მედიამონიტორინგი 03.01.2018
ტელევიზია
01.01.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
საქართველოში ახალი წლის შემოსვლას სამწუხაროდ ყველა ერთნაირად ვერ შეხვდა.
არიან ოჯახები, სადაც ნაკლებად აქვთ საახალწლო განწყობა. 2017 წელი სოციალური და ეკონომიკური თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე რთული აღმოჩნდა. ეროვნული ვალუტის კიდევ უფრო გაუფასურების ფონზე, ოფიციალური მონაცემებით დასტურდება, რომ ფასებმა ყველაფერზე მოიმატა, მათ შორის გაძვირდა წამლები, სურსათი და საწვავი. წლის ბოლოს გაიზარდა კომუნალური გადასახადებიც.ამ ფონზე კი არშემცირებულა სიღარიბე და ვერ გაიზარდა სამუშაო ადგილების რაოდენობა.
---
01.01.2018
არხი: მაესტრო
გადაცემა: კონტაქტი 18:00
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ 2018 წელს დაბადებული პირველი ახალშობილი მოინახულა. პატარას მან სიმბოლური საჩუქრები გადასცა. ბავში "ჰერაში" დაიბადა.
---
ინტერნეტი
03.01.2018
მედიასაშუალება: http://www.saqinform.ge/news/36152/ianvridan+eleqtronul+receptebze+gadasvla+savaldebulo+xdeba.html
იანვრიდან ელექტრონულ რეცეპტებზე გადასვლა სავალდებულო ხდება
ჯანდაცვის სამინისტრო ხელშეკრულებას მხოლოდ იმ სამედიცინო დაწესებულებებთან გააფორმებს, რომლებიც ელექტრონულ სისტემაში ჩაერთვებიან. იანვრიდან ფორმა №3-ის ელექტრონული ვერსია პირველ ეტაპზე მხოლოდ თბილისის მასშტაბით განხორციელდება, შემდეგ კი მთელ საქართველოს მოიცავს. ამ პროცესს წინ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის მიერ ჯანდაცვის სისტემის განვითარების ხედვის მომზადება უძღოდა. ხედვა 2030 წლისთვის საქართველოში ჯანდაცვის სისტემაში არსებულ მდგომარეობას ასახავს.
02.01.
01.01
კვირა.ჯი- http://kvira.ge/374009
პია.ჯი- https://www.pia.ge/post/176908-eleqtronul-receptebze-gadasvla-ianvridan-savaldebulo-gaxdeba
---
02.01.2018
მედიასაშუალება: http://www.info9.ge/janmrtheloba/185929-davith-sergeenkos-rchevebi-nabakhusevze-myofebs.html?lang=ka-GE
დავით სერგეენკოს რჩევები ნაბახუსევზე მყოფებს
ჯანდაცვის მინისტრმა ახალი წლის დღეებში მოსახლეობის მიერ ზედმეტი დოზით ალკოჰოლის მიღებასა და მის გვერდით მოვლენებზეც ისაუბრა. “ალკოჰოლი არის წამალი, რომლის დოზირებულ-გამოზომილი და გამოკვეთილი მიღება გამაჯანსაღებელ ეფექტებს იწვევს ადამიანში. გამონაკლისი არის დაავადებები, რომლის დროსაც ცალსახად არ შეიძლება ალკოჰოლის მიღება. ძირითადად ეს არის ღვიძლის დაავადებები, რადგან ღვიძლის საშუალებით ხდება ალკოჰოლის გამოდევნა-გამოყოფა, არის გულსისხლძარღვთა დაავადებები. ბავშვებში ცალსახად მიუღებელია. მე თვითონ მინახავს და გამიკიცხავს მშობლები, რომლებიც თავის შვილს ერთ ყლუპს ალევინებს. ორსულობის დროს არცერთი წვეთი არ უნდა დალიონ,” – განაცხადა გადაცემა “ექიმებში” ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ. მინისტრმა ახალი წლის დღეებში ქართველების მიერ ზედმეტი დოზით ალკოჰოლის მიღებასა და მის გვერდით მოვლენებზეც ისაუბრა. “გვაქვს აჩქარებული გულისცემა, შევიწროებულია სისხლძარღვები ყველგან, გარდა სამი სისტემისა. ბევრი სისხლი მიდის თავში და თავის ტკივილის მიზეზი ეს არის და, არა პირიქით სპაზმი, როგორც ხშირად ჰგონიათ ხოლმე. ბევრი სისხლი მიდის გულში და ბევრი სისხლი მიდის ფილტვებში. ყველა სხვა ორგანოში მიდის ძალიან ცოტა. შესაბამისად, მომატებულია გულის კუნთის მოთხოვნა ჟანგბადზე. რაც უფრო მეტად იკუმშება, მით უფრო მეტი ჟანგბადი ჭირდება. ასეთ შემთხვევაში სამწუხარო სტატისტიკა გვაქვს, ნაბახუსევზე ხშირდება ბიოკარდიუმის გულის კუნთის ინფარქტი.” დავით სერგეენკოს თქმით, ის რომ ალკოჰოლის მიღების დროს ყავა გვაფხიზლებს, მითია და რეალობას არ შეესაბამება. “კოფეინი და ალკოჰოლი არიან ანტაგონისტები. ერთმანეთის მოქმედებას ამცირებენ. შესაბამისად, თრობის ხარისხი შეიძლება კოფეინმა შეამციროს, თუმცა, მისი რეალური ეფექტი არც კი იგრძნობა. რაც შეეხება ნაბახუსევ მდგომარეობას, იქ ჩვენ ალკოჰოლთან საქმე აღარ გვაქვს, არამედ მის ნახევარდაშლის პროდუქტებთან. ყავა კი აძლიერებს სითხის დაკარგვას და გულის ცემის გახშირებას იწვევს. ამიტომ მის დალევას არამც თუ აზრი არ აქვს, არამედ მავნებელიც არის.” სერგეენკოს თქმით, ნაბახუსებზე არც ტკივილდგმაყუჩებლის მიღებაა რეკომენდირებული, გამოჰყავს თუ არა ნაბახუსევზე ადამიანი ცხელ აბაზანას და გაზიან სასმელს? - ამ კითხვის კომენტირებისას მინისტრმა განაცხადა: “რაც შეეხება გაზიან სასმელს, მას იღებენ იმიტომ, რომ ამ დროს ძლიერი წყურვილის შეგრძნებაა და გაზიანი სასმელი სუბიექტურად უფრო აკმაყოფილებს მოთხოვნას. თუმცა, მაღალი რისკია და გაზიანი სასმელის დალევა არ ღირს ცალსახად. მინერალური წყალი კარგია, ოღონდ გაზგასული. რაც შეეხება ცხელი შხაპის მიღებას, ახალგაზრდებს და ფიზიკურად კარგ კონდენციაში მყოფებს, შეუძლიათ. თუმცა, ზოგადად არანაირი დამატებითი სტრესი ნაბახუსევზე არ შეიძლება. უბრალოდ იმიტომ, რომ ზედა ზღვარზე არის ყველა სასიცოცხლო ფუნქცია, გახშირებულია გულისცემა, რასაც ცხელი აბაზანა კიდევ უფრო გაზრდის და, მათთვის, ვისაც რისკები აქვს გულსისძარღვთა სისტემის მხრივ, შეიძლება ეს ცუდი შედეგით დამთავრდეს.” მინისტრის თქმით, ადამინისთვის 12-დან 20 ერთეულამდე ალკოჰოლის მიღება ერთი კვირის განმავლობაში, მისაღები და სასარგებლოა.
---
30.12.2017
EMC: მთავრობამ შრომის უსაფრთხოების კანონზე პირობა დაარღვია
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) მთავრობას დანაპირების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს. ორგანიზაციის წარმომადგენელი ლინა ღვინიანიძე ამბობს, რომ შრომის უსაფრთხოების კანონი 2017 წლის ბოლომდე უნდა მიეღოთ, თუმცა პირობა დაირღვა. “მეშახტეების დაღუპვის შემდეგ მთავრობამ კანონპროექტის ინიცირება მოახდინა და მათი დაპირება იყო, რომ წლის ბოლოს პარლამენტს უნდა დაემტკიცებინა კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ. მთავარი მოლოდინი იყო, რომ ქვეყანაში დასაქმებულთა უსაფრთხოება დარეგულირდებოდა და შეიქმნებოდა შრომის ინსპექტირების ძლიერი სისტემა. წლის ბოლოს დავინახეთ, რომ კანონპროექტი არის ძალიან სუსტი და ისიც შეფერხებულია ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან. ეს ყველაფერი ახანგრძლივებს სამშენებლო და შრომის უსაფრთხოების კუთხით სრულიად უკონტროლო სიტუაციას, რომელიც ყოველწლიურად ათეულობით ადამიანის დაღუპვას და დასახიჩრებას იწვევს”,- განაცხადა ლინა ღვინიანიძემ და დასძინა, რომ 2017 წელს სამრეწველო სფეროში დაღუპვის 35-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა ეს ციფრი 2018 წლის დასაწყისში შესაძლოა, შეიცვალოს, მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ სტატისტიკას გაასაჯაროებს. დღეს საქართველოს პარლამენტთან აქცია მოქალაქეთა ჯგუფმაც გამართა, რომლებიც კანონმდებლების მიერ შრომის უსაფრთხოების კანონპროექტის განხილვის გადადებას აპროტესტებდნენ.
---
ბეჭდვითი მედია
03.01.2018
მედიასაშუალება: ახალი თაობა
იანვრიდან სამედიცინო დაწესებულებები ვალდებულები იქნებიან, პაციენტებს ელექტრონული რეცეპტები გამოუწერონ
2018 წლიდან ელექტრონული რეცეპტებზე გადასვლა სავალდებულო ხდება.
ჯანდაცვის სამინისტრო ხელშეკრულებას მხოლოდ იმ სამედიცინო დაწესებულებებთან გააფორმებს, რომლებიც ელექტრონულ სისტემაში ჩაერთვებიან. აღსანიშნავია, რომ ფორმა №3-ის ელექტრონული ვერსია პირველ ეტაპზე, 2018 წლის იანვრიდან, მხოლოდ თბილისის მასშტაბით განხორციელდება, შემდეგ კი მთელ საქართველოს მოიცავს.
http://files.eyemedia.ge/files/download.php?tip=2&idd=571
---