოღებას, რომელიც შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად უთითებს „სხვა ობიექტურ გარემოებას, რომელიც ამართლებს ხელშეკრულების შეწყვეტას. კომიტეტის წევრთა აზრით, გარკვეული პროფესიების და მდგომარეობების სპეციფიკიდან გამომდინარე, შეუძლებელი იქნება ზეგანაკვეთური სამუშაოს ზედა ზღვარის განსაზღვრა. იგივე ეხება „გარკვეულ ობიექტურ გარემოებებსაც“, ვინაიდან ეს გარემოებები სხვადასხვა სამსახურსა და სხვადასხვა შემთხვევაში შეიძლება განსხვავებული იყოს. ხანგრძლივი მსჯელობის შედეგად, კომიტეტმა წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება უარყო. კომიტეტის წევრთა აზრით, მიზანშეუწონელია იმ ქვეპუნქტის ამოღება, რომელიც შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძვლად მიიჩნევს სხვა ობიექტურ გარემოებას, ვინაიდან ეს ნორმა არ გულისხმობს იმას რომ დამსაქმებელს უფლება აქვს ნებისმიერი მიზეზით, ან უსაფუძვლოდ გაათავისუფლოს პირი სამსახურიდან. სხდომაზე ასევე გამოითქვა მოსაზრება და ამის შესახებ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციაც არსებობს, რომ მიზანშეუწონელია შრომით კანონმდებლობაში ცვლილებების ფრაგმენტულად განხორციელება. კომიტეტის გადაწყვეტილებით, წინადადებები სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიას გადაეცემა, ვინაიდან უმჯობესია თუ კი მსგავსი წინადადებები და მოსაზრებები ერთიანად, სისტემური მიდგომით განიხილება. სხდომაზე ასევე განიხილეს ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, დიმიტრი დარჩიას მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ შეღავათებთან დაკავშირებით. საკანონმდებლო წინადადების ავტორები ითხოვენ დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული შეღავათები ისეთ შემთხვევაშიც გავრცელდეს, როცა უცხო ქვეყნის მოქალაქე - დედა კანონიერ ქორწინებაში იმყოფება საქართველოს მოქალაქესთან და საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული ბავშვი საქართველოს მოქალაქე ხდება. კომიტეტის გადაწყვეტილებით, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე იგი დამატებით შესწავლას საჭიროებს. ამ მიზნით, საკანონმდებლო წინადადება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა სამინისტროს გადაეგზავნება.
---
ბეჭდვითი მედია
02.10.2017
მედიასაშუალება: ალია
საბაჟოზე თვეობით გაჩერებული პრეპარატის ლოდინში პაციენტები სიცოცხლეს ებრძვიან!
-როგორ მოახერხეთ ასეთი ძვირი წამლის უსასყიდლოდ შემოტანა თქვენს კლინიკაში? ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ცენტრის ხელმძრვანელი ,პროფესორი მარინა აბაშიძე: "-ამერიკის მხარე, ჰუმანიტარულოდ მიღება ფუფუნებაა ჩვენთვის, თუმცა ხშირად ხდება მთელი რიგი გართულებები საბაჟო შემოსავლის დროს და მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თხოვნით მივმათო შესაბამის უწყებებს, რომ დაგვეხმარონ ამ პრობლემის მოგავარებაში, რათა უპრობლემოდ მოხდეს პემარატის ჩვენამდე მოღწევა, იმისათვის, რომ მასზე დამოკიდებულ პაციენტებს პრობლემა არ შეექმნათ. მიუხედავად იმისა, რომ უმძიმეს პაცინეტებთან გვიწევს ყოველდღიურად მუშაობა და , თქმა უნდა, ეს გარკვეულ სტრესთანაა დაკავშირებული, როგორც კი ერთად დავსხდებით თანამშრომლები , ისევ პაციენტებზე ვიწყებთ საუბარს. ჩემდაუნებურად ჩემი პაციენტების ისტორიები და მდგომარეობა მიმაქვს სახლში."
---
02.10.2017
მედიასაშუალება: ასავალ-დასავალი
განგაში: უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა ისევ შემცირდა !
ბოლო მონაცემით, წლის დასაწყისში საქართველოს მოსახლეობა ისევ შემცირდა. "საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული 2017 წლის პირველი ნახევრის დემოგრაფიული მაჩვენებლების მიხედვით, 6 თვეში საქართველოში 25 543 ადამიანი დაიბადა, გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 25 954 შეადგინა, რაც დაბადებულზე 411 - ით მეტია. იმის შედეგებს, რაც 90-იანი წლების მიწურულს სააკაშვილის მეთაურობით ე.წ. რეფორმატორთა გუნდმა ქართველ ხალხს თავს დაატეხა, უკვე ვხედავთ და არცთუ შორეულ მომავალში უარესსაც მოვიმკით. დღეს მსოფლიოს ხალხთა ჩამონათვალში ქართველი ერი იურიდიულად არ არსებობს ! არადა, შეგახსენებთ, ზუსტად ოციოდე წლის წინათ, ანტიქართული იდეის ავტორების მტკიცებით, პირადობის მოწმობიდან ეროვნული გრაფის ამოღება ხელს შეუწყობდა სხვადასხვა ეროვნების მოქალაქეების ზოგადქართულ ღირებულებებთან თანაზიარობას. შედეგად რა მივიღეთ ?! მაშინ, როდესაც საქართველოს მოსახლეობა დღითი დღე მცირდება, ქვემო ქართლში ეთნიკურად სხვა ეროვნების ადამიანთა შობადობა იზრდება, რომელთაც არც ქართული ენა იციან და არც საქართველოს ისტორია.
---
02.10.2017
მედიასაშუალება:კვირის პალიტრა
"შუქნიშნებმა "დამიძახეს" და ისე მაგრად ჩამავლეს ყურში ხელი, ვეღარაფრისკენ გავიხედე"
"ზოგს არ სჯერა, რომ ლიკა ჩემი შვილია, აგდებით გვიყურებენ, ბევრიც გვცნობს და გვეხმარება. თავიდან ლიკა ტიროდა მანქანების ხმაურზე, ახლა შეეჩვია და ნაცნობ მძღოლებს უღიმის კიდეც. ის კი არა, ერთ დღეს რომ არ გამოვჩნდეთ, ზოგიერთი მძღოლი მოგვიკითხავს ხოლმე, გუშინ რატომ არ იყავით, ხომ კარგად ხართო" 18 წლის ზინა რასოევი ავჭალაში, კონიაკის დასახლების მთავარ შუქნიშანთან შევნიშნე. ხელში პატარა გოგონა ეჭირა და დამუხრუჭებულ მანქანებთან მოწყალებას ითხოვდა. - ეს ჩემი შვილია, წლინახევრის ლიკა. რაც თავი მახსოვს, ოჯახს სულ უჭირდა, ბავშვობიდან ყველა შუქნიშანი და მიწისქვეშა გადასასვლელი მოვლილი მაქვს, რა ვქნა? მამა ცოცხალი მყავს, მაგრამ არც ახსოვს ჩვენი არსებობა, თავისი თავი გასჭირვებია. დედა ავადმყოფობს, სახლშია და ჩემს ძმას უვლის. ერთ დღეს ერთ-ერთ შუქნიშანთან პოლიციამ მომაკითხა და 3 წელი გლდანის ბავშვთა სახლში, კრიზისის მართვის ცენტრში გავატარე. შემდეგ დედამ პირობების ოდნავ გაუმჯობესება შეძლო და უკან დავბრუნდი. მერე გავთხოვდი და ლიკა შემეძინა. სულ ჩხუბი გვქონდა და მალევე დავშორდით, არადა, მეგონა, ჩემი ცხოვრება შეიცვლებოდა... ისევ ჩვეულ რიტმში გავაგრძელე ცხოვრება, ოღონდ ახლა ლიკასთან ერთად. ზოგს არ სჯერა, რომ ლიკა ჩემი შვილია, აგდებით გვიყურებენ, ბევრიც გვცნობს და გვეხმარება. თავიდან ლიკა ტიროდა მანქანების ხმაურზე, ახლა შეეჩვია და ნაცნობ მძღოლებს უღიმის კიდეც. ის კი არა, ერთ დღეს რომ არ გამოვჩნდეთ, ზოგიერთი მძღოლი მოგვიკითხავს ხოლმე, გუშინ რატომ არ იყავით, ხომ კარგად ხართო. ორი წელია, ბინის ქირასაც ვეღარ ვიხდით. ამის მიუხედავად, სახლის მეპატრონე, ქალბატონი ნელი ბიგანოვი ქუჩაში არ გვყრის, არ ვიცით, ოდესმე თუ შევძლებთ მისი ამაგის დაფასებას. რამდენიმე წელია განცხადებას განცხადებაზე ვწერთ, რომ თავშესაფარი გამოგვინახონ, მაგრამ საშველი არსაიდანაა. წელიწად-ნახევარი სოციალურ დახმარებას ვერ ვიღებდით და ქირასაც ამიტომ ვერ ვიხდიდით, ახლა აღგვიდგინეს. - მოხსნის მიზეზი რა იყო? - 3 წლის წინ ჩემი 11 წლის და უვარგისმა ადამიანმა გაიტაცა, თიანეთის გზაზე გოგო ხელიდან გაუსხლტა, ბედად პატრულის თანამშრომელი გამოჩნდა და მიეშველა. ხელუხლებელი გადარჩა. ამ შემთხვევის მერე სახელმწიფომაც ასე გვირჩია, უფრო უსაფრთხოდ იქნებაო და ჩვენც დავეთანხმეთ. ახლა ნორიოს ბავშვთა სახლშია. გული ერთ რამეზე მწყდება, რომ წელს ჩემი 7 წლის ძმა სკოლაში ვერ გავუშვით, წიგნები, რვეულები, ჩანთა და ერთი ხელი ტანისამოსი მაინც ხომ უნდა გვეყიდა. ფეხსაცმელიც არა აქვს... რამდენ რამეს უნდა ჩამორჩეს, თანატოლებს, ექსკურსიებს, ლაშქრობებს... ძველმანებით რომ გაგვეშვა პირველივე დღეს, გულდაწყვეტილი დაბრუნდებოდა და აღარც გაიხედავდა იქითკენ. ვიცი, რომ დასცინებდნენ და უფრო მეტად ატკენდნენ გულს, ეს ყოველივე გავლილი მაქვს. მე ხომ მხოლოდ ცხრა კლასამდე შევძელი სწავლა, მერე კი შუქნიშნებმა "დამიძახეს", ისე მაგრად ჩამავლეს ყურში ხელი, ვეღარაფრისკენ გავიხედე (ეღიმება). ძალიან მინდა, ვისწავლო. პოლიციის აკადემიაში ჩაბარება ოცნებად მქონდა, მაგრამ სწავლას ფული უნდა. უცნაურია ცხოვრება - ზოგს სწავლას აიძულებენ, ჩემთვის კი ფუფუნებაა. თუ სწავლა ვერ შევძელი, ლიკა რომ მოიზრდება, რაიმე ხელსაქმეს შევისწავლი და მუშაობას დავიწყებ. სახლი, სადაც ვცხოვრობთ, ბელეტაჟზეა. დიასახლისი პირველ სართულზეა, ჩვენ ზემოთ ვართ. არც იქ არის ნორმალური პირობები, მაგრამ კეთილი ადამიანების იმედად ღია ცის ქვეშ არ ვათევთ ღამეს. დედა რესტორანში მუშაობდა ცოტა ხანს და ხანდახან ნარჩენები მოჰქონდა, ბედნიერად გვახსოვს ის დღეები. მერე რაღაც მოხდა და სამსახურიდან მთელი მორიგე პერსონალი დაითხოვეს. წლების წინ ბებია, დედაჩემის დედა, მეეზოვედ მუშაობდა. გარდაცვალების შემდეგ დედამ ბებიას ადგილი ითხოვა, მაგრამ უარით გამოისტუმრეს. დღემდე უყურადღებოდ დევს ჩვენი განცხადება მერიაში. მაინც ვიბრძვით არსებობისთვის, არ ვნებდებით, შვილი ბრძოლის ძალას მაძლევს. მისი ყურება მამშვიდებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა მხიარულობს და იცინის.
---
30.09.2017
მედიასაშუალება:რეზონანსი
საქართველოში ერთ ექიმზე ერთი ექთანიც არ მოდის
საქართველოში ექთნების დეფიციტს ჯანდაცვის სამინისტროც აღიარებს და პრობლემის მოგვარებას ექთნების გადამზადების პროგრამას გეგმავს. უწყების ინფორმაციით , „ჯანდაცვის სამინისტრო ცდილობს, რომ საექთნო პროფესია რეგულირებადი გახდეს, რამაც ექთნების კვალიფიკაციის პრობლემა უნდა გადაწყვიტოს“. სპეციალისტების განცხადებით, დღეს ერთ ექიმზე 4-5-ის ნაცვლად, ერთი ექთანიც ვერ მოდის. ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი სერგო ჩიხლაძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავდა, რომ ექთნების საგანგაშო მაჩვენებელს მათი არაკვალიფიციურობის პრობლემაც ემატება. შეგახსენებთ, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით, 2015 წელს ქვეყანაში ექიმების რაოდენობა 24 307 იყო, ხოლო ექთნების - 15 781. 2016 წელს ექთნებისა და ექიმების რაოდენობამ იმატა, თუმცა ბალანსი იმისა, რომ ექიმები ექთნებს სჭარბობენ, იგივე დარჩა. კერძოდ, ბოლო მონაცემებით ქვეყანაში 17 093 ექთანი და 26 552 ექიმია. ექთნების დეფიციტს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროც ადასტურებს. როგორც ჯანდაცვის დეპარტამენტის რეგულირების სამმართველოს უფროსმა ნათია ნოღაიდელმა „კომერსანტს“ განუცხადა, 2015 წლის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ექიმების უზრუნველყოფის მაჩვენებელი ექთნების უზრუნველყოფის მაჩვენებელს გაცილებით აღემატება. „ექთნებისა და ექიმების თანაფარდობა არის 0,67, ანუ ერთ ექიმზე ერთი ექთანიც ვერ მოდის. ეს პრობლემა დღეს არ დამდგარა ჯანდაცვის სისტემის წინაშე, არამედ კარგა ხანია დგას. 1995 წლიდან ექთნებისა და ექიმების თანაფარდობამ კლება დაიწყო. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებით, ეს თანაფარდობა 4:1-თან უნდა იყოს, ანუ ოთხ ექთანზე ერთი ექიმი მოდიოდეს“, - აღნიშნა ნოღაიდელმა. მისივე თქმით, გარდა იმისა, რომ ექთნების დეფიციტური რაოდენობა გვაქვს, არის მეორე პრობლემური საკითხიც - საქართველოში ექიმების რაოდენობა მთელს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია: „პრობლემა არის ისიც, რომ ექიმების რაოდენობა მთელს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. თანაფარდობა ამიტომაც არის დარღვეული. ეს ტენდენციაც 90-იანი წლებიდან მომდინარეობს.“ რაც შეეხება პრობლემის მოგვარების გზებს, ნათია ნოღაიდელის განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტრო უკვე მუშაობს ექიმისა და ექთნის კომპეტენციების გამიჯვნაზე. რაც შეეხება ახალგაზრდებისთვის მოტივაციის გაზრდის და დაფინანსების საკითხებს, ამ მიმართულებით განათლების სამინისტრომ უნდა იმუშაოს.
---